სსიპ-სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სსიპ-სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო

სსიპ-სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების   ეროვნული სააგენტო სსიპ-სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების
ეროვნული სააგენტო

სსიპ-სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს სამხედრო აღრიცხვის სტანდარტიზებული სისტემის ჩამოყალიბებას და ოპტიმიზაციას, წვევამდელთა გაწვევის ორგანიზებას და სამხედრო პერსონალის დაკომპლექტებას. National Agency of Military Conscription and Recruitment (NAMCR) is tasked with the development, implementation and optimization of a unified, modern, standards-compliant military ac

counting system. As well as it is responsible for organizing the conscription of recruits and recruitment of military personnel.

08/06/2026

თელავში, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონულ ცენტრში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8 თვის ვადით გაწვეული და ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირები გამოცხადდნენ.

კახეთის რეგიონული ცენტრის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გოჩა სებისკვერაძემ წვევამდელებს სიტყვით მიმართა და ადგილზე მყოფ მშობლებს მადლობა გადაუხადა ღირსეული ახალგაზრდების აღზრდისთვის, რომლებიც საქართველოს თავდაცვის ძალების რიგებს საკუთარი სურვილით და ნებაყოფლობით შეუერთდნენ.

წვევამდელები კახეთის რეგიონული ცენტრიდან ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადაში მშობლებმა და ოჯახის წევრებმა გააცილეს. სამხედრო ქვედანაყოფში ახალგაზრდებს ჯარისკაცის ფორმა და აღჭურვილობა დაურიგდათ, რის შემდეგაც ისინი ყაზარმებში განთავსდნენ.

წვევამდელები ძირითად საწყის საბრძოლო მომზადებას 8 კვირის განმავლობაში გაივლიან და საცეცხლე, სამედიცინო, საინჟინრო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას, ასევე კავშირგაბმულობისა და ტოპოგრაფიის საკითხებს შეისწავლიან. სამხედრო ინსტრუქტორები კურსის მონაწილეებს ფიზიკურად მოამზადებენ და სადისციპლინო წესდებებსაც გააცნობენ. კურსის დასრულების შემდეგ წვევამდელები სამხედრო ფიცს დადებენ და საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში ჩაირიცხებიან, სადაც სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ.

პირები, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ, ხელფასზე 30%-იან დანამატს მიიღებენ.

25/05/2026
30/04/2026
30/04/2026

გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს 🇬🇪

ქრისტე აღდგა!გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
11/04/2026

ქრისტე აღდგა!
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

08/04/2026

📢ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდებიან 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 6 აპრილის 10:00 საათიდან - 11 მაისის 18:00 საათამდე და რომლებსაც 2026 წელს არ უსრულდებათ 24 წელი.
რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: https://www.naec.ge/ #/ge/index
☑️ ეროვნული თავდაცვის აკადემია აბიტურიენტებს სთავაზობს შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს:
✔️ თავდაცვა და უსაფრთხოება
✔️ თავდაცვის მენეჯმენტი
✔️ კიბერსივრცის ოპერაციები და ინფორმაციის უსაფრთხოება
✔️ საავიაციო ინჟინერია
✔️ მექანიკის ინჟინერია
📢 აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის კოდი 155.
მისამართი: გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე-3 კმ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ვებ. გვერდზე https://eta.edu.ge/ge/page/111/gaxdi-iunkeri
ან დაუკავშირდით აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს +995 599 218 082
ეროვნული თავდაცვის აკადემია გისურვებთ წარმატებას!

Address

43b Akaki Beliashvili Street
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 15:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ-სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share