პარტია • ჩვენ • თბილისი

პარტია • ჩვენ • თბილისი პარტია ᲩᲕᲔᲜ - თბილისის ორგანიზაცია

⛪საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ჰყავს.პარტია „ ᲩᲕᲔᲜ “ წარმატებას უ...
11/05/2026

⛪საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ჰყავს.

პარტია „ ᲩᲕᲔᲜ “ წარმატებას უსურვებს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სულიერი მისიის განხორციელებაში.

გვჯერა, რომ საქართველოს ეკლესია მომავალში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სამოქალაქო თანადგომისა და საზოგადოებრივი ერთიანობის განმტკიცებაში.

🇪🇺 9 მაისი - ევროპის დღეპარტია „ჩვენ“ ულოცავს საქართველოსა და ევროპელ მეგობრებს ევროპის დღეს.ევროპა ჩვენთვის არის თავისუ...
09/05/2026

🇪🇺 9 მაისი - ევროპის დღე

პარტია „ჩვენ“ ულოცავს საქართველოსა და ევროპელ მეგობრებს ევროპის დღეს.

ევროპა ჩვენთვის არის თავისუფლების, ღირსების, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების სივრცე.
გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი ძლიერი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა.

გილოცავთ ევროპის დღეს! 🇬🇪 🇪🇺

ვის გაქვთ ზედმეტი 100 ლარი?მომავალ წლიდან სავალდებულო სასკოლო ფორმების შემოღება იგეგმება.როგორც „ქართული ოცნების“ განათლ...
18/04/2026

ვის გაქვთ ზედმეტი 100 ლარი?

მომავალ წლიდან სავალდებულო სასკოლო ფორმების შემოღება იგეგმება.

როგორც „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ერთი ფორმის ფასი იქნება „დაახლოებით 100 ლარი“.

მომავალი წლიდან სკოლებში ფორმების დაბრუნება იგეგმება.

თავად გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა - ეს ცალკე დისკუსიის თემაა.

‼️ თუმცა უკვე ცნობილია მთავარი: ფორმების შეძენა მშობლებს საკუთარი სახსრებით მოუწევთ.

როგორც „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ერთი ფორმის ფასი იქნება „დაახლოებით 100 ლარი“.

აქ ჩნდება სერიოზული კითხვები.

🔻 პირველი - რეალურად რა იქნება საბოლოო ფასი?

🔻 მეორე - ვის მიეცემა სასკოლო ფორმების შეკერვის ტენდერი?

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს პროცესი კვლავ ხელისუფლებასთან დაახლოებულ კომპანიებზე იქნება მორგებული, რაც ფასის შემდგომ ზრდას და ხარისხის კონტროლის პრობლემებსაც გამოიწვევს.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი სოციალური ფაქტორია.

თუ ოჯახში რამდენიმე ბავშვია, თითოეულზე მინიმუმ ორი ფორმის შეძენა სერიოზულ ფინანსურ ტვირთად გადაიქცევა.

ასეთ პირობებში ეს გადაწყვეტილება არ არის თანაბრად ხელმისაწვდომი ყველა ოჯახისთვის და რეალურად ზრდის უთანასწორობას.

მშობლების იძულება დამატებითი ხარჯის გაწევაზე - მიუღებელია!

სახელმწიფოს ვალდებულებაა შექმნას თანასწორი და ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო გარემო, და არა დააწესოს ახალი ფინანსური ბარიერები და სავალდებულო ტვირთი!

#განათლება #საქართველო #პოლიტიკა #ეკონომიკა #ჩვენ

ფოტო: წარმოაჩენს ჩვენს დამოკიდებულებას სავალდებულო სააკაშვილი ფორმისადმი.

02/04/2026

პოლიტიკური პარტია „ᲩᲕᲔᲜ“ მკაცრად გმობს სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან გახშირებულ ძალადობას და არაადამიანურ დამოკიდებულებას მიუსაფარი ცხოველების მიმართ.

მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ კანონის მკაცრი აღსრულება და პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, ვინც ასეთ დანაშაულებს სჩადის.

მოვუწოდებთ საზოგადოებას ერთიანობისკენ - მიუხედავად პირადი დამოკიდებულებისა, ეს საკითხი ეხება ჩვენს საერთო პასუხისმგებლობას, ჰუმანურობასა და საზოგადოების ღირებულებებს.

მიუსაფარი ცხოველების დაცვა არის ცივილიზებული სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი!

🛑 „ქართული ოცნების ხელისუფლება“ კიდევ ერთხელ გადადის ღიად არადემოკრატიული და წინასწარ გათვლილი რეპრესიული საკანონმდებლო ...
16/02/2026

🛑 „ქართული ოცნების ხელისუფლება“ კიდევ ერთხელ გადადის ღიად არადემოკრატიული და წინასწარ გათვლილი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე!

იხილეთ პოლიტიკური პარტიის ᲩᲕᲔᲜ განცხადება 👇

🛑 „ქართული ოცნების ხელისუფლება“ კიდევ ერთხელ გადადის ღიად არადემოკრატიული და წინასწარ გათვლილი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე!

⚠️ აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს არა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებას, არამედ განსხვავებული აზრის, პოლიტიკური პროტესტისა და კრიტიკული პოზიციების დაშინებასა და ჩახშობას.

⚠️ სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც „კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით“ ჩადენილი დანაშაულები დამამძიმებელ გარემოებად ცხადდება და ავტომატურად ზრდის სასჯელს, ქმნის უკიდურესად სახიფათო პრეცედენტს.

⚠️ ეს ნორმა არამარტო ბუნდოვანია, არამედ ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, პოლიტიკური პროტესტი და ხელისუფლების კრიტიკა კრიმინალურ მოტივად გადააკვალიფიციროს.

❗დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების ლეგიტიმურობის შეფასება მოქალაქის უფლებაა და არა დანაშაულის მოტივი.

როდესაც ხელისუფლება კანონმდებლობას იყენებს პოლიტიკური კონტროლისა და შიშის ინსტრუმენტად, ქვეყანა კიდევ უფრო სწრაფად შორდება დასავლურ, ცივილურ და პროგრესული სამართლებრივ და დემოკრატიულ სტანდარტებს.

🟢 პარტია „ᲩᲕᲔᲜ“ მკაფიოდ აცხადებს: სახელმწიფოს სტაბილურობა არ მიიღწევა რეპრესიებით, არამედ გამჭირვალე არჩევნების ნდობით, თავისუფალი დისკუსიითა და სამართლიანი - ლეგიტიმური ინსტიტუტებით.

საქართველოს უახლეს ისტორიაში უკვე გვქონდა მწარე და ტრადიციული გამოცდილება, თუმცა მსგავსი ნორმატიულ წნეხი აქამდე არ ყოფილა!

ხელისუფლების მცდელობა, განსხვავებული აზრი სამართლებრივი სანქციებით ჩაახშოს, მხოლოდ გააღრმავებს საზოგადოებრივ კრიზისს და დააზიანებს, ისედაც განიავებულ, ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას.

ᲩᲕᲔᲜ მოვუწოდებთ "ქართული ოცნების ხელისუფლებას", შეწყვიტოს პოლიტიკური ოპონენტებისა და კრიტიკული საზოგადოების წინააღმდეგ საკანონმდებლო იარაღის გამოყენება!

🇬🇪 საქართველოს მოქალაქეები, ᲩᲕᲔᲜ, ვირჩევთ საქართველოს დემოკრატიულ, სამართლებრივ და ევროპულ განვითარების გზას!

Eng

🛑 The “Georgian Dream” authorities is once again moving toward openly undemocratic and premeditated repressive legislative changes.

⚠️ These amendments are aimed not at strengthening the rule of law, but at intimidating and suppressing dissent, political protest, and critical viewpoints.

⚠️ The planned amendment to the Criminal Code, under which crimes allegedly committed with the motive of “non-recognition of constitutional bodies” would be considered an aggravating circumstance and automatically lead to harsher sentences, creates an extremely dangerous precedent.

⚠️ This norm is not only vague, but also gives the authorities the opportunity to reclassify political protest and criticism of the government as criminal motivation.

❗In a democratic state, assessing the legitimacy of the government is a citizen’s right, not a criminal motive.

When legislation is used as an instrument of political control and intimidation, the country moves even further away from Western, civilized, progressive legal and democratic standards.

🟢 The party “WE” clearly states: stability of the state is not achieved through repression, but through trust in transparent elections, free public debate, and fair and legitimate institutions.

In Georgia’s recent history, we have already had bitter and difficult experiences, yet normative pressure of this kind has never reached this level before.

The government’s attempt to suppress dissent through legal sanctions will only deepen the social crisis and further damage the country’s already weakened international reputation.

WE call on the “Georgian Dream” government to stop using legislation as a weapon against political opponents and critical segments of society.

🇬🇪 The citizens of Georgia - WE - choose Georgia’s democratic, rule-of-law, and European path of development.

პოლიტიკური პარტიის "ᲩᲕᲔᲜ" საახალწლო მიმართვა - 2026 🎄🇬🇪 საქართველო დღეს რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე დგას. ეს არის...
31/12/2025

პოლიტიკური პარტიის "ᲩᲕᲔᲜ" საახალწლო მიმართვა - 2026 🎄

🇬🇪 საქართველო დღეს რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე დგას. ეს არის დრო, როდესაც თითოეული მოქალაქის სიტყვას, არჩევანსა და პასუხისმგებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ისტორია გვასწავლის ერთ რამეს – როცა საქართველო და მისი პატრიოტი შვილები ერთიანდებიან, გამარჯვება გარდაუვალია!

🟢 ᲩᲕᲔᲜ გვჯერა, რომ საქართველო იქნება ჭეშმარიტად თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო – ღირსეული, ძლიერი და მდგრადი განვითარების გზაზე მდგომი ქვეყანა, სადაც ადამიანის ღირსება დაცულია, სამართლიანობა რეალურ მნიშვნელობას იძენს და მომავალი თაობები იმედით უყურებენ ხვალინდელ დღეს!

🟢 ᲩᲕᲔᲜ გვინდა საქართველო, სადაც ერთობა სიძლიერეა, სოლიდარობა – ყოველდღიური ქმედება, ხოლო სოციალური პასუხისმგებლობა – არა სიტყვა, არამედ სახელმწიფოებრივი პოლიტიკის საფუძველი. ქვეყანა, სადაც მოქალაქე არ რჩება მარტო უსამართლობის, სიღარიბის ან უსასოობის წინაშე!

💡ჩვენი დევიზია – თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა. ეს არ არის მხოლოდ ლოზუნგი. ეს არის ღირებულებითი არჩევანი, რომელიც გვაერთიანებს როგორც საზოგადოებას და გვაძლევს ძალას, ვიმოქმედოთ ღირსეულად, პასუხისმგებლობითა და ურთიერთპატივისცემით.

⚡2026 წელი იქნება გამოწვევების წელი. წინ ბევრი სირთულე, მძიმე გადაწყვეტილება და გამოცდა გველის. მაგრამ ᲩᲕᲔᲜ გვჯერა, რომ ერთობით, ურთიერთნდობითა და საერთო მიზნის რწმენით, ᲩᲕᲔᲜ ერთად შევძლებთ ამ გამოწვევების დაძლევას, ქვეყნის გაძლიერებას და წინსვლას.

🟢 ᲩᲕᲔᲜ გვჯერა მოქალაქის ძალის. გვჯერა, რომ ცვლილებები იწყება ადამიანით, მისი ხმით, მისი ღირსებითა და მისი თავისუფალი არჩევანით.

სწორედ ამიტომ, ᲩᲕᲔᲜ ვირჩევთ პასუხისმგებლობას, მოქმედებას და ერთობას.

🎄გილოცავთ ახალ, 2026 წელს.

დაე, ეს წელი იყოს იმედის, გაბედული ნაბიჯებისა და ღირსეული მომავლის წელი.

ერთად – თავისუფალი, სამართლიანი და ძლიერი საქართველოსთვის. 🇬🇪✨

#ჩვენ #საქართველო #თავისუფლება #თანასწორობა #სოლიდარობა #ერთადშევძლებთ

🇬🇪 ქართული | 🇬🇧 ENG 👇

🎄საახალწლო მიმართვა - 2026 🎄

🇬🇪 საქართველო დღეს რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე დგას. ეს არის დრო, როდესაც თითოეული მოქალაქის სიტყვას, არჩევანსა და პასუხისმგებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ისტორია გვასწავლის ერთ რამეს – როცა საქართველო და მისი პატრიოტი შვილები ერთიანდებიან, გამარჯვება გარდაუვალია!

🟢 ᲩᲕᲔᲜ გვჯერა, რომ საქართველო იქნება ჭეშმარიტად თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო – ღირსეული, ძლიერი და მდგრადი განვითარების გზაზე მდგომი ქვეყანა, სადაც ადამიანის ღირსება დაცულია, სამართლიანობა რეალურ მნიშვნელობას იძენს და მომავალი თაობები იმედით უყურებენ ხვალინდელ დღეს!

🟢 ᲩᲕᲔᲜ გვინდა საქართველო, სადაც ერთობა სიძლიერეა, სოლიდარობა – ყოველდღიური ქმედება, ხოლო სოციალური პასუხისმგებლობა – არა სიტყვა, არამედ სახელმწიფოებრივი პოლიტიკის საფუძველი. ქვეყანა, სადაც მოქალაქე არ რჩება მარტო უსამართლობის, სიღარიბის ან უსასოობის წინაშე!

💡ჩვენი დევიზია – თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა. ეს არ არის მხოლოდ ლოზუნგი. ეს არის ღირებულებითი არჩევანი, რომელიც გვაერთიანებს როგორც საზოგადოებას და გვაძლევს ძალას, ვიმოქმედოთ ღირსეულად, პასუხისმგებლობითა და ურთიერთპატივისცემით.

⚡2026 წელი იქნება გამოწვევების წელი. წინ ბევრი სირთულე, მძიმე გადაწყვეტილება და გამოცდა გველის. მაგრამ ᲩᲕᲔᲜ გვჯერა, რომ ერთობით, ურთიერთნდობითა და საერთო მიზნის რწმენით, ᲩᲕᲔᲜ ერთად შევძლებთ ამ გამოწვევების დაძლევას, ქვეყნის გაძლიერებას და წინსვლას.

🟢 ᲩᲕᲔᲜ გვჯერა მოქალაქის ძალის. გვჯერა, რომ ცვლილებები იწყება ადამიანით, მისი ხმით, მისი ღირსებითა და მისი თავისუფალი არჩევანით.

სწორედ ამიტომ, ᲩᲕᲔᲜ ვირჩევთ პასუხისმგებლობას, მოქმედებას და ერთობას.

🎄გილოცავთ ახალ, 2026 წელს.

დაე, ეს წელი იყოს იმედის, გაბედული ნაბიჯებისა და ღირსეული მომავლის წელი.

ერთად – თავისუფალი, სამართლიანი და ძლიერი საქართველოსთვის. 🇬🇪✨

#ჩვენ #საქართველო #თავისუფლება #თანასწორობა #სოლიდარობა #ერთადშევძლებთ

🇬🇧 ✨ New Year Address - 2026 🎄

Georgia stands today at a difficult and decisive historical moment. This is a time when every citizen’s word, choice, and sense of responsibility carry exceptional weight. Yet history teaches us one essential truth – when Georgia and its patriotic sons and daughters stand united, victory is inevitable.

We believe in a Georgia that is truly free and independent – a dignified and strong country on a path of sustainable development, where human dignity is protected, justice has real meaning, and future generations look to tomorrow with hope.

We envision a Georgia where unity is strength, solidarity is a daily practice, and social responsibility is not merely a slogan but the foundation of state policy. A country where no citizen is left alone in the face of injustice, poverty, or despair.

💡Our motto is Freedom, Equality, and Solidarity. These are not just words. They represent a value-based choice that unites us as a society and gives us the strength to act with dignity, responsibility, and mutual respect.

The year 2026 will be a year of challenges. Many difficulties, hard decisions, and serious tests lie ahead. But we believe that through unity, mutual trust, and faith in a shared purpose, we will overcome these challenges in unity and move forward, strengthening our country.

We believe in the power of citizens. We believe that change begins with people – with their voices, their dignity, and their choices. That is why we choose responsibility, action, and unity.
We congratulate you on the arrival of the year 2026.

May this year be one of hope, courageous steps, and a dignified future.

Together – for a free, just, and strong Georgia. 🇬🇪✨

სოციალური და ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება  - მოქალაქეთა ჯიბე კიდევ უფრო "შემსუბუქდება" 2026 წელს!ᲩᲕᲔᲜ ვაცხადებთ, რომ მმ...
18/12/2025

სოციალური და ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება - მოქალაქეთა ჯიბე კიდევ უფრო "შემსუბუქდება" 2026 წელს!

ᲩᲕᲔᲜ ვაცხადებთ, რომ მმართველობის შეცდომების ფასს ხალხი აღარ უნდა იხდიდეს.

👇👇👇

#ჩვენ
#ენერგეტიკულიუსამართლობა
#ტარიფებისზრდა
#ხალხისხარჯზე
#არასწორიეკონომიკური #პოლიტიკა
#საქართველო2026
#სოციალურიდაცვა
#ენერგიახალხისთვის
#სოლიდარობა

სოციალური და ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება საქართველოში - მოქალაქეთა ჯიბე კიდევ უფრო "შემსუბუქდება" 2026 წელს!

🇬🇪 ჩვენს რეგიონში, ბუნებრივი აირის ფასი მკვეთრად იკლებს, ხოლო ელექტროენერგიის ტარიფი ან მცირდება, ან სტაბილურად ნარჩუნდება,
"ქართული ოცნების" ხელისუფლება საქართველოში საპირისპირო გზას ირჩევს.

👉 2026 წლიდან საქართველოში იზრდება:

🚰 წყლის გადასახადი

⚡ ელექტროენერგიის ტარიფი

♨️ ბუნებრივი აირის ფასი

ეს უკვე დადასტურებული და საჯაროდ გამოცხადებულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ.

ამასთან ერთად, ძვირდება საწვავი, თამბაქო და პრაქტიკულად ყველა აქციზური საქონელი, რაც პირდაპირ ურტყამს როგორც ოჯახების ბიუჯეტს, ისე მცირე და საშუალო ბიზნესს.

⭕ ეს არ არის „ობიექტური აუცილებლობა“ და არც გლობალური კრიზისის გარდაუვალი შედეგი.

⭕ ეს არის არასწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკის და ეკონომიკური პოლიტიკის, არაეფექტიანი მართვისა და მოქალაქეზე გადატანილი ტვირთის შედეგი.

⭕ მაშინ, როდესაც მეზობელ ქვეყნებში ენერგორესურსების გაიაფება გამოიყენება ეკონომიკის სტიმულირებისა და მოსახლეობის დასაცავად, საქართველოში ხელისუფლება ირჩევს ყველაზე მარტივ გზას -
ბიუჯეტის ხვრელების ამოვსებას ხალხის ხარჯზე.

⭕ ენერგო რესურსები წარმოადგენს ეკონომიკის "სისხლს" და სოციალური უსაფრთხოების საფუძველს.

🟢 Პოლიტიკური პარტია ᲩᲕᲔᲜ ვაცხადებთ მკაფიოდ:

ხელისუფლება, რომელიც ვერ მართავს სისტემას, იწყებს ხალხის დასჯას ტარიფებითა და გადასახადებით. ეს არის არა ფასების ზრდა, არამედ ხალხზე გადატანილი მმართველობის წარუმატებლობა.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ შესაძლებელია საბაზისო სერვისების დაცვა მოქალაქისთვის და არა მონოპოლიებისთვის.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ მმართველობის შეცდომების ფასს ხალხი აღარ უნდა იხდიდეს.

#ჩვენ
#ენერგეტიკულიუსამართლობა
#ტარიფებისზრდა
#ხალხისხარჯზე
#არასწორიეკონომიკური #პოლიტიკა
#საქართველო2026
#სოციალურიდაცვა
#ენერგიახალხისთვის
#სოლიდარობა

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when პარტია • ჩვენ • თბილისი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to პარტია • ჩვენ • თბილისი:

Shortcuts

Share