გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური გვერდი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მისთვის მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროების მართვა და განვითარების ხელშეწყობა.

📊 2026 წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 10.2 ათასი ტონა მოცვი, 64.1 მლნ აშშ დოლარის ღი...
04/09/2026

📊 2026 წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 10.2 ათასი ტონა მოცვი, 64.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით.

📊2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის რაოდენობა 52%-ით (3.5 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 42%-ით (19.0 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

📊მოცვის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთი (9 316 ტონა), გერმანია (240 ტონა), ნიდერლანდები (167 ტონა), სომხეთი (195 ტონა), თურქეთი (102 ტონა), პოლონეთი (76 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (70 ტონა) და სხვა.

#სოფლისმეურნეობა2026
#ექსპორტი2026
#მთავრობა2026

✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა ამერიკის საელჩოს და ამერიკული ორგანიზაციის „FH...
04/09/2026

✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა ამერიკის საელჩოს და ამერიკული ორგანიზაციის „FHI 360“ წარმომადგენლებთან მიმდინარე პროექტის „მიზნების მიღწევა და ეპიდემიოლოგიური კონტროლის შენარჩუნება“ (EpiC) ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა განიხილა. პროექტი მიმართულია მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ადრეულ გამოვლენასა და კონტროლზე, ვეტერინარული და ლაბორატორიული მიმართულებების განვითარებაზე, ასევე გენომური კვლევებისა და გენეტიკური მიკვლევადობის შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე.

👤„ეს პროექტი მნიშვნელოვანია მეფრინველეობის სექტორის მდგრადობისა და განვითარებისთვის. მის ფარგლებში გაძლიერდება საველე და სახელმწიფო ვეტერინარების შესაძლებლობები მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ადრეული გამოვლენისა და კონტროლის მიმართულებით. ასევე, გაძლიერდება ლაბორატორიების შესაძლებლობები, მათ შორის გენეტიკური ანალიზისა და გენომური მიკვლევადობის კუთხით. ფრინველის გრიპი ზოონოზური დაავადებაა და შესაძლოა ცხოველიდან ადამიანზე გავრცელდეს. შესაბამისად, პროექტში ჩართული იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები და ლაბორატორიები, რაც ხელს შეუწყობს დაავადების ადრეულ გამოვლენას, შესწავლასა და გენომის დონეზე მიკვლევადობას”, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.

➡️ https://mepa.gov.ge/Ge/News/Details/27582

✅Mr Lasha Avaliani, Deputy Minister of Environmental Protection and Agriculture, met with representatives of the U.S. Embassy and the U.S.-based organization FHI 360 to discuss activities planned under the ongoing “Meeting Targets and Maintaining Epidemic Control” (EpiC) project. The project focuses on early detection and control of highly pathogenic avian influenza (HPAI), strengthening veterinary and laboratory capacities, and enhancing genomic surveillance and genetic traceability.

👤“This project is important for the sustainability and development of Georgia’s poultry sector. It will enhance the capacity of field and state veterinary professionals to ensure the early detection and effective control of highly pathogenic avian influenza. Laboratory capacities will also be enhanced, including genetic analysis and genomic surveillance. Avian influenza is a zoonotic disease and may be transmitted from animals to humans. Accordingly, relevant agencies and laboratories operating under the Ministry of Environmental Protection and Agriculture and the Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia will be involved in the project. This coordinated approach will contribute to the early detection and investigation of the disease, as well as to genomic-level tracing and surveillance,” Mr Lasha Avaliani stated.

#სოფლისმეურნეობა2026
#გარემოსდაცვა2026
#მთავრობა2026

✅გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი ვაშლის კონცენტრატის მწარმოებლებ...
03/09/2026

✅გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი ვაშლის კონცენტრატის მწარმოებლებს შეხვდნენ.

🔸შეხვედრის მიზანს სექტორში არსებული ვითარების, საჭიროებებისა და გამოწვევების განხილვა წარმოადგენდა.

👤„ჩვენი მიზანია, კერძო სექტორთან თანამშრომლობით განვიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები და არსებული გამოწვევები. შეხვედრები ხელს უწყობს სექტორის შემდგომ განვითარებას, რაც თავის მხრივ კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ახალი შესაძლებლობების გაჩენაში გამოიხატება“, - განაცხადა ლაშა დოლიძემ.

🔸სამინისტროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

➡️ https://mepa.gov.ge/Ge/News/Details/27581

✅The Deputies of the Minister of Environmental Protection and Agriculture, Mr Lasha Dolidze and Mr Lasha Avaliani, met with the representatives of the apple concentrate industry.

🔸The parties discussed the current situation, key needs and challenges in the sector.

👤“Our goal is to work closely with the private sector to address key issues and challenges facing the industry. Similar meetings contribute to the further development of the sector, which, in turn, promotes greater competitiveness and creates new opportunities,” stated Mr Lasha Dolidze.

🔸As mentioned, the meetings between representatives of the Ministry and the private sector will continue in the future.

#სოფლისმეურნეობა2026
#მთავრობა2026

✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი, დარგობრივი საბჭოს ფორმატში, ვ...
03/09/2026

✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი, დარგობრივი საბჭოს ფორმატში, ვაშლის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს შეხვდნენ.

🔸სამუშაო შეხვედრაზე საექსპორტო სეზონისთვის მზადების პროცესი, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების შესაძლებლობები და დარგის წარმომადგენლების საჭიროებები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ასევე ფერმერების მხარდაჭერის მექანიზმებზე, მათ შორის, აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებულ პირობებზე.

👤„ვაშლის მწარმოებლებთან განვიხილეთ საექსპორტო სეზონისთვის მზადების პროცესი, დარგში არსებული საჭიროებები და ის საკითხები, რომლებზეც ჩვენი მხრიდან დამატებითი მხარდაჭერა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი. ასევე, ვისაუბრეთ სახელმწიფო პროგრამების დახვეწისა და მათი ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობებზე. მნიშვნელოვანია, რომ დარგის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა აქტიურ რეჟიმში გაგრძელდეს როგორც სეზონის დასაწყისში, ისე მისი მიმდინარეობისა და დასრულების ეტაპებზე, რათა საჭიროებებზე დროული რეაგირება მოვახდინოთ და სეზონის შედეგები ერთობლივად შევაჯამოთ“, - განაცხადა ლაშა დოლიძემ.

🔸შეხვედრაზე ასევე განიხილეს ვაშლის მოსავლის წინასწარი პროგნოზირებისა და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების საკითხები. აღნიშნული მიმართულებები მნიშვნელოვანია როგორც წარმოებისა და რეალიზაციის უკეთ დასაგეგმად, ისე საჭირო კვლევების საქართველოში ჩატარების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.

➡️ https://mepa.gov.ge/Ge/News/Details/27580

✅The Deputies of the Minister of Environmental Protection and Agriculture, Mr Lasha Dolidze and Mr Lasha Avaliani, met with apple producers and exporters as part of the Sectoral Council meetings.

🔸During the meeting, the parties discussed a wide range of issues, including preparations for the upcoming export season, opportunities to diversify export markets, and industry representatives' key needs and priorities. The meeting also focused on farmer support mechanisms and the terms and conditions of the State Agricultural Co-Financing Programme.

👤“We discussed preparations for the upcoming export season, the needs facing the sector, and areas where additional support from our side could be particularly important. We also highlighted opportunities to improve state programmes and ensure their effective implementation. It is essential to maintain active cooperation with sector representatives throughout the entire season, from its initial stages through implementation and completion, so that we can respond to emerging needs promptly and jointly assess the results of the season,” said Mr Lasha Dolidze.

🔸The parties also discussed measures to improve apple harvest forecasting and strengthen laboratory capacities. These areas are crucial for more effective production and sales planning, as well as for improving access to the necessary research and testing services in Georgia.

#სოფლისმეურნეობა2026
#მთავრობა2026

✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე მოცვის მწარმოებლებსა და იმპორტიორებს შეხვდა. 🔸შეხვ...
02/09/2026

✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე მოცვის მწარმოებლებსა და იმპორტიორებს შეხვდა.

🔸შეხვედრის მიზანს, მოცვის სეზონის დასრულებით მიღებული შედეგების შეჯამება, ასევე დარგში არსებული გამოწვევებისა და განვითარების სამომავლო პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა.

🔸შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა სეზონის შედეგები შეაფასეს და მოსავლის რეალიზაციისა და ექსპორტის მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კლიმატის ცვლილების გავლენას მოსავლის ხარისხზე, ფასების დინამიკას, ლოგისტიკურ გამოწვევებსა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობის საკითხებს.

👤ლაშა დოლიძის განცხადებით, დარგის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და ფერმერებს შორის მუდმივი კომუნიკაცია და თანამშრომლობა, რაც სექტორში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს.

👤„მოცვის სეზონის დასრულება კარგი შესაძლებლობაა მიღებული შედეგებისა და გამოცდილების შეჯამებისთვის, ასევე ფერმერებისა და სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებების მოსასმენად. მნიშვნელოვანია, რომ წელს მოცვის ექსპორტის მიმართულებით მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა და ექსპორტის მოცულობამ შარშანდელ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. სამომავლოდ, სეზონის დასაწყისში, მიმდინარეობისას და დასასრულს სექტორთან შეხვედრები რეგულარულად გაიმართება. მნიშვნელოვანია, თითოეული სეზონის გამოცდილება გამოვიყენოთ არსებული გამოწვევების დასაძლევად და ისეთი პირობების შესაქმნელად, რომლებიც ფერმერებს წარმოების კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობას მისცემს. ჩვენი მიზანია, სექტორთან მუდმივი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის საფუძველზე ხელი შევუწყოთ წარმოების ზრდას, ხარისხის გაუმჯობესებასა და საექსპორტო ბაზრების გაფართოებას, რაც, საბოლოო ჯამში, სექტორის სტაბილურ და მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ.

➡️ https://mepa.gov.ge/Ge/News/Details/27579

✅The Deputy Minister of Environmental Protection and Agriculture, Mr Lasha Dolidze, hosted the blueberry producers and importers.

🔸The meeting focused on the results of this year’s blueberry season, challenges facing the sector, and the development prospects.

🔸Representatives of the private sector reviewed the results of the blueberry season and discussed the current situation regarding crop sales and exports, with particular attention given to the impact of climate change on crop quality, price dynamics, logistical challenges, and the importance of diversifying export markets.

👤According to the Deputy Minister, continuous communication and cooperation between the government and farmers are essential to ensuring the sustainable development of the sector, enabling effective responses to the needs and challenges facing the industry.

👤“The end of the blueberry season provides a good opportunity to summarize the results and experience gained, as well as to hear the views of farmers and sector representatives. It is essential to mention that blueberry exports increased significantly this year, with export volumes substantially exceeding last year’s figures. Going forward, meetings with sector representatives will be held regularly at the beginning of the season, throughout the season, and following its conclusion. It is important to build on the experience gained from each season to address existing challenges and create an environment for farmers to develop and expand their production. We aim to support the growth of production, improve quality, and expand export markets through continuous communication and cooperation with the sector, thereby ensuring the stable and sustainable development of the industry,” Deputy Minister, Mr Lasha Dolidze stated.

#სოფლისმეურნეობა2026
#მთავრობა2026

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი „მწვანე ბანაკი - კლიმატის ელჩების“ მეექვსე ნაკადს უმასპინძლებს. პროგრამ...
02/09/2026

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი „მწვანე ბანაკი - კლიმატის ელჩების“ მეექვსე ნაკადს უმასპინძლებს. პროგრამის ფარგლებში, კონკურსის საფუძველზე შერჩეული 50 ახალგაზრდა ერთი კვირის განმავლობაში გარემოსდაცვით საკითხებს გაეცნობა, დარგის სპეციალისტებთან ერთად იმუშავებს და მრავალფეროვან პრაქტიკულ და შემეცნებით აქტივობებში ჩაერთვება.

ბანაკი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში დაგლას უებმა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ეროვნული პროგრამის ოფიცერმა თამარ ხურცილავამ გახსნეს.

✅ ყოველთვიური ელექტრონული გამოცემის „ინფოველი“ აგვისტოს ნომერი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://mepa.gov.ge/Ge/News/Online...
01/09/2026

✅ ყოველთვიური ელექტრონული გამოცემის „ინფოველი“ აგვისტოს ნომერი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://mepa.gov.ge/Ge/News/OnlinePaper/27578

🔸გამოცემა აერთიანებს შემეცნებით მასალებს და თემატურ სტატიებს, რომელთა მიზანია გარემოსდაცვითი და აგროსექტორის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის გაზიარება ფართო აუდიტორიისთვის.

#ინფოველი
#გარემოსდაცვა2026
#მთავრობა2026

✅ გაეცანით კვირის მნიშვნელოვან სიახლეებს გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებებით ⬇️ #გარემოსდაცვა2026 #სოფლისმეურნეობა...
31/08/2026

✅ გაეცანით კვირის მნიშვნელოვან სიახლეებს გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებებით ⬇️

#გარემოსდაცვა2026
#სოფლისმეურნეობა2026
#მთავრობა2026

27/08/2026
აკვაკულტურის განვითარების მიზნით, სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას ახორციელებს. აგროთანადაფინანსების ახალი პ...
27/08/2026

აკვაკულტურის განვითარების მიზნით, სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას ახორციელებს. აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამა ითვალისწინებს როგორც არსებული მტკნარი წყლის აკვაკულტურისა და მარიკულტურის მეურნეობების გაფართოებისა და მოდერნიზების, ისე ახალი მეურნეობების მოწყობის თანადაფინანსებას.

სახელმწიფოს მხარდაჭერა ხელს უწყობს საქართველოში იმ პროდუქციის წარმოების ზრდას, რომლის ადგილობრივად მიღებაც შესაძლებელია. თუმცა, თევზის ბაზარზე იმპორტის სრულად ჩანაცვლება ვერ მოხდება, რადგან საქართველოში მოხმარებული თევზის მნიშვნელოვანი ნაწილი საოკეანო წარმოშობისაა.

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდში საქართველოში გაყინული თევზის იმპორტმა 11.0 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.4%-ით მეტია. იმპორტირებული პროდუქციის საერთო ღირებულებამ 37.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

ამასთან, მიმდინარე წელს გაიზარდა ატლანტიკური ორაგულისებრი თევზის იმპორტი. აღნიშნული პროდუქცია შედარებით მაღალი ღირებულების სეგმენტს მიეკუთვნება და მისი წილის ზრდა მთლიან იმპორტში საშუალო საიმპორტო ფასზეც აისახება.

საქართველოს თევზის ბაზარი მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული საერთაშორისო ბაზრებთან. შესაბამისად, თევზის ფასებზე გავლენას ახდენს გლობალურ ბაზარზე მიწოდებისა და მოთხოვნის დინამიკა, ლოგისტიკური ხარჯები, მომწოდებელ ქვეყნებში არსებული ვითარება და კონკრეტული სახეობების საერთაშორისო ფასები.

Address

მარშალ გელოვანის 34
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

1501

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო:

Shortcuts

Share