ქ.თბილისის მე-10 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ქ.თბილისის მე-10 საჯარო სკოლა

ქ.თბილისის მე-10 საჯარო სკოლა დღეს მომავლისკენ! ქ.თბილისის # 10 საჯარო სკოლა

19/08/2026

ქალაქ თბილისის N10 საჯარო სკოლის პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ!!!

📚პირველკლასელთათვის, სასკოლო ფორმების შეძენა ( უნაღდო ანგარიშწორებით ) შესაძლებელია სსიპ ქალაქ თბილისის N138 საჯარო სკოლის შენობაში არსებულ სარეალიზაციო პუნქტში.
❗️❗️❗️(მისამართი: ზღვისუბანი, ლევან ჭოჭუას ქ. N36)

🗓️ჩვენი სკოლისთვის , ფორმების შესაძენად განრიგით განსაზღვრულია 5 სექტემბერი.

❗️❗️❗️ადგილზე შეგიძლიათ მიიყვანოთ ბავშვი, თან იქონიეთ აუცილებლად ბავშვის დაბადების მოწმობა.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც

✅ 1. რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია.

✅ 2. იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, მათ შორის, ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში, განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ან განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში.

✅3. სასკოლო ფორმას ასევე მიიღებენ ის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

ძვირფასო მშობლებო, იმედი მაქვს თქვენი ორგანიზებულობის, გთხოვთ, მაქსიმალურად დაიცვათ დადგენილი განრიგი!

ნებისმიერი გაუგებრობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ პირადად!❤️

17/08/2026

სსიპ ქალაქ თბილისის #10 საჯარო სკოლას ესაჭიროება დამლაგებელის პოზიციაზე თანამშრომელი, მსურველები დეტალების გასარკვევად დაუკავშირდნენ +995599112057 მარინა სარიას.

17/08/2026

სსიპ ქალაქ თბილისის №10 საჯარო სკოლა ამაყობს ჩვენი მასწავლებლებით! 🎓🌟

სიამაყით გაცნობებთ, რომ 2026 წლის მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდებზე ჩვენი სკოლის პედაგოგებმა განსაკუთრებული შედეგი აჩვენეს.

სხვადასხვა საგანში მიღწეული წარმატება, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მასწავლებლების მაღალ პროფესიულ კვალიფიკაციას, მუდმივი განვითარების სურვილსა და საქმისადმი უდიდეს პასუხისმგებლობას.

ჩვენი სკოლა, წლების განმავლობაში გამოირჩევა მოსწავლეთა მაღალი აკადემიური შედეგებით, რაც პირველ რიგში, პროფესიონალი, მოტივირებული და ერთიან გუნდად შეკრული მასწავლებლების დამსახურებაა. გვჯერა, რომ ძლიერი მასწავლებელი ქმნის ძლიერ სკოლას, ხოლო ძლიერი სკოლა — წარმატებულ მომავალ თაობას.

განსაკუთრებით გვეამაყება თითოეული პედაგოგი, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს სასერტიფიკაციო გამოცდა. ეს არის არა მხოლოდ პირადი პროფესიული მიღწევა, არამედ ჩვენი სკოლის საერთო წარმატება

1. ნათია ჩაჩანიძე - ქართული I-VI კლასი;
2.თეა ჯოხაძე - ქართული I-VI კლასი;
3. თამუნა გოგიაშვილი - ქართული I-VI კლასი;
4. ლელა ტაბაროკიშვილი - მათემატიკა I-VI კლასი;
5. ნინო ახალკაცი - მათემატიკა I-VI კლასი;
6. მაია ლევიძე - ბუნებისმეტყველება I-VI კლასი;
7. სოფო ღლონტი- სპორტი I-XII კლასი;
8. მარიამ ლომიძე - ისტორია VII-XII კლასი;
9. ლიკა ბაგაური - ისტორია VII-XII კლასი

👏 ვულოცავთ ჩვენს მასწავლებლებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ პროფესიულ წინსვლას, ახალ გამარჯვებებსა და დაუვიწყარ შედეგებს!

06/08/2026

სსიპ ქალაქ თბილისის N10 საჯარო სკოლა ულოცავს თავის კურსდამთავრებულებს 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დაძლევას და მიღწეულ მაღალ შედეგებს!
სკოლის ადმინისტრაცია განსაკუთრებით გამოყოფს იმ მოსწავლეებს, რომლებმაც ცალკეულ საგნებში უმაღლესი შეფასებები დაიმსახურეს:

• ესთერი კოპალიანი – ქართული ენა და ლიტერატურა 60/60, ინგლისური ენა 70/70;
• მარიამ ცეცხლაძე – ქართული ენა და ლიტერატურა 60/60;
• ნინო ხუციშვილი – მათემატიკა 51/51;
• ლიკა ბაიდაური – ინგლისური ენა 70/70;
• ნინი ბუზარიაშვილი – ინგლისური ენა 70/70;
• ნიკა ჩაჩუა – ინგლისური ენა 70/70;
• ანასტასია ბარბაქაძე – ინგლისური ენა 70/70;
• ნინო მჭედლიძე – ინგლისური ენა 70/70; ლუკა ბენაშვილი ინგლისური ენა - 70/70; მარიამ ხანგოშვილი ინგლისური ენა - 70/70; გიორგი ფსუტური ინგლისური ენა - 70/70; ირაკლი ლავრელაშვილი ინგლისური ენა - 70/70. ნიკოლოზ ცეცხლაძე ინგლისური ენა - 70/70; მარიამ ნადირაძე ინგლისური ენა -70/70.

ვულოცავთ თითოეულ კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ, ცხოვრების ახალ ეტაპზე ღირსეულად წარმოაჩინონ საკუთარი ცოდნა, შესაძლებლობები და საქართველოს სახელი როგორც სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ამ წარმატების უკან დგას მოსწავლეების თავდაუზოგავი შრომა, მშობლების მხარდაჭერა და მასწავლებლების პროფესიონალიზმი, ერთგულება და ყოველდღიური ძალისხმევა. სწორედ ამ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგია თითოეული მიღწევა, რაც განსაკუთრებულად დასაფასებელია!!!

სსიპ ქალაქ თბილისის N10 საჯარო სკოლა ამაყობს თავისი კურსდამთავრებულებით და უსურვებს მათ წარმატებით სავსე სტუდენტურ ცხოვრებას, ახალ გამარჯვებებსა და ბედნიერ მომავალს! 🩷

#სსიპქალაქთბილისის10სკოლა
#მოსწავლეები
#მშობლები
#მასწავლებლები

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა ბოლო ეტაპის რეგისტრაცია დაიწყო.
22/07/2026

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა ბოლო ეტაპის რეგისტრაცია დაიწყო.

📢 საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეიდან დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეიდან დაიწყო.

დასკვნით ეტაპზე მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს შესაძლებლობა აქვს, სასურველ საჯარო სკოლაში დარჩენილ თავისუფალ ან წინა ეტაპების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებულ ადგილებზე ბავშვი 31 ივლისის ჩათვლით დაარეგისტრიროს.

რეგისტრაციის მიზნით მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა სასურველ საჯარო სკოლას განცხადებით უნდა მიმართოს და წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და ბავშვის დაბადების მოწმობის ასლები.

მოსწავლის რეგისტრაციას შესაბამისი საჯარო სკოლა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.

საჯარო სკოლებში არსებული თავისუფალი ადგილების, ცვლებისა და სექტორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ონლაინპორტალზე - skolebi.emis.ge.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ვადები და 20-31 ივლისის პერიოდში სასურველ საჯარო სკოლას მიმართონ.

რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცხელ ხაზზე - (+995 32) 2 200 220 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე - [[email protected]](mailto:[email protected]).

#პირველკლასელთარეგისტრაცია #საჯაროსკოლა

🏆✨ სიამაყით და სიხარულით ვულოცავთ სსიპ ქალაქ თბილისის N10 საჯარო სკოლის ჩემპიონებს III ადგილის დაკავებას! ✨🏆🩷დიდი მადლობ...
08/06/2026

🏆✨ სიამაყით და სიხარულით ვულოცავთ სსიპ ქალაქ თბილისის N10 საჯარო სკოლის ჩემპიონებს III ადგილის დაკავებას! ✨🏆🩷
დიდი მადლობა ნაძალადევის რაიონის გამგეობა-ს, ბატონ ირაკლი ანდღულაძის ხელმძღვანელობით, მინი ფეხბურთის სასკოლო ტურნირის ჩატარებისთვის, რომელსაც ორგანიზებას უწევდა ქალბატონი თეა ხოფერია,🩷 ძალიან დიდი მადლობა მოსწავლეებისთვის, ასეთი სასარგებლო და მნიშვნელოვანი შესაძლებლობის შექმნისთვის.🩷
თითოეულ ბავშვს და მწვრთელს, საპრიზო საჩუქარი 200 ლარიანი ვაუჩერები გადასცა ბატონმა ირაკლი ანდღულაძემ. მადლობა ბატონო ირაკლი!🙏🩷
განსაკუთრებული სიხარულით ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებსა და პედაგოგებს ამ შესანიშნავ წარმატებას!
🏆 გამარჯვებული გუნდი – „მართვე“
ხელმძღვანელები:
🔹 კონსტანტინე დიმიტრიშვილი
🔹 ნანა ნოზაძე
👏 ჩემპიონი მოსწავლეები:
• თორნიკე ჩოხელი
• ბაჩანა ტყემალაძე
• ოთარ ხოსანაშვილი
• შალვა ახობაძე
• გიორგი ბლიაძე
• ლუკა ავსაჯანიშვილი
• ლევან სამშიშვილი
• იოანე ხოსიაური
• ნიკა ვაჭრიშვილი
ბავშვებო, თქვენი გამარჯვება არის შრომის, პასუხისმგებლობის, მეგობრობისა და გუნდური სულისკვეთების საუკეთესო მაგალითი. თითოეული თქვენგანი ჩვენი სკოლის სიამაყე ხართ! გილოცავთ!!!🩷🩷🩷
გისურვებთ, ეს გამარჯვება მხოლოდ ერთი წარმატებული ნაბიჯი იყოს იმ დიდი გზის დასაწყისის, რომელსაც მომავალში კიდევ არაერთ გამარჯვებას და ახალ შესაძლებლობებს იზეიმებთ🩷
გილოცავთ, ჩემპიონებო! სსიპ ქალაქ თბილისის N10 საჯარო სკოლა ამაყობს თქვენით! 🎉⚽🏆🌟🩷🩷🩷

📌ქრისტიანობის შემოსვლა საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის სულიერ-კულტურუ...
04/06/2026

📌ქრისტიანობის შემოსვლა საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის სულიერ-კულტურული განვითარება.
ამ თემასთან დაკავშირებით მე-10 "დ" კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პროექტი ,,გზა, რომელმაც საქართველო შეცვალა’’. წარმოდგენილი პროექტი ასახავს წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების მარშრუტს და იმ მნიშვნელოვან ადგილებს, რომელიც მის სახელთან და ქრისტიანობის გავრცელებასთან არის დაკავშირებული. 📍პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ ქრისტიანობის მნიშვნელობა და პატივი მიეგოთ წმინდა ნინოს ღვაწლისათვის.

📌საქართველო მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს ქრისტიანობის რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს, რომელიც უკავშირდება...
03/06/2026

📌საქართველო მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს ქრისტიანობის რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს, რომელიც უკავშირდება მეფე მირიანისა და ნანა დედოფლის მოქცევას. რასაკვირველია, საგანმანათლებლო სრტუქტურების ჩართულობა მნიშვნელოვანია. მთავარი მიზანი კი მოსწავლეებში სულიერი ფასეულობებისა და ისტორიული ცნობიერების ამაღლებაა. ქრისტიანობა ქართული ლიტერატურის მთავარი იდეალი და სულიერი საყრდენია, ამ მხრივ გამოირჩევა გურამ დოჩანაშვილის შემოქმდება, განსაკუთრებით რომანი ,,სამოსელი პირველი".
2 ივნისს, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეთა ნაწილის მონაწილეობით, ჩატარდა პროექტი ,,ქრისტიანუული სახისმეტყველება გურამ დოჩანაშვილის ,,სამოსელი პირველის" მიხედვით" . მოსწავლეებმა ტექსტის ეპიზოდებზე ისაუბრეს ქრისტიანულ ჭრილში.
პარალელები გაავლეს სახარებისეულ სწავლებასთან.

📝მონაწილეობდნენ: დავით ჯაჯანიძე, მარიტა ცენტერაძე, თათა ინაშვილი, დავით ბერძენიშვილი, ნინი ორდინიძე, ანასტასია დოდიაშვილი, ცოტნე ჩხაიძე, დაჩი დარჩია, ბარბარე რაზმაზიშვილი, დეა ზაუტაშვილი, გიორგი ჭუბაბრია.
📖ხელმძღვანელი, ქართულის პედაგოგი ნათია ჩაჩანიძე.

საქართველოს პარლამენტის მიერ ორგანიზებულ კონკურსში „ჩემი თვალით დანახული პარლამენტი“ გამარჯვებული გახდა სხვა სკოლის მოსწ...
01/06/2026

საქართველოს პარლამენტის მიერ ორგანიზებულ კონკურსში „ჩემი თვალით დანახული პარლამენტი“ გამარჯვებული გახდა სხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სსიპ ქალაქ თბილისის №10 საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე თამარ ბერუაშვილი.

კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა დაეხატათ საქართველოს პარლამენტი და დაეწერათ საკუთარი ხედვა და შთაბეჭდილებები ნახატის შესახებ.

1 ივნისს გამარჯვებული ბავშვები საქართველოს პარლამენტში მიიწვიეს, სიტყვით მიმართეს, მიულოცეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და წარმატებები უსურვეს პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა შალვა პაპუაშვილმა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მინისტრის მოადგილე ქალბატონმა თამარ მახარაშვილმა.

სტუმრებს თბილი და საზეიმო გარემო დახვდათ — ბავშვებს გაუმასპინძლდნენ ტკბილეულით, მათ საპატივცემულოდ გაიმართა მხიარული წარმოდგენა, უჩვენეს ფილმი და გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები.

ვულოცავთ თამარ ბერუაშვილს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! გვჯერა, რომ ეს წარმატება მხოლოდ დასაწყისია.

გისურვებთ წარმატებებით, სიხარულითა და ახალი გამარჯვებებით სავსე მომავალს! 🌷👏🇬🇪🩷

გილოცავთ!🩷გილოცავთ!🩷გილოცავთ!🩷ბედნიერ ბავშვობას გისურვებთ! მზიან, შუქიან საქართველოში გეცხოვროთ!🩷🎉
01/06/2026

გილოცავთ!🩷
გილოცავთ!🩷
გილოცავთ!🩷
ბედნიერ ბავშვობას გისურვებთ!
მზიან, შუქიან საქართველოში გეცხოვროთ!🩷🎉

Address

ც. დადიანის #189 (ფაქტობრივი: ტარიელ ფუტკარაძის ქ. 1)
Tbilisi
0180(0178)

Opening Hours

Monday 08:30 - 18:30
Tuesday 08:30 - 18:30
Wednesday 08:30 - 18:30
Thursday 08:30 - 18:30
Friday 08:30 - 18:30

Telephone

+995577376167

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქ.თბილისის მე-10 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ქ.თბილისის მე-10 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category