საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia

საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გვერდი

🇬🇪 🚀 ✍️ ეროვნული ბანკის ფინტექ ინიციატივები ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარების საერთაშორისო პუბლიკაციაშია წარმოდგენილი...
12/08/2026

🇬🇪 🚀 ✍️ ეროვნული ბანკის ფინტექ ინიციატივები ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარების საერთაშორისო პუბლიკაციაშია წარმოდგენილი.

კვლევა მიმოიხილავს, თუ როგორ იცვლება ცენტრალური ბანკების როლი ციფრული ფინანსების განვითარებასთან ერთად. საქართველოს ეროვნული ბანკი ნაშრომში წარმოდგენილია სამ საერთაშორისო მაგალითს შორის, ყაზახეთის ეროვნულ ბანკსა და ჰონგ-კონგის მონეტარულ ორგანოსთან ერთად.

საქართველოსადმი მიძღვნილ ნაწილში განხილულია ეროვნული ბანკის ფინტექ სტრატეგია, ქვეყნის როლი შუა დერეფანში და ტოკენიზებული დეპოზიტების ინიციატივა.

ავტორები აღნიშნავენ, რომ სებ-ის ფინტექ სტრატეგია ემსახურება თანამედროვე ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებას, პასუხისმგებლიანი ინოვაციისა და კონკურენციის ხელშეწყობას, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობასა და საქართველოს რეგიონულ ფინტექ ჰაბად ჩამოყალიბებას.

🔗 ვრცლად - bit.ly/NBG-Tokenisation-of-Money

🇬🇪 👑 ⚔ დავით აღმაშენებლის მეთაურობით, დიდგორის ბრძოლაში მოპოვებული ისტორიული გამარჯვებიდან 905 წელი გავიდა. #ძლევაისაკვი...
11/08/2026

🇬🇪 👑 ⚔ დავით აღმაშენებლის მეთაურობით, დიდგორის ბრძოლაში მოპოვებული ისტორიული გამარჯვებიდან 905 წელი გავიდა.

#ძლევაისაკვირველი ქართველი ერის ერთიანობის, სიმტკიცის, თავისუფლებისა და მტერზე გამარჯვების სიმბოლოა!

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს სებ-მა დავით აღმაშენებლის საკოლექციო მონეტები გამოუშვა.

📸 - Shermazana

#12აგვისტო #დიდგორობა #დიდებაგმირებს #დავითაღმაშენებელი #ეროვნულიბანკი #ეროვნულიისტორია

🇬🇪 S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ''BB'' დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკურ...
08/08/2026

🇬🇪 S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ''BB'' დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა.

„ანგარიშში დადებითადაა მოხსენიებული საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკა, რამაც სააგენტოს შეფასებით, არსებითად გააუმჯობესა საქართველოს საგარეო ლიკვიდობის ბუფერები და შეამცირა მისი მოწყვლადობა საგარეო შოკების მიმართ“, - განაცხადა სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ.

მისივე თქმით, S&P Global Ratings-ი პოზიტიურად აფასებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ პოლიტიკას როგორც ფისკალური, ისე მონეტარული მიმართულებით.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკის ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინფლაციური მოლოდინების სათანადო დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს.

🌐 ვრცლად - bit.ly/NBG-SPGlobalRatings-2026

18 წელი აგვისტოს ომიდან! 🥀 #აგვისტოსომი  #ჩვენგვახსოვს  #დიდებაგმირებს
08/08/2026

18 წელი აგვისტოს ომიდან! 🥀

#აგვისტოსომი #ჩვენგვახსოვს #დიდებაგმირებს

💬 „2026 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს - $7.53 მილიარდს მიაღწია, რაც ...
07/08/2026

💬 „2026 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს - $7.53 მილიარდს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 50%-ით მეტია“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეზერვების რეკორდული მოცულობა სებ-ის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.

📈 როგორც ეკატერინე მიქაბაძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკის პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია რეზერვების დაგროვებისკენ, რადგან სწორედ საერთაშორისო რეზერვები წარმოადგენს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვან გარანტორს.

ვრცლად - bit.ly/რეზერვები-ივლ-2026

📊 🇬🇪 📈 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წლიურ ჭრილში დაახლოებით 50%-ით გაიზარდ...
07/08/2026

📊 🇬🇪 📈 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წლიურ ჭრილში დაახლოებით 50%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 7.53 მლრდ აშშ დოლარს, მიაღწია.

თვის ჭრილში საერთაშორისო რეზერვები 404.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლებიც.

მიმდინარე შეფასებით, International Monetary Fund-ის რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი (ARA Metric) 118.7%-ს შეადგენს.

ვრცლად - bit.ly/რეზერვები-ივლ-2026

07/08/2026

🇬🇪 🏆 🚀 სებ-ის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ვარლამ ებანოიძე ინოვაციების მიმართულებით მოპოვებული საერთაშორისო ჯილდოს მნიშვნელობაზე

💬 „ეს საერთაშორისო აღიარება საქართველოს ეროვნულ ბანკს ფინანსური ინოვაციების ავანგარდში აყენებს არა მარტო რეგიონში, არამედ რეგიონს მიღმა და საქმით ამტკიცებს ჩვენს ამბიციებს რეგიონულ ჰაბთან მიმართებით“, - აღნიშნავს ვარლამ ებანოიძე.

👉 შეგახსენებთ, სებ-მა ავტორიტეტული გამოცემა Global Banking And Finance Review-ის მიერ ორგანიზებულ Global Banking & Finance Awards® 2026-ზე გაიმარჯვა ნომინაციაში - „Excellence in Innovation - Open Banking & Regulatory Sandbox Ecosystem Georgia 2026“.

🔗 ვრცლად - bit.ly/GlobalBankingFinanceAwards2026

📊  #თვისმიმოხილვა | გაეცანით მიმდინარე მნიშვნელოვან ეკონომიკურ სიახლეებსგაიგეთ მეტი: bit.ly/აგვისტო-2026 👈
04/08/2026

📊 #თვისმიმოხილვა | გაეცანით მიმდინარე მნიშვნელოვან ეკონომიკურ სიახლეებს

გაიგეთ მეტი: bit.ly/აგვისტო-2026 👈

🇬🇪 🏆 🚀 ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა!სებ-მა ავტორიტეტული გამოცემა Global Banki...
03/08/2026

🇬🇪 🏆 🚀 ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა!

სებ-მა ავტორიტეტული გამოცემა Global Banking And Finance Review-ის მიერ ორგანიზებულ Global Banking & Finance Awards® 2026-ზე გაიმარჯვა ნომინაციაში - „Excellence in Innovation - Open Banking & Regulatory Sandbox Ecosystem Georgia 2026“.

👉 აღნიშნული ჯილდო ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ინოვაციების განვითარების, ღია ბანკინგის ეკოსისტემის ჩამოყალიბებისა და რეგულირების ლაბორატორიის განვითარების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივების საერთაშორისო აღიარებაა.

ვრცლად - bit.ly/GlobalBankingFinanceAwards2026

📊 მონეტარული პოლიტიკის ბოლო გადაწყვეტილება, მიმდინარე მაკროეკონომიკური გარემო, განახლებული სცენარები და რისკები მიმოიხილ...
31/07/2026

📊 მონეტარული პოლიტიკის ბოლო გადაწყვეტილება, მიმდინარე მაკროეკონომიკური გარემო, განახლებული სცენარები და რისკები მიმოიხილა სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ ანალიტიკოსებთან გამართულ ტრადიციულ შეხვედრაზე, სადაც მონეტარული პოლიტიკის ანგარიში წარადგინა.

აღინიშნა, რომ ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის მკაცრი პოზიცია შედარებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება, ასევე - სებ-ი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

🤝 მსგავსი შეხვედრები რეგულარულად იმართება და ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დეტალურ ანალიზსა და გამჭვირვალობას ისახავს მიზნად.

ვიდეო - bit.ly/მპა-2026

Address

1, Zviad Gamsakhurdia Embankment
Tbilisi
0114

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322406406

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia:

Shortcuts

Share