10/08/2026
სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე მესხმა, მარნეულის სერვისცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, გურამ ცეცხლაძე წარუდგინა და მათთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მარნეულის სერვისცენტრის მაღალ მომართვიანობაზე, წარმატებები უსურვა ახალ ხელმძღვანელს, დაკავებულ პოზიციაზე.
მან ხაზი გაუსვა იმ კვალიფიკაციასა და გამოცდილებას, რომელიც გურამ ცეცხლაძეს 2006 - 2022 წლებში აქვს მიღებული სოციალურ მომსახურების სააგენტოში.
ალექსანდრე მესხმა იმედი გამოთქვა, რომ გურამ ცეცხლაძის ხელმძღვანელობით სერვისცენტრი გააგრძელებს სააგენტოს მიერ დასახული ამოცანების შესრულებას.