01/06/2026
ილიას უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრი გთავაზობთ ÖSD-ს მორიგ საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებს გერმანულ ენაში A1, A2, B1, B2, C1 ენობრივ დონეებზე.
წერითი გამოცდები ცალკეული ჯგუფების მიხედვით ჩატარდება 2026 წლის 18 ივლისიდან 20 ივლისამდე, ხოლო ზეპირი გამოცდები 21 ივლისიდან 25 ივლისამდე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამოცდის შედეგებს მიიღებთ გამოცდების დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში, ხოლო შესაბამისი სერტიფიკატი გაიცემა შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ოთხი კვირისა.
რეგისტრაციისთვის 2026 წლის 8 ივნისიდან 12 ივნისამდე უნდა შეავსოთ შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/1mWt2hc66z5ESkgvoaFxyxJFEjdP2Emv5-HkP26RPFQ4/edit
სარეგისტრაციო ბმულზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის მითითებულ ვადებში (8 ივნისიდან 12 ივნისამდე)
სარეგისტრაციო ფორმის შესაბამის ველში აუცილებელია ატვირთოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ორივე გვერდი და გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი სკანირებული ან ფოტოს სახით.
საგამოცდო გადასახადი 2026 წლისათვის:
A1: 80 € (წერითი ნაწილი: 55 € , ზეპირი ნაწილი: 25 €)
A2: 85€ (წერითი ნაწილი: 60 €, ზეპირი ნაწილი: 25 €)
B1: 105 € ( კითხვა 22€, მოსმენა 22€, წერა 34€ , ზეპირი 27 €)
B2: 115 € (წერითი ნაწილი: 85 €, ზეპირი ნაწილი: 30 €)
C1: 130 € (წერითი ნაწილი: 90 €, ზეპირი ნაწილი: 40€)
თანხა უნდა ჩაირიცხოს ეროვნულ ვალუტაში, ეროვნული ბანკის სავალუტო (გადახდის დღეს არსებული/გაყიდვის) კურსის შესაბამისად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანგარიშზე:
მიმღების დასახელება:_ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ს/კ 204861970 მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი_ 708997261 მიმღების ბანკი_სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი_TRESGE22
დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს: გამოცდებში მონაწილე პირის გვარი და სახელი, ასევე, მიეთითოს ÖSD-ს საგამოცდო დონე.
გამოცდებში მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი განსხვავებულია დონეების მიხედვით :
A1: 14 წლის ასაკიდან
A2: 14 წლის ასაკიდან
B1: 16 წლის ასაკიდან
B2 : 16 წლის ასაკიდან
C1: 16 წლის ასაკიდან
გამოცდები ტარდება ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრში გიორგი წერეთლის გასასვლელი, N1-3, V სართ., S-507.
გამოცდისთვის გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების წესის შესახებ ბრძანება იხ. ბმულზე:
https://iliauni.edu.ge/uploads/other/75/75718.pdf
დამატებითი კითხვებისათვის მოგვმართეთ :
ტელ.: 551 500 756
ელ. ფოსტა: [email protected]
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამოცდის შედეგების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ საგამოცდო პერიოდის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში, ხოლო შესაბამისი სერტიფიკატი გაიცემა შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ოთხი კვირის შემდეგ.
შედეგების გასაჩივრების სურვილის შემთხვევაში შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოთ არა ჩვენს საგამოცდო ცენტრს, არამედ - ÖSD-ს ცენტრალურ ოფისს
( https://www.osd.at/kontakt/). სააპელაციო საფასური შეადგენს 35 ევროს.