დაცვის პოლიცია 125 / Security Police 125

დაცვის პოლიცია 125 / Security Police 125 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიცია
(1)

დაცვის პოლიცია არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობას 2004 წლიდან ახორციელებს. დაცვის პოლიციის მისია არის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათი საქმიანობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს იურიდიულ/ფიზიკური პირების ქონების და პირადი უსაფრთხოების დაცვა; ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დაცვა.
დაცვის პო

ლიცია არის მუდმივად განახლებადი ტექნოლოგიებით აღჭურვილი დაცვის სამსახური.
დაცვის პოლიციის მიერ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (როგორც ტექნიკური საშუალებებით, ისე საპოლიციო ძალით) დაცულია 14 576-მდე ობიექტი. მათ შორის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები: საერთაშორისო აეროპორტები, ეროვნული საგანძური, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები, სარკინიგზო მაგისტრალები.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს დასაცავ ობიექტებზე დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთას თანამედროვე და მუდმივად განახლებადი ტექნოლოგიებით. ამ მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს უფლება აქვს ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა სპეციალური საშუალებები მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი, მოადგილეებთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში სამინისტ...
10/07/2026

შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი, მოადგილეებთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის რეგიონულ მთავარ სამმართველოებში იმყოფებოდა, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნო და მიმდინარე საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში პროფესიული დღე აღინიშნა. დაცვის პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონ...
09/07/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში პროფესიული დღე აღინიშნა. დაცვის პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალადაშვილი, მოადგილეებთან ერთად დაესწრო.

გიორგი ალადაშვილმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და სიტყვით მიმართა:

„ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად პასუხიმგებლობაა ვუხელმძღვანელო ამ დანაყოფს. როგორც დეპარტამენტის თავმჯდომარისთვის, უმთავრესი პრიორიტეტია თანამშრომელთა სოციალური და სამუშაო პირობების გაუმჯობესება“ - განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.

დეპარტამენტის დირექტორმა ხაზი გაუსვა ავტოპარკისა და პოლიციელთა აღჭურვილობის განახლების მნიშვნელობას, ასევე, ისაუბრა განხორციელებულ პროექტებსა და დეპარტამენტის განვითარების სამომავლო გეგმებზე.

ღონისძიების დასასრულს, გიორგი ალადაშვილმა პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დააჯილდოვა და მათ ქვეყნისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

09/07/2026

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე,
გიორგი ალადაშვილი - რუსთავი 2-ის გადაცემა „შუადღე”-ში

09/07/2026

9 ივლისი დაცვის პოლიციის დღეა

08/07/2026
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, თბილისსა და რეგიონებში, რკინიგზის ობიექტების დაცვის სამმართველოს უმცროსი ინსპექტორის პოზიც...
06/07/2026

დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, თბილისსა და რეგიონებში, რკინიგზის ობიექტების დაცვის სამმართველოს უმცროსი ინსპექტორის პოზიციაზე ვაკანსიებს აცხადებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://125.ge/ge/vacancies

03/07/2026

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, თამარ მიგინეიშვილი -,,იმედის დილის" ეთერში

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ალადაშვილი საქართველოს რკინიგზის ობიექტები...
03/07/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ალადაშვილი საქართველოს რკინიგზის ობიექტების დაცვის უზრუნველყოფის დაწყების პროცესს დაესწრო და დაცვის პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი საქმიანობის წარმატებით განხორციელება უსურვა.

დღეიდან, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით, 76 ლოკაციაზე, 800-ზე მეტი თანამშრომლის ჩართულობით, 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაცვას. მათ შორისაა სარკინიგზო ხიდები, გვირაბები, დეპოები, სარკინიგზო სადგურები და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები.

ამასთან, დაცვის პოლიციის თანამშრომლები სამგზავრო მატარებლების რეისებზე მგზავრთა უსაფრთხო გაცილებასაც უზრუნველყოფენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალადაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერ...
02/07/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალადაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 160-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრს ეწვია და ადგილზე უსაფრთხოების უზურნველყოფის პროცესს გაეცნო.

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს მასშტაბით 12 ქალაქში, 24 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. გამოცდების უსაფრთხო და შეუფერხებელ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები საგამოცდო ცენტრების შიდა და გარე პერიმეტრის დაცვას 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფენ.

დაცვის პოლიცია 2018 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს

Address

Levan Pirtskheliani Street N1
Tbilisi
0159

Telephone

125

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დაცვის პოლიცია 125 / Security Police 125 posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to დაცვის პოლიცია 125 / Security Police 125:

Shortcuts

Share