სახელმწიფო აუდიტის სამსახური/State Audit Office

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახური/State Audit Office

სახელმწიფო აუდიტის სამსახური/State Audit Office Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სახელმწიფო აუდიტის სამსახური/State Audit Office, Government Organization, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი N96, Tbilisi.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიზნებია, ხელი შეუწყოს სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვას და ეფექტიანობას, ეროვნული სიმდიდრის, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრების დაცვას, ასევე საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.

სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

• საჯარო

აუდიტის განხორციელება
• ბიუჯეტის შესრულებისა და ხარჯვის კონტროლი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ვრცელდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, საქართველოს ეროვნულ ბანკზე, სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის და თვითმმართველი ერთეულის მიერ 50 პროცენტი და მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე, სხვა იურიდიულ პირებზე, ფიზიკურ პირებზე, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებზე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანული კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხელმძღვანელობს უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დეკლარირებული ძირითადი პრინციპებით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, საჯაროობა და პროფესიონალიზმი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს.

სამსახური ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე და, ყოველი წლის 1 ივნისამდე, ამზადებს და საკანონმდელო ორგანოს წარუდგენს საქმიანობის წლიურ ანგარიშს.

საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გაბიტაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით სამსა...
30/06/2026

საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გაბიტაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გაბიტაშვილმა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს აუდიტის სამსახურის დღე მიულოცა, მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და და წარმატებები უსურვა. ,,საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აკისრებს უმნიშვნელოვანეს მისიას ხელი შეუწყოს საჯარო მმართველობის ეფექტიანობას და ანგარიშვალდებულებას. ეს მხოლოდ სამართლებრივი ჩანაწერი არ არის. ეს არის ნდობა სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან. სწორედ ამ ნდობას ვემსახურებით თითოეული ჩვენგანი და ჩვენი მიზანიც ძლიერი, გამჭვირვალე და პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს მშენებლობაა. სწორედ ამიტომ, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობის და კეთილსინდისიერებისთვის. მადლობა იმისთვის, რომ ხშირად საზოგადოებისთვის უხილავი შრომით, ქმნით სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს შედეგს“ - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა ღონისძიებაზე.

,,მე მინდა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იყოს თანამედროვე ინსტიტუცია, რომელიც ეფუძნება პროფესიონალიზმს, ინოვაციას, ცოდნასა და მაღალ ეთიკურ სტანდარტებს. მინდა, ჩვენი ანგარიშები ყოველთვის გამოირჩეოდეს მაღალი ხარისხით, ჩვენი რეკომენდაციები რეალურად აუმჯობესებდეს სახელმწიფო მმართველობას. მინდა, საზოგადოება ჩვენში ხედავდეს არა მხოლოდ მაკონტროლებელ ორგანოს, არამედ პარტნიორს, რომელიც სახელმწიფოს უკეთ მუშაობაში ეხმარება. მინდა, რომ თითოეულ თანამშრომელს ჰქონდეს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და იცოდეს, რომ მისი შრომა ფასდება. ძლიერი ინსტიტუცია იქმნება არა მხოლოდ კანონებით, არამედ ადამიანებით და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყველაზე დიდი ძალა სწორედ ნიჭიერი და პროფესიონალი ადამიანები არიან“- აღნიშნა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გენერალურმა აუდიტორმა.

გიორგი გაბიტაშვილმა ღონისძიებაზე ასევე ისაუბრა ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამსახურის გაზრდილ მანდატსა და საკანონმდებლო სიახლეებზე: ,,გასული წლის ბოლოს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაფართოვდა ჩვენი მანდატი და პასუხისმგებლობა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების პროცესში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მნიშვნელოვანი როლი დაეკისრა. ასევე დაგვეკისრა პასუხისმგებლობა ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე. რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირა ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების პაკეტს, რაც გააძლიერებს ჩვენი საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს და მოგვცემს შესაძლებლობას უფრო ეფექტიანები გავხდეთ. ჩვენი სამსახურის სტატუსი და გაზრდილი მანდატი არ არის პრივილეგია, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ამიტომ გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ კანონის, პროფესიული სტანდარტების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესის საფუძველზე. ეს თითოეულ ჩვენგანს მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, და ამავე დროს მეტ შესაძლებლობას გვაძლევს ავამაღლოთ საზოგადოებრივი ნდობა, გავაძლიეროთ აუდიტის სამსახურის ავტორიტეტი და მისი როლი ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფოს მშენებლობაში“.

სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გამოეცხადა და შესაბამისი სიგელები გადაეცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 20 თანამშრომელს: ლია კარკალაია, სალომე ქიმერიძე, ქეთევან გიგილაშვილი, ნათელა შალიკაშვილი, დავით ქუბიაშვილი, ეთერ გვარამაძე, ნოდარ გაბედავა, ზვიად ვარშალომიძე, ირმა ხეცურიანი, ბარამ ონიანი, ვახტანგ პერტაია, გიორგი მურვანიძე, ანა ზავრაშვილი, ნიკოლოზ სხულუხია, თეკლა ონიანი, ირაკლი პეტრიაშვილი, ნინო შუბითიძე, ლიკა გეგეჭკორი, სალომე მანჯგალაძე, ლევან ლობილაძე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პროფესიული დღე - 28 ივნისი - გენერალური აუდიტორის 2026 წლის 27 იანვრის ნორმატიული აქტით დაწესდა. ეს თარიღი დაკავშირებულია 1918 წლის 28 ივნისთან, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში შეიქმნა სახელმწიფო კონტროლიორის სამსახური, რომლის მისია 1918-1921 წლებში იყო კონტროლისა და ბალანსის სისტემის ინსტიტუციონალიზაცია, საჯარო ანგარიშვალდებულებების დონის ამაღლება, კანონის უზენაესობის გაძლიერება და კორუფციის შემცირება.

27/06/2026
გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გაბიტაშვილმა, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე და პლენარულ სხდომაზე სა...
25/06/2026

გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გაბიტაშვილმა, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე და პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

2025 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილება გადაეცა აუდიტის სამსახურს, შესაბამისად გაიზარდა სამსახურის მანდატი და ინსტიტუციური როლი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიეცა შესაძლებლობა უფრო კომპლექსურად მართოს საჯარო სექტორში არსებული რისკები.

გენერალურმა აუდიტორმა ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა რომ, 2025 წელს ჩაატარა 44 აუდიტი, მათ შორის: 5 − ფინანსური, 26 − შესაბამისობის, 3 − უწყებათაშორისი შესაბამისობის და 10 ეფექტიანობის. ჩატარებული ფინანსური აუდიტებით დაიფარა 28.5 მლრდ ლარზე მეტი, რაც ნაერთი ბიუჯეტის 95%-ია.

გიორგი გაბიტაშვილმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ ,,ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილი დარღვევების თანხობრივმა მაჩვენებელმა საერთო ჯამში, 36.5 მლნ ლარი შეადგინა, რომელიც სისტემური ხასიათის ნაკლოვანებებს მოიცავს და ძირითადად უკავშირდება საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებს.“

გენერალურმა აუდიტორმა ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შედეგებზე და აღნიშნა, რომ რეკომენდაციების შესრულებით 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებული, დაზოგილი და დამატებით მობილიზებულია 11.8 მლნ ლარი.

აუდიტის სამსახურისთვის სიახლეს წარმოადგენს რეალურ დროში ჩატარებული აუდიტი. რეალურ დროში ჩატარებული აუდიტების შედეგად სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზებისა და არასწორად განსაზღვრული საჭიროებების გამო, შეწყდა 9.2 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი. შესაბამისად, თავიდან იქნა აცილებული საბიუჯეტო რესურსის არაეკონომიური გამოყენება.

გიორგი გაბიტაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურას შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა 17 აუდიტის ანგარიში/კონკრეტული ინფორმაცია. 13 შემთხვევაში დაიწყო გამოძიება, 4 საკითხი კი დაერთო მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს. პროკურატურაში გადაგზავნილი მასალები თანხობრივ გამოხატულებაში 80 მლნ ლარს შეადგენს.

ანგარიშში ასევე აღინიშნა რომ 2025 წელს აუდიტის სამსახურმა პირველად ჩაატარა სახელმწიფოს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რითაც სრულ შესაბამისობაში მოვიდა საერთაშორისო პრაქტიკასთან.

ანგარიშში ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო საწარმოების აუდიტზე, რაც სამსახურის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ მიმართულებად რჩება. ,,2025 წელს სამსახურმა ჩაატარა 7 სახელმწიფო საწარმოს ინდივიდუალური შესაბამისობის აუდიტი, 3 სისტემური შესაბამისობის და 1 ეფექტიანობის აუდიტი სახელმწიფო საწარმოებში. შედეგად, ჩვენ უკვე 2025 წლის ბოლოს მივუახლოვდით 2027 წლისთვის სტრატეგიით დაგეგმილ მიზნობრივ ნიშნულს“ - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

გენერალურმა აუდიტორმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ისაუბრა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტორულ შემოწმებაზე. აღნიშნა, რომ 2025 წელს განხორციელდა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული მსხვილი პროექტის − „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის“ ფინანსური აუდიტი და ასევე, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შედეგებისა და ინდიკატორების მიღწევის დამოუკიდებელი ვერიფიკაცია. მიმდინარე წელს კი სამსახურმა დაიწყო აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული კაპიტალური პროექტის აუდიტი. გენერალური აუდიტორის განცხადებით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ეს აღიარება აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების მაღალ ხარისხსა და სტანდარტზე მიუთითებს.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ გენერალურმა აუდიტორმა პარლამენტის წევრების კითხვებს უპასუხა.

„სამსახური განაგრძობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტს ჩვენს რეგიონში. ვთვლით, რომ საერთ...
25/06/2026

„სამსახური განაგრძობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტს ჩვენს რეგიონში. ვთვლით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარება ჩვენს მიერ ჩატარებული აუდიტების მაღალ ხარისხსა და სტანდარტზე მიუთითებს. 2025 წელს ჩვენ ჩავატარეთ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული მსხვილი პროექტის − „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის“ ფინანსური აუდიტი და ასევე, განვახორციელეთ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შედეგებისა და ინდიკატორების მიღწევის დამოუკიდებელი ვერიფიკაცია. ახლახანს წარმატებით დასრულდა მიმდინარე მოლაპარაკებები აზიის განვითარების ბანკთან, რის შედეგადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო საფინანსო ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული ერთი კაპიტალური პროექტის აუდიტი“ - განაცხადა საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გაბიტაშვილმა საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას

ანგარიში იხილეთ: https://www.sao.ge/ka/about-us/Annual-Reports

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2020-2025 წლებში გასცა 3,200-ზე მეტი რეკომენდაცია. რეკომენდაციების 79% სრულად ან ნაწილობრი...
25/06/2026

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2020-2025 წლებში გასცა 3,200-ზე მეტი რეკომენდაცია. რეკომენდაციების 79% სრულად ან ნაწილობრივად არის შესრულებული, 11% - მიმდინარეა, ხოლო 10% - შეუსრულებელია. რეკომენდაციების შესრულების დადებითი ტენდენცია შეინიშნება ცენტრალური ხელისუფლების დონეზე გაცემულ რეკომენდაციებზე, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 47%-დან 61%-მდე გაიზარდა. გამოწვევად რჩება მუნიციპალიტეტებზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა, სადაც რეკომენდაციების მხოლოდ 36%-ია შესრულებული, ნაწილობრივ შესრულებულია - 43%, მიმდინარეა - 6%, ხოლო შეუსრულებელია - 15%

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში იხილეთ: https://www.sao.ge/ka/about-us/Annual-Reports

აუდიტის სამსახურის კიდევ ერთი სტრატეგიული მიმართულებაა სახელმწიფო საწარმოების აუდიტი. სამსახურის გაცხადებული მიზანია, სტ...
25/06/2026

აუდიტის სამსახურის კიდევ ერთი სტრატეგიული მიმართულებაა სახელმწიფო საწარმოების აუდიტი. სამსახურის გაცხადებული მიზანია, სტრატეგიის პერიოდში (2023-2027 წლებში) განახორციელოს 20 მსხვილი სახელმწიფო საწარმოს აუდიტი. მხოლოდ 2025 წელს სამსახურმა ჩაატარა 7 სახელმწიფო საწარმოს ინდივიდუალური შესაბამისობის აუდიტი, 3 სისტემური შესაბამისობის და 1 ეფექტიანობის აუდიტი სახელმწიფო საწარმოებში. შედეგად, აუდიტის სამსახური 2025 წლის ბოლოს მიუახლოვდა 2027 წლისთვის სტრატეგიით დაგეგმილ მიზნობრივ ნიშნულს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში: https://www.sao.ge/ka/about-us/Annual-Reports

2025 წელს ჩატარდა 29 შესაბამისობის აუდიტი, რომლის ფარგლებშიც დაიფარა 3.2 მლრდ ლარი. აუდიტის სამსახურის პრიორიტეტული მიმა...
25/06/2026

2025 წელს ჩატარდა 29 შესაბამისობის აუდიტი, რომლის ფარგლებშიც დაიფარა 3.2 მლრდ ლარი.

აუდიტის სამსახურის პრიორიტეტული მიმართულებაა საჯარო სექტორში არსებული სისტემური ხასიათის ნაკლოვანებების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. ამ მიზნით სამსახური იყენებს სისტემური, ე.წ. უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტის ინსტრუმენტს, რომლის ფარგლებშიც თემატურად იფარება ათეულობით საბიუჯეტო ორგანიზაცია, განსხვავებით ტრადიციული შესაბამისობის აუდიტისა. სისტემური შესაბამისობის აუდიტების ჩატარება ზრდის აუდიტის შედეგად მოტანილ სარგებელს მისი მასშტაბის ეფექტიდან გამომდინარე. 2025 წელს ჩატარდა 3 უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტი, რომელთა ფარგლებშიც შესწავლილ იქნა საჯარო უწყებების ადმინისტრაციული ხარჯები სახელმწიფოს ყველა დონეზე - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშში

საქმიანობის ანგარიში იხილეთ: https://www.sao.ge/ka/about-us/Annual-Reports

2025 წელს მაღალი რისკის შემცველი გარემოებებიდან გამომდინარე, შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეგზავნა 17 აუდიტის...
25/06/2026

2025 წელს მაღალი რისკის შემცველი გარემოებებიდან გამომდინარე, შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეგზავნა 17 აუდიტის ანგარიში/კონკრეტული ინფორმაცია. აქედან 13 შემთხვევაში დაიწყო გამოძიება ახალ სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო 4 საკითხი დაერთო უკვე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს. პროკურატურაში გადაგზავნილი მასალები თანხობრივ გამოხატულებაში 80 მლნ ლარს შეადგენს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში იხილეთ: https://www.sao.ge/ka/about-us/Annual-Reports

2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პირველად განახორციელა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების კონ...
25/06/2026

2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პირველად განახორციელა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რაც არსებითად განსხვავდება წინა წლების პრაქტიკისგან, როდესაც ფინანსური აუდიტი ტარდებოდა ინდივიდუალური სამინისტროების დონეზე. აღნიშნულის შედეგად ნაერთი ბიუჯეტის თანხობრივი დაფარვის მაჩვენებელი 95%-მდე გაიზარდა და შესაძლებელი გახდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებითა და შეფასებებით განსაზღვრული მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების ფარგლებში, როგორებიცაა, უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საქმიანობის შეფასების ჩარჩო (SAI-PMF), საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ფისკალური გამჭვირვალობის შეფასება და სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების შეფასება (PEFA) - აღნიშნულია აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში იხილეთ: https://www.sao.ge/ka/about-us/Annual-Reports

სამსახურის მიერ რეალურ დროში ჩატარებული აუდიტების ფარგლებში განხორციელებული შესწავლის შედეგად, სატენდერო დოკუმენტაციაში ...
25/06/2026

სამსახურის მიერ რეალურ დროში ჩატარებული აუდიტების ფარგლებში განხორციელებული შესწავლის შედეგად, სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზებისა და არასწორად განსაზღვრული საჭიროებების გამო, შეწყდა 9.2 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი. შესაბამისად, თავიდან იქნა აცილებული საბიუჯეტო რესურსის არაეკონომიური გამოყენება - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში იხილეთ: https://www.sao.ge/ka/about-us/Annual-Reports

Address

წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი N96
Tbilisi
0144

Opening Hours

Monday 09:30 - 18:30
Tuesday 09:30 - 18:30
Wednesday 09:30 - 18:30
Thursday 09:30 - 18:30
Friday 09:30 - 18:30

Telephone

+995322438438

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სახელმწიფო აუდიტის სამსახური/State Audit Office posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სახელმწიფო აუდიტის სამსახური/State Audit Office:

Shortcuts

Share