მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე"

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე"
მონადირეებო!ნადირობის მოსაკრებელი წელს კვლავიდებურად იქნება 10 ლარი. ზოგმა დაიწყო 150 ლარის გადახდა თვითნებურად. დაელოდე...
10/07/2026

მონადირეებო!
ნადირობის მოსაკრებელი წელს კვლავიდებურად იქნება 10 ლარი. ზოგმა დაიწყო 150 ლარის გადახდა თვითნებურად. დაელოდეთ მინისტრის ბრძანებას და მხოლოდ მას შემდეგ გადაიხადეთ მოსაკრებელი, ნადირობის სეზონი სავარაუდოთ გაიხსნება 22აგვისტოს, შესაბამისად ამ თვის ბოლოს გამოქვეყნდება მინისტრის ბრძანებაც. ქვოტები და სეზონები არ იცვლება. ნუ აყვებით ჭორებს. ისარგებლეთ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ინფორმაციით

გაცნობებთ, რომ 2026-2027 წლების სანადირო სეზონის განმავლობაში, გადამფრენ ფრინველზე ნადირობის მოსაკრებელი კვლავინდებურად რჩება 10₾. გთხოვთ დაეყრდნოთ მხოლოდ სამინისტროს ოფიციალურ საიტებზე განთავსებულ ინფორმაციას.

ღრმა მწუხარებით გაცნობებთ ცნობილი მონადირისა და კინოლოგის, ბატონ გიული ცხვედიანის გარდაცვალების შესახებ. მისი სახელი მრა...
15/12/2025

ღრმა მწუხარებით გაცნობებთ ცნობილი მონადირისა და კინოლოგის, ბატონ გიული ცხვედიანის გარდაცვალების შესახებ. მისი სახელი მრავალი წლის განმავლობაში ასოცირდებოდა ნადირობის კულტურასთან, ქართული სანადირო ტრადიციების დაცვასა და კინოლოგიის განვითარებასთან.

ბატონი გიული იყო გამორჩეული პროფესიონალი, უდიდესი გამოცდილებისა და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი, რომლის ცოდნა და პრაქტიკა არაერთ თაობას ემსახურებოდა. იგი იყო ღირსეული მაგალითი ნამდვილი მონადირისა — ეთიკური, ბუნების დამცველი და საქმის ერთგული.

კლუბი „ოჩოპინტრე“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამ დიდი დანაკლისის გამო და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share