სმენადი

სმენადი აბილიტაციის ცენტრი „სმენადი"

🎈 ბავშვთა დაცვის დღე სითბოთი და სიყვარულით სავსე საჩუქრებით აღვნიშნეთ! 🎈1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, „სმე...
01/06/2026

🎈 ბავშვთა დაცვის დღე სითბოთი და სიყვარულით სავსე საჩუქრებით აღვნიშნეთ! 🎈

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, „სმენადის“ პატარა მეგობრებს განსაკუთრებული სიხარული ეწვიათ.

ჩვენი ცენტრის ერთგულმა მხარდამჭერებმა, ალექსანდრე ფოლადაშვილმა და ჰუსეინ აგირმა, ბავშვებს საოცარი საჩუქრები გამოუგზავნეს ჰოლანდიიდან — უამრავი სათამაშო, განმავითარებელი და აქტივობებისთვის საჭირო ნივთები, რომლებმაც ჩვენი პატარების დღე კიდევ უფრო ფერადი და ბედნიერი გახადა.

„სმენადის“ გუნდისა და ჩვენი ბავშვების სახელით, უდიდეს მადლობას ვუხდით ალექსანდრე ფოლადაშვილსა და ჰუსეინ აგირს ამ განსაკუთრებული ყურადღებისა და სიკეთისთვის. თქვენი მხარდაჭერა ჩვენი პატარებისთვის არა მხოლოდ საჩუქრები, არამედ სითბო, სიყვარული და მოტივაციაა. 💚💛

🎈 გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! 🎈1 ივნისი არის დღე, რომელიც ბავშვების ღიმილს, ოცნებებსა და უსაზღვრო შესაძლე...
01/06/2026

🎈 გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! 🎈

1 ივნისი არის დღე, რომელიც ბავშვების ღიმილს, ოცნებებსა და უსაზღვრო შესაძლებლობებს ეძღვნება.

ძვირფასო ბავშვებო, გისურვებთ ბედნიერ, ფერად და სიყვარულით სავსე ბავშვობას. დაე, ყოველი დღე იყოს ახალი აღმოჩენების, მეგობრობის, სიხარულისა და წარმატების მომტანი. თქვენი კეთილი გულები, შემოქმედებითი იდეები და გულწრფელი ღიმილი სამყაროს უფრო ნათელსა და ლამაზს ხდის.

ამ განსაკუთრებულ დღეს ვუსურვებთ ყველა ბავშვს უსაფრთხო გარემოში ზრდას, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და ოცნებების ასრულებას.

💚 ბავშვები ჩვენი მომავლის ყველაზე ძვირფასი საგანძურია.

გილოცავთ 1 ივნისს და გისურვებთ უამრავ ბედნიერ წუთს!

#ბავშვთადაცვისსაერთაშორისოდღე #სმენადი #ბავშვთამხარდაჭერა #ადრეულიგანვითარება #ინკლუზიურისაზოგადოება

🇬🇪❤️26 მაისი — საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 🇬🇪დამოუკიდებლობა ნიშნავს თავისუფლებას, ზრუნვას, განვითარებას და იმედს უკე...
26/05/2026

🇬🇪❤️
26 მაისი — საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 🇬🇪

დამოუკიდებლობა ნიშნავს თავისუფლებას, ზრუნვას, განვითარებას და იმედს უკეთესი მომავლისთვის ✨
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თითოეული ბავშვის ღიმილი, წინ გადადგმული ნაბიჯი და ოჯახების მხარდაჭერაა ❤️

სმენადი გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
გისურვებთ მშვიდობიან, ძლიერ და სიყვარულით სავსე საქართველოს 🇬🇪

რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის სასწავლო და ინდივიდუალური სამუშაო რესურსების შექმნა? ✨ყველა ბავშვი უნიკალურია — გ...
22/05/2026

რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის სასწავლო და ინდივიდუალური სამუშაო რესურსების შექმნა? ✨

ყველა ბავშვი უნიკალურია — განსხვავებული ინტერესებით, ტემპითა და შესაძლებლობებით. სწორედ ამიტომ, ბავშვთა განვითარების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ რესურსებს, რომლებიც მათ ინტერესებზე, საჭიროებებსა და ინდივიდუალურ უნარებზეა მორგებული.

ჩვენს ცენტრში ეტაპობრივად ვქმნით სპეციალურ სასწავლო და სამუშაო მასალებს, რადგან გვჯერა, რომ ბავშვი ყველაზე კარგად მაშინ სწავლობს, როცა პროცესი მისთვის საინტერესო, სასურველი და გასაგებია🎨📚

ინტერესებზე მორგებული აქტივობები:

✔️ ზრდის მოტივაციასა და ჩართულობას
✔️ ავითარებს ყურადღებასა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარს
✔️ ხელს უწყობს შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას
✔️ ამყარებს ბავშვის თავდაჯერებულობას
✔️ სწავლას აქცევს სასიამოვნო გამოცდილებად

როდესაც ბავშვი აკეთებს იმას, რაც მოსწონს, ის უფრო თამამად გამოხატავს საკუთარ თავს, აქტიურად ერთვება პროცესში და ბევრად მარტივად იძენს ახალ ცოდნასა და უნარებს 🌈

✨ კიდევ ერთი წარმატებული ისტორია ჩვენს ცენტრში ✨ჩვენს ადრეული განვითარების პროგრამაში 2024 წლის დეკემბერში ჩაერთო პატარა...
23/04/2026

✨ კიდევ ერთი წარმატებული ისტორია ჩვენს ცენტრში ✨

ჩვენს ადრეული განვითარების პროგრამაში 2024 წლის დეკემბერში ჩაერთო პატარა ბენეფიციარი, რომელსაც ჰქონდა მნიშვნელოვანი სირთულეები კომუნიკაციის, თვითრეგულაციის, ქცევის მართვისა და ყოველდღიური უნარების მიმართულებით.

ინტენსიური მუშაობის, ინდივიდუალური თერაპიისა და ოჯახის აქტიური ჩართულობის შედეგად დაფიქსირდა მნიშვნელოვანი პროგრესი — გაუმჯობესდა კომუნიკაცია, გაიზარდა დამოუკიდებლობა, მნიშვნელოვნად შემცირდა რთული ქცევები და გაორმაგდა ფუნქციური უნარების მაჩვენებლები. დიაგრამაზე იხილეთ უნარების განვითარების პროცენტული მაჩვენებლები საწყისი შეფასებისას და ერთი წლის შემდეგ📈

ეს ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად დიდი ძალა აქვს დროულ ჩარევას, პროფესიონალურ მხარდაჭერასა და ოჯახის თანადგომას. 💙

ვამაყობთ თითოეული ბავშვის წინსვლით და სიხარულით ვაგრძელებთ მათ განვითარებაზე ზრუნვას! 🌟

#ადრეულიგანვითარება #ბავშვთამხარდაჭერა #სმენადი #ინკლუზია #ქცევა

🌍✨ დღეს „სმენადში“ განსაკუთრებული და ძალიან თბილი დღე გვქონდა — ავღნიშნეთ დედამიწის დღე💚ჩვენი პატარები დიდი ინტერესითა დ...
22/04/2026

🌍✨ დღეს „სმენადში“ განსაკუთრებული და ძალიან თბილი დღე გვქონდა — ავღნიშნეთ დედამიწის დღე💚

ჩვენი პატარები დიდი ინტერესითა და სიხარულით ჩაერთნენ სხვადასხვა სახალისო აქტივობაში.

დღის განმავლობაში:

🌱 ვისაუბრეთ დედამიწის დაცვასა და იმაზე, თუ ჩვენი რომელი ქმედებები არის სასარგებლო გარემოს უსაფრთხოებისთვის.

🎨 შევქმენით ლამაზი ნამუშევრები, დედამიწის თემატიკით.

🌎 ვისწავლეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ბუნებაზე ზრუნვა.

🌏 გარემოს სიყვარული ბავშვობიდან იწყება🌿💫

💙 2 აპრილი – აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე 💙დღეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია თი...
02/04/2026

💙 2 აპრილი – აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე 💙

დღეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ბავშვის უნიკალურობის დაფასება და მხარდაჭერა.

აუტიზმი არ არის შეზღუდვა – ეს არის სამყაროს აღქმის განსხვავებული გზა. თითოეულ ბავშვს აქვს თავისი ძალა, ნიჭი და პოტენციალი, რომელიც სწორ გარემოში და მხარდაჭერით აუცილებლად ვითარდება.

ბავშვთა განვითარების ცენტრი „სმენადი“ ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ თითოეულ პატარას ჰქონდეს შესაძლებლობა, განვითარდეს, ისწავლოს და თავი იგრძნოს მიღებულად.

მოდით, ერთად შევქმნათ უფრო ემპათიური, მხარდამჭერი და ინკლუზიური საზოგადოება, სადაც განსხვავებულობა სიძლიერედ ითვლება 💙

#აუტიზმისცნობადობა #ინკლუზიურისაზოგადოება #სმენადი

დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა💛დაუნის სინდრომი არის გენეტიკური მდგომარეობა, რომელიც გა...
21/03/2026

დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა💛

დაუნის სინდრომი არის გენეტიკური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია 21-ე ქრომოსომის დამატებითი ასლის არსებობით (ე.წ. ტრისომია 21). ჩვეულებრივ ადამიანს აქვს 46 ქრომოსომა, ხოლო დაუნის სინდრომის მქონე პირებში ეს რიცხვი 47-ს შეადგენს.

ადრეული ჩარევა, სწორი თერაპიული მხარდაჭერა და ინკლუზიური გარემო მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დაუნის სინდრომის მქონე პირების განვითარებასა და საზოგადოებაში სრულფასოვან ჩართულობას.

ჩვენი ცენტრისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ყველა ბავშვი გრძნობს თავს დაცულად, მიღებულად და დაფასებულად. ერთად ჩვენ ვქმნით სამყაროს, სადაც განსხვავებულობა არის ძალა და არა ბარიერი.ჩვენი მიზანია, შევქმნათ სივრცე, სადაც ყველა ბავშვი მიიღებს შესაბამის მხარდაჭერას და შეძლებს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენას.

#დაუნისსინდრომისდღე #ინკლუზია #თანასწორობა #21მარტი

განმავითარებელი აქტივობის შექმნა სახლის პირობებში. 📦 დაგჭირდებათ:მუყაოს ყუთი, მაკრატელი, ყურის ჩხირები და ფერადი ფლომასტ...
21/03/2026

განმავითარებელი აქტივობის შექმნა სახლის პირობებში.

📦 დაგჭირდებათ:
მუყაოს ყუთი, მაკრატელი, ყურის ჩხირები და ფერადი ფლომასტერები.

✂️ მუყაოზე ვხატავთ სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურებს და ახლო-ახლოს ვხვრეტთ — ყურის ჩხირის ზომაზე. შემდეგ თითოეულ ფიგურას ვაფერადებთ განსხვავებულად.

ავითარებს:
▫️ წვრილ მოტორიკას
▫️ თვალ-ხელის კოორდინაციას
▫️ ყურადღებასა და კონცენტრაციას
▫️ ფერებისა და ფორმების ამოცნობას

💡 დამატებითი რჩევა:
შეგიძლიათ გაართულოთ დავალება — მაგალითად, სთხოვოთ ბავშვს დათვალოს რამდენი ჩხირი დასჭირდება თითოეული ფიგურის შესავსებად.

ეს აქტივობა არა მხოლოდ სასარგებლოა, არამედ ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო და სახალისოც✨

#ადრეულიგანვითარება #ქცევა #თერაპია

“თამაში”    ბავშვის ტვინის აქტიური განვითარება🎯ხშირად უფროსებს გვგონია, რომ ბავშვი უბრალოდ თამაშობს. თითქოს დრო გაჰყავს,...
13/03/2026

“თამაში”
ბავშვის ტვინის აქტიური განვითარება

🎯ხშირად უფროსებს გვგონია, რომ ბავშვი უბრალოდ თამაშობს. თითქოს დრო გაჰყავს, გადაადგილებს სათამაშოებს ან რაღაც ისტორიებს იგონებს, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ასეთ მომენტებში ხდება ბავშვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განვითარება.
როცა ბავშვი ფიგურებით და სათამაშოებით თამაშობს (მაგალითად ციხესიმაგრე, სახლი, პატარა პერსონაჟები), ის ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვან უნარს ავითარებს:

წარმოსახვა - ბავშვი თავად ქმნის პატარა სამყაროს. ვინ ცხოვრობს აქ? ვინ მოვიდა სტუმრად? რა ხდება შემდეგ? ასეთი თამაშები პირდაპირ ანვითარებს ბავშვის კრეატიულ აზროვნებას.
სოციალური უნარები – თამაშის დროს ფიგურები ხშირად „საუბრობენ“, „ეხმარებიან“, „ჩხუბობენ“ ან „მეგობრობენ“. ამ გზით ბავშვი სწავლობს ადამიანურ ურთიერთობებს.

ზოგჯერ საუკეთესო რამ, რაც უფროსმა შეიძლება გააკეთოს, არის უბრალოდ მისცეს ბავშვს სივრცე თავისუფალი თამაშისთვის, რადგან გამოიკვლიოს და შექმნას საკუთარი პატარა ისტორიები. 🪐

Address

თბილისი ა. წერეთლის გამზირი 117ა
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00

Telephone

+995599953222

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სმენადი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სმენადი:

Shortcuts

Share