საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საარჩევნო ადმინისტრაცია ორგანიზებას უწევს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ‒ საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ‒ მერის

არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობს და აკონტროლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიებს და უზრუნველყოფს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

21/08/2026

ცესკოს თავმჯდომარე დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა ⬇

ცესკოს თავმჯდომარე დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრა ცესკოსა და ახალგაზრდობის სააგენტო • Youth ...
21/08/2026

ცესკოს თავმჯდომარე დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრა ცესკოსა და ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency-ს თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.

არჩევნები და ახალგაზრდების როლი, საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილება- საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის წარმატებული პრაქტიკა, დეზინფორმაცია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია რომლებზეც ინფორმაცია ცესკო სთავმჯდომარემ ახალგაზრდებს პირადად მიაწოდა.

შეხვედრის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალი „არჩევნები 360˚“ წარუდგინა და აღნიშნა, რომ გამოცემა მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას სთავაზობს.

სრულად: https://shorturl.at/53ebo
#ცესკო #არჩევნები2026 #3ოქტომბრისარჩევნები #შეხვედრაახალგგაზრდებთან

 #ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს შეხვდა.სა...
20/08/2026

#ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიაში გამართა. მან დმანისისა და წალკის საოლქო საარჩევნო კომისიებისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია იმ მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ, რომლებსაც აღნიშნული საოლქო საარჩევნო კომისიები 3 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ახორციელებენ. ამასთან, ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებთან სხვადასხვა მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხი განიხილა.

მსგავსი ტიპის შეხვედრები 3 ოქტომბრის არჩევნებამდე კვლავ გაგრძელდება და ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეტაპობრივად გაეცნობიან ახმეტის, ვანის, წალკისა და დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიების მზადებას შუალედური არჩევნებისთვის.

ინფორმაცია სრულად https://shorturl.at/KUuTt

#ცესკო #3ოქტომბრისარჩევნები

ℹ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2026 წლის 3 ოქტომბრის შუ...
19/08/2026

ℹ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები განსაზღვრა. შესაბამისი განკარგულება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები:

🇳9 – „ძლიერი საქართველო-ლელო”;
🇳41 – ქართული ოცნება.

ℹ აღნიშნულ სუბიექტებს კანდიდატების წარდგენისთვის ვადა არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა (3 სექტემბერი) აქვთ. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მათ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს უნდა წარუდგინონ.

ℹ შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს საკრებულოების შუალედური არჩევნები ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გაიმართება.

ℹ შუალედური არჩევნებისთვის ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.

#ცესკო #არჩევნები2026

19/08/2026

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა 19.08.2026

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ახალგაზრდობის სააგენტოსთან ▫️ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency ▫️აქტიურ თანამშრომლ...
18/08/2026

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ახალგაზრდობის სააგენტოსთან ▫️ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency ▫️აქტიურ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს სხვადასხვა რეგიონში ხვდება. ამჯერად, #ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

გიორგი შარაბიძემ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე, საქართველოში არჩევნების ისტორიაზე და იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე, რომელიც საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირდება.

შეხვედრის მონაწილეებს ასევე ჰქონდათ საშუალება გაცნობოდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალს „არჩევნები 360 გრადუსით“, რომელიც მკითხველს აქტუალურ საარჩევნო საკითხებზე მრავალმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას აწვდის.

ინფორმაცია სრულად https://shorturl.at/UTU6z

#ცესკო #შეხვედრაახალგგაზრდებთან #2026საზაფხულობანაკი

17/08/2026

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა 17.08.2026

🗳 2026 წლის 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართე...
14/08/2026

🗳 2026 წლის 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება.

დეტალური ინფორმაცია: https://shorturl.at/IiODf
#არჩევნები2026 #ცესკო #შუალედურიარჩევნები

14/08/2026

3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება.

14/08/2026

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა 14.08.2026

Address

ლევან ფირცხელიანის ქუჩა №7
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995322510051

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share