18/12/2023
ო. ჩხობაძის სახელობის კლინიკაში პრემიერის ბრძანების მიხედვით უქმდება კოვიდ განყოფილება, რის შედეგადაც ო. ჩხობაძის სახელობის კლინიკაში დასაქმებულ 21 თანამშრომელს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი უმუშევრად ტოვებს. აღსანიშნავია, რომ ამ ექთნების უმეტესობა დასაქმებული იყო ამავე კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში პანდემიამდე. ჩვენ ვითხოვთ, რომ მედპერსონალი დაბრუნდეს ქირურგიულ განყოფილებაში ან გადანაწილდნენ კლინიკაში არსებულ სხვა დეპარტამენტებში. რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი არ თანამშრომლობს პროფკავშირთან, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, უარს ამბობს ამომწურავი პასუხები გასცეს კლინიკის თანამშრომლებს და კონკრეტული განვითარების სტრატეგია წარუდგინოს. ეს აჩენს ძალიან ბევრ შეკითხვას! დღეს, როდესაც ქვეყანაში ექთნების ნაკლებობაა და განსაკუთრებით, ისეთ განთქმულ, ძლიერ და დატვირთულ კლინიკაში,როგორიც ქუთაისის ო. ჩხობაძის სახელობის კლინიკაა, არ უნდა შემცირდეს ექთნების კადრები. რაც უფრო ნაკლებია ექთანი, მით უფრო დიდია შრომის დატვირთვა და მით უფრო იკლებს პაციენტებისთვის მიწოდებული ჯანდაცვის მომსახურების ხარისხი. პროფკავშირი სოლიდარობის ქსელის მხრიდან გადაიდგმება ყველა სამართლებრივი ნაბიჯი მედმუშაკების დასაცავად! დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; შრომის ინსპექცია / Labour Inspection Office; რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი;