Government of the A/R of Abkhazia - აფხაზეთის ა/რ მთავრობა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Government of the A/R of Abkhazia - აფხაზეთის ა/რ მთავრობა

Government of the A/R of Abkhazia - აფხაზეთის ა/რ მთავრობა სამთავრობო ორგანიზაცია

მის: საქართველო, თბილისი, ალ. ყაზბეგის #42

http://abkhazia.gov.ge/
https://twitter.com/Abkhaziagovge
https://www.youtube.com/abkhaziagovge

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ზუგდიდში, შერეული ორთაბრძოლების საერთაშორისო ტ...
01/09/2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ზუგდიდში, შერეული ორთაბრძოლების საერთაშორისო ტურნირს MAX FIGHT 17-ს დაესწრო.

შეხვედრების დაწყებამდე მთავრობის თავმჯდომარემ მონაწილე სპორტსმენებს სიტყვით მიმართა და წარმატებული ასპარეზობა უსურვა.

შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენები ამირან ნაჭყებია და გოგა სიჭინავა მონაწილეობდნენ. ორივე აფხაზეთელმა სპორტსმენმა შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.

ღონისძიებას საქართველოს ტაილანდური კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ქეცბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტურნირი საქართველოს ტაილანდური კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ზუგდიდის სპორტის სასახლეში ჩატარდა.

#აფხაზეთისმთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მი...
31/08/2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარე 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრებს შეხვდა და მხარდაჭერა აღუთქვა.

ღონისძიება თამარაშვილის ხეივანში არსებულ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან გაიმართა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა.

მემორიალთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები, ასევე, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის მიზანია, დაკარგულთა მოძიების საკითხზე საზოგადოების ყურადღების გამახვილება და ცნობიერების ამაღლება, ოჯახების თანადგომა და მათი გაუჩინარებული ახლობლების ხსოვნის უკვდავყოფა.

საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ამ დრომდე 2000-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

#აფხაზეთისმთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და დევნილი საზოგ...
28/08/2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ღვთისმშობლის მიძინების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო წირვას დაესწრო და მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.

ილორის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ აღავლინა.

#აფხაზეთისმთავრობა

27/08/2026
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ახალგაზრდა წარმატებულ სპორტსმენებს გიორგი შონია...
27/08/2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ახალგაზრდა წარმატებულ სპორტსმენებს გიორგი შონიასა და ანასტასია ჩხარტიშვილს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ მათ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული წარმატება მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე, აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ომარ პაპავა და სპორტსმენების მწვრთნელები ესწრებოდნენ.

სპორტსმენებმა საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებზე წარმატებით იასპარეზეს და მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენეს. აფხაზეთიდან დევნილმა გიორგი შონიამ, რუმინეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 70 კგ წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის წევრი ანასტასია ჩხარტიშვილი ლატვიის ღია ჩემპიონატზე ქალთა შორის, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

#აფხაზეთისმთავრობა

26/08/2026

მეტი რესურსი, ახალი შესაძლებლობები და უწყვეტი ზრუნვა აფხაზეთიდან დევნილ თითოეულ მოქალაქეზე

25/08/2026

🔹 სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 261 ოჯახს სახლს შეუსყიდის.

🔹 აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.

პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება.

➡︎ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სახლებს შეუსყიდის იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/Hod8E

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტ...
25/08/2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად, ჭუბერსა და ლენჯერში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ოჯახები მოინახულა.

შეხვედრებზე, მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრი, სვანეთში მცხოვრები დევნილი ოჯახების საჭიროებებსა და პრობლემებს გაეცნენ და ოჯახებს საჩუქრები გადასცეს.

გიორგი ჯინჭარაძის თქმით, დევნილი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა აფხაზეთის მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, რაც მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

#აფხაზეთისმთავრობა

25/08/2026

ძვირფასო აბიტურიენტებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას!

განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ცოდნის მიღებისა და განვითარების სურვილს ვერანაირი ბარიერი ვერ შეაჩერებს. თქვენი წარმატება ჩვენი საერთო სიამაყეა.

მწამს, რომ სწორედ თქვენი განათლებული და მიზანდასახული თაობა გახდება ჩვენი სამშობლოს გაძლიერების, გამთლიანებისა და განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა.

გილოცავთ სტუდენტობას! გისურვებთ საინტერესო, წარმატებულ და ბედნიერ სტუდენტურ წლებს!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
გიორგი ჯინჭარაძე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 24 ვაკანსია ცხადდება.სტაჟირების მს...
24/08/2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 24 ვაკანსია ცხადდება.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.

🔹აფხაზეთის მთავრობის აპარატი - 5 ვაკანსია
• სტრატეგიული კომუნიკაციების და პროტოკოლის დეპარტამენტი - 1
• ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი - 2
• საფინანსო - ლოჯისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი - 1
• ეფექტიანობის დეპარტამენტი - 1

🔹განათლებისა და კულტურის სამინისტრო და უწყებები - 4 ვაკანსია
• იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური - 1
• ადმინისტრაციული სამსახური - 1
• საფინანსო და შესყიდვების დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველო - 1
• გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი - 1

🔹ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და უწყებები - 7 ვაკანსია
• ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო - 1
• ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველო - 1
• პოლიტიკის დეპარტამენტის პროგრამების ადმინისტრირების და ანალიტიკის სამმართველო - 1
• პოლიტიკის დეპარტამენტის ჯანმრთელობის საკითხთა სამმართველო - 1
• შიდა აუდიტის სამსახური - 1
• შპს „სამედიცინო ცენტრი დიომედი“ – 2

🔹იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო და უწყებები - 3 ვაკანსია
• შიდა აუდიტის სამსახური - 1
• სსიპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტო“ - 2

🔹ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და უწყებები - 2 ვაკანსია
• იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი - 1
• საფინანსო დეპარტამენტი - 1

🔹იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო და უწყებები - 3 ვაკანსია
• სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი - 1
• სამშვიდობო და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის დეპარტამენტი - 1
• აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველო - 1

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცხელ ხაზზე - 143 (ზარი უფასოა)

Address

42, Al. Kazbegi Avenue
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322371998

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Government of the A/R of Abkhazia - აფხაზეთის ა/რ მთავრობა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Government of the A/R of Abkhazia - აფხაზეთის ა/რ მთავრობა:

Shortcuts

Share