31/07/2026
For English scroll down ⤵️
✨ ილიაუნის ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია ანა კირვალიძისა და ოლივერ რაისნერის „Resilient Bonds: On Social Cohesion in Georgia" (მდგრადი კავშირები: სოციალური ერთიანობის შესახებ საქართველოში).
🔹 წიგნი ეძღვნება ერთ-ერთ ფუნდამენტურ კითხვას თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში: რა ფორმით არსებობს და როგორ ფუნქციონირებს სოციალური ერთიანობა საქართველოში. ნაშრომი ემპირიულად და თეორიულად აანალიზებს იმ კავშირებს, რომლებიც აერთიანებენ ჯგუფებს, ქსელებსა და თემებს ქვეყნის შიგნით, აგრეთვე იმ ფაქტორებს, რომლებიც ამ კავშირებს მდგრადობას ანიჭებენ ცვალებად პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში. ანა კირვალიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ასოცირებული პროფესორია, ხოლო ოლივერ რაისნერი იმავე უნივერსიტეტში ევროპული და კავკასიური კვლევების პროფესორი. ეს ორმაგი, სოციოლოგიური და ისტორიული მიდგომა წიგნის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა.
🔻 ნაშრომი ეფუძნება შედარებით რეგიონულ ანალიზს, რომელიც ცხადყოფს, რომ სოციალური ერთიანობა საქართველოში ერთგვაროვანი მოვლენა არ არის. ისტორიული ნაწილი მკითხველს უბრუნდება მე-16 საუკუნემდე და მიჰყვება იმ კულტურულ და სოციალურ საფუძვლებს, რომლებზეც დღევანდელი ერთიანობის ფორმები გაიზარდა, ფეოდალური მმართველი დინასტიებიდან ჰორიზონტალურად ორგანიზებულ თემურ ასოციაციებამდე, როგორიც იყო „თავისუფალი სვანეთი". განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციას და იმას, თუ როგორ შეცვალა საბჭოთა ნეო-პატრიმონიულმა სტრატეგიამ ლოკალური საპატრონაჟო ქსელები და როგორ აისახა ეს დღევანდელ სოციალურ დინამიკაზე.
წიგნით სარგებლობისთვის შეგიძლიათ მიმართოთ:�📍 ილიას დარბაზს - მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი №45, E 249�📍 სულხან-საბა ორბელიანის დარბაზს - მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი №32, B კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი 401
✨ "Resilient Bonds: On Social Cohesion in Georgia" by Ana Kirvalidze and Oliver Reisner is now available at Ilia University Library.
🔹 The book addresses one of the fundamental questions of contemporary Georgian society: in what form social cohesion exists in Georgia and how it functions. The work analyzes, both empirically and theoretically, the bonds that hold groups, networks, and communities together within the country, alongside the factors that lend these bonds their resilience in a shifting political and economic context. Ana Kirvalidze is Associate Professor of Sociology at Ilia State University, while Oliver Reisner is Professor of European and Caucasian Studies at the same university. This dual sociological and historical approach is one of the book's principal strengths.
🔻 The work is grounded in a comparative regional analysis, which makes clear that social cohesion in Georgia is not a uniform phenomenon. The historical section takes the reader back to the 16th century and traces the cultural and social foundations on which today's forms of cohesion have grown, from feudal ruling dynasties to horizontally organized communal associations such as "Free Svaneti." Particular attention is given to the Soviet and post-Soviet transformation, and to how Soviet neo-patrimonial strategy reshaped local patronage networks and how this is reflected in present-day social dynamics.
The book is available at:�📍 Ilia Hall - Address: I. Chavchavadze Ave. №45, E 249�📍 Sulkhan-Saba Orbeliani Hall - Address: I. Chavchavadze Ave. №32, Building B, 4th floor, Room 401