საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო • National Agency of Public Registry

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო • National Agency of Public Registry

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო • National Agency of Public Registry საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო The NAPR's successful performance led to an expansion in its responsibilities.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის ძირითადი საქმიანობაა:

• უძრავ ნივთებზე უფლებების რეგისტრაცია
• საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია
• საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაცია
• მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებების რეგისტრაცია
• მეწარმეთა და არასამეწარმეო (არ

აკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაცია
• პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაცია
• ეკონომიკურ საქმიანობათა რეგისტრაცია
• გეოგრაფიული ობიექტების დამისამართება
• უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემთა აღრიცხვა
• სივრცითი ინფორმაციის წარმოება/გაზიარება

სააგენტო 2004 წელს, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნა და მისგან მიწის ადმინისტრირების ფუნქცია და ტექნიკური აღრიცხვის ბიუროებში დაცული ინფორმაცია გადმოეცა. უწყების წარმატებული მუშაობის კვალდაკვალ, მისი ფუნქციები თანდათან იზრდებოდა და დღეს უკვე სააგენტო დაინტერესებულ პირებს 265 მომსახურებას სთავაზობს იუსტიციის სახლებისა თუ საზოგადოებრივი ცენტრების, სააგენტოს ტერიტორიული ფილიალებისა და ავტორიზებული პირების მეშვეობით. სააგენტოს 185 სერვისი დისტანციურად, სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად არის ხელმისაწვდომი.

მომხმარებელზე ორიენტირებული, გამჭვირვალე, უსაფრთხო და ერთიანი სარეგისტრაციო სისტემის შექმნა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაარსებისთანავე პრიორიტეტულ ამოცანად დაისახა და დღემდე ამ მიზნით არაერთ რეფორმასა თუ პროექტს ახორციელებს საკანონმდებლო, ინსტიტუციური, ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური მიმართულებებით. უწყების ეფექტიანი მუშაობა სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებითაც დასტურდება. The National Agency of Public Registry (NAPR) is a legal person of the Public Law under the Ministry of Justice of Georgia. Its scope of responsibilities includes the following:

· registration of immovable property rights;
· registration of Public-law restrictions;
· registration of tax liens/mortgages;
· registration of movable and intangible property rights;
· registration of entrepreneurs and non-entrepreneurial (non-commercial) legal entities;
· registration of political associations of citizens;
· registration of economic activities;
· assigning addresses to geographic features;
· recording cadastral data on immovable property;
· producing/sharing spatial data. NAPR was established in 2004 on the basis of the State Land Management Department, and the land administration responsibilities and the technical inventory bureau data were transferred to NAPR. It now offers more than 265 services through public service halls and community centers, local branches and authorized persons across the country. 185 services are now available online and can be received in the comfort of your home or office. NAPR has been committed to establishing a user-friendly, transparent, secure and unified registration system and numerous reforms and initiatives have been undertaken in the legal, institutional, administrative, and technological directions to achieve this goal. NAPR's high-level performance is confirmed by a number of international rankings.

27/08/2026
უძრავი ქონების ამზომველთა სასერტიფიკატო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო!საბუთების მიღება მიმდინარეობს 26 აგვისტოდან 4 სექტე...
26/08/2026

უძრავი ქონების ამზომველთა სასერტიფიკატო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო!

საბუთების მიღება მიმდინარეობს 26 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://tcj.gov.ge/news/udzravi-konebis-amzomvelta-sasertipikato-gamotsdaze-registracia

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება🔷გავრცელებული ინფორმაცია ბობოყვათში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საკითხთან...
25/08/2026

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება

🔷გავრცელებული ინფორმაცია ბობოყვათში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების განცხადებების განხილვის პროცესის შეფერხებისა და გაჭიანურების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება

🔷საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ბობოყვათში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების განცხადებების განხილვის პროცესის შეფერხებისა და გაჭიანურების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

🔷საკითხის დეტალურად შესწავლის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოითხოვა ინფორმაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია ბობოყვათში მცხოვრები მოქალაქეების პროტესტის შესახებ, სადაც ისინი აცხადებდნენ, რომ წლებია, საკუთარი მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას უშედეგოდ ითხოვენ, ახლა კი ამ ტერიტორიაზე სტადიონის მშენებლობა იგეგმება.

🔷სააგენტოში არსებული მონაცემების მიხედვით, მოქალაქეების მიერ მითითებული მიწის ნაკვეთები აზომილია მდინარე დეხვას, სასაფლაოსა და გზის მიმდებარე ტერიტორიებზე და არ წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს.

🔷ამასთან, სააგენტოში დაცული ისტორიული საკადასტრო მონაცემების ბაზებში აღნიშნული მიწის ნაკვეთები ფიქსირდება, როგორც სახელმწიფოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრება. გრაფიკული მონაცემების ბაზა - ე.წ. ყვითელი ფენა 2000-იან წლებში ჩატარებული სისტემური აღწერების შედეგების კომპიუტერული დამუშავებისას შეიქმნა. სამუშაოები „კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის“ ქართულ-გერმანული „KFW“-ის თანადაფინანსების, აგრეთვე, USAID-ის პროექტების ფარგლებში განხორციელდა.

🔷საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის ნაკვეთების სამართლებრივი სტატუსისა და რეგისტრაციის საკითხის შეფასებისას გადაწყვეტილებები მიღებული იქნება ინდივიდუალურად, ყოველ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, სააგენტოში დაცული დოკუმენტაციისა და საკადასტრო მონაცემების, ასევე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

🔹საქართველოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) განვითარების 2026-2029 წლების სტრატეგიის და სამოქმედო ...
19/08/2026

🔹საქართველოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) განვითარების 2026-2029 წლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტების საჯარო კონსულტაციების პროცესი დაიწყო.

🔹მისი მიზანია ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) შექმნა, ფუნქციონირება და განვითარება, სივრცითი მონაცემებისა და მეტამონაცემების, მონაცემთა ფორმატის, ციფრული ინფორმაციის შეგროვება, შენახვა, განახლება და გაზიარების ეროვნული სტანდარტების ჩამოყალიბება. ასევე, ქვეყნის ერთიანი გეოინფორმაციული პოლიტიკის სტრატეგიული მიზნების, ამოცანებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა.

🔹„ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განისაზღვრა კოორდინატორად და სხვა ფუნქციებთან ერთად, დაევალა საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად, საკოორდინაციო საბჭოსთვის წარსადგენად ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის 4-წლიანი სტრატეგიისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება.

🔹ამ მიზნით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის“ შესაბამისად, შეიმუშავა საქართველოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) განვითარების 2026-2029 წლების სტრატეგიისა და 2026 წლის სამოქმედო გეგმის პროექტები, რომელიც ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება.

🔹სტრატეგია ასახავს მომდევნო 4 წლის განმავლობაში შესასრულებელ საქმიანობებს, რომელთა შედეგად საჯარო დაწესებულებები ურთიერთთანამშრომლობით განავითარებენ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურას, რათა ნებისმიერ პირს შეეძლოს სივრცით მონაცემებზე გამარტივებული წვდომა აქტუალური, სტანდარტიზებული მონაცემების, ფუნქციურად თავსებადი ტექნოლოგიების, სერვისების და მონაცემთა მართვის საუკეთესო პრაქტიკის გზით.

🔹პოლიტიკის პროცესის ლეგიტიმაციის, სანდოობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, დაინტერესებული მხარეებისა და ფართო საზოგადოების ჩართულობას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ამდენად, მნიშვნელოვანია სტრატეგიის მიზნებზე, ამოცანებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ფართო საზოგადოების მოსაზრებების შეგროვება.

🔹საქართველოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) განვითარების 2026-2029 წლების სტრატეგიისა და 2026 წლის სამოქმედო გეგმის პროექტების შესახებ კომენტარები, მოსაზრებები და რეკომენდაციები მიიღება შემდეგ ელფოსტაზე: [email protected]
ან კითხვარის შევსების გზით: საქართველოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) განვითარების 2026-2029 წლების სტრატეგია და 2026 წლის სამოქმედო გეგმა/კითხვარი: https://docs.google.com/forms/d/1a5qQ4n8PZ1cb69a4XrKUXmJjE-vUmrhC2yESuKrBNZM/edit

🔹წარმოდგენილი კომენტარების, მოსაზრებებისა და რეკომენდაციების შეგროვების შემდგომი ეტაპია მიღებული მასალის ანალიზი და მომზადდება კონსულტაციების მთელი პროცესის შესახებ ანალიტიკური ანგარიში. შედეგად, განახლებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას.

🔹სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტები საჯარო კონსულტაციებისთვის ღია იქნება 2026 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

🔹საქართველოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) განვითარების 2026-2029 წლების სტრატეგია და 2026 წლის სამოქმედო გეგმა (ლოგიკურ ჩარჩოსთან ერთად) იხილეთ თანდართულ ბმულზე: https://napr.gov.ge/ka/single-page/geoinformational-documentation

🔹„ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ საქართველოს კანონი საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის 16 ნოემბერს მიიღო

მადლობას გიხდით ჩართულობისთვის!

18/08/2026

🔹საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს
უძრავი ქონების ამონაწერის განახლებას დისტანციურად სთავაზობს.

🔹განახლებული ამონაწერით მოქალაქე იღებს ზუსტ ინფორმაციას უძრავი ქონების შესახებ.

12/08/2026

🔹ისარგებლეთ საჯარო რეესტრის ციფრული სერვისით -,,გონიერი კონტრაქტი" მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

🔹გაიგეთ მეტი: https://www.my.gov.ge/ka-ge/services/10/service/1283

09/08/2026

🔹გაერო-ს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის მე-16 სესია ნიუ-იორკში

🔹საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის პოლიტიკის კოორდინაციის საკითხებშ...
09/08/2026

🔹საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის პოლიტიკის კოორდინაციის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა

🔹გაეროს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის მე-16 სესიის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის პოლიტიკის კოორდინაციის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს ბიორგ სანდკერს შეხვდა.

🔹შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტებს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები საჯარო მმართველობის, ციფრული ტრანსფორმაციისა და გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის მიმართულებით.

🔹განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2026 წლის ივნისში, თბილისში გამართულ გაეროს საჯარო სერვისების ფორუმს, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტთან თანამშრომლობით გაიმართა. აღინიშნა, რომ ფორუმის წარმატებით მასპინძლობა საქართველოსა და გაეროს შორის პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო და საერთაშორისო დონეზე საქართველოს საჯარო მმართველობისა და საჯარო სერვისების განვითარების გამოცდილება წარმოაჩინა.

🔹მხარეებმა ასევე განიხილეს გაეროს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის ღონისძიებაზე საქართველოს აქტიური მონაწილეობა და ქვეყნის მზარდი როლი გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის პროცესებში.

🔹შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნის წარმატებული გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა გეოსივრცითი მართვის მიმართულებით, რომელსაც სააგენტო საერთაშორისო დონეზე უფრო აქტიურად გამოიყენებს.

🔹თამარ ზოდელავამ მადლობა გადაუხადა გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტს საქართველოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის. ხაზი გაუსვა გაეროსთან პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა საჯარო მმართველობის, ციფრული ტრანსფორმაციისა და გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის მიმართულებებით.

🔹გაეროს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის მე-16 სესია 5-7 აგვისტოს ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გაიმართა და მასში წევრი სახელმწიფოების მაღალი დონის წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები მონაწილეობდნენ.

🔹უძრავი ქონების, სამეწარმეო რეესტრისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ამონაწერის მიღება მოქალაქეებს იუსტიციის სახლ...
30/07/2026

🔹უძრავი ქონების, სამეწარმეო რეესტრისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ამონაწერის მიღება მოქალაქეებს იუსტიციის სახლებიდან და დისტანციურად ვებგვერდის www.my.gov.ge საშუალებით შეუძლიათ

Address

ვახტანგ გორგასლის ქუჩა 22/Vakhtang Gorgasali Street 22
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო • National Agency of Public Registry posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო • National Agency of Public Registry:

Shortcuts

Share