საქართველოს საპატრულო პოლიცია / Patrol Police of Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს საპატრულო პოლიცია / Patrol Police of Georgia

საქართველოს საპატრულო პოლიცია / Patrol Police of Georgia Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from საქართველოს საპატრულო პოლიცია / Patrol Police of Georgia, Police station, Tbilisi.

05/09/2026

ვემსახურებით საქართველოს

29/08/2026

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრში მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ერთ სივრცეში ისარგებლონ 50-მდე საპოლიციო სერვისით

მომსახურების ცენტრები განთავსებულია თბილისში, მცხეთაში, ბათუმში, რუსთავში, გორსა და ზუგდიდში

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 28 აგვისტოს - მარიამობის დღესასწაულთან დაკავშ...
27/08/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 28 აგვისტოს - მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცხადებულ უქმე დღეს, ერთიანი მომსახურების თბილისის, მცხეთის, ბათუმის, რუსთავის, გორისა და ზუგდიდის სერვისცენტრები, ასევე, საინფორმაციო ქოლ-ცენტრი არ იმუშავებს.

19/08/2026

ტურისტული სეზონის პერიოდში, აჭარაში მოქალაქეების უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე საპატრულო პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფები ზრუნავენ

07/08/2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელით მოქალაქეების ნაწილს ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობ...
04/08/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელით მოქალაქეების ნაწილს ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებები - საგზაო სამართალდარღვევის ოქმის ვადის ამოწურვის შესახებ.

გაცნობებთ, რომ აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან არ არის გაგზავნილი, მოვუწოდებთ მოქალაქეებს არ შევიდნენ შეცდომაში, არ შეასრულონ შეტყობინებაში მითითებული ინსტრუქცია და არ შეიყვანონ პირადი მონაცემები.

აქვე განვმარტავთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოწერილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჯარიმები იგზავნება მხოლოდ ოფიციალური მისამართიდან - POLICE.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრს - 032 2 41 42 42.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან მაისურაძემ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გ...
01/08/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან მაისურაძემ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერთან, დეივ ჰედლესტონთან.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი სოფიო იმერლიშვილი.

ლევან მაისურაძემ სტუმარს დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკა და კომპეტენციაში შემავალი ძირითადი საკითხები გააცნო. მხარეებმა, ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე მიმართულებები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერმა ნაყოფიერი შეხვედრისთვის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 300-მდე ავტომანქანით განახლდა. ავტომობილები თბილი...
31/07/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 300-მდე ავტომანქანით განახლდა. ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში გადანაწილდა. ახალ ავტოტრანსპორტს შორისაა როგორც მსუბუქი, ასევე მაღალმთიანი რეგიონებისთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ავტომობილები, მათ შორის, ეკოლოგიურად ეფექტური ჰიბრიდული მოდელები.

ახალი ავტომობილები საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების კიდევ უფრო გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან მაისურაძემ, ოფიციალური ვიზიტით საქართველო...
30/07/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან მაისურაძემ, ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მყოფ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაურს, გარიკ მურადიანს უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში ლევან მაისურაძემ სტუმრებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა, ასევე, განიხილეს საქართველოსა და სომხეთის უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.

დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს საპატრულო პოლიციის ავტოპარკი და აღჭურვილობა, ასევე, ესტუმრნენ საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრს, სადაც ადგილზე გაეცნენ ცენტრის საქმიანობის სპეციფიკასა და მოქალაქეთა მომსახურების პროცესს.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს საპატრულო პოლიცია / Patrol Police of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს საპატრულო პოლიცია / Patrol Police of Georgia:

Shortcuts

Share

Category