ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ოფიციალური გვერდი

🔹ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აცხადებს მიღებას კურსზე - „ადამიანური რესურსების მართვა“.🔹კურს...
30/07/2026

🔹ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აცხადებს მიღებას კურსზე - „ადამიანური რესურსების მართვა“.

🔹კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს:

• სტრატეგიული ადამიანური რესურსების მართვა;
• ადამიანური რესურსების მართვის ციკლი;
• თანამშრომელთა მოზიდვა;
• თანამშრომელთა სოციალიზაცია, ორგანიზაციული ორიენტაცია;
• შესრულებული სამუშაოს შეფასება;
• vacancy.HR.gov.ge-ის და Ehrm სისტემის ადმინისტრირება;
• ორგანიზაციული კვლევები და HR მონაცემთა ანალიზი;
• HR ადმინისტრაციული საკითხები და შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები.

🔹კურსის გავლა შესაძლებელია როგორც პირისპირ, ასევე დისტანციურ ფორმატში. მისი ხანგრძლივობა 18 საათია.

🔹სწავლის საფასური ერთ მსმენელზე დისტანციური სწავლების ფორმატის შემთხვევაში 360 ლარია, ხოლო პირისპირ სწავლების შემთხვევაში - 540 ლარი.

🔹რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.zspa.ge/geo/registration

🔹ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აცხადებს მიღებას კურსზე - „ხელოვნური ინტელექტი საჯარო სამსახურ...
28/07/2026

🔹ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აცხადებს მიღებას კურსზე - „ხელოვნური ინტელექტი საჯარო სამსახურში“.

🔹კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს:

• შესავალი ხელოვნურ ინტელექტში და გენერაციული AI;
• AI მოდელების მიმოხილვა და შერჩევა;
• მონაცემთა უსაფრთხოება და AI-ის შეცდომები;
• NotebookLM და ცხრილებთან მუშაობა.

🔹კურსის გავლა შესაძლებელია როგორც პირისპირ, ისე დისტანციურ ფორმატში. მისი ხანგრძლივობა 6 საათია.

🔹სწავლის საფასური ერთ მსმენელზე დისტანციური სწავლების ფორმატის შემთხვევაში 120 ლარია, ხოლო პირისპირ სწავლების შემთხვევაში – 180 ლარი.

🔹რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.zspa.ge/geo/registration

🔹ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და უნგრეთის საჯარო სამსახურის ლუდოვიკას უნივერსიტეტის ერთობლ...
21/07/2026

🔹ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და უნგრეთის საჯარო სამსახურის ლუდოვიკას უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის „ლიდერობა თანამედროვე საჯარო სამსახურში“ მეორე ეტაპი დასრულდა.

🔹ლუდოვიკას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში გენერალურმა დირექტორმა ლილიანა შმიემ და საჯარო ადმინისტრაციის შემდგომი გადამზადების ინსტიტუტის დირექტორმა ბალაჟ კლოტსმა პროექტის მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა საჯარო სექტორში ლიდერული უნარების განვითარების, პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

🔹აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში პროექტში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული ათი პირი მონაწილეობდა.

🔹ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი მარიამ კობიაშვილი, დირექტორის მოადგილე ზაზა ჭელიძე ...
21/07/2026

🔹ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი მარიამ კობიაშვილი, დირექტორის მოადგილე ზაზა ჭელიძე და სკოლის წარმომადგენლები თბილისის სასწავლო ჯგუფების სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერებს შეხვდნენ.

🔹შეხვედრაზე მარიამ კობიაშვილმა ყურადღება გაამახვილა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებსა და საგანმანათლებლო რესურსების განვითარების მიმართულებებზე.

🔹თავის მხრივ, ტრენერებმა სკოლის წარმომადგენლებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული გამოცდილება, საჭიროებები და არსებული გამოწვევები გაუზიარეს.

🔹სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აცხადებს მიღებას კურსზე – „სკოლის სტრატეგიული და ადმინისტ...
20/07/2026

🔹სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აცხადებს მიღებას კურსზე – „სკოლის სტრატეგიული და ადმინისტრაციული მართვა“.

🔹კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს:

• სტრატეგიული მენეჯმენტი;
• მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების მართვა;
• საქმისწარმოება და დოკუმენტბრუნვა;
• ადამიანური რესურსების მართვა;
• მოსწავლის, მშობლისა და სკოლის პერსონალის კანონიერი უფლებები და ძალადობის პრევენცია.

🔹კურსის გავლა შესაძლებელია როგორც პირისპირ, ისე დისტანციურ ფორმატში. მისი ხანგრძლივობა 22 საათია.

🔹სწავლის საფასური ერთ მსმენელზე დისტანციური ფორმატის შემთხვევაში 440 ლარია, ხოლო პირისპირ სწავლების შემთხვევაში – 660 ლარი.

🔹რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.zspa.ge/geo/registration

🔹განაცხადების მიღება 20 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობს.

🔹პროექტის „ლიდერობა თანამედროვე საჯარო სამსახურში“ ფარგლებში დაგეგმილი სასწავლო ვიზიტები გრძელდება. ამჯერად, მონაწილეები...
17/07/2026

🔹პროექტის „ლიდერობა თანამედროვე საჯარო სამსახურში“ ფარგლებში დაგეგმილი სასწავლო ვიზიტები გრძელდება. ამჯერად, მონაწილეები უნგრეთის პარლამენტს ეწვივნენ.

🔹უნგრეთის პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში დირექტორმა კრისტიან კოვაჩმა საჯარო მოხელეებს პრეზენტაცია წარუდგინა, რომლის ფარგლებშიც მათ პარლამენტის სტრუქტურა, ფუნქციები, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის სპეციფიკა გააცნო.

🔹შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-უნგრეთის ორმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის საპარლამენტო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობაზე.

🔹ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ უნგრეთის პარლამენტის საქმიანობის პრაქტიკულ ასპექტებს, მიეღოთ ინფორმაცია საკანონმდებლო პროცესისა და პარლამენტის ინსტიტუციური მოწყობის შესახებ და მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ.

🔹პროექტის „ლიდერობა თანამედროვე საჯარო სამსახურში“ მონაწილეები უნგრეთში საქართველოს საელჩოს ეწვივნენ.🔹პროექტის მონაწილეე...
17/07/2026

🔹პროექტის „ლიდერობა თანამედროვე საჯარო სამსახურში“ მონაწილეები უნგრეთში საქართველოს საელჩოს ეწვივნენ.

🔹პროექტის მონაწილეებს უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა უმასპინძლა.

🔹ვიზიტის ფარგლებში საჯარო მოხელეებმა საელჩოს ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და დიპლომატიური წარმომადგენლობის სტრუქტურას, ფუნქციებსა და ყოველდღიურ საქმიანობას გაეცნენ.

🔹შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოს საელჩოს როლზე საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

🔹უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ლუდოვიკას უნივერსიტეტში, პროექტის – „ლიდერობა თანამედროვე საჯარო სამსახურში“ – მონაწილეე...
16/07/2026

🔹უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ლუდოვიკას უნივერსიტეტში, პროექტის – „ლიდერობა თანამედროვე საჯარო სამსახურში“ – მონაწილეები ინტენსიურ სასწავლო კურსს გადიან, რომელიც საჯარო სამსახურისთვის აუცილებელი ლიდერული უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული.

🔹სასწავლო პროგრამა აერთიანებს თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ჯგუფურ დისკუსიებსა და სამუშაო პრაქტიკაზე დაფუძნებული შემთხვევების ანალიზს. კურსის ფარგლებში მონაწილეები შემდეგ საკითხებს ეცნობიან: ლიდერული თვითშემეცნება და თვითგანვითარება; თავდაჯერებული ლიდერობა;
კონფლიქტის ეფექტიანი მართვა; სამუშაო პროცესის მართვა, თანამშრომელთა მოტივაცია და შედეგზე ორიენტირებული ხელმძღვანელობა.

🔹პროექტი საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოს მუნიციპალიტეტებში საშუალო რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული საჯარო მოხელეების ლიდერული კომპეტენციების გაძლიერებას, თანამედროვე მმართველობითი მიდგომების გაზიარებასა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

🔹ლუდოვიკას უნივერსიტეტში პროექტის – „ლიდერობა თანამედროვე საჯარო სამსახურში“ – პირველი ეტაპის კურსდამთავრებულებს ზურაბ ჟ...
14/07/2026

🔹ლუდოვიკას უნივერსიტეტში პროექტის – „ლიდერობა თანამედროვე საჯარო სამსახურში“ – პირველი ეტაპის კურსდამთავრებულებს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, მარიამ კობიაშვილმა, კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.

🔹აღნიშნული კურსი მონაწილეებმა საქართველოში, დისტანციურ ფორმატში გაიარეს. სწავლების ფარგლებში ისინი გაეცნენ საჯარო მმართველობაში ლიდერობისა და მენეჯმენტის ძირითად კონცეფციებსა და მიდგომებს, ასევე ლიდერობის თანამედროვე თეორიებსა და მოდელებს.

🔹პროექტში მონაწილეობენ თბილისის, ქუთაისის, ფოთის, გურჯაანის, ამბროლაურის, ბოლნისის, დმანისის, გორისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, რომლებიც სწავლების მომდევნო ეტაპს უნგრეთში, ლუდოვიკას უნივერსიტეტში, აგრძელებენ.

🔹ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და უნგრეთის საჯარო სამსახურის ლუდოვიკას უნივერსიტეტის ერთობლ...
14/07/2026

🔹ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და უნგრეთის საჯარო სამსახურის ლუდოვიკას უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის – „ლიდერობა თანამედროვე საჯარო სამსახურში“ – მეორე ეტაპის გახსნითი ღონისძიება უნგრეთში, ლუდოვიკას უნივერსიტეტში გაიმართა.

🔹ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ჟვანიას სკოლის დირექტორმა მარიამ კობიაშვილმა, უნგრეთსა და მონტენეგროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა, ლუდოვიკას უნივერსიტეტის რექტორმა გერგეი დელიმ და საჯარო ადმინისტრაციის შემდგომი გადამზადების ინსტიტუტის დირექტორმა ბალაჟ კლოტსმა. მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და ლიდერული უნარების გაძლიერების როლზე თანამედროვე და ეფექტიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბების პროცესში.

🔹პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში მონაწილეები ინტენსიურ პრაქტიკულ ტრენინგ-კურსს გაივლიან. პროგრამა ითვალისწინებს უნგრეთის კონსტიტუციური სისტემისა და სახელმწიფო მართვის მოდელის გაცნობას, ასევე შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას.

Address

ზურაბ ანჯაფარიძის I შესახვევი, N6, მერვე სართული (კიბერნეტიკის ინსტიტუტი)
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+431232601

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა:

Shortcuts

Share