United Water Supply Company • წყალმომარაგების კომპანია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • United Water Supply Company • წყალმომარაგების კომპანია

United Water Supply Company • წყალმომარაგების კომპანია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

ოფიციალური გვერდი / Official Page

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელით მომსახურებას ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ქ. თბილისის, ქ. მცხეთის, ქ. რუსთავის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს წყლის მოპოვებას, დამუშვებას და მიწოდებას. წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების პროექტირებას, მშენებლობას, ექსპლუატაციასა და ოპერირებას.


კომპანიის მიზანია მოსახლეობისათვის ხარისხიანი სასმელი წყლის უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში მიწოდება. კომპანიის ოპერირების არეალში არსებულ ყველა ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწესრიგება, გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა.

ცხელი ხაზი: 032 293 00 00

🔹 წყალმომარაგების კომპანია აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ლოგისტიკის დეპარტამენტის ლოგისტიკის სამსახურის უფროსის პოზიციაზე...
24/08/2026

🔹 წყალმომარაგების კომპანია აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ლოგისტიკის დეპარტამენტის ლოგისტიკის სამსახურის უფროსის პოზიციაზე
💻ვრცლად იხილეთ: https://water.gov.ge/news/full/10019

🔷წყალმომარაგების კომპანია აცხადებს კანდიდატთა შერჩევას  შემდეგ პოზიციებზე: 🔹სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამუშაო...
24/08/2026

🔷წყალმომარაგების კომპანია აცხადებს კანდიდატთა შერჩევას შემდეგ პოზიციებზე:
🔹სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის I კატეგორიის მთავარი სპეციალისტი
💻ვრცლად იხილეთ: https://water.gov.ge/news/full/10016
🔹სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
💻ვრცლად იხილეთ: https://water.gov.ge/news/full/10017
🔹სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ანგარიშგებისა და ბაზრის კვლევის სამსახურის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
💻ვრცლად იხილეთ: https://water.gov.ge/news/full/10018

23/08/2026

❗️ ქალაქ ხაშურში, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, კონტრაქტორი კომპანიის მიერ ძველი რეზერვუარის დემონტაჟის პროცესში სასმელი წყლის ქსელი მექანიკურად დაზიანდა, რის შედეგადაც წყლის ხარისხი დროებით ვერ აკმაყოფილებს მოქმედი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, წყალმომარაგება დროებით შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები.

სამუშაოების დასრულებისა და ქსელის შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ, წყალმომარაგება ხვალ, 24 აგვისტოს, დილის 08:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული შემთხვევა გამოწვეულია სასმელი წყლის ქსელის მექანიკური დაზიანებით და არ უკავშირდება წყალარინების სისტემას.

ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის

21/08/2026

მცხეთის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში წყალმომარაგების სისტემის სრულმასშტაბიანი განახლება მიმდინარეობს

Send a message to learn more

💧 მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ცხვარიჭამიაში, თეზამსა და კევლიანში წყალმომარაგების ახალი ინფრასტრუქტურა შენდება.🏗️...
21/08/2026

💧 მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ცხვარიჭამიაში, თეზამსა და კევლიანში წყალმომარაგების ახალი ინფრასტრუქტურა შენდება.

🏗️ პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი რეზერვუარი, სატუმბი სადგური, 11 კმ - მდე მაგისტრალური მილსადენი და 63 კმ - მდე წყალმომარაგების ქსელი.

🏠 სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2 400 - მდე ოჯახი 24 - საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტის ღირებულება 11 მილიონ ლარამდეა, სამუშაოები კი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
💻იხილეთ ვრცლად: https://water.gov.ge/news/full/10015

🔹 ლაგოდეხში დაგეგმილი წყალმომარაგების პროექტის საჯარო განხილვას ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე და წყ...
06/08/2026

🔹 ლაგოდეხში დაგეგმილი წყალმომარაგების პროექტის საჯარო განხილვას ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე და წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული დაესწრნენ.

🔹 შეხვედრის მონაწილეებს წყალმომარაგების არსებული სისტემის მდგომარეობა, წყლის რესურსის გაზრდის შესაძლებლობები და ხარისხიანი წყალმომარაგებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული ღონისძიებები გააცნეს.

🔹 საჯარო განხილვებზე მოსახლეობის მიერ გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები შესაბამისი სპეციალისტების მიერ შეფასდება და პროექტის საბოლოო ტექნიკური გადაწყვეტის განსაზღვრისას იქნება გათვალისწინებული.

ვრცლად იხილეთ: https://water.gov.ge/news/full/10004

🔹 ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე და წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული სექტორში მომ...
31/07/2026

🔹 ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე და წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული სექტორში მომუშავე საპროექტო და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

🔹 შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, სექტორში არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის შესაძლებლობები;

🔹 ყურადღება გამახვილდა დამატებით 80-მდე სოფელში წყალმომარაგების პროექტებისა და 16 მუნიციპალიტეტში წყალარინებისა და გამწმენდი ნაგებობების სისტემების განვითარებაზე;

🔹 მხარეებმა პროექტირების ხარისხის გაუმჯობესების, ეფექტიანი სამუშაო გარემოს შექმნისა და მსგავსი შეხვედრების რეგულარულად გამართვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
იხილეთ ვრცლად: https://water.gov.ge/news/full/10002

🔹 არმაზის დასახლებასა და სოფელ ქსანში წყალმომარაგების თანამედროვე სისტემების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.🔹 პროექტი სახ...
30/07/2026

🔹 არმაზის დასახლებასა და სოფელ ქსანში წყალმომარაგების თანამედროვე სისტემების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

🔹 პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია.

🔹 სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, რის შედეგადაც მოსახლეობა სტაბილური და უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

💻ვრცლად იხილეთ: https://water.gov.ge/news/full/10001

🏗️ ქალაქ ხაშურში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კო...
28/07/2026

🏗️ ქალაქ ხაშურში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული და ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი გაეცნენ. პროექტი ქალაქ ხაშურსა და მიმდებარე სოფლებს-ცხრამუხას, ზემო და ქვემო ოსიაურს მოიცავს.

🚰 პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება, წყალარინების ქსელის მოწყობა, სათავე ნაგებობების, რეზერვუარების, ჭაბურღილებისა და მაგისტრალური მილსადენების მშენებლობა. პარალელურად ხორციელდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და 2.5-კილომეტრიანი ბაიპასის პროექტირება-მშენებლობა, ხოლო გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე მზის პანელები მოეწყობა.

🏘️ დასრულდა წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებზე დასაერთებელი, პროექტის მიღმა დარჩენილი საცხოვრებელი სახლების აღწერა- სამუშაოები 250 ქუჩაზე ჩატარდა. მიღებული მონაცემები მუშავდება და აბონენტების პროექტში ეტაპობრივი ინტეგრირება გაგრძელდება. პარალელურად, მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ გზებზე ქსელების მიერთებები წინასწარ სრულდება, რათა ახლად მოწყობილი გზების ხელახალი დაზიანება თავიდან იქნეს აცილებული.

💧პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქ ხაშურის, სოფელ ცხრამუხას, ზემო და ქვემო ოსიაურის 44 000-მდე ბენეფიციარი 24-საათიანი წყალმომარაგებითა და თანამედროვე, გამართული წყალარინების ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

💻ვრცლად იხილეთ: https://water.gov.ge/news/full/9999

Address

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, #5
Tbilisi
0186

Alerts

Be the first to know and let us send you an email when United Water Supply Company • წყალმომარაგების კომპანია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to United Water Supply Company • წყალმომარაგების კომპანია:

Shortcuts

Share