ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი / National Centre of Manuscripts

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი / National Centre of Manuscripts

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი / National Centre of Manuscripts სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი/ National Centre of Manuscripts

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პირველი თაობის ღირსეული ...
02/09/2026

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პირველი თაობის ღირსეული წარმომადგენელი, ცნობილი ქართველი მეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი ცისანა აბულაძე.

რთულია, როდესაც ადამიანები მიდიან, კიდევ უფრო რთული, როდესაც მიდიან ისეთები, როგორიც ქალბატონი ცისანა აბულაძე იყო. დანაკლისი შეუვსებელია არა მხოლოდ იმიტომ, რომ წავიდა ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე, საყოველთაოდ აღიარებული ოსმანისტი, დიდი ერუდიციის მქონე მეცნიერი, ღირსეული მოქალაქე და საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, არამედ იმიტომაც, რომ წავიდა არაჩვეულებრივი პიროვნება, რომელსაც შეეძლო უანგარო სიყვარული, მეგობრობა, თავდადება ადამიანებისა და საყვარელი საქმის მიმართ, მასწავლებელი, რომელიც უშურველად უზიარებდა საკუთარ ცოდნას კოლეგებსა და ახალ თაობას, მუდამ მიისწრაფვოდა სრულყოფილებისაკენ.
სიცოცხლის ბოლო წლებში ქალბატონ ცისანას მშვენივრად ჰქონდა გააზრებული საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რასაც შეურყეველი სიმშვიდით ხვდებოდა. ბოლო დღეებამდე მუშაობდა, მხოლოდ იმაზე ღელავდა, რომ სამუშაოს დასრულება მოესწრო.... თუ ერთი სიტყვით შეიძლება ადამიანის დახასიათება, ქალბატონი ცისანას შემთხვევაში ეს სიტყვა „დახვეწილია“, სასუფეველი დაუმკვიდროს ღმერთმა მის სულს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.

პანაშვიდი: ხუთშაბათი, პარასკევი, 18:00 სთ.
დაკრძალვა: შაბათი, 14:00 სთ.
მისამართი: ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N 92, I სადარბაზო, მე-2 სართული.

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევით ინსტიტუტ „დამბარტო...
21/08/2026

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევით ინსტიტუტ „დამბარტონ ოუკსს“ შორის მრავალწლიანი ურთიერთობა კვლავ განახლდა.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს საჩუქრად გადმოეცა „Dumbarton Oaks Papers“-ის ბოლო წლების გამოცემები – საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო პერიოდული გამოცემა, რომელიც 1941 წლიდან გამოიცემა და ძირითადად ბიზანტიის ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, არქეოლოგიისა და ლიტერატურის საკითხებს ეძღვნება.

🎓 ცენტრის ბიბლიოთეკის ფონდს შეემატა გამოცემის შემდეგი ნომრები:
• N72 - 2018
• N73 - 2019
• N74 - 2020
• N75 - 2021
• N76 - 2022
• N77 - 2023
• N78 - 2024
• N79 - 2025

აღნიშნული გამოცემების მიღება მნიშვნელოვანია ცენტრის სამეცნიერო და საბიბლიოთეკო რესურსების გამდიდრებისა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით.

📖 მადლობას ვუხდით „დამბარტონ ოუკსს“ თანამშრომლობის განახლებისა და ღირებული სამეცნიერო გამოცემების გაზიარებისთვის.

19/08/2026
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდული დელეგაცია ეწვ...
11/08/2026

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდული დელეგაცია ეწვია. ვიზიტი განხორციელდა სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზებით.

დელეგაციის წევრები ქართველოლოგიის მიმართულების სტუდენტები იყვნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ქართული ხელნაწერების კოლექციები და გაეცნენ ქართული წერილობითი კულტურის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუციას, სადაც დაცულია ქვეყნის ისტორიული მეხსიერების ამსახველი უმნიშვნელოვანესი წერილობითი ძეგლები. ცენტრში დაცული კოლექციების გაცნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელი სტუდენტებისთვის, ვინაიდან მათ შესაძლებლობა ეძლევათ უშუალოდ გაეცნონ პირველწყაროებს, რომლებიც ასახავს საქართველოს ინტელექტუალურ და კულტურულ განვითარებას საუკუნეების განმავლობაში.

მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო პოპულარიზაციისა და მის მიმართ ინტერესის გაღრმავებაში.

იწყება სტაჟიორთა ახალი ნაკადის მიღება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში! 📚🎓 სტაჟიორთა ახალი ნაკადის საბუთების მიღება დაიწყება 2...
31/07/2026

იწყება სტაჟიორთა ახალი ნაკადის მიღება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში! 📚

🎓 სტაჟიორთა ახალი ნაკადის საბუთების მიღება დაიწყება 2026 წლის 3 აგვისტოს და გაგრძელდება 23 აგვისტოს ჩათვლით. 🗓️

📌 დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
🔗https://tinyurl.com/bn4a2rap

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრად ეწვია ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო...
27/07/2026

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრად ეწვია ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი თიკა სვანიძე-ვენკო.

შეხვედრა გაიმართა ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ზაზა აბაშიძესთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობისა და კალიგრაფიის პოპულარიზაციის, ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.

ვიზიტის ფარგლებში კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ქართული კალიგრაფიის პირველ საერთაშორისო ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი დიასპორული, საგანმანათლებლო, კულტურული და შემეცნებითი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას, ასევე ქართული დამწერლობისა და კალიგრაფიული ტრადიციების პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სივრცეში.

ვიზიტის ფარგლებში თიკა სვანიძე-ვენკომ ზაზა აბაშიძეს საჩუქრად გადასცა კალიგრაფ დავით მოისწრაფიშვილის ნამუშევარი, რომელიც ქართული კალიგრაფიის თანამედროვე მიმართულებას ასახავს.

თავის მხრივ, ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა აბაშიძემ თიკა სვანიძე-ვენკოს და დავით მოისწრაფიშვილს საჩუქრად გადასცა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოცემა, რომელიც ქართულ-ბერძნულ ხელნაწერსა და მის სამეცნიერო კვლევას ეძღვნება.

მემორანდუმის გაფორმება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კვლევისა და პოპულარიზაციის მიმართულებით და ქმნის საფუძველს მომავალში ერთობლივი, მრავალფეროვანი და საერთაშორისო მნიშვნელობის ინიციატივების განხორციელებისთვის.

Tika Svanidze - Vancko
The First International Association of Georgian Calligraphy

2026 წლის 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავები, სამ...
13/07/2026

2026 წლის 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავები, სამკითხველო და საგამოფენო დარბაზები დაიხურება ცენტრის ყოველწლიური სამუშაო განრიგის შესაბამისად.

გთხოვთ, აღნიშნული გარემოება გაითვალისწინოთ კვლევითი საქმიანობისა და ვიზიტების დაგეგმვისას.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრად ეწვია აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), რომელმაც დაათვალიერა საქართველოში...
03/07/2026

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრად ეწვია აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), რომელმაც დაათვალიერა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა.

ვიზიტის ფარგლებში მეუფე დავითმა დაათვალიერა საქართველოს ქრისტიანული და სამწიგნობრო მემკვიდრეობის ამსახველი უნიკალური ხელნაწერები და საარქივო მასალა, მათ შორის V–XVIII საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ხელნაწერი ძეგლები. აღნიშნულმა ექსპოზიციამ წარმოაჩინა ქართული ქრისტიანული ტრადიციის უწყვეტობა და იმ ხელნაწერი მემკვიდრეობის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს ეკლესიისა და კულტურის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ინახავს.

30 ივნისს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების 68 წლისთავისადმი მიძღვნილი ორდღი...
02/07/2026

30 ივნისს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების 68 წლისთავისადმი მიძღვნილი ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.

კონფერენციის პირველი დღის პროგრამა მოიცავდა ორ სხდომას, რომლებზეც წარმოდგენილი მოხსენებები მიეძღვნა ბიბლიურ და ჰაგიოგრაფიულ ტექსტებს, კორნელი კეკელიძის ეპისტოლარულ მემკვიდრეობას, სპარსულ ხელნაწერ ტრადიციას, შუა საუკუნეების ისტორიულ ნარატივებს, ქეთევან დედოფლის შესახებ არსებულ წყაროებსა და ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიის საკითხებს.

მეორე დღის სხდომა დაეთმო ხელნაწერთა კონსერვაცია-რესტავრაციის პრაქტიკას, ხელნაწერთა ფონდებში დაცული სამეცნიერო ტექსტების კვლევას, სვანეთის მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების შესწავლასა და ხელნაწერთმცოდნეობის თანამედროვე გამოწვევების განხილვას.

კონფერენციის ფარგლებში განხილულმა საკითხებმა წარმოაჩინა ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევის აქტუალური მიმართულებები, ხელი შეუწყო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას და პროფესიული საზოგადოებისათვის ახალი კვლევითი შედეგების გაცნობას.

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნ...
01/07/2026

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და წიგნის „ქართულ-ბერძნული ხელნაწერი“ პრეზენტაცია.

ღონისძიება გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა აბაშიძემ. საზოგადოებას სიტყვით მიმართა ახალქალაქ-კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა. ასევე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების დღე მიულოცეს და ხელნაწერთა ცენტრზე, როგორც ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო დაწესებულებაზე ისაუბრეს კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მაკა გურგენიძემ, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა თეიმურაზ დოჭვირმა, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ბრაჭულმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მაღალყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტები დანიელი, ანტონი, მთავარეპისკოპოსი ეფრემი და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეხილათ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერი მემკვიდრეობა, რომელიც ასახავს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ, კულტურულ და სამწიგნობრო ტრადიციას. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო წმინდა ნინოს ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან, ქრისტიანულ ტრადიციასთან დაკავშირებული ხელნაწერი წიგნები, ისტორიული დოკუმენტები, XX საუკუნის პატრიარქების პირადი საარქივო ერთეულები და წმინდა წიგნების იშვიათი გამოცემები.
დამთვალიერებლებმა იხილეს V-XVIII საუკუნეების ხელნაწერები: ხანმეტი ოთხთავი (პალიმფსესტს V-VI სს), „წმინდა ნინოს ცხოვრება“ (ჭელიშური რედაქცია, XIV–XV, XVI სს.), გელათის ბიბლია (XII ს.), ქეთევან დედოფლის ლოცვანი (1609 წ.) ფსალმუნი (XVI ს.) და სხვა.

ამავე დღეს გაიმართა ახალი სამეცნიერო გამოცემის „ქართულ-ბერძნული ხელნაწერი“ პრეზენტაცია. ნაშრომი ინტერდისციპლინური კვლევის შედეგია და აერთიანებს ტექსტოლოგიურ-კოდიკოლოგიურ, ენობრივ და ხელოვნებათმცოდნეობით ანალიზს. გამოცემაში XV საუკუნის ქართულ-ბერძნული ხელნაწერი დიპლომატკიური გამოცემის პრინციპით არის წარმოდგენილი, რაც ზუსტად ასახავს მისი შექმნის ეპოქას, სოციალურ-კულტურულ კონტექსტსა და მხატვრულ-დეკორატიულ სისტემას.

წიგნის შესახებ ვრცლად ისაუბრეს და საზოგადოებას წარუდგინეს ავტორმა და რედაქტორმა ეკა დუღაშვილმა და ნესტან ჩხიკვაძემ.

გამოფენა და სამეცნიერო გამოცემის პრეზენტაცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის ქრისტიანული, კულტურული და სამეცნიერო ისტორიის კონტექსტში.

Address

Zaza Aleksidze Street 2
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 11:00 - 17:30
Tuesday 11:00 - 17:30
Wednesday 11:00 - 17:30
Thursday 11:00 - 17:30
Friday 11:00 - 17:30

Telephone

0322474242

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი / National Centre of Manuscripts posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share