განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალური გვერდი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) 2012 წელს შეიქმნა.

EMIS-ის მისიას წარმოადგენს განათლების სფეროში თანამედროვე ინფორმაციულ – საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, მათი მონიტორინგი/შეფასება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამასთან პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების გზით, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება/გადამზადება, ასევე ახალი ელექტრონული მართვის სისტემებისა და ბაზების შექმნა.


განათლები

ს მართვის საინფორმაციო სისტემის სტრატეგიას წაროადგენს საგანმანათლებლო სივრცეში, თანამედროვე საინფორმაციო – საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით, ხელი შეუწყოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამართულ ფუნქციონირებას.

🎓2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგები ხელმისაწვდომიასტუდენტს მობილობის შედეგის ნახვ...
11/09/2026

🎓2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგები ხელმისაწვდომია

სტუდენტს მობილობის შედეგის ნახვა მობილობის ელექტრონულ პორტალზე - students.emis.ge - პირად სარეგისტრაციო გვერდზე შეუძლია.

მობილობის წესით ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წერილობითი განცხადებით და გაიაროს ჩარიცხვისთვის განსაზღვრული შესაბამისი პროცედურები, მათ შორის, წარადგინოს პირადი საქმის ასლები. საბოლოო ჩარიცხვა ხორციელდება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის საფუძველზე.

მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დოკუმენტაციის საფუძველზე განსაზღვრავს აღიარებული კრედიტების ოდენობას. სტუდენტს უფლება აქვს, გაეცნოს კრედიტების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას და წერილობით დააფიქსიროს თანხმობა ან უარი. უარის შემთხვევაში, წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემამდე.

სტუდენტმა ასევე უნდა გაითვალისწინოს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაწესებული დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, გამოცდის, გასაუბრების, შემოქმედებითი ტურის ან სხვა კონკურსის გავლა. შესაბამისი მოთხოვნები მითითებულია მობილობის ელექტრონულ პორტალზე, პროგრამის შესახებ ინფორმაციის „შენიშვნის“ გრაფაში.

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში, 11-21 სექტემბერს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახავენ, ხოლო სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვისა და ამორიცხვის პროცედურები 22 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სტუდენტმა უნდა მიმართოს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ან დაუკავშირდეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცხელ ხაზს - (+995 32) 2 200 220.

🎓მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი...
08/09/2026

🎓მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე - students.emis.ge - 8 სექტემბერს, 18:00 საათზე დასრულდება.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სტუდენტებს მოუწოდებს, რეგისტრაცია დადგენილ ვადაში გაიარონ და ვადის ამოწურვამდე ყურადღებით გადაამოწმონ საკუთარი განაცხადი, მათ შორის, პირველ პრიორიტეტად არჩეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიმდინარე გამსვლელი ქულა და პრეტენდენტთა რაოდენობა. საჭიროების შემთხვევაში, მათ შესაძლებლობა აქვთ, შესაბამისი ცვლილებები შეიტანონ განაცხადში.

ელექტრონულ პორტალზე მობილობის კონკურსი სტუდენტის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებისა და საკონკურსო ქულის გათვალისწინებით მიმდინარეობს. პირველ რიგში, ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ ის სტუდენტები, რომლებსაც შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა პირველ პრიორიტეტად აქვთ მითითებული. დარჩენილი ადგილები შემდგომი პრიორიტეტების შესაბამისად ნაწილდება.

მოცემულ ვადაში სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, ელექტრონულ პორტალზე დააკვირდეს კონკურსის მიმდინარეობას, შეადაროს საკუთარი საკონკურსო ქულა პროგრამაზე მიმდინარე გამსვლელ ქულას და კონკურსის მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს განაცხადი. კერძოდ, შეცვალოს პროგრამების პრიორიტეტული თანმიმდევრობა, წაშალოს ან ჩაანაცვლოს პროგრამა, დაამატოს ახალი პროგრამა ან შეცვალოს განაცხადში მითითებული პროგრამების ჩამონათვალი. ამასთან, სტუდენტმა უნდა გადაამოწმოს მობილობით სარგებლობისთვის დადგენილი წინაპირობები და დარწმუნდეს, რომ გადახდილი აქვს მობილობის საფასური, ჩაბარებული აქვს არჩეული საგანმანათლებლო პროგრამისთვის განსაზღვრული შესაბამისი საგნები და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მინიმუმ ერთი აქტიური წელი უფიქსირდება.

მნიშვნელოვანია, რომ პორტალზე მითითებული „გამსვლელი ქულა“ წარმოადგენს საორიენტაციო მონაცემს და არ არის წინასწარ განსაზღვრული მინიმალური ზღვარი. საბოლოო შედეგი დამოკიდებულია კონკურსში მონაწილე სტუდენტთა საკონკურსო ქულებზე, მათ პრიორიტეტებსა და პროგრამაზე არსებულ ვაკანტურ ადგილებზე. ამასთან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის გამოცდა, გასაუბრება, შემოქმედებითი ტური, ათვისებული კრედიტების რაოდენობა და სხვა პირობები. შესაბამისი ინფორმაცია სტუდენტისთვის ხელმისაწვდომია ელექტრონულ პორტალზე, პროგრამის „შენიშვნების“ გრაფაში.
სტუდენტმა განაცხადში ნებისმიერი ცვლილება 8 სექტემბრის 18:00 საათამდე უნდა განახორციელოს. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ ცვლილების შეტანა აღარ იქნება შესაძლებელი.

მობილობის შედეგების ნახვა სტუდენტებს ელექტრონული პორტალის - students.emis.ge - პირად სარეგისტრაციო გვერდზე 11 სექტემბერს შეეძლებათ.

06/09/2026
პირველკლასელების მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენის შესაძლებლობა პირველი სექტემბრიდან როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ო...
24/08/2026

პირველკლასელების მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენის შესაძლებლობა პირველი სექტემბრიდან როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით – formebi.emis.ge – ექნებათ.

ახალი პლატფორმა მედიის წარმომადგენლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა გიორგი არსოშვილმა წარუდგინეს.

ელექტრონული პლატფორმა მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს საშუალებას მისცემს, შეიძინოს სასკოლო ფორმა ონლაინ და მიიღოს შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად, მითითებულ მისამართზე. გზავნილის კონკრეტულ მისამართზე მიტანას და მომხმარებლისთვის ჩაბარებას საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.

სასკოლო ფორმების პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლები მიიღებენ ინფორმაციას სასკოლო ფორმების მოდელების ღირებულებისა და ზომების შესახებ, ასევე, ნახავენ საბანკო შეთავაზებებსა და რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებს.

სასკოლო ფორმების ონლაინ პლატფორმის გამართულად ფუნქციონირებასა და მართვას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) უზრუნველყოფს.

24/08/2026

პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 1 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
მშობლებს საქართველოს ყველა რეგიონში ექნებათ საშუალება, შეიძინონ სასკოლო ფორმა რეალიზაციის პუნქტებში ან ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე:
formebi.emis.ge
პლატფორმაზე მომხმარებელი ნახავს:
🔹 სასკოლო ფორმების მოდელებს, ზომებსა და ღირებულებას
🔹 რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებსა და საკონტაქტო ინფორმაციას
15 სექტემბრიდან ფორმების შეძენის შესაძლებლობა მშობლებს მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ექნებათ.

🎓მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დაიწყო2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის მსურველი სტ...
24/08/2026

🎓მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე - students.emis.ge დღეიდან დაიწყო და 8 სექტემბერს, 18:00 საათზე დასრულდება.

რეგისტრაციის პროცესში სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, აირჩიოს არაუმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამა და დაალაგოს ისინი პრიორიტეტის მიხედვით.

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, მობილობის უფლება ეძლევათ იმ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებსაც, რომელთა საგანმანათლებლო პროგრამაზე უნივერსიტეტს 2026-2027 სასწავლო წელს სტუდენტთა მიღების უფლება შეზღუდული აქვს და ამ საფუძვლით სტატუსის აღდგენა ვერ ხერხდება. მობილობის შესაძლებლობა მათ ერთწლიანი სწავლის წინაპირობის გარეშე ეძლევათ.

მობილობის კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია კანონმდებლობით დადგენილი რეგისტრაციის საფასურის - 40 ლარის გადახდა.
მობილობის საფასურისგან თავისუფლდებიან ის სტუდენტები, რომელთა ოჯახები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებული და სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება.

მობილობის საფასურის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ფილიალებში, ასევე თვითმომსახურების ტერმინალებში, ინტერნეტბანკის, მობაილბანკის ან BOGPAY.GE-ის სერვისებით.

ბაკალავრიატის საფეხურის სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველმა სტუდენტმა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე უნდა გაიაროს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული შიდა კონკურსი. შიდა კონკურსის პირობებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად სტუდენტმა უნდა მიმართოს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. შიდა კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, სტუდენტს მობილობის ელექტრონულ პორტალზე დაფიქსირებული უნდა ჰქონდეს ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც შიდა კონკურსის საფუძველზე დაწესებულების თანხმობა მოიპოვა.

მობილობის შედეგების ნახვა სტუდენტს ელექტრონული პორტალის პირად სარეგისტრაციო გვერდზე 11 სექტემბერს შეეძლება.

მობილობის დადებითი შედეგის შემთხვევაში, სტუდენტმა წერილობითი განცხადებით დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარადგინოს პირადი საქმის ასლები.

მობილობის შედეგების საფუძველზე, სტუდენტი ასევე უნდა გაეცნოს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აღიარებული კრედიტების შესახებ ინფორმაციას და წერილობით დაადასტუროს თანხმობა ან უარი.

მობილობის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდსა და მობილობის ელექტრონულ პორტალზე.

მობილობის ელექტრონული პორტალი - https://students.emis.ge/
რეგისტრაციის პროცესის ვიდეოინსტრუქცია - https://www.youtube.com/watch?v=Gs13GS1wJ8Q
მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ცნობარი - https://www.emis.ge/posts/142
ხშირად დასმული კითხვები მობილობის შესახებ - https://emis.ge/about/faq

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სტუდენტებს მოუწოდებს, რეგისტრაციის პროცესის მიმდინარეობისას ყურადღებით გაეცნონ გამოქვეყნებულ საინფორმაციო მასალებს, მობილობის პირობებსა და დადგენილ ვადებს.

🎓სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის აღდგენაზე უარის შემთხვევაში მობილობის უფლება ეძლევათ უმაღლესი განათლების რეფორმის ფ...
20/08/2026

🎓სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის აღდგენაზე უარის შემთხვევაში მობილობის უფლება ეძლევათ

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2026-2027 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გარკვეულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა მიღების შეზღუდვის გათვალისწინებით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის აღდგენაზე უარის შემთხვევაში, მობილობის უფლება ეძლევათ.

ცვლილების მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წლისთვის განისაზღვრა ის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტთა რაოდენობა, რომლებზეც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიღების უფლება აქვთ.

შესაბამისად, იმ სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი შეჩერებული აქვთ ისეთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღების უფლება შეზღუდული აქვს და ამ მიზეზით სტატუსის აღდგენაზე უარს ეუბნება, 2026-2027 სასწავლო წელს მობილობის უფლება ეძლევათ. მათ შეუძლიათ სწავლა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელონ, მიუხედავად სწავლის პერიოდის ხანგრძლივობისა.

მობილობის უფლებით სარგებლობისთვის სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. განცხადების საფუძველზე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს სტუდენტის მონაწილეობას მობილობის პროცესში, დადგენილი წესისა და ვადების შესაბამისად.

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პორტალზე რეგისტრაცია 24 აგვისტოდან დაიწყება და 8 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ტელეფონის ნომერზე - (+995 32) 2 200 220 ან ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected].

🎓მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების ცნობარი გამოქვეყნდა 2026-20...
17/08/2026

🎓მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების ცნობარი გამოქვეყნდა

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია უკვე ხელმისაწვდომია - https://www.emis.ge/posts/142.

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ წინასწარ გაეცნონ მობილობის ფარგლებში შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და ხელმისაწვდომ ადგილებს, რაც მათ სასურველი პროგრამების შერჩევასა და მობილობის პროცესისთვის მომზადებაში დაეხმარებათ.

მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია 24 აგვისტოს დაიწყება და 8 სექტემბერს, 18:00 საათზე დასრულდება.
რეგისტრაციის გავლა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე - students.emis.ge - იქნება შესაძლებელი.

მობილობის პროცესის შესახებ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია სტუდენტებისთვის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

Address

ფანჯიკიძის 1 ა
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322200220

Alerts

Be the first to know and let us send you an email when განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა:

Shortcuts

Share