თბილისის მერია / Tbilisi City Hall

თბილისის მერია / Tbilisi City Hall თბილისის მერია / Tbilisi City Hall http://tbilisi.gov.ge/

ლეღვთახევში საფეხმავლო ბილიკები უხვი ნალექის მიერ ჩამოტეხილი ტოტებისგან და სხვადასხვა ნატანი მასალისგან იწმინდება. სამუშ...
15/08/2026

ლეღვთახევში საფეხმავლო ბილიკები უხვი ნალექის მიერ ჩამოტეხილი ტოტებისგან და სხვადასხვა ნატანი მასალისგან იწმინდება. სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასრულებენ.

მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა ადგილზე გაეცნო. უწყების ხელმძღვანელმა საგანგებო რეჟიმში მომუშავე ჯგუფების კოორდინირებული საქმიანობა შეაფასა და ადგილზე ტექნიკური რესურსის მაქსიმალური მობილიზება უზრუნველყო.

„თბილსერვის ჯგუფის“ მობილური ჯგუფები ლოკალურად არიან გადანაწილებული იმ წერტილებში, სადაც უხვი ნალექის გამო გადაადგილება შეფერხდა ან საფრთხე შეიქმნა. სალიკვიდაციო პროცესში სრულად არის ჩართული, როგორც სპეცტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა. პარალელურად, იწმინდება სანიაღვრე ქსელები და ჭები, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად ამოივსო სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ასევე, გზის სავალი ნაწილი იწმინდება ჩამოტანილი მიწისა და შლამისგან.

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, სარდაფები და რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია. წარმოქმნილი პრობლემების სწრაფად აღმოფხვრის მიზნით, „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელებისა და დასუფთავების სამსახური მუშაობას 24-საათიან საგანგებო რეჟიმში განაგრძობს.

დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ი...
15/08/2026

დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურის, გამგეობებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

წარმოქმნილი პრობლემების სწრაფად აღმოფხვრის მიზნით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების სამსახური მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს.
გაწმენდისა და ამოტუმბვის სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.

„თბილსერვის ჯგუფის“ მობილური ჯგუფები ლოკალურად არიან გადანაწილებული იმ პრობლემურ წერტილებში, სადაც უხვი ნალექის გამო გადაადგილება შეფერხდა ან საფრთხე შეიქმნა.

სალიკვიდაციო პროცესში სრულად არის ჩართული, როგორც სპეციალური მძიმე ტექნიკა, ისე „თბილსერვის ჯგუფის“ ცოცხალი ძალა. პარალელურად, ირეცხება სანიაღვრე ქსელები, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად ამოივსო სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ასევე იწმინდება სანიაღვრე ჭები. მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სავალი ნაწილის გაწმენდა ღვარცოფის შედეგად ჩამოტანილი მიწისგან.

„დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა ათივე რაიონში პრობლემები შექმნა. გზის სავალ ნაწილებზე ჩამოტანილია ქვა-ღორღი. ჩვენი თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ გაწმენდის სამუშაოებს. განსაკუთრებით ინტენსიური ნალექი მოვიდა ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში. 500-ზე მეტი ცოცხალი ძალა და 30 თანამშრომელი ყველა პერიმეტრზეა მობილიზებული და ჩართულია სალიკვიდაციო სამუშაოებში. პროცესი პრობლემების სრულად აღმოფხვრამდე გაგრძელდება“, - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა გიორგი პაპავამ.

ნალექმა განსაკუთრებით დააზარალა ჩუღურეთის, ვაკის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობა. დაიტბორა კერძო სახლები და სარდაფები, ოქროყანაში, ციურიხის ქუჩის N21-ში კი ჩამოიშალა გრუნტის დამჭერი კედელი. ასევე, ქალაქის მასშტაბით, დაიტბორა ქუჩები და რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია.

ძლიერი წვიმის შედეგად ნაძალადევის რაიონში, სანერგეს ქუჩაზე ჩამოიშალა მიწის მასა, რამაც დააზიანა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამსულიან ოჯახს ნაძალადევის გამგეობამ დროებით ალტერნატიულ ფართში გადაყვანა შესთავაზა.

გარდა ამისა, სხვადასხვა უბანში მდებარე რამდენიმე შენობის ფასადზე ჩამოშლილია ბათქაში. ბახტრიონის ქუჩაზე ავტომობილები მოყოლილია ფერდიდან ჩამოშლილი მიწის ნაშალში. რაც შეეხება ლეღვთახევს, ადიდებული მდინარე უკვე დაუბრუნდა თავის ძველ ნიშნულს და უახლოეს დღეებში მოხდება ტერიტორიის გაწმენდა.

თბილისის მერიის წარმომადგენლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს და ადგილზე რჩებიან პრობლემის სრულ აღმოფხვრამდე. ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე ხდება მყისიერი რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ, ისარგებლონ თბილისის მერიის ცხელი ხაზით - 032 2 72 22 22.

თბილისის მერიის განცხადებადედაქალაქში მოსულმა უხვმა და ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა.  ამ დროის მონაცე...
14/08/2026

თბილისის მერიის განცხადება

დედაქალაქში მოსულმა უხვმა და ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა. ამ დროის მონაცემებით, ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები - "რუსთაველი" და "ვაჟა-ფშაველა".

განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი შეინიშნებოდა თამარაშვილის გამზირზე.

საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი, რის გამოც მოხდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია. ამ წუთებში მიმდინარეობს ქსელის აღდგენა.

საგანგებო რეჟიმში მუშაობენ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები, ასევე, დედაქალაქის რაიონული გამგეობები.

"თბილსერვის ჯგუფის" მიერ იწმინდება გზები და წესრიგდება ქუჩები.

ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია.

ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე ხდება მყისიერი რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ თბილისის მერიის ცხელი ხაზით - 0322 722222

10/08/2026

დედაქალაქის მერი რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

შოთა რუსთაველის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის გა...
10/08/2026

შოთა რუსთაველის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, თამარ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, გამზირზე ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაცია იცვლება - სამუშაოები მიმდინარეობს წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელებზე. პარალელურად, ეწყობა სანიაღვრე სისტემა.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო და უდიდეს პრობლემას უქმნიდა გამზირზე არსებულ საცხოვრებელ სახლებს და საგზაო ინფრასტრუქტურას. პირველ რიგში, გვინდა, რომ სექტემბრისთვის ჭოველიძის ქუჩიდან ე.წ. ელბაქიძის აღმართამდე არსებული საგზაო მონაკვეთი მოწესრიგდეს, ასფალტის ქვედა ფენებში მოვაქციოთ, რათა ავტომობილებით გადაადგილება გახდეს შესაძლებელი. სამუშაოები ოთხი თვის განმავლობაში აქტიურად იწარმოებს და ნოემბრის ბოლოს დასრულდება. რუსთაველის გამზირი სრულად განახლებული და გალამაზებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამ დროისთვის ტროტუარებზე ეწყობა მიწისქვეშა კაბელარხები, სადაც საჰაერო სადენები განთავსდება. საფეხმავლო ნაწილში მიმდინარეობს არსებული მოაჯირების, ფილებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული დეტალების დემონტაჟი. ასევე მიმდინარეობს მიწისქვეშა გადასასვლელების გრუნტისგან გასუფთავება, რათა შემდგომ შესრულდეს ჰიდროიზოლაციის სამუშაოები.

მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების სრული რეაბილიტაციის შემდეგ, სამუშაოები საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებით გაგრძელდება. კერძოდ, განახლდება ტროტუარები, რომლებიც ბუნებრივი ფილებით მოპირკეთდება, ხოლო გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი. მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები და ზებრა გადასასვლელები. ასევე დამონტაჟდება შუქნიშნები და შესაბამისი საგზაო ნიშნები.

გარდა ამისა, გამზირზე დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები, მოეწყობა გარე განათების ქსელი, რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზე კი, განხორციელდება გამწვანების სამუშაოები.

ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი პაპავა და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე იმყოფებოდნენ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ საბურთლოს რაიონში, ჟიული შარტავას ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. პროექ...
07/08/2026

თბილისის მერმა კახა კალაძემ საბურთლოს რაიონში, ჟიული შარტავას ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური შარტავას ქუჩის N16-ის მიმდებარედ ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და სასეირნო ბილიკები. სამუშაოები ასევე მოიცავს გამწვანების ღონისძიებებს, რომლის ფარგლებშიც ტერიტორიაზე ხე-მცენარეები დაირგვება.

„დავიწყეთ კიდევ ერთი სივრცის მოწესრიგება ჟიული შარტავას ქუჩაზე. სამუშაოების ფარგლებში, რომელიც წლის ბოლოსთვის დასრულდება, გათვალისწინებულია ხე-მცენარეების დარგვა, სარწყავი სისტემის მოწესრიგება. დამონტაჟდება განათების ბოძებიც და შეიქმნება სასიამოვნო გარემო დასვენებისთვის. დიდი ტერიტორია არ არის, თუმცა რაც არის, მაქსიმალურად მოწესრიგდება და გალამაზდება ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, განახლდება საპარკო ავეჯი, რის შედეგადაც სკვერი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის და კომფორტულ რეკრეაციულ სივრცედ გადაიქცევა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 600 000 ლარამდეა, 2 100 კვ.მ ფართობზე ხორციელდება.

დედაქალაქის მერთან ერთად პროექტის მიმდინარეობას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე და პარლამენტის დელეგატი აკაკი ალადაშვილი გაეცნენ.

05/08/2026
05/08/2026

თბილისის მთავრობის სხდომა

31/07/2026

ყაზბეგის გამზირზე, N52-ე საჯარო სკოლასთან რეკრეაციული სივრცე რეაბილიტირდა

საბურთალოს რაიონში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის N27-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, N52-ე საჯარო სკოლასთან რეკრეაციული სივრცი...
31/07/2026

საბურთალოს რაიონში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის N27-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, N52-ე საჯარო სკოლასთან რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, 2 500 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, წიგნის ვიზუალის სკამები. მოეწყო გარე განათებისა და სარწყავი სისტემებიც.

შესრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და კახა აბულაძესთან ერთად გაეცნო.

„მთლიანად ჩაუტარდა რეაბილიტაცია აღნიშნულ სივრცეს და მოეწყო დასასვენებელი პარკი. საუბარია, დაახლოებით, ნახევარ ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე სივრცეა გადაბმული. პროექტის ფარგლებში, მოეწყო სასეირნო ბილიკები, დაირგო ხე-მცენარეები, მოეწყო სარწყავი და განათების სისტემები. შემოტანილია საპარკო ავეჯი, ინფრასტრუქტურა მთლიანად განახლებული და მოწესრიგებულია. ძალიან სასიამოვნო გარემოა. ჩვენ გავაგრძელებთ საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცეების გამწვანებას, რეაბილიტაციას, რათა, პირველ რიგში, ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს დასასვენებელი, სავარჯიშო და გასართობი სივრცეები. მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება პარკების, რეკრეაციული სივრცეების მოწყობაა. სწორედ ამიტომ, ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ. გამგეობები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ამ მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, ტერიტორია აღიჭურვა უსაფრთხოების ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით. სივრცე გამწვანდა - დაიგო რულონური ბალახი და 450-მდე სახეობის სხვადასხვა ხე-მცენარე, მათ შორის, ზეთისხილის ხე. რეკრეაციულ სივრცეში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად განთავსდა დაფა, სადაც ამოტვიფრულია მისივე სიტყვები.

ახლად რეაბილიტირებული სივრცე დაუკავშირდა ე.წ. პრაღის სკვერს, სადაც ასევე სრულად შეიცვალა საპარკო ინვენტარი და ბავშვთა გასართობი სივრცე. განახლდა სარწყავი სისტემა და დაიგო რულონური ბალახი, სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარესა და სეზონურ ყვავილებთან ერთად.

ორივე სივრცის გაერთიანებით, კეთილმოეწყო 5 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ტერიტორია. პროექტის სრული ღირებულება შეადგენს 800 000 ლარს.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ბექა მიქაუტაძე იმყოფებოდნენ.

Address

შარტავას ქუჩა 7
Tbilisi
0160

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის მერია / Tbilisi City Hall posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to თბილისის მერია / Tbilisi City Hall:

Shortcuts

Share

Category