17/07/2026
🔷 თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე უძღვებოდა.
✅ კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და დედაქალაქის კიდევ რამდენიმე უსახელო ქუჩისა და გასასვლელისთვის სახელების მინიჭების შესახებ იმსჯელეს. საკითხები კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ წარუდგინა.
🔵 სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს საკითხი თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, ნიკო მუსხელიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ფიზიკა-მათემატიკოსი, აკადემიკოსის ირაკლი გვერდწითელის სახელის მინიჭების შესახებ. ასევე, ჩუღურეთის რაიონში, არსენალის მთის ქუჩისთვის და ახალარსენალის I ქუჩისთვის არსენალის მთის სახელის მინიჭების შესახებ.
✅ იმსჯელეს საკითხზე თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალაში, იოსებ კეჭაყმაძის I ჩიხის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და სამი ჩიხისთვის მწერლისა და მეცნიერის აკაკი გაწერელიას სახელის მინიჭებისა და ამავე რაიონში, თხინვალაში, ნუგზარ აფხაიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საოპერო მომღერლის მედეა ამირანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ.
🔵 სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს საკითხი დედაქალაქში, საბურთალოს რაიონში, ოლა სოლოღაშვილის ქუჩის გაგრძელებისა და ქუჩასთან მდებარე უსახელო ჩიხისთვის ოლა სოლოღაშვილის II ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ. იმსჯელეს ამავე რაიონში არსებული ლისის და აკაციის ქუჩებთან არსებული უსახელო ჩიხების სახელდების და მაგნოლიის II, III და IV შესახვევების გაგრძელების შესახებ.
🔷 კომისიის სხდომაზე ასევე განიხილეს საკითხი ისნის რაიონში, ვარლამ ჩერქეზიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის სამხედრო ექიმის, გენერალ მაიორის ალექსანდრე რამიშვილის სახელის მინიჭების შესახებ და ამავე რაიონში ბესიკ გეთიას ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის ბესიკ გეთიას I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ.
🔵 ამას გარდა, დედაქალაქის სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა სახელების უკვდავყოფის მიზნით საკითხები განხილვას. კერძოდ, კომისიის დღევანდელ სხდომაზე განხილულ იქნა საკითხი თბილისში, ისნის რაიონში, სამრეწველო დასახლების I ქუჩის IV შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბადრი შალიკაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ.
✅ დღესვე, კომისიის წევრებმა გლდანის რაიონში, ტაძრის ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო ჩიხისთვის ტაძრის I და II ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელეს.