ფინანსთა სამინისტრო / Ministry of Finance of Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ფინანსთა სამინისტრო / Ministry of Finance of Georgia

ფინანსთა სამინისტრო / Ministry of Finance of Georgia საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
Ministry of Finance of Georgia

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოა, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო სფეროში; უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო და საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს; კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას და აწარმოებს გამოძიებას;

უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის ეფექტიანი პოლიტიკის გატარებას; ახორციელებს სათამაშო ბიზნესის სახელმწიფოებრივ რეგულირებას; უზრუნველყოფს საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობას.

ფინანსთა სამინისტრო აცხადებს სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას!პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, დაწყებულ...
01/09/2026

ფინანსთა სამინისტრო აცხადებს სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას!

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, დაწყებულია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება, რომელიც 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სტაჟირების პერიოდი: 2026 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

სტაჟირებაზე განაცხადის წარდგენა უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე – https://vacancy.hr.gov.ge/

🔷 სტრუქტურული ქვედანაყოფები, სადაც შესაძლებელია სტაჟირების გავლა:

🔹 დავების განხილვის სამსახური

https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101486?active=1

🔹 სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველო

https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101499?active=1

🔹 ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტი

https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101507?active=1

🔹 იურიდიული დეპარტამენტი

https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101509?active=1

🔹 საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი

https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101514?active=1

🔹 ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101516?active=1

🔹 შიდა აუდიტის დეპარტამენტი

https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101524?active=1

🔹 სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი

https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101528?active=1

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია მითითებულ ბმულებზე: https://vacancy.hr.gov.ge/

31/08/2026
08/08/2026

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ეკატერინე გუნცაძის კომენტარი საკრედიტო სააგენტო S&P Global Ratings-ის შეფასებებზე

ქარ/ENG„საკრედიტო სააგენტო S&P Global Ratings-ის შეფასებით, საქართველო კვლავ განაგრძობს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენე...
08/08/2026

ქარ/ENG

„საკრედიტო სააგენტო S&P Global Ratings-ის შეფასებით, საქართველო კვლავ განაგრძობს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლებისა და ჯანსაღი ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნებას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.

მისი თქმით, პოზიტიური პერსპექტივის მინიჭების საფუძვლებს, ანგარიშის თანახმად, წარმოადგენს სააგენტოს მოლოდინები, რომ საქართველო გააგრძელებს საგარეო პოზიციის შემდგომ გაუმჯობესებას საერთაშორისო რეზერვების აკუმულირების ფონზე და შეინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს და ჯანსაღ ფისკალურ პოლიტიკას.

„საკრედიტო სარეიტინგო კომპანია S&P Global Ratings-მა გამოაქვეყნა საქართველოს საკრედიტო რეიტინგის მორიგი ანგარიში, რომლის თანახმად, სუვერენული რეიტინგი კვლავ BB დონეზე შენარჩუნდა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პერსპექტივა გაუმჯობესებულია სტაბილურიდან პოზიტიურამდე. პოზიტიური პერსპექტივის მინიჭების საფუძვლებში სააგენტო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულია მათი მოლოდინები, რომ საქართველო კვლავ გაიუმჯობესებს საგარეო პოზიციებს საერთაშორისო რეზერვების აკუმულირების ფონზე. ასევე, განაგრძობს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლებისა და ჯანსაღი ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნებას, რაც თავის მხრივ, გააუმჯობესებს ფისკალურ პარამეტრებს. ანგარიშში, ასევე აღნიშნულია, რომ სააგენტო თებერვლის ანგარიშთან შედარებით, მნიშვნელოვნად ზრდის თავის საპროგნოზო მაჩვენებლებს 2026-2027 წლებისთვის, მათ შორის, 2026 წელს სააგენტო მოელის 6.4%-იან ეკონომიკურ ზრდას, 2027 წელს 5,9%-ს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, 5%-იანი ნიშნულის ფარგლებში, რაც თავის მხრივ, თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პროგნოზებთან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ანგარიშში ხაზგასმულია, როგორც მაკროეკონომიკური ზრდის ჯანსაღი მაჩვენებლები, ისე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კლებადი ტენდენცია, ფისკალური პოლიტიკის პარამეტრების ჯანსაღი მაჩვენებლები და ეროვნული ბანკის მონეტარული და მაკროპრუდენციული პოლიტიკის სიჯანსაღე.

"According to the assessment of S&P Global Ratings, Georgia continues to maintain high rates of economic growth and sound fiscal policy,” stated Ekaterine Guntsadze, Deputy Minister of Finance of Georgia.

According to her, the basis for the positive outlook, as stated in the report, is the agency’s expectation that Georgia will continue to strengthen its external position through the accumulation of international reserves, while maintaining high economic growth and sound fiscal policy.

“S&P Global Ratings has published its latest report on Georgia’s sovereign credit rating. According to the report, Georgia’s sovereign rating remains unchanged at BB, while importantly, the outlook has been upgraded from Stable to Positive.

In explaining the basis for the positive outlook, the agency notes its expectation that Georgia will continue to improve its external position through the accumulation of international reserves. The agency also expects Georgia to maintain high economic growth and sound fiscal policy, which, in turn, will lead to further improvements in fiscal indicators.

The report also notes that, compared with its February assessment, S&P Global Ratings has significantly revised upwards its economic growth forecasts for 2026–2027. The agency now projects 6.4% economic growth in 2026 and 5.9% in 2027, with growth expected to remain around 5% over the medium term. These projections are broadly in line with the official forecasts of the Government of Georgia,” added Ekaterine Guntsadze, Deputy Minister of Finance of Georgia.

She also highlighted that the report underscores Georgia’s sound macroeconomic performance, the declining trend in the current account deficit, healthy fiscal indicators and the soundness of the monetary and macro-prudential policies pursued by the National Bank of Georgia.

Address

16 Gorgasali Street
Tbilisi
0114

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322261284

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფინანსთა სამინისტრო / Ministry of Finance of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ფინანსთა სამინისტრო / Ministry of Finance of Georgia:

Shortcuts

Share