22/08/2026
🚀✨
🚀 ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები NASA-ს კოსმოსურ ცენტრში! 🇬🇪🇺🇸
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველ ადგილზე გასულმა გუნდმა მთავარი პრიზის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო NASA Space Center University-ის Martian Expedition პროგრამაში. ესაა უნიკალურ საგანმანათლებლო გამოცდილება, რომელიც ახალგაზრდებს კოსმოსური კვლევების, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის სამყაროს აცნობს.
🪐 Martian Expedition - მარსის ექსპედიცია ინტენსიური STEM პროგრამაა, რომლის ფარგლებში მონაწილეები მარსის კვლევასთან დაკავშირებულ რეალურ სამეცნიერო და საინჟინრო გამოწვევებზე მუშაობენ. პროგრამა აერთიანებს პრაქტიკულ ექსპერიმენტებს, ინჟინერიას, რობოტიკას, კოსმოსური მისიების დაგეგმვას, გუნდურ მუშაობასა და პრობლემების გადაჭრას.
ერთი კვირის განმავლობაში ჩვენი გამარჯვებულები მუშაობდნენ ისეთ ამოცანებზე, რომლებიც მათ საშუალებას აძლევდა, თავი რეალური კოსმოსური მისიის მონაწილეებად წარმოედგინათ: დაეგეგმათ მისია, ემუშავათ გუნდურად, მიეღოთ გადაწყვეტილებები შეზღუდული დროისა და რესურსების პირობებში და პრაქტიკაში გამოეყენებინათ STEM ცოდნა.
🌎 NASA-ს კოსმოსურ ცენტრში მიღებული გამოცდილება მონაწილეებისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა. ეს არის შესაძლებლობა, საკუთარი თვალით დაინახონ, როგორ მუშაობს NASA და როგორ იქცევა ცნობისმოყვარეობა კვლევად, იდეა ტექნოლოგიად, ხოლო ცოდნა რეალური პრობლემების გადაჭრის ინსტრუმენტად.
🔬 პროგრამის მთავარი ღირებულება პრაქტიკული სწავლებაა. ახალგაზრდები მეცნიერებასა და ტექნოლოგიებს არა მხოლოდ თეორიულად ეცნობიან, არამედ თავად ხდებიან კვლევის, ექსპერიმენტისა და ინჟინერული პროცესის მონაწილეები.
🏆ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მთავარი მიზანი სწორედ ესაა - აღმოვაჩინოთ საქართველოში ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდები, წავახალისოთ მათი ინტერესი მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართ და მივცეთ მათ შესაძლებლობა, საკუთარი შესაძლებლობები საერთაშორისო გარემოში გამოცადონ.
ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც ქართველი მოსწავლეების გზა საკლასო ოთახიდან და საკუთარი ინოვაციური იდეიდან NASA-მდე მიდის. 🚀
#ათასწლეულისინოვაციისკონკურსი