სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency

სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

ცხელი ხაზი: 1501

� სურსათის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.

� სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა 2011 წლის 3 იანვრიდან. იგი შეიქმნა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ბაზაზე

🚨 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კასპში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა 👨‍💼 სურსათის ეროვნული სააგ...
05/08/2026

🚨 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კასპში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

👨‍💼 სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში, არაგეგმურად შეამოწმეს ინდმეწარმე გ.მ., რომელსაც კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი ფრინველთა სასაკლაო.

მეწარმე სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა ბიზნესსაქმიანობას.

კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

🛡️ სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე.

#სურსათისუვნებლობა
#ვეტერინარია

05/08/2026

🔊🔎 სურსათის ეროვნული სააგენტო, სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ბაღჩეულ კულტურებს - საზამთროს და ნესვს, ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს ⬇️

#სურსათისუვნებლობა

🚨 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღკვეთა  🛡️ სურსათის ეროვნუ...
04/08/2026

🚨 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღკვეთა


🛡️ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი, უნებართვოდ დაკლული მსხვილფეხა პირუტყვის ხორცის რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა. ერთობლივი ღონისძიების შედეგად, ამოღებულია და განადგურებულია 2 ტონამდე ხორცი.

📍 თავდაპირველად, სააგენტოში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სოფელ წილკანიდან შემოვიდა შეტყობინება 15 სული მსხვილფეხა პირუტყვის ინტოქსიკაციის შესახებ. ფერმერის (კ. წ.) ინფორმაციით, საქონლის სადგომის მწერების საწინააღმდეგო პრეპარატით დამუშავების შემდეგ, ცხოველებს მოწამვლის ნიშნები აღენიშნათ.

👨‍⚕️ სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ვეტერინარებმა დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება და ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს გამოყენებული პრეპარატის ნიმუში (პირველადი შესწავლით, ადგილი ჰქონდა პრეპარატის არასწორ გამოყენებასა და უსაფრთხოების წესების დარღვევას). ადგილზე არსებული, ფერმერის მიერ უკვე დაკლული ერთი სული პირუტყვი ვეტერინარული წესების დაცვით განადგურდა, ხოლო დარჩენილ 14 სულთან დაკავშირებით, ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის ბაზარზე მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით, ფერმერს სააგენტოს წინასწარი ინფორმირების ვალდებულება დაეკისრა.

🚛 ჩატარებული დამატებითი მოკვლევის შედეგად, შემოსავლების სამსახურისა და სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გამოავლინეს სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც შპს „პროდუქტები 2028“-ის (ს/კ 445530239) კუთვნილი, სასაკლაოს გვერდის ავლითა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 2 ტონამდე ხორცი გადაჰქონდა.

შემოწმებით დადგინდა, რომ ცხოველების საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნები სწორედ სოფელ წილკანში სავარაუდოდ მოწამლულ პირუტყვს ეკუთვნოდა.

⚖️ სააგენტოს ინსპექტორებმა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარეს - ხორცი სრულად ამოიღეს და გაანადგურეს, ხოლო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.


#სურსათისუვნებლობა
#ვეტერინარია

🍉🍈 საზამთროს და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა🧪 სურსათის ეროვნული სააგენტო, სამომხმარებ...
04/08/2026

🍉🍈 საზამთროს და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა

🧪 სურსათის ეროვნული სააგენტო, სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ბაღჩეულ კულტურებს - საზამთროს და ნესვს, ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს.

📊 დღეის მდგომარეობით, მონიტორინგის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან აღებული და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია საზამთროს და ნესვის 50 ნიმუში.

კვლევის შედეგებით, ნიტრატები კანონმდებლობით დადგენილ ნორმას (საზამთრო-60 მგ.კგ ნესვი-90 მგ.კგ) არ აღემატება

🔎 სეზონის გათვალისწინებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე ბაღჩეული კულტურების კვლევას რეგულარულად ჩაატარებს.


#სურსათისუვნებლობა

🟢 აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს!🌱 მიუხედავად მიმდინარე სეზონის არასტაბილური კლიმატური პი...
31/07/2026

🟢 აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს!

🌱 მიუხედავად მიმდინარე სეზონის არასტაბილური კლიმატური პირობებისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, აზიური ფაროსანას მიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება მინიმუმამდეა შემცირებული.

🚜 ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა სამუშაოები მარტიდან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ არასახარბიელო ამინდი სპეციალური ტექნიკის მუშაობას აფერხებს, ყველა დაგეგმილი ღონისძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

📊 ამ ეტაპისთვის:
✅ სპეციალური ტექნიკით დამუშავებულია 162 110 ჰექტარი ფართობი;
✅ განთავსებულია 3 945 ფერომონიანი დამჭერი;
✅ მოწყობილია 111 750 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.

🌾 მოსავლის დაცვისა და მავნებლის გავრცელების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა მოიცავს:

🔹 მავნებლის მონიტორინგსა და გავრცელების არეალის განსაზღვრას;
🔹 პოპულაციის კონტროლს ინსექტიციდებით ფართობების დამუშავების გზით;
🔹 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების განთავსებას;
🔹 მოსახლეობის ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას.

🤝 სურსათის ეროვნული სააგენტო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს, რათა სასოფლო-სამეურნეო კულტურები და მოსავალი მაქსიმალურად იყოს დაცული.

⚠️ მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდასურსა...
31/07/2026

⚠️ მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს.

დადგინდა, რომ ინდივიდუალური მეწარმე მ. ფ.(მარნეული, სოფელი კირიხლო), პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა.

📋 მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სპეციალიზებული სარეალიზაციო ობიექტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარების მიღება, რაც სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების ნორმების სრულ დაცვას ითვალისწინებს.

გამოვლენილი დარღვევის გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო სავალდებულო აღიარების მიღებამდე ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა.

🌾 სურსათის ეროვნული სააგენტო, ფერმერთა ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი და უსაფრთხო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო კონტროლს აქტიურად აგრძელებს.

სააგენტო ბიზნესოპერატორებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს,საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით განახორციელონ.

#პესტიციდებისდააგროქიმიკატებისკონტროლი

‼️❎ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო  საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა🟥 სურსათის ეროვ...
30/07/2026

‼️❎ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

🟥 სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ფიზიკური პირის ხ. ხ. (სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, თევდორე მღვდლის ქ. N5) კუთვნილი საზოგადოებრივი კვების ობიექტი-სასადილო, არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირების პროცესში დაფიქსირდა არაერთი შეუსაბამობა, კერძოდ, კვების ობიექტი არ მარაგდებოდა სასმელი წყლით და დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები.
ამავდროულად, დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

⚖ კანონმდებლობის შესაბამისად, გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

☎ სურსათის ეროვნული სააგენტო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს დაიცვან კანონით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნები. ამავდროულად მნიშვნელოვანია მომხმარებლების აქტიურობა და დარღვევების შესახებ სააგენტოს ინფორმირება ცხელ ხაზის - 15-01 საშუალებით.

#სურსათისუვნებლობასაერთოპასუხისმგებლობაა

🐠❌ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში რესტორან ,,თევზის სახლს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა‼️ სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტ...
29/07/2026

🐠❌ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში რესტორან ,,თევზის სახლს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა

‼️ სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, რესტორანი ,,თევზის სახლი“ (მისამართი: ქ. ფოთი გურიის ქ. N11) არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირებისას ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები- ჰიგიენური ნორმების დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ასევე დარღვეული იყო მომხმარებლისთვის ზღვის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, მიკვლევადობის მოთხოვნები და ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

⚖ კანონმდებლობის შესაბამისად, გამოვლენილი დარღვევბის გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

🔊 სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან კანონმდებლობით განსაზღვრული სურსათის უვნებლობის მოთხოვნები. მომხმარებლის ინტერესების დაცვის და უვნებელი სურსათის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტო სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.

#სურსათისუვნებლობა

🌱👥 ბათუმში მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა🔹 სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ბათუ...
29/07/2026

🌱👥 ბათუმში მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა

🔹 სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმში მცენარეთა დაცვის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა, მეცნიერებმა და აგრარული სექტორის წარმომადგენლებმა კლიმატის ცვლილებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებები და პესტიციდების უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენების საკითხები განიხილეს.

🔹კონფერენციაზე აღინიშნა, რომ კლიმატური ცვლილებები მცენარეთა დაცვის მიმართულებით ახალ გამოწვევებს აჩენს, რაც სახელმწიფო უწყებების, სამეცნიერო წრეებისა და ფერმერების მჭიდრო თანამშრომლობას განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის.
წარმოდგენილი იყო დეტალური ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. აღინიშნა, რომ უხვი ნალექისა და არახელსაყრელი ამინდის მიუხედავად, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.

🌱 კონფერენციაზე ასევე ისაუბრეს მცენარეთა დაცვის თანამედროვე მიდგომებზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერები აქტიურად მუშაობენ თხილისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებების მართვის ეფექტიანი მეთოდების განვითარებაზე. ამასთან, სპეციალურად შერჩეულ ლოკაციებზე დაწყებულია აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის - იაპონური ქინქლას - საველე გამოცდა.

🔹სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას, უწყებებსა და დარგის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და მცენარეთა დაცვის ღონისძიებების უფრო ეფექტიან დაგეგმვას.

🗣️ „ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია როგორც მცენარეთა დაცვის სპეციალისტებისთვის, ისე ფერმერებისთვის, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში პესტიციდებს იყენებენ და მავნებლებთან ბრძოლის პროცესში არიან ჩართულნი. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს თანამედროვე მიდგომების დანერგვას და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.

🌱 კონფერენციის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს სახელმწიფოს, მეცნიერებისა და აგრარული სექტორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე. როგორც მეფუტკრე გიორგი ლაკვეხელიანმა აღნიშნა, 2018 წლიდან სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობამ ფუტკრის დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო.

ℹ️ კონფერენციას აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ანასეულის ლაბორატორიის წარმომადგენლები, მცენარეთა დაცვის სპეციალისტები და ფერმერები ესწრებოდნენ.

‼️❌ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში რესტორანს ,,ჯარგვალი“ საწარმოო პროცესი შეუჩერა ⚠️ სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტა...
28/07/2026

‼️❌ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში რესტორანს ,,ჯარგვალი“ საწარმოო პროცესი შეუჩერა

⚠️ სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს კვების ობიექტი შპს ,,ჯარგვალი 2026“ (მის: ფოთი, გურიის ქუჩა N220). ინსპექტირებისას ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები-არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. გარდა ამისა, დარღვეული იყო მიკვლევადობისა და ეტიკეტირების მოთხოვნები. ასევე, ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

‼️ გამოვლენილი დარღვევბის გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების გამოსწორებამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

🔊 სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, ყველა ეტაპზე (სურსათის წარმოება, გადამუშავება, რეალიზაცია) მაქსიმალურად დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი სურსათის უვნებლობის მოთხოვნები და სტანდარტები.

Address

36a Marshal Gelovani Avenue
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322470101

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency:

Shortcuts

Share