საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, Public & Government Service, ე. მინდელის N7, Tbilisi.

29/07/2026

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა გუდაურში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ადგილზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად დაღუპულ მფრინავებს, მაშველებსა და ექიმებს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაუხადეს.

გუდაურში იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩიქოვანი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი.

დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს მათი ოჯახის წევრებმა, ექიმებმა, მეხანძრე-მაშველებმა, სამხედროებმა და სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა.

ტრაგიკული შემთხვევა 2022 წლის 29 ივლისს, გუდაურთან მოხდა. სამაშველო ოპერაციისას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი რვა ადამიანი - ექიმები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები დაიღუპნენ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავები და მაშველები სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა გუდაურ...
29/07/2026

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა გუდაურში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ადგილზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად დაღუპულ მფრინავებს, მაშველებსა და ექიმებს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაუხადეს.

გუდაურში იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩიქოვანი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი.

დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს მათი ოჯახის წევრებმა, ექიმებმა, მეხანძრე-მაშველებმა, სამხედროებმა და სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა.

ტრაგიკული შემთხვევა 2022 წლის 29 ივლისს, გუდაურთან მოხდა. სამაშველო ოპერაციისას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი რვა ადამიანი - ექიმები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები დაიღუპნენ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავები და მაშველები სამხედრო პატივით დაკრძალეს.

01/07/2026

საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა.

🔹საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდმა (EMT-1) ...
30/06/2026

🔹საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდმა (EMT-1) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კლასიფიკაცია მიიღო.

🔹აღნიშნული სტატუსი ადასტურებს, რომ გუნდი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საგანგებო სიტუაციების დროს ეფექტიანი .
რეაგირებისთვის საჭირო შესაძლებლობებს ფლობს.

🔹სერტიფიკატის მინიჭებას წინ უძღოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის EMT მიმართულების საერთაშორისო შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტი და ვერიფიკაციის პროცესი, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტებმა გუნდის მზადყოფნა და ოპერატიული შესაძლებლობები შეაფასეს.

🔹ვიზიტის ფარგლებში თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე EMT-1-ის საველე სიმულაციური სწავლება გაიმართა. სწავლების მიზანი იყო რეაგირების სისწრაფის, კოორდინაციისა და რესურსების მართვის ეფექტიანობის შემოწმება საგანგებო სიტუაციებისა და მასშტაბური კატასტროფების პირობებში.

🔹საერთაშორისო კლასიფიკაციის მიღებით საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს შესაძლებლობა ეძლევა, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ჰუმანიტარულ და საგანგებო სამედიცინო მისიებში. See less

30/06/2026

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდმა (EMT-1) ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კლასიფიკაცია მიიღო. კლასიფიკაციის მინიჭებას წინ უძღოდა საერთაშორისო ვერიფიკაციის პროცესი, რომელიც გუნდმა წარმატებით გაიარა.

აღნიშნული სტატუსი ადასტურებს, რომ გუნდი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საგანგებო სიტუაციების დროს ეფექტიანი რეაგირებისთვის საჭირო შესაძლებლობებს ფლობს.

საზეიმო ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დაესწრო. მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდის არსებობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა. მისივე თქმით, მიღებული კლასიფიკაცია არა მხოლოდ ცენტრის საქმიანობის მაღალი ხარისხის აღიარებაა, არამედ მისი განვითარების, გაძლიერებისა და თანამშრომელთა პროფესიონალიზმის დასტურიც.

სერტიფიკატის მინიჭებას წინ უძღოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია EMT მიმართულების საერთაშორისო შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტებმა გუნდის მზადყოფნა და ოპერატიული შესაძლებლობები შეაფასეს.

ვიზიტის ფარგლებში თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე EMT-1-ის საველე სიმულაციური სწავლება გაიმართა. სწავლების მიზანი იყო რეაგირების სისწრაფის, კოორდინაციისა და რესურსების მართვის ეფექტიანობის შემოწმება საგანგებო სიტუაციებისა და მასშტაბური კატასტროფების პირობებში.

საერთაშორისო კლასიფიკაციის მიღებით საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს შესაძლებლობა ეძლევა, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ჰუმანიტარულ და საგანგებო სამედიცინო მისიებში.

ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ ჩიქოვანი, EMT მიმართულების საერთაშორისო ექსპერტები და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
#საგანგებო2026 See less

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდმა (EMT-1) ჯ...
30/06/2026

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდმა (EMT-1) ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კლასიფიკაცია მიიღო. კლასიფიკაციის მინიჭებას წინ უძღოდა საერთაშორისო ვერიფიკაციის პროცესი, რომელიც გუნდმა წარმატებით გაიარა.

აღნიშნული სტატუსი ადასტურებს, რომ გუნდი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საგანგებო სიტუაციების დროს ეფექტიანი რეაგირებისთვის საჭირო შესაძლებლობებს ფლობს.

საზეიმო ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დაესწრო. მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდის არსებობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა. მისივე თქმით, მიღებული კლასიფიკაცია არა მხოლოდ ცენტრის საქმიანობის მაღალი ხარისხის აღიარებაა, არამედ მისი განვითარების, გაძლიერებისა და თანამშრომელთა პროფესიონალიზმის დასტურიც. სერტიფიკატის მინიჭებას წინ უძღოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია EMT მიმართულების საერთაშორისო შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტებმა გუნდის მზადყოფნა და ოპერატიული შესაძლებლობები შეაფასეს.

ვიზიტის ფარგლებში თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე EMT-1-ის საველე სიმულაციური სწავლება გაიმართა. სწავლების მიზანი იყო რეაგირების სისწრაფის, კოორდინაციისა და რესურსების მართვის ეფექტიანობის შემოწმება საგანგებო სიტუაციებისა და მასშტაბური კატასტროფების პირობებში.

საერთაშორისო კლასიფიკაციის მიღებით საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს შესაძლებლობა ეძლევა, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ჰუმანიტარულ და საგანგებო სამედიცინო მისიებში.

ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ ჩიქოვანი, EMT მიმართულების საერთაშორისო ექსპერტები და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
#საგანგებო2026

01/06/2026
27 მაისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო დღეა!გილოცავთ პროფესიულ დღეს! მადლობას გიხდით დაუღალავი შრომისთვ...
27/05/2026

27 მაისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო დღეა!
გილოცავთ პროფესიულ დღეს!
მადლობას გიხდით დაუღალავი შრომისთვის, ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, იმ სიმამაცისა და თავდადებისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ავლენთ.

26/05/2026

🇬🇪 მცხეთაში 26 მაისის საზეიმო თარიღი განსაკუთრებული მასშტაბით აღინიშნა, რაც ქვეყნის გაქრისტიანებიდან 1700 წლის საიუბილეო თარიღსაც უკავშირდება.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი პროგრამა ისტორიულ დედაქალაქში გრანდიოზული დასკვნითი კონცერტით დასრულდა.

26 მაისი - ეს დღე ჩვენია! ♥️🤍

Address

ე. მინდელის N7
Tbilisi
0186

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი:

Shortcuts

Share