17/08/2026
📢 მშობლების საყურადღებოდ!
Მოგესალმებით,
2026- 2027 სასწავლო წლის დაწყებამდე დაიწყება სასკოლო ფორმების გაცემა-გაყიდვა.
Გიზიარებთ მისამართს, საიდანაც გაიცემა სასკოლო ფორმა (ამ ეტაპზე მხოლოდ I კლასელებისთვის) სსიპ ქალაქ თბილისის N145 საჯარო სკოლაში რეგისტრირებული პირველი კლასის მოსწავლეებისთვის.
Აქვე გაცნობებთ, რომ ფორმის შეძენა შესაძლებელია საკურიერო მომსახურეობით. თუ მშობელი იმყოფება სხვა ქალაქში, იქაც შეეძლება შეიძინოს ფორმა.
მისამართი: სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლა - ვარკეთილი,ზ/პ, მე-2 მ/რ.
სარეალიზაციო პუნქტის სამუშაო საათებია 11-19 საათი, შაბათ-კვირის ჩათვლით.
სასკოლო ფორმის ტანსაცმლის რეალიზება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ხოლო საბანკო გადახდის ტერმინალის არარსებობის ან გაუმართაობის შემტხვევაში _ საბანკო გადარიცხვის მეშვეობით.
ფორმის გადაცვლა/დაბრუნება შესაძებელია ზომის შეუსაბამობის გამო (ერთჯერადად) ან ქარხნული წუნის შემტხვევაში.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 აგვისტოს N364 დადგენილებით დამტკიცდა სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა.
აღნიშნული პროგრამის მიხედვით სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა შემდეგ მოსწავლეებს:
ა) რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია; ბ) ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
გ) განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
დ) ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
ე) განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
ვ) 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.
პროგრამის ბენეფიციარისთვის გადასაცემი სასკოლო ფორმის ტანსაცმელი შედგება:
ა) ბიჭისთვის − 1 პიჯაკისა და 2 შარვლისაგან;
ბ) გოგოსთვის − 1 პიჯაკის, 1 შარვლისა და 1 ქვედაკაბისაგან.