საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალური გვერდი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და მოადგილე ბაია კვიც...
04/09/2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და მოადგილე ბაია კვიციანი თელავში ახალი პროფესიული ჰაბის მშენებლობის პროცესს გაეცნენ.

პროფესიული ჰაბი კოლეჯ ,,პრესტიჟის” ტერიტორიაზე შენდება და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, პროექტის – „თანამედროვე უნარების განვითარება უკეთესი დასაქმებისთვის“ ფარგლებში ხორციელდება.

ჰაბის მიზანია როგორც პროფესიული განათლებისა და უნარების განვითარების შესაძლებლობების გაძლიერება, ასევე რეგიონში თანამედროვე და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება.

სამუშაოების მიმდინარეობას ასევე გაეცნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (...
04/09/2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences) პრეზიდენტს, ელჩინ ხალილოვს უმასპინძლა.

მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია ერთობლივი კვლევითი საქმიანობის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს მკვლევართა საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებასა და ინოვაციური კვლევითი შესაძლებლობების განვითარებას.

როგორც ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, სამინისტრო აქტიურად მუშაობს თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვაზე სწავლა-სწავლების პროცესში, აგრეთვე უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით. ამასთან ერთად, მიმდინარეობს კვლევა ხელოვნური ინტელექტის შესაძლო რისკებისა და გამოწვევების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, აქტიურად განაგრძონ პარტნიორობა და ხელი შეუწყონ ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა და ამავე აკადემიის წარმომადგენელი, პროფესორი დავით აფციაური.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ევროპის უში...
04/09/2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის უმაღლეს კომისარს, კრისტოფ კამპს შეხვდა.

გივი მიქანაძემ უმაღლეს კომისარს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი რეფორმების ძირითადი მიმართულებები გააცნო და განსახორციელებელი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის მხარდამჭერ საგანმანათლებლო სტრატეგიაზე, რომელიც ერთი მხრივ, უმცირესობათა ენობრივ-კულტურული იდენტობის დაცვას, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო ენის მაღალ დონეზე დაუფლებას უზრუნველყოფს.

საუბარი შეეხო ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიერ ეროვნული უმცირესობებისთვის შეთავაზებული პროგრამებს, მათ შორის, „სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის‘‘ მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს კრისტოფ კამპმა ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა გამოხატა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში თ...
03/09/2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთის არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის სახელმწიფო ინსტიტუტს, ნავთობისა და გაზის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მაგთიმგულის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე უნივერსიტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

შეხვედრებზე მხარეებმა უმაღლესი განათლების სფეროში არსებული გამოცდილება და მიმდინარე პროცესები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს საქართველოსა და თურქმენეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტებს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებასა და გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე  თამარ მახარაშვილი თბილისისა და მცხეთა-მთიანეთი...
02/09/2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა.

თამარ მახარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ფარგლებში მიმდინარე საკითხების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაგეგმილ სიახლეებზე.

როგორც თამარ მახარაშვილმა აღნიშნა, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის განხორციელებაში გამორჩეული როლი მიუძღვით სკოლის დირექტორებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, შესაბამისად, მათი ჩართულობა პროცესებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო – ახალ სახელმძღვანელოებს, სასკოლო ფორმებს, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიეღო.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,...
02/09/2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად, შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინით შეამკო.

ქართველი პოეტის ძეგლი კულტურულ პარკ-კომპლექსში სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების გამოჩენილ მოღვაწეთა მემორიალთა შორის მდებარეობს.

შოთა რუსთაველის ძეგლი აშხაბადში 2024 წელს, თურქმენეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართულ მხარესთან თანამშრომლობით, დაიდგა.

საქართველოსა და თურქმენეთს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამუშაო ჯგუფის პ...
02/09/2026

საქართველოსა და თურქმენეთს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და თურქმენეთის განათლების მინისტრის მოადგილე აზათ ატაევი ხელმძღვანელობდნენ.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებაზე, ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებასა და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობისა და აკადემიური კავშირების გაძლიერებაზე.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა სამომავლო შეხვედრებზე განსახილველი ძირითადი მიმართულებები განსაზღვრეს და შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე შეთანხმდნენ.

სამუშაო ჯგუფის ფორმატი მხარეებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთს გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარონ, თანამშრომლობის ახალი მიმართულებები ერთობლივად განსაზღვრონ და იმსჯელონ იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქმენეთს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრ...
02/09/2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი გახსნა.

ბაია კვიციანმა ახალგაზრდული ბანაკის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდობის პოლიტიკის გაძლიერების კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე გაამახვილა.

საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი, რომელსაც სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო ახორციელებს, პირველ ნაკადს მასპინძლობს. ბანაკში საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობენ.

პროექტის მიზანია ახალგაზრდებს შორის კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და გუნდური თანამშრომლობის განვითარება.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ჩაერთვებიან არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით დაგეგმილ ინტერაქციულ სამუშაო შეხვედრებში, ტრენინგებსა და გუნდურ აქტივობებში. ამასთანავე, დაგეგმილია კულტურული საღამოები და შემეცნებითი ექსკურსიები, რომლებიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გაცნობას ისახავს მიზნად.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თორნიკე შუბითიძე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარი...
01/09/2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ბატირ მამედოვმა უმასპინძლა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.

ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქმენეთის პარტნიორობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას.

გივი მიქანაძემ თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას, ახალგაზრდებისთვის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, მათ შორის ორმხრივი ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებას, რაც ახალგაზრდული კავშირების გაფართოებას შეუწყობს ხელს.

მხარეებმა, პარტნიორობის გაძლიერებისა და სხვადასხვა საკითხის სიღრმისეულად განხილვის მიზნით, სამუშაო ჯგუფის შექმნის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. აღინიშნა, რომ ჯგუფის პირველი შეხვედრა თურქმენეთში მინისტრისა და მისი დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება.

შეხვედრის დასასრულს ბატირ მამედოვმა გივი მიქანაძეს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ქართულ მხარესთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, თურქმენეთის განათლების მინისტრი ჯუმამირატ გურბანგელდიევი და საქართველოს ელჩი თურქმენეთში კონსტანტინე საბიაშვილი.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, თურქმენეთის განათლების მინისტრ ჯუმამირატ...
01/09/2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, თურქმენეთის განათლების მინისტრ ჯუმამირატ გურბანგელდიევთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის გახსნის ცერემონიაში, სადაც უახლეს სასწავლო ინფრასტრუქტურასა და საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნო.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით
მიმართა თურქმენეთის პრეზიდენტმა, სერდარ ბერდიმუჰამედოვმა, რომელმაც უმაღლესი განათლებისა და უნივერსიტეტების განვითარების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ცერემონიის დასრულების შემდეგ გივი მიქანაძეს კოლეგა მინისტრმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა განათლების სფეროში პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივები, მათ შორის საქართველოს უნივერსიტეტებისა და თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის პარტნიორობის საკითხები განიხილეს.

მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და საქართველოს ელჩი თურქმენეთში კონსტანტინე საბიაშვილი.

Address

0102 თბილისი, დიმიტრი უზნაძის N 52
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322200220

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო:

Shortcuts

Share