სახელმწიფო ენის დეპარტამენტი • State Language Department

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სახელმწიფო ენის დეპარტამენტი • State Language Department

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი • State Language  Department სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ოფიციალური გვერდი.

2026 წლის 17 ივლისს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ხელი მოაწერა ჩინეთის სახალხო რესპუბლ...
18/08/2026

2026 წლის 17 ივლისს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ხელი მოაწერა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას ქართველოლოგიის, ლექსიკოგრაფიის, ენისა და კულტურის კვლევების სფეროებში სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტის წარმომადგენლები ბო იუენი და ძიანგფენგ ლი და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სტრატეგიისა და დაგეგმვის სამსახურის უფროსი თინათინ ბოლქვაძე, დარგობრივი ექსპერტი ნატა ჩხაიძე და ანალიტიკოსი ნინო ცაავა.

https://enadep.gov.ge/news/6a842fc3f7d0a569ca5c8c5b

2026 წლის 27 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის გაიმართა...
05/08/2026

2026 წლის 27 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის გაიმართა სოციოლინგვისტიკის მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა, რომლის ორგანიზატორები იყვნენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება.

სოციოლინგვისტიკის მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გამორჩეული იყო სტუდენტთა სიმრავლით, ახალი ლექტორებით, განახლებული პროგრამით, და უფრო ფართო სოციოლინგვისტური თემების ანალიზით ლექციებსა და სტუდენტების პრეზენტაციებში.

სოციოლინგვისტიკის სკოლის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სოციოლინგვისტიკის სკოლის ხელმძღვანელი თინათინ ბოლქვაძე და საზაფხულო სკოლის მოწვეული ლექტორები: ჰენინგ რადკე, დიკ სმაკმანი (ნიდერლანდების სამეფო), მათიას კეპლერი (იტალია), კარინა ვამლინგი (შვედეთის სამეფო) და ელენა სიმონატო (შვეიცარია).

სოციოლინგვისტიკის საზაფხულო სკოლა დასრულდა კულტურული პროგრამით.

https://enadep.gov.ge/news/6a733b58f7d0a569ca5c75e3

2026 წლის 27 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის სოციოლინგვისტიკის მესამე საერთ...
27/07/2026

2026 წლის 27 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის სოციოლინგვისტიკის მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნა. სკოლის ორგანიზატორები არიან სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება.

სოციოლინგვისტიკის საზაფხულო სკოლის გახსნაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან ქოქრაშვილი, მეცნიერების პოპულარიზაციისა და ქართველოლოგიის სამმართველოს უფროსი ნინო მაჩურიშვილი, სოციოლინგვისტიკის სკოლის ხელმძღვანელი თინათინ ბოლქვაძე და საზაფხულო სკოლის მოწვეული ლექტორები ნიდერლანდების, იტალიის, შვედეთისა და შვეიცარიის უნივერსიტეტებიდან.

საზაფხულო სკოლა პირველ აგვისტომდე გაგრძელდება. სოციოლინგვისტიკის სკოლის სტუდენტები არიან ფილოლოგიის, ენათმეცნიერების, ეთნოლოგიის, ისტორიის, აღმოსავლეთმცოდნეობის, სოციოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობისა და სამართალმცოდნეობის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამების ქართველი და უცხოელი სტუდენტები.

https://enadep.gov.ge/news/6a6741e7f7d0a569ca5c59d5

23/07/2026

2026 წლის 26 ივნისს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სტრატეგიისა და დაგეგმვის სამსახურის უფროსისაგან, თინათინ ბოლქვაძისგან ინტერვიუ აიღო რამილია ალიევამ, საქართველოს პირველი არხის რადიოგადაცემა „მრავალფეროვანი საქართველოს“ წამყვანმა. პროფ. თინათინ ბოლქვაძემ რადიომსმენელებს გააცნო ინფორმაცია სოციოლინგვისტიკის მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლის შესახებ. სკოლა ერთი კვირა გაგრძელდება, 2026 წლის 27 ივლისიდან პირველი აგვისტოს ჩათვლით.

ინტერვიუში ისაუბრეს სოციოლინგვისტიკის საზაფხულო სკოლის მიზნებსადა პროგრამაზე, იმ აქტუალურ საკითხებზე, რომლებსაც სკოლის მონაწილეები ერთი კვირის განმავლობაში განიხილავენ. მათ შორისაა:

- სოციოლინგვისტიკის კვლევის საგანი;
- ენა და სახელმწიფო პოლიტიკა;
- ენობრივი მრავალფეროვნების დაცვა;
- ენათა კონტაქტების ისტორიული პირობები და თანამედროვე ენობრივი ვითარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში;
- მეორე ენის სწავლების პრობლემები;
- სახელმწიფო ენის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები.

სოციოლინგვისტიკის მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლას სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან ერთად მართავენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება.

გადაცემის ჩანაწერის მოსმენა ასევე შესაძლებელია საქართველოს პირველი არხის პლატფორმაზე.

https://shorturl.at/LVrOG

https://enadep.gov.ge/news/6a623d72f7d0a569ca5c5378



© პირველი არხი

2026 წლის 3 ივლისს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სა...
03/07/2026

2026 წლის 3 ივლისს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან გამართა სამუშაო შეხვედრა.

დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, სტრატეგიისა და დაგეგმვის სამსახურის უფროსმა თინათინ ბოლქვაძემ და დარგობრივმა ექსპერტმა ნატა ჩხაიძემ სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსს ირაკლი ჭელიძეს, სააგენტოს წარმომადგენლებს - ამანდა ცუცქირიძესა და მიხეილ ბოჭორიშვილს გააცნეს დეპარტამენტში შექმნილი სახელებისა და გვარების ელექტრონული ბაზა, სხვადასხვა სახის კონვერტორები, ქართული სალიტერატურო ენის განახლებული ნორმები და ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები.

ასევე განიხილეს გვარ-სახელთა დაწერილობის საკითხები ოფიციალურ დოკუმენტებში და შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.



https://enadep.gov.ge/news/6a47c1863f7374da661fdbbb

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი მწუხარებას გამოთქვამს ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი ექსპერტთა კომისიის წევრის,...
26/06/2026

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი მწუხარებას გამოთქვამს ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი ექსპერტთა კომისიის წევრის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ქალბატონ რუსუდან ზექალაშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახის წევრებსა და კოლეგებს.

ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენ ექსპერტთა კომისიას ძალიან დააკლდება ქალბატონ რუსუდან ზექალაშვილის გამორჩეული პროფესიონალიზმი.

2026 წლის 18 ივნისს გაიმართა საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში შექმნილი ...
19/06/2026

2026 წლის 18 ივნისს გაიმართა საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.

სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი. სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდა სამუშაო ჯგუფის წევრი, სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი.

შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფმა განიხილა სახელმწიფო ენის დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევები, სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის გაუმჯობესების შესაძლებლობის პერსპექტივები, სარეკლამო აბრებისა და სხვა საჯარო წარწერებში ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და ლექსიკოლოგიური სტანდარტების დაცვის საკითხები, ქართული ენის ციფრულ სივრცეში ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებული პრობლემები და სხვადასხვა ტიპის ენობრივი დამხმარე საშუალებები (მაგ.: კონვერტორები და მონაცემთა ბაზები).



https://enadep.gov.ge/news/6a352ee73f7374da661fb53b

📣 გრძელდება გარე აბრებისა და საინფორმაციო-სარეკლამო წარწერების შემოწმება 📍 ✅ სახელმწიფო ენის დაცვა და მისი სათანადო გამო...
16/06/2026

📣 გრძელდება გარე აბრებისა და საინფორმაციო-სარეკლამო წარწერების შემოწმება 📍

✅ სახელმწიფო ენის დაცვა და მისი სათანადო გამოყენება საჯარო სივრცეში ჩვენი კულტურული იდენტობისა და ეროვნული ღირებულებების მნიშვნელოვანი ნაწილია.

შემოწმების მიზანია საჯარო სივრცეში განთავსებული წარწერების სახელმწიფო ენის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა და ქართული ენის ნორმების დაცვა.

📣 სახელმწიფო ენის დეპარტამენტი აგრძელებს გარე აბრებისა და საინფორმაციო-სარეკლამო წარწერების შემოწმებას.

📍 ბოლო ერთი თვის განმავლობაში შემოწმდა ტურისტებისთვის საინტერესო თბილისის ისტორიული ტერიტორიები — აბანოთუბანი, მეტეხის მიმდებარე ტერიტორია, ბამბის რიგი, ევროპის მოედანი, გორგასლის, გრიშაშვილის, კოტე აფხაზის (ლესელიძის), სიონის, ერეკლე II-ისა და შავთელის ქუჩები.

📍 შემოწმდა ილია ჭავჭავაძისა და ირაკლი აბაშიძის გამზირებზე განთავსებული გარე აბრები და საინფორმაციო-სარეკლამო წარწერებიც.

📣 მომდევნო კვირაში შემოწმება გაგრძელდება ტურისტებისთვის განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში, მათ შორის ავლაბრის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რიყის პარკში, მეტეხისა და ძველი თბილისის სხვა ტურისტულ მარშრუტებზე.

📣 სახელმწიფო ენის დეპარტამენტი წლის ბოლოს კერძო სექტორის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც გარე აბრებსა და სარეკლამო-საინფორმაციო მასალებში სახელმწიფო ენის ნორმებს საუკეთესოდ იცავენ, მადლობის სიგელით დააჯილდოებს.

📩 გთხოვთ, მოგვაწოდოთ როგორც დარღვევების, ისე საუკეთესო მაგალითების ფოტოები ჩვენს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე ან ფეისბუქის გვერდზე — თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია ქართული ენის სწორი გამოყენების ხელშეწყობისთვის.

☎️ საკონტაქტო: +995 32 2 407 222
📧 ელ-ფოსტა: [email protected]

#ქართულადჯობია #საუკეთესობანერი #საუკეთესოაბრა


https://enadep.gov.ge/contact

შემოგვიერთდით!სოციოლინგვისტიკის მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში რეგისტრაცია გრძელდება.შეავსეთ განაცხადი ქართულად ა...
13/06/2026

შემოგვიერთდით!

სოციოლინგვისტიკის მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში რეგისტრაცია გრძელდება.

შეავსეთ განაცხადი ქართულად ან ინგლისურად: https://shorturl.at/51zn8

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://enadep.gov.ge/news/6a2d87a4b956a1dc8d350b7d

2026 წლის 10 ივნისს თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მხარდაჭერით ...
11/06/2026

2026 წლის 10 ივნისს თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მხარდაჭერით ბოტანიკის ინსტიტუტში გამართა მუდმივმოქმედი საინსტიტუტო სემინარი თემაზე – „საჯარო ლექციები, საუბრები ტერმინოლოგიაზე“.

სემინარის ფარგლებში განიხილეს მცენარეთა ქართული სამეცნიერო სახელების დაწერილობის საკითხები, არსებული პრობლემები და გადაჭრის გზები „მცენარეთა სახელების კრებსითი ლექსიკონის“ მონაცემების მიხედვით.

სემინარზე ერთობლივი მოხსენებით გამოვიდნენ ფილოლოგიის დოქტორი, თსუ არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ნანა ხოჭოლავა-მაჭავარიანი და ილიას უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის ჰერბარიუმების განყოფილების მთავარი ბოტანიკოსი დავით ჭელიძე.

სემინარს ესწრებოდნენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სტრატეგიისა და დაგეგმვის სამსახურის დარგობრივი ექსპერტი ნატა ჩხაიძე და ანალიტიკოსი თათია ზუბიტაშვილი.



https://enadep.gov.ge/news/6a2aa736b956a1dc8d350500

Address

7, Ingoroqva Street
Tbilisi
0114

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995322407222

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სახელმწიფო ენის დეპარტამენტი • State Language Department posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სახელმწიფო ენის დეპარტამენტი • State Language Department:

Shortcuts

Share