საქართველოს საპენსიო ფონდი - Pension Fund of Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს საპენსიო ფონდი - Pension Fund of Georgia

საქართველოს საპენსიო ფონდი - Pension Fund of Georgia დაზოგე შენთვის, დაზოგე მომავლისთვის!

📊 ივლისში საპენსიო ფონდის პორტფელების შედეგები, ძირითადად, აზია-წყნარი ოკეანისა და განვითარებადი ქვეყნების სააქციო ბაზრე...
10/08/2026

📊 ივლისში საპენსიო ფონდის პორტფელების შედეგები, ძირითადად, აზია-წყნარი ოკეანისა და განვითარებადი ქვეყნების სააქციო ბაზრებზე დაფიქსირებულმა კლებამ განსაზღვრა, რაც ხელოვნური ინტელექტის სექტორში განხორციელებული ინვესტიციების უკუგებასთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ და ტექნოლოგიური აქციებიდან სხვა სექტორებისკენ როტაციამ გამოიწვია. ამასთან, აშშ დოლართან მიმართებით ლარის 0.71%-იანი გამყარებამ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივების შემოსავლიანობა დამატებით შეამცირა, თუმცა აღნიშნული კლება ადგილობრივი ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტების სტაბილურმა შედეგმა დააბალანსა.

▶️ ვრცლად იხილეთ ბმულზე : https://short.do/-Etr-Y

📊 საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 758 ათასი ადამიანია.✔️ 2026 წლის 31 ივლისის მდგომარეობით,...
10/08/2026

📊 საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 758 ათასი ადამიანია.

✔️ 2026 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 34,826 პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 178,197,376.89 ლარი.

✔️ ივლისის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 9.7 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

▶️ ვრცლად იხილეთ ბმულზე : https://shorturl.at/yxMXH

📈 რატომ არის მნიშვნელოვანი რეალური ამონაგები?2025 წელს საქართველოს საპენსიო ფონდის წმინდა ნომინალურმა ამონაგებმა 11.8% შ...
27/07/2026

📈 რატომ არის მნიშვნელოვანი რეალური ამონაგები?

2025 წელს საქართველოს საპენსიო ფონდის წმინდა ნომინალურმა ამონაგებმა 11.8% შეადგინა. ინფლაციის გათვალისწინების შემდეგ კი ფონდმა 7.6%-იანი წმინდა რეალური ამონაგები მიიღო.

ამასთან, ფონდის შექმნის დღიდან დღემდე საშუალო გაწლიურებული რეალური ამონაგები 4.4%-ია, რაც მიუთითებს, რომ ამ პერიოდში საპენსიო აქტივების ზრდამ ფასების ზრდას გადააჭარბა და მონაწილეთა დანაზოგების მსყიდველობითი უნარი გაიზარდა.

🔗 ვრცლად გაეცანით საქართველოს საპენსიო ფონდის 2025 წლის წლიურ საინვესტიციო ანგარიშს ბმულზე : https://l1nq.com/ebx8eb7

📈 Why Does the Real Return Matter?

In 2025, the Pension Fund of Georgia delivered a net nominal return of 11.8%. After accounting for inflation, the Fund’s net real return stood at 7.6%.

Since the Fund’s establishment, its average annualized real return has reached 4.4%, demonstrating that pension asset growth has consistently outpaced inflation and increased the purchasing power of participants’ savings over time.

🔗 Learn more in the Pension Fund of Georgia’s 2025 Annual Investment Report at the link below: https://sl1nk.com/13z8p0s

22/07/2026

📌 დეკლარირების პროცესი და საპენსიო ფონდის მხარდამჭერი მექანიზმები

საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე გადაცემაში „დილის მონეტიზაცია“ საუბრობს დეკლარირების პროცესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

🔹 თანამშრომლობა ბიზნესსექტორთან და ბუღალტერთა პროფესიულ გაერთიანებებთან;
🔹 განცხადების წარდგენის პროცესი და პრაქტიკული რეკომენდაციები;
🔹 საპენსიო ფონდის მიერ ამოქმედებული მხარდამჭერი მექანიზმები;
🔹 გავრცელებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები;
🔹 როგორ ავიცილოთ ჯარიმები და უზრუნველვყოთ მოთხოვნების დროული შესრულება.

🎥 თემების შესახებ ვრცლად იხილეთ ინტერვიუ გადაცემაში „დილის მონეტიზაცია“.

#საპენსიოფონდი #დეკლარირება #დამსაქმებელი #ბუღალტერია #პენსია #ბიზნესი

21/07/2026

📺 OECD-ის წევრი ქვეყნების 2025 წლის მონაცემებთან შედარებით, საქართველოს საპენსიო ფონდის სამივე პორტფელი ნომინალური და რეალური ამონაგების მიხედვით მოწინავე პოზიციებს იკავებს.

🎬 საქართველოს საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი ანა ნაჭყებია სტუმრად “ბიზნეს ინსაიდერ”-ში.

ანამ გადაცემაში ვრცლად ისაუბრა საინვესტიციო პროცესებზე: უახლესი მაჩვენებლების მიხედვით, ექვსი თვის მანძილზე კვლავ ლიდერებს დინამიკური პორტფელი; 2023 წლიდან დღემდე დინამიკური პორტფელის რეალური გაწლიურებული ამონაგები დაახლოებით 7% -ს შეადგენს;

For English Scroll Down ⬇️🔹 OECD-ის წევრი ქვეყნების 2025 წლის მონაცემებთან შედარებით, საქართველოს საპენსიო ფონდის სამივე...
14/07/2026

For English Scroll Down ⬇️

🔹 OECD-ის წევრი ქვეყნების 2025 წლის მონაცემებთან შედარებით, საქართველოს საპენსიო ფონდის სამივე პორტფელი ნომინალური და რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მიხედვით მოწინავე პოზიციებს იკავებს.
🔹 განსაკუთრებით აღსანიშნავია დინამიკური პორტფელი, რომლის რეალურმა ამონაგებმა 10.8% შეადგინა. ამ შედეგით, დინამიკური პორტფელი OECD-ის წევრ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა.
🔹 დინამიკური პორტფელის მაღალ მომგებიანობას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საერთაშორისო აქციების ბაზრების ძლიერმა შედეგებმა.

საქართველოს საპენსიო ფონდის 2025 წლის სრულ წლიურ საინვესტიციო ანგარიშს გაეცანით ქვემოთ მოცემულ ბმულზე: https://shorturl.at/QgYoA

🔹 Compared with the 2025 data for OECD member countries, all three portfolios of the Pension Fund of Georgia rank among the leading performers in terms of both nominal and real returns, adjusted for inflation.
🔹 The Dynamic Portfolio stands out in particular, with a real return of 10.8%, ranking fourth among the OECD member countries presented.
🔹 The Dynamic Portfolio’s strong performance was supported by robust returns in global equity markets.
Read the Pension Fund of Georgia’s full 2025 Annual Investment Report at the link below: https://shorturl.at/fyc7N

✅ივნისში გლობალურ ბაზრებზე დაფიქსირებულ მერყეობას, საპენსიო ფონდის პორტფელების ჭრილში, ადგილობრივი ფიქსირებული შემოსავლი...
08/07/2026

✅ივნისში გლობალურ ბაზრებზე დაფიქსირებულ მერყეობას, საპენსიო ფონდის პორტფელების ჭრილში, ადგილობრივი ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტების სტაბილური მომგებიანობა აბალანსებდა. შედეგად, თვის განმავლობაში, პორტფელებმა შერეული შედეგები დააფიქსირეს, რასაც პორტფელებს შორის საერთაშორისო და ადგილობრივი ინსტრუმენტების განსხვავებული წილი განსაზღვრავდა.

ფონდის აქტივების, საინვესტიციო პორტფელების განაწილებისა და შედეგების დეტალური მიმოხილვისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ინტერაქტიულ ანგარიშებს: https://short-url.cc/1yL9V

📊  საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 749 ათასი ადამიანია.✔️ 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით...
08/07/2026

📊 საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 749 ათასი ადამიანია.
✔️ 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 33,555 პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 169,420,586.82 ლარი.
✔️ ივნისის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 9.6 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

03/07/2026

📊 ვიდეოში მოთხრობილია ინფორმაცია, თუ როგორ უნდა ავიცილოთ ჯარიმის, საურავის დაკისრება და აღსრულების საქმისწარმოება.

📍შეგახსენებთ, რომ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დროული და სრულყოფილი შესრულება დამსაქმებელს იცავს დამატებითი ფინანსური დანახარჯებისა და სააღსრულებო პროცედურებისგან.

Address

14 A. Politkovskaya Str
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს საპენსიო ფონდი - Pension Fund of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს საპენსიო ფონდი - Pension Fund of Georgia:

Shortcuts

Share

Category