22/07/2026
🏗️ ADB-ის „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ პროგრამის ფარგლებში, თელავის კოლეჯ „პრესტიჟში“ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
📍 პროექტის ფარგლებში, თელავის კოლეჯი „პრესტიჟი“ პროფესიულ ჰაბად გარდაიქმნება, სადაც პროფესიული განათლებისთვის საჭირო თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სასწავლო სივრცეები და სახელოსნო-ლაბორატორიები მოეწყობა.
🎯 პროექტის მიზანია თანამედროვე, უსაფრთხო და პრაქტიკულ სწავლებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, სადაც ახალგაზრდებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, ადგილზე დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს, განივითარონ პრაქტიკული უნარები და გაზარდონ დასაქმების შესაძლებლობები.
#თანამედროვეუნარები #უკეთესიდასაქმებისთვის #პროფესიულიგანათლება