სემეკი - ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სემეკი - ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია

სემეკი -  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია სემეკის ოფიციალური გვერდი • GNERC official page

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიზანია, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების განვითარებას.
დარგის ეფექტურად რეგულირების მიზნით შექმნას სამართლებრივი საფუძვლები და დააბალანსოს რეგულირების სფეროში შემავალი საწარმოებისა და მომხმარებლების ინტერესები.
ტარიფების დადგენის პ

როცესში დანერგოს გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის ახალი სტანდარტები.
კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებს არეგულირებს. კომისია დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისგან და მოქმედებს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.
მომხმარებელთა უფლებების დაცვა სემეკის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია. კომისიის მიზანია, რომ თითოეული გადაწყვეტილების მიღება მოხდეს კანონმდებლობის სრული დაცვით და არ დაზარალდეს არც მომხმარებლის და არც კომპანიის კანონიერი ინტერესი.

🟢სემეკმა საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. კომისიამ იმსჯელა წყალმომარაგების სისტემებსა ...
13/08/2026

🟢სემეკმა საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. კომისიამ იმსჯელა წყალმომარაგების სისტემებსა და ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელებთან ახალი ობიექტების მიერთების ვადების საკითხებზე.

📣 ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და საირიგაციო წყლის მომხმარებელთა საყურადღებოდ: თუ ადგილი აქვს თქვენი უფლებების დარღვევას, მიმართეთ სემეკის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტს.

📌კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც სემეკის ქოლცენტრში ნომერზე ☎️16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზე. სემეკისთვის განცხადებებით მიმართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, ასევე, იუსტიციის სახლის მეშვეობით.

#სემეკი
#როცაბალანსიდაცულია

10/08/2026

💧 „საქართველოს მელიორაციის“ 3 ახალი სერვისი იუსტიციის სახლში

იუსტიციის სახლისა და სემეკ-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში უკვე შეგიძლიათ:

🔹️ ახალი წყალმომარაგების განრიგის შეთანხმება;
🔹️ არსებული განრიგის შეცვლა;
🔹️ განრიგის გაუქმება.

👤 სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს (მიწის მესაკუთრეებს ან დროებით მფლობელებს).

📌 აუცილებელია, პირი დარეგისტრირებული იყოს „საქართველოს მელიორაციის“ ბაზაში და ჰქონდეს მომხმარებლის უნიკალური ნომერი.

📍 სერვისები ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლის 127 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.

💧 3 New Services of LLC Georgian Amelioration at the Public Service Hall

As part of a joint project of the Public Service Hall and GNERC, you can now:

🔹️ Agree on a new water supply schedule;
🔹️ Change an existing schedule;
🔹️ Cancel a schedule.

👤 The services are available to both individuals and legal entities (landowners or temporary landholders).

📌 To use the services, a person must be registered in the LLC Georgian Amelioration database and have a unique customer number.

📍 The services are available at 127 Public Service Hall branches and Mobile Public Service Halls.

08/08/2026
🟢საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 აგვისტოს საჯარო სხდომაზე დღის ...
05/08/2026

🟢საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 აგვისტოს საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 43 საკითხი განიხილა. კომისიამ იმსჯელა ახალი მომხმარებლების ელექტროენერგიის ქსელთან და წყალმომარაგების სისტემებთან მიერთების საკითხებზე.

➡ თუ თვლით რომ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებში ირღვევა თქვენი უფლებები, მიმართეთ სემეკის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტს.

📍 კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სემეკის ქოლცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდის საშუალებით.
📢 სემეკისთვის განცხადების გაგზავნა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე იუსტიციის სახლის მეშვეობით

🟢საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 31 ივლისის საჯარო სხდომაზე დღის ...
31/07/2026

🟢საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 31 ივლისის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 40 საკითხი განიხილა.

🟩კომისიამ იმსჯელა ახალი მომხმარებლების ელექტროენერგიის ქსელთან და წყალმომარაგების სისტემებთან მიერთების საკითხებზე, ასევე ნორმატიულ აქტებში შესატან ცვლილებებზე.

➡ თუ თვლით რომ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებში ირღვევა თქვენი უფლებები, მიმართეთ სემეკის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტს.

📍 კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სემეკის ქოლცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდის საშუალებით.

📢 სემეკისთვის განცხადების გაგზავნა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე იუსტიციის სახლის მეშვეობით

მელიორაციის სექტორში ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს დანერგვის პირველი ეტაპი უკვე განხორციელებულია.დამტკიცდა:✔️ მომსახურების...
31/07/2026

მელიორაციის სექტორში ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს დანერგვის პირველი ეტაპი უკვე განხორციელებულია.

დამტკიცდა:
✔️ მომსახურების წესები;
✔️ სატარიფო მიდგომა;
✔️ მომხმარებელზე ორიენტირებული პრაქტიკული მექანიზმები.

შემდეგი ეტაპი მოიცავს:
📌 არსებული ჩარჩოს თანმიმდევრულ აღსრულებას;
📌 პირველი სატარიფო წლის გამოცდილების ანალიზს;
📌 მონაცემთა სიზუსტისა და სანდოობის გაუმჯობესებას;
📌 იმ საკითხების გადაწყვეტას, რომლებიც საკანონმდებლო ან პოლიტიკურ ცვლილებებს საჭიროებს.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება:
🌾 წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების განვითარებას;
📊 აღრიცხვიანობის გაძლიერებას;
💧 მიწოდების პირობების პრაქტიკულ შესრულებას;
📈 მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესებას;
💧სწორი მოლოდინის შექმნას;
⚖️სამართლიანობისა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვას.

🤝 სემეკი აგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, შპს „საქართველოს მელიორაციასთან“ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მელიორაციის სექტორის მართვა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობას, ეკონომიკურ მდგრადობას, ანგარიშვალდებულებასა და მომხმარებლის უფლებების დაცვას.

📍სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს🟠საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირ...
31/07/2026

📍სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

🟠საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგების ფუნდამენტური პრინციპის დარღვევის, ტარიფის თვითნებური გაზრდისა და სალიცენზიო ვალდებულებების განგრძობად შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან უქმდება გაზგამანაწილებელი კომპანია შპს „მამედის“ სახელზე გაცემული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია.

➡ კომისიის გადაწყვეტილებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოში არსებული ბუნებრივი გაზის აბონენტების უწყვეტი და უსაფრთხო მომარაგების მიზნით, მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის განაწილების მომსახურების გაწევას იმ მომხმარებლებისთვის, რომელთა გაზმომარაგებასაც ახორციელებდა შპს „მამედი“.

💧 გამჭვირვალე ტარიფი ნიშნავს, რომ მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, რას იხდის და რა მომსახურებას იღებს, ასევე რა თანხით აფინა...
28/07/2026

💧 გამჭვირვალე ტარიფი ნიშნავს, რომ მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, რას იხდის და რა მომსახურებას იღებს, ასევე რა თანხით აფინანსებს სახელმწიფო.

სემეკის მიერ დადგენილმა სატარიფო მიდგომამ შესაძლებელი გახადა სამელიორაციო მომსახურების ეკონომიკურად დასაბუთებული ღირებულების, ასევე სუბსიდიის ნათლად წარმოჩენა.

🧾 ქვითარში მომხმარებელი ხედავს:

✔️ მომსახურების სრულ ღირებულებას;
✔️ საკუთარ გადასახდელ ნაწილს;
✔️ სახელმწიფო მხარდაჭერის (სუბსიდიის) შესაბამის წილს.
ეს მოდელი აძლიერებს მიმწოდებლის ანგარიშვალდებულებას მომხმარებლის წინაშე.

👨‍🌾 ფერმერს უკეთ შეუძლია დაინახოს, რა მომსახურება მიიღო, როგორ მოხდა დარიცხვა და რა ნაწილს ფარავს სახელმწიფო მხარდაჭერა.

✅ გამჭვირვალე სისტემა ქმნის საფუძველს დროული, ხარისხიანი და წესების შესაბამისი წყალმომარაგების მოთხოვნისთვის.

❗️ სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო  🔻საქართველოს ე...
24/07/2026

❗️ სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო

🔻საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, საჯარო სხდომაზე განიხილა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიიღო გადაწყვეტილება 24 ივლისს საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლის შესახებ.

➡ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის შესწავლის ფარგლებში, სემეკის შემსწავლელ ჯგუფს მიენიჭა შეუზღუდავი წვდომა რეგულირებული საწარმოების მონაცემებსა და შესაბამის ინფორმაციებზე.

📍 მიმდინარე წლის 24 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. შედეგად, თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში დროებით შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

🟢საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 24 ივლისის საჯარო სხდომაზე დღის ...
24/07/2026

🟢საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 24 ივლისის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 32 საკითხი განიხილა.

🟩კომისიამ იმსჯელა მოქალაქეებსა და კომუნალურ კომპანიებს შორის არსებული დავების, სალიცენზიო პირობების შესრულების, ახალი მომხმარებლების ელექტროენერგიის ქსელთან და წყალმომარაგების სისტემებთან მიერთების საკითხებზე.

➡ თუ თვლით რომ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებში ირღვევა თქვენი უფლებები, მიმართეთ სემეკის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტს.

📍 კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სემეკის ქოლცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდის საშუალებით.

📢 სემეკისთვის განცხადების გაგზავნა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე იუსტიციის სახლის მეშვეობით

Address

ადამ მიცკევიჩის ქ. 19/19 A. Mitskevichi Str
Tbilisi
0194

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322420180

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სემეკი - ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სემეკი - ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია:

Shortcuts

Share