აფხაზეთის ა/რ სავაჭრო - სამრეწველო პალატა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • აფხაზეთის ა/რ სავაჭრო - სამრეწველო პალატა

აფხაზეთის ა/რ სავაჭრო - სამრეწველო პალატა აარსსპ

აარსსპ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო - სამრეწველო პალატა არის წევრობაზე დაფუძნებული კორპორაცია, რომელიც ნებაყოფლობით საფუძველზე აერთიანებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ მეწარმე სუბიექტებსა და მათ გაერთიანებებს. ის ( აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო - სამრეწველო პალატის ) არის საქართველოს სავაჭრო - სამრეწვე

ლო პალატის ერთიანი სისტემის შემადგენელი ნაწილი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე პალატის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო - სამრეწველო პალატის ძირითადი ფუნქციაა მეწარმე სუბიექტების საქმიანობის მხარდაჭერით ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. აარსსპა აქტიურად ჩართულია საქართველში საწარმოების წინაშე მდგარი საკითხების გადაჭრის პროცესში, იცავს მათ ინტერესებს როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. მისი ძირითადი მიზანია მეწარმე სუბიექტების, მიუხედავათ იმისა არიან ისინი თუ არა პალატის წევრები, ბიზნეს ინტერესების დაცვა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებაში, საქართველოს პარლამენტში, სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოებში. ის წარმოადგენს შუამავალ რგოლს მეწარმე სუბიექტებსა და სახელმწიფო ორგანოებს შორის. პალატის საქმიანობის ერთ - ერთი ძირითადი მიმართულებაა ბიზნესის - ბიზნესთან დაახლოება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ბიზნეს პარტნიორების მოძიება, ინვესტიციების მოზიდვა.
პალატა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოპერატიულად აწვდის დაინტერესებულ მეწარმეებს მათთვის საჭირო სერვისებს.
აარსსპ უპირატესობას ანიჭებს მეწარმეებისაგან ოპერატიულად, ონლაინ რეჟიმში, პრობლემური საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღებას, შესაბამის ადრესატამდე მიტანაში და მოგვარებაში დახმარების გაწევას.
პალატის ძალისხმევა მიმართულია საერთაშორისო ასპარეზზე აქტიური საქმიანობისაკენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო - სამრეწველო პალატა გაწევრიანებულია საერთაშორისო სავაჭრო პალატაში და მსოფლიო პალატების ფედერაციაში, თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნების პალატებთან და ბიზნეს გაერთიანებებთან რაც საშუალებას იძლევა მჭიდრო კონტაქტები დავამყაროთ უცხოურ ბიზნეს წრეებთან, მათთან თანამშრომლობის მიზნით.

24/08/2026
20-21 აგვისტოს ბათუმში, ევროპის მოედანზე, „შავი ზღვის თაფლის ფესტივალი“ გაიმართა, რომელმაც მეფუტკრეობის სფეროს წარმომადგ...
24/08/2026

20-21 აგვისტოს ბათუმში, ევროპის მოედანზე, „შავი ზღვის თაფლის ფესტივალი“ გაიმართა, რომელმაც მეფუტკრეობის სფეროს წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მწარმოებლებს საკუთარი პროდუქციის ფართო აუდიტორიისთვის წარდგენის შესაძლებლობა მისცა.

ფესტივალს ესწრებოდნენ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით, ფესტივალზე აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების მონაწილეობა უზრუნველყო. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ დევნილი მეწარმეების მიერ წარმოდგენილი თაფლისა და მეფუტკრეობის მრავალფეროვანი პროდუქცია, ასევე უნიკალური ხელნაკეთი და სასუვენირო ნაწარმი.

„შავი ზღვის თაფლის ფესტივალი“ ტრადიციულად აერთიანებს მეწარმეებს მთელი საქართველოდან და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეფუტკრეობის დარგის პოპულარიზაციაში, ადგილობრივი აგრობიზნესის გაძლიერებაში, მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარებასა და ეკოტურისტული პოტენციალის წარმოჩენაში.

ფესტივალი აქტიური ტურისტული სეზონის პერიოდში გაიმართა და მას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად უამრავი უცხოელი სტუმარიც ესწრებოდა.

აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა მადლობას უხდის აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატას, აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციასა და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დევნილი მეწარმეებისთვის შექმნილი შესაძლებლობისა და მხარდაჭერისთვის.

📢 ახალი შესაძლებლობა მეწარმეებისთვის! 🚀აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა, პროგრამის „მცირე და საშუალო მეწარმეების ...
18/08/2026

📢 ახალი შესაძლებლობა მეწარმეებისთვის! 🚀

აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა, პროგრამის „მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის“ ფარგლებში, იწყებს მეორე კომპონენტის — „ბრენდინგისა და ვიზუალური იდენტობის განვითარების ხელშეწყობა და ციფრული პორტფოლიოს შექმნა“ — განხორციელებას. 💼✨

📸 „ციფრული პორტფოლიოს შექმნის“ ფარგლებში პალატა ბენეფიციარებს პროფესიონალური ფოტო-ვიდეო მომსახურების ღირებულებას სრულად დაუფინანსებს. 🤝

კომპონენტი ითვალისწინებს:

📷 ბენეფიციარების საქმიანობისა და პროდუქციის პროფესიონალურ ფოტო-ვიდეო გადაღებას;

🎨 მაღალი ხარისხის ვიზუალური მასალის შექმნას მარკეტინგული და სარეკლამო მიზნებისთვის;

💻 თითოეული ბენეფიციარისთვის ინდივიდუალური ციფრული პორტფოლიოს შექმნას, რომელიც მოიცავს:

📸 არანაკლებ 15 დამუშავებულ ფოტოსურათს;

🎬 არანაკლებ 30 წამის ხანგრძლივობის სარეკლამო ვიდეორგოლს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://shorturl.at/8MnSx

📢 აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა მეწარმეების მხარდაჭერას აგრძელებს! 💼✨პროგრამის „მცირე და საშუალო მეწარმეების ხ...
18/08/2026

📢 აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა მეწარმეების მხარდაჭერას აგრძელებს! 💼✨

პროგრამის „მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის“ ფარგლებში იწყება მეორე კომპონენტის — „ბრენდინგისა და ვიზუალური იდენტობის განვითარების ხელშეწყობა და ციფრული პორტფოლიოს შექმნა“ — განხორციელება. 🚀

🎨 ბრენდინგისა და ვიზუალური იდენტობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში პალატა ბენეფიციარებს ბრენდინგის მომსახურების ღირებულების 80%-ს დაუფინანსებს. 🤝

კომპონენტი ითვალისწინებს:
🔹 ლოგოს დიზაინის შექმნას
🔹 კორპორატიული სტილის შექმნას — ფერების პალიტრა, შრიფტები და საერთო ვიზუალური სტილი
🔹 პროდუქციის შეფუთვისა და ეტიკეტის დიზაინის შექმნას
🔹 სავიზიტო ბარათის დიზაინის შექმნას
🔹 სოციალური ქსელებისთვის კონტენტის შექმნას 📱

📸🎥 ბენეფიციარებს, რომლებიც ისარგებლებენ ბრენდინგისა და ვიზუალური იდენტობის განვითარების მიმართულებით, „ციფრული პორტფოლიოს შექმნის“ ფარგლებში პროფესიონალური ფოტო-ვიდეო მომსახურება სრულად დაუფინანსდებათ.

💻 თითოეული ბენეფიციარისთვის შეიქმნება ინდივიდუალური ციფრული პორტფოლიო, რომელიც მოიცავს:
📷 მინიმუმ 15 დამუშავებულ ფოტოსურათს
🎬 არანაკლებ 30 წამის ხანგრძლივობის სარეკლამო ვიდეორგოლს

📢ცხადდება კონკურსი ბრენდინგისა და ფოტო-ვიდეო მომსახურების  მიმწოდებელი კომპანიებისთვის. აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო...
14/08/2026

📢ცხადდება კონკურსი ბრენდინგისა და ფოტო-ვიდეო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიებისთვის.

აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა აცხადებს კონკურსს პროგრამის „ბრენდინგისა და ვიზუალური იდენტობის განვითარების ხელშეწყობა და ციფრული პორტფოლიოს შექმნის’’ ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის შესაბამისი მომსახურებების გასაწევად.

კონკურსის ფარგლებში შეირჩევა კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვემოთ მითითებული მომსახურებების გაწევას:

ბრენდინგის/რებრენდინგის ფარგლებში:
• ლოგოს დიზაინის შექმნა;
• კორპორაციული სტილის შექმნა;
• პროდუქციის შეფუთვისა და ეტიკეტის დიზაინის შექმნა;
• სავიზიტო ბარათის დიზაინის შექმნა;
• სოციალური ქსელებისთვის კონტენტის შექმნა.

ფოტო/ვიდეო მომსახურების ფარგლებში:
• ბენეფიციარების საქმიანობისა და პროდუქციის პროფესიონალური ფოტო-ვიდეო გადაღების უზრუნველყოფა;
• მაღალი ხარისხის ვიზუალური მასალის შექმნა მარკეტინგული და სარეკლამო მიზნებისთვის.

ბენეფიციარისთვის შეიქმნება ინდივიდუალური ციფრული პორტფოლიო, რომელიც მოიცავს მინიმუმ 15 დამუშავებულ ფოტოსურათსა და არანაკლებ 30 წამის ხანგრძლივობის ვიდეორგოლს.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://shorturl.at/yODDI

8-9 აგვისტოს აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებთან ერთად, მთაწმინდის პარკში გამართულ ...
10/08/2026

8-9 აგვისტოს აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებთან ერთად, მთაწმინდის პარკში გამართულ გამოფენა-გაყიდვას შეუერთდა.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ და შეეძინათ სხვადასხვა სახის ხელნაკეთი პროდუქცია, მათ შორის ეპოქსიდის ნაწარმი, ნაქსოვი სათამაშოები და ქუდები, სამკაულები, სუვენირული და დეკორაციული ნივთები.

ღონისძიება განხორციელდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით.

31 ივლისსა და 1 აგვისტოს ,აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლ...
03/08/2026

31 ივლისსა და 1 აგვისტოს ,აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, დიდი დიღმის „გუდვილის“ შესასვლელ სივრცეში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და შეეძინათ მრავალფეროვანი ხელნაკეთი პროდუქცია, მათ შორის: დეკორატიული ნივთები, ნაქსოვი სათამაშოები, სამკაულები, ტექსტილისა და ტყავის ნაწარმი კერამიკული ჭურჭელი და სხვა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების მხარდაჭერას, მათი საქმიანობის პოპულარიზაციას, პროდუქციის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობასა და რეალიზაციის ხელშეწყობას.

აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა მადლობას უხდის ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ ადმინისტრაციას ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის შესაბამისი სივრცისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფისთვის.

ღონისძიება განხორციელდა აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით.

1–2 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკის ტერიტორიაზე, გაიმართა გასტრონომიული ფესტივალი „გემ...
03/08/2026

1–2 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკის ტერიტორიაზე, გაიმართა გასტრონომიული ფესტივალი „გემოფესტი 2026“, რომელშიც აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების მრავალფეროვანი პროდუქცია წარადგინა.

ფესტივალის ფარგლებში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების მიერ წარმოებულ სასურსათო და ხელნაკეთ ნაწარმს, მათ შორის: აჯიკას, სხვადასხვა სახის სანელებლებს, ჩირის ასორტს, ჯემებს, ტკბილეულს, ხის დეკორატიულ ნაკეთობებსა და კერამიკულ ჭურჭელს. ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იყო ქვიშაზე, სოხუმური ტრადიციით მომზადებული ყავის მომზადებისა და დაგემოვნების პროცესი.

„გემოფესტი 2026“ მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების კულინარიული ტრადიციების პოპულარიზაციას, ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერასა და გასტრონომიული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას.

აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა მადლობას უხდის საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ნაყოფიერი თანამშრომლობისა და აღნიშნული შესაძლებლობისთვის.

ღონისძიება განხორციელდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით.

📢 ქართული ბიზნესდელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში – გვანჯოუ, 2026 საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით,...
30/07/2026

📢 ქართული ბიზნესდელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში – გვანჯოუ, 2026

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, 2026 წლის ოქტომბერში (საორიენტაციოდ 12 ოქტომბრის კვირაში), ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ გვანჯოუში იგეგმება ქართული ბიზნესდელეგაციის ოფიციალური ვიზიტი.

📌 ვიზიტის ფარგლებში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ შემდეგ ღონისძიებებში:

🔹 Canton Fair 2026 (China Import-Export Fair)
15–19 ოქტომბერი

ქართული კომპანიები დაესწრებიან მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო სავაჭრო გამოფენას — Canton Fair-ს, რომელიც ჩინეთის საგარეო ვაჭრობის უმნიშვნელოვანეს პლატფორმას წარმოადგენს. გამოფენაში ყოველწლიურად მონაწილეობს 30 000-ზე მეტი კომპანია, ხოლო მას ასი ათასობით საერთაშორისო მყიდველი სტუმრობს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სექტორი, მათ შორის:
• ელექტრონიკა და საყოფაცხოვრებო ტექნიკა;
• წარმოება;
• ავტომობილები და ორბორბლიანი ტრანსპორტი;
• სამშენებლო მასალები და ხელსაწყოები;
• განათება და ელექტროობა.

გამოფენის ფარგლებში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ ახალი საქმიანი კონტაქტები და მოიძიონ პოტენციური პარტნიორები.

🔹 საქართველო–ჩინეთის ბიზნესფორუმი

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება საქართველო–ჩინეთის ბიზნესფორუმი, რომლის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქართული კომპანიებისთვის უზრუნველყოფს შესაბამის ჩინურ კომპანიებთან წინასწარ დაგეგმილი ინდივიდუალური B2B შეხვედრების ორგანიზებას.

📌 საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა უზრუნველყოფს ვიზიტთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების კოორდინაციას, მათ შორის B2B შეხვედრების ორგანიზებასა და შეხვედრების სივრცის უზრუნველყოფას.

🗓️ მონაწილეობის ინტერესის გამოსახატად, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 2026 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით.

Tentative Date: The week of October 12, 2026 Location: Guangzhou, Guangdong Province, China Please complete the registration form as fully, accurately, and in as much detail as possible. The information provided may be shared with the relevant competent authorities or responsible persons, as appropr...

📢 „Georgia–UAE Business Forum“ – აბუ-დაბი, 2026 2026 წლის ოქტომბერში, ქ. აბუ-დაბიში, საქართველოსა და აბუ-დაბის სავაჭრო-ს...
29/07/2026

📢 „Georgia–UAE Business Forum“ – აბუ-დაბი, 2026

2026 წლის ოქტომბერში, ქ. აბუ-დაბიში, საქართველოსა და აბუ-დაბის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით გაიმართება „Georgia–UAE Business Forum“.

საქართველოს ბიზნესდელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მაღალი რანგის ოფიციალური პირები და კერძო სექტორის წამყვანი კომპანიები წარმომადგენლები.

ფორუმის ფარგლებში, სარეგისტრაციო ფორმაში წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, ქართველი მონაწილე კომპანიებისთვის გაიმართება წინასწარ დაგეგმილი, მაღალი დონის, ინდივიდუალური B2B შეხვედრები, არაბთა გაერთიანებული საამიროების შესაბამისი სექტორების წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრების ფარგლებში გექნებათ შესაძლებლობა, დაამყაროთ საქმიანი კავშირები, განიხილოთ თანამშრომლობისა და პოტენციური პარტნიორობის პერსპექტივები.

🗓️ მონაწილეობის ინტერესის გამოსახატად, სარეგისტრაციო ფორმა შეავსეთ 2026 წლის 30 ივლისის ჩათვლით.

Tentative date: the week of October 5, 2026 Location: Abu Dhabi, United Arab Emirates Please complete the registration form as fully, accurately, and in as much detail as possible. The information you provide will be shared with our UAE Chamber, which will use it to identify and invite potential bus...

Address

თბილისი, მიხეილ თამარაშვილის ქუჩა # 15 ა
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აფხაზეთის ა/რ სავაჭრო - სამრეწველო პალატა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to აფხაზეთის ა/რ სავაჭრო - სამრეწველო პალატა:

Shortcuts

Share