საქართველოს უზენაესი სასამართლო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს უზენაესი სასამართლო

საქართველოს უზენაესი სასამართლო საქართველოს უზენაესი სასამართლო
Supreme Court of Georgia

საქართველოს უზენაესი სასამართლო საქართველოს მთელ
ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო
სასამართლოა.

უზენაეს სასამართლოში შექმნილია:
ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა;
ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა;
გ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;
დ) დიდი პალატა;
ე) პლენუმი;
ვ) სადისციპლინო პალატა.

11/05/2026

სრულიად საქართველოს ვულოცავთ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას!

თქვენო უწმინდესობავ,

ჩემთვის უდიდესი პატივია გულითად მოგილოცოთ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა. უფლის ნებით თქვენზე დაკისრებული ეს მაღალი მსახურება დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად არის განსაკუთრებული მისია ერის წინაშე. დარწმუნებული ვარ, თქვენი სიბრძნითა და სულიერი ძალით შეძლებთ ამ მაღალი მსახურების ღირსეულად აღსრულებას.

ვუსურვებ თქვენს უწმინდესობას ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცესა და ღვთის მადლით აღსავსე მრავალწლოვან მსახურებას. დაე, თქვენი პატრიარქობა იქცეს მშვიდობის, ერთობისა და სიყვარულის განმტკიცების საფუძვლად, ხოლო თქვენი სულიერი წინამძღოლობა - კეთილდღეობისა და სულიერი აღორძინების გზის გაგრძელებად ჩვენი ერისთვის.

უფალმა მრავალჟამიერ დაგიცვათ და გაგაძლიეროთ თქვენს წმინდა მსახურებაში.

უდიდესი პატივისცემით,
ნინო ქადაგიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

უდიდესი დანაკარგის მომსწრეა ჩვენი სამშობლო! სიტყვებიც კი უძლურია იმ დიდი ტკივილისა და მწუხარების წინაშე, რომელსაც სრულია...
17/03/2026

უდიდესი დანაკარგის მომსწრეა ჩვენი სამშობლო! სიტყვებიც კი უძლურია იმ დიდი ტკივილისა და მწუხარების წინაშე, რომელსაც სრულიად საქართველო და თითოელი მისი შვილი განიცდის. დაგვტოვა ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ილია მეორემ.

ფასდაუდებელია კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლი და ამაგი ჩვენი სამშობლოსა და ერის წინაშე. ის იყო ეპოქალური ადამიანი, საქართველოს დიდი სულიერი წინამძღოლი, მისი მეოხი და მისთვის დამაშვრალი ლოცვითა და უდიდესი საქვეყნო მნიშვნელობის საქმეებით, თანამედროვე მართლმადიდებლური სამყაროს გამორჩეული მანათობელი და დიდი სულიერი ძალა.

ჩვენმა უწმინდესმა მთელი სიცოცხლე დაუღალავად მიუძღვნა სულიერი ტაძრის მშენებლობას, რითაც თითოეული ჩვენგანი გაგვაერთიანა მტკიცე რწმენითა და უანგარო სიყვარულით ღვთისა და სამშობლოს წინაშე. მისი მოღვაწეობა გამორჩეულ ადგილს დაიმკვიდრებს საქართველოს ისტორიაში და მარად დარჩება მომავალი თაობებისთვის სამაგალითო და შთამაგონებელი.

რთული იქნება მის გარეშე ამ გამოწვევებით სავსე სამყაროში გზის გაგრძელება, თუმცა, გვწამს და ნუგეშს გვაძლევს, რომ ამიერიდან გვყავს ზეციური მფარველი, დაუცხრომელი მლოცველი და მეოხი უფლის წინაშე, რომელიც კვლავაც ილოცებს ჩვენი ერისთვის ღვთაებრივი სასუფევლიდან.

უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი ჩვენს დიდ სულიერ მამას, საქართველოს უდიდეს მეოხს უფლის წინაშე და ამიერიდან მის ზეციურ მფარველს.

Address

ძმები ზუბალაშვილები
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322990164

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს უზენაესი სასამართლო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს უზენაესი სასამართლო:

Shortcuts

Share

Category