თბილისის სააპელაციო სასამართლო - Tbilisi Court of Appeals

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისის სააპელაციო სასამართლო - Tbilisi Court of Appeals

თბილისის სააპელაციო სასამართლო - Tbilisi Court of Appeals თბილისის სააპელაციო სასამართლო - ვიცავთ კანონის უზენაესობას.

2005 წლის პირველ ნახევარში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, 1 ნოემბრიდან ამოქმედდა თბილისის სააპელაციო სასამართლო ინსტანცია, რითაც ძირეულად შეიცვალა საოლქო სასამართლოების მოდელი. სააპელაციო სასამართლოში საქმე განიხილება აპელაციის წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება საჩივრები აღმოსავლეთ საქართველოს სასამართლოთა გადაწყვეტილებებზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლო

ს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება: ახალქალაქის, ახალციხის, ახმეტის, ბოლნისის, გარდაბნის, გორის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, თეთრიწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, მარნეულის, მცხეთის, საგარეჯოს, სიღნაღის, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ყვარლის, წალკის, ხაშურის რაიონული, თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.

24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება.1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუც...
24/08/2026

24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება.

1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელმაც გამოხატა საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება, „დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყონ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განამტკიცონ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლო თითოეულ მოქალაქეს, მოსამართლეს და მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენელს ულოცავს კონსტიტუციის დღეს.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი კოლეგის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის გიორგი გოგიაშვილის გარდაცვ...
09/07/2026

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი კოლეგის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის გიორგი გოგიაშვილის გარდაცვალების გამო. ბატონმა გიორგიმ თავისი ცხოვრება კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის დაცვას მიუძღვნა. მისი პროფესიონალიზმი, მიუკერძოებლობა და საქმისადმი ერთგულება ყოველთვის დარჩება სამაგალითოდ ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და მთელ იურიდიულ საზოგადოებას.

🔷თბილისის სააპელაციო სასამართლოს ანალიტიკური სამსახური გთავაზობთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გ...
17/06/2026

🔷თბილისის სააპელაციო სასამართლოს ანალიტიკური სამსახური გთავაზობთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების სამართლებრივ შეჯამებას ქართულ ენაზე (არაოფიციალური ვერსია) – იურბენი ბელგიის წინააღმდეგ (2023წ.)

გადაწყვეტილება შეეხება კანონიერად გამოქვეყნებული სტატიის ონლაინ არქივში განთავსებული ვერსიის ანონიმიზაციას იმ პირის „დავიწყების უფლების“ საფუძველზე, რომელიც პასუხისმგებელი იყო სასიკვდილო ავტოავარიაზე.

🌐სამართლებრივი შეჯამება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://tbappeal.court.ge/ka/page/adamianis-uflebata-evropuli-sasamartlos-mnishvnelovani-gadatsqvetileba170626

თბილისის სააპელაციო სასამართლო გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
26/05/2026

თბილისის სააპელაციო სასამართლო გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

15 მაისი მოსამართლის დღეა. თბილისის სააპელაციო სასამართლო თითოეულ მოსამართლეს ულოცავს ამ დღეს და უსურვებს წარმატებას პრო...
15/05/2026

15 მაისი მოსამართლის დღეა. თბილისის სააპელაციო სასამართლო თითოეულ მოსამართლეს ულოცავს ამ დღეს და უსურვებს წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში!

🔹თბილისის სააპელაციო სასამართლოს ანალიტიკური სამსახური გთავაზობთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გ...
20/04/2026

🔹თბილისის სააპელაციო სასამართლოს ანალიტიკური სამსახური გთავაზობთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების სამართლებრივ შეჯამებას ქართულ ენაზე (არაოფიციალური ვერსია) - პინდო მუია ესპანეთის წინააღმდეგ (2024 წ.)

🌐გადაწყვეტილება შეეხება გადაუდებელი ოპერაციის დროს იეღოვას მოწმისთვის მკურნალობის მიზნით სისხლის გადასხმას კონვენციის მე-8 მუხლის ჭრილში.

სამართლებრივი შეჯამება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://tbappeal.court.ge/ka/page/adamianis-uflebata-evropuli-sasamartlos-mnishvnelovani-gadatsqvetileba200426

🔹თბილისის სააპელაციო სასამართლოს ანალიტიკური სამსახური გთავაზობთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გ...
27/03/2026

🔹თბილისის სააპელაციო სასამართლოს ანალიტიკური სამსახური გთავაზობთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების სამართლებრივ შეჯამებას ქართულ ენაზე (არაოფიციალური ვერსია) - კანავაჩუოლო და სხვები იტალიის წინააღმდეგ (2025 წ.)

გადაწყვეტილება შეეხება ათწლეულების განმავლობაში არსებული დაბინძურების ფენომენთან გასამკლავებლად სახელმწიფოს მიერ არასაკმარისი ქმედებების განხორციელებას კონვენციის მე-2 მუხლის ჭრილში.

🌐სამართლებრივი შეჯამება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://tbappeal.court.ge/ka/page/adamianis-uflebata-evropuli-sasamartlos-mnishvnelovani-gadatsqvetileba270326

თბილისის სააპელაციო სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრია...
18/03/2026

თბილისის სააპელაციო სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის - ილია მეორის გარდაცვალების გამო.

ქართველმა ერმა დაკარგა ჭეშმარიტი სულიერი მამა, რომელიც დაუღალავად, მუდმივად, მთელი თავისი შესაძლებლობებით და განუზომელი სიყვარულით ზრუნავდა თითოეული ქართველის სულიერად აღორძინება-გაძლიერებაზე. ყოველი ძნელბედობის ჟამს, ის იყო ერის იმედი, რადგან მისი სიტყვა ატარებდა გამაერთიანებლობის უდიდეს ძალას და სიბრძნეს. ჩვენი პატრიარქი, ადამიანებისადმი და მოვლენებისადმი თავისი კაცთმოყვარე, განსწავლული დამოკიდებულებით, წარმატებით ახერხებდა, ერთდროულად ყოფილიყო ორიათასწლოვანი მართლმადიდებლური სარწმუნოების განუხრელი დამცველიც და კაცობრიობისათვის სასარგებლო პროგრესის წამხალისებელიც, რის გამოც ილია მეორეს მაღალი ავტორიტეტი გააჩნდა ყველა იმ ადამიანთან მიმართებით, ვინც ან უშუალოდ იცნობდა მას, ან ჰქონდა იოტისოდენა წარმოდგენაც კი ქართული ეკლესიისა და ილია მეორის მოღვაწეობის შესახებ, მათ შორის - სხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანებსა და იერარქებშიც კი.

ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს და მის ყველა გულწრფელ გულშემატკივარს ამ დიდებული ადამიანის გარდაცვალების გამო. უფალმა დაუმკვიდროს მარადიული ცათა სასუფეველი მის სულს!

თბილისის სააპელაციო სასამართლო გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და შობის დღესასწაულს! გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, წინსვ...
31/12/2025

თბილისის სააპელაციო სასამართლო გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და შობის დღესასწაულს! გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, წინსვლას და მშვიდობიან 2026 წელს!

Address

7a Robakidze Avenue
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 09:30 - 18:00
Tuesday 09:30 - 18:00
Wednesday 09:30 - 18:00
Thursday 09:30 - 18:00
Friday 09:30 - 18:00

Telephone

0322 51 85 21

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის სააპელაციო სასამართლო - Tbilisi Court of Appeals posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to თბილისის სააპელაციო სასამართლო - Tbilisi Court of Appeals:

Shortcuts

Share

Category