17/06/2026
📊მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების მონიტორინგი კვლავ მიმდინარეობს.
🟠პროგრამის ეფექტიანობის შეფასებისა და მხარდაჭერილი მეწარმეების საქმიანობის შედეგების გაცნობის მიზნით, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდა და მათი საწარმოო პროცესები ადგილზე დაათვალიერა.
➡️შეხვედრების ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა პროგრამის გავლენაზე ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაზე, საწარმოების ტექნიკურ გაძლიერებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნაზე. როგორც მეწარმეები აღნიშნავენ, მიღებულმა თანადაფინანსებამ მათ საშუალება მისცა შეეძინათ თანამედროვე დანადგარები და საჭირო აღჭურვილობა, გაეზარდათ წარმოების მოცულობა, გაეუმჯობესებინათ მომსახურების ხარისხი და უფრო კონკურენტუნარიანები გამხდარიყვნენ ბაზარზე.
➡️გასულ წელს აღნიშნული პროგრამით, დაახლოებით, 50-მდე მიკრო და მცირე მეწარმემ ისარგებლა. მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მათ საქმიანობის გაფართოებისა და განვითარებისათვის საჭირო ინვენტარი, ტექნიკა და საწარმოო აღჭურვილობა შეიძინეს, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მათი ბიზნესების მდგრად ზრდასა და გაძლიერებას.
➡️მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების, მეწარმეობის წახალისებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასევე, გაიზარდა თითოეულ ბენეფიციარზე გათვალისწინებული დაფინანსების მაქსიმალური ლიმიტიც, რაც მეწარმეებს კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს საკუთარი საქმიანობის განვითარებისათვის.
➡️ამ ეტაპზე პროგრამაში წარმოდგენილი განაცხადების განხილვის პროცესი მიმდინარეობს. სპეციალური კომისია დეტალურად აფასებს თითოეულ პროექტს, რის შემდეგაც გამოვლინდებიან ის მეწარმეები, რომლებიც მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერას მიიღებენ და საკუთარი ბიზნესიდეების განხორციელებას შეძლებენ.
#მცირებიზნესისხელშეწყობა
#თბილისისეკონომიკა