დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას უზრუნველყოფს. სამინისტრო, თავის უფლებამოსილებებს, ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით.

04/09/2026
🔹 დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ საქართველოში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა. 🔹 დიუ...
04/09/2026

🔹 დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ საქართველოში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.

🔹 დიუშენის სამკურნალო მეორე მედიკამენტის შესყიდვის პროცესი აქტიურ ფაზაშია.

04/09/2026

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადება

🔷დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი ჯივინოსტატი საქართველოში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა. „იტალფარმაკოსთან“ თანამშრომლობით, გაწეული იქნა ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები. მათ შორის, მაქსიმალური სიზუსტით, აღირიცხა მონაცემები პაციენტების შესახებ. შეიქმნა სპეციალური რეგისტრიც, დამტკიცდა შესაბამისი წესი, ჩატარდა ექიმების ტრენინგები უცხოელი სპეციალისტების მიერ და ყველაფერი მზად არის, რომ მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს მედიკამენტის გამოყენება რეალურ პრაქტიკაში.

🔷დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მეორე მედიკამენტთან დაკავშირებით, გახანგრძლივდა მოლაპარაკების პროცესი, რაც უკავშირდებოდა ჩვენს პრინციპულ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მკაფიოდ გამოკვეთილი და დაზღვეული იყოს მედიკამენტის ხარისხთან დაკავშირებით შესაბამისი პირების პასუხისმგებლობები და მოვალეობები. მოლაპარაკება დასრულდა. ჩვენი მხრიდან მომზადდა და გამოცემული იქნა ყველა აუცილებელი სამართლებრივი აქტიც და დადასტურდა ხელშეკრულების დადების სრული მზადყოფნა, ველოდებით კომპანიას და დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს დღეებში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ამ მედიკამენტის შეძენის შესახებ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ულოცავს ექიმს, მეცნიერს, პროფესორსა და საქართველოს ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს, გელა ლეჟავ...
01/09/2026

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ულოცავს ექიმს, მეცნიერს, პროფესორსა და საქართველოს ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს, გელა ლეჟავას, 90 წლის იუბილეს.

ბატონი გელა ლეჟავას მრავალწლიანი პროფესიული და სამეცნიერო მოღვაწეობა საქართველოს ჯანდაცვის სფეროს განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს უკავშირდება. მის საქმიანობას განსაკუთრებული ადგილი ეკავა სამედიცინო მეცნიერებისა და ნარკოლოგიის მიმართულებების განვითარებაში, პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და ახალგაზრდა თაობების მომზადებაში. იკავებდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას 1978-1986 წლებში.

დღესაც, 90 წლის ასაკში, ბატონი გელა ლეჟავა აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში მუშაობს, რითაც კვლავ აქტიურად ემსახურება სფეროს განვითარებასა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას.

გელა ლეჟავა არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი და თანაავტორი. მისი პროფესიული ღვაწლი აღინიშნა ღირსების ორდენით.

ვუსურვებთ ბატონ გელას ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს.

01/09/2026

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში იმყოფებოდა.

მინისტრი კლინიკის ინფრასტრუქტურასა და ცენტრის საქმიანობას გაეცნო. ყურადღება გამახვილდა პაციენტებისთვის მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფაზე, თანამედროვე მკურნალობის მეთოდებსა და ცენტრის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე.

მიხეილ სარჯველაძემ კლინიკის მედპერსონალს გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პაციენტზე ორიენტირებული, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისების გაძლიერება ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში იმყოფებოდა.მინისტ...
01/09/2026

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში იმყოფებოდა.

მინისტრი კლინიკის ინფრასტრუქტურასა და ცენტრის საქმიანობას გაეცნო. ყურადღება გამახვილდა პაციენტებისთვის მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფაზე, თანამედროვე მკურნალობის მეთოდებსა და ცენტრის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე.

მიხეილ სარჯველაძემ კლინიკის მედპერსონალს გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პაციენტზე ორიენტირებული, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისების გაძლიერება ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, შრომის ინსპექ...
01/09/2026

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროს ბექა ფერაძესთან ერთად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა.

მხარეებმა სამშენებლო სექტორში, შრომის უსაფრთხოების სტანდარტებზე, საკანონმდებლო რეგულაციებსა და მათი აღსრულების პრაქტიკაზე იმსჯელეს.

მიხეილ სარჯველაძემ რეგულაციებისა და მათი ეფექტურად აღსრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა, დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის საერთო პასუხისმგებლობა და პრიორიტეტია.

მხარეებმა სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა, ინსპექტირების შედეგები და აღსრულების პრაქტიკა განიხილეს. იმსჯელეს სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების პრევენციისა და დამსაქმებელთა მხრიდან, უსაფრთხოების კულტურის განმტკიცების გზებზეც.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის უწყვეტი დიალოგის მნიშვნელობას, უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტიანი დანერგვისა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესების პროცესში. ასევე განიხილეს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის დინამიკა და გამოვლენილი დარღვევებიც განიხილეს. მხარეებმა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ პრაქტიკულ რეკომენდაციებზეც იმსჯელეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული სამე...
30/08/2026

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ამბულატორია ოთხი სოფლის მოსახლეობას პირველადი ჯანდაცვის სერვისებს ადგილზე მიაწვდის. მისი თქმით, ახალი ამბულატორიის ამოქმედებით გაიზრდება სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა და გაძლიერდება რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირველადი ჯანდაცვის განვითარება სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

სოფელ საჩინოს ამბულატორია კუხეშის, საჩინოს, ზემო საჩინოსა და ნაგურუს მოსახლეობას მოემსახურება. ჯამში, სამედიცინო დაწესებულების მომსახურებით 1 700-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს.

მინისტრთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, პარლამენტის წევრები ირაკლი ზარქუა და ილია ინჯია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი, სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელი პავლე კაპანაძე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

Address

წერეთლის გამზ. #144
Tbilisi
0119

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322510026

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო:

Shortcuts

Share