სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია / Denomination and Symbols Commission

  • Home
  • სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია / Denomination and Symbols Commission

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია / Denomination and Symbols Commission ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ოფიციალური გვერდი

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლოების საკითხების შესწავლის მიზნით შექმნილია სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს.
კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება:
1. დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდება
2. დედაქალაქის გერბის, დროშის, ჰი

მნის და სხვა ახალი სიმბოლოების შემოღება, მათი გამოყენებისა და გამოსახვის წესების განსაზღვრა.
3. ჰერალდიკის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა.

🔷 თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე უ...
17/07/2026

🔷 თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე უძღვებოდა.

✅ კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და დედაქალაქის კიდევ რამდენიმე უსახელო ქუჩისა და გასასვლელისთვის სახელების მინიჭების შესახებ იმსჯელეს. საკითხები კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ წარუდგინა.

🔵 სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს საკითხი თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, ნიკო მუსხელიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ფიზიკა-მათემატიკოსი, აკადემიკოსის ირაკლი გვერდწითელის სახელის მინიჭების შესახებ. ასევე, ჩუღურეთის რაიონში, არსენალის მთის ქუჩისთვის და ახალარსენალის I ქუჩისთვის არსენალის მთის სახელის მინიჭების შესახებ.

✅ იმსჯელეს საკითხზე თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალაში, იოსებ კეჭაყმაძის I ჩიხის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და სამი ჩიხისთვის მწერლისა და მეცნიერის აკაკი გაწერელიას სახელის მინიჭებისა და ამავე რაიონში, თხინვალაში, ნუგზარ აფხაიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საოპერო მომღერლის მედეა ამირანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ.

🔵 სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს საკითხი დედაქალაქში, საბურთალოს რაიონში, ოლა სოლოღაშვილის ქუჩის გაგრძელებისა და ქუჩასთან მდებარე უსახელო ჩიხისთვის ოლა სოლოღაშვილის II ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ. იმსჯელეს ამავე რაიონში არსებული ლისის და აკაციის ქუჩებთან არსებული უსახელო ჩიხების სახელდების და მაგნოლიის II, III და IV შესახვევების გაგრძელების შესახებ.

🔷 კომისიის სხდომაზე ასევე განიხილეს საკითხი ისნის რაიონში, ვარლამ ჩერქეზიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის სამხედრო ექიმის, გენერალ მაიორის ალექსანდრე რამიშვილის სახელის მინიჭების შესახებ და ამავე რაიონში ბესიკ გეთიას ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის ბესიკ გეთიას I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ.

🔵 ამას გარდა, დედაქალაქის სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა სახელების უკვდავყოფის მიზნით საკითხები განხილვას. კერძოდ, კომისიის დღევანდელ სხდომაზე განხილულ იქნა საკითხი თბილისში, ისნის რაიონში, სამრეწველო დასახლების I ქუჩის IV შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბადრი შალიკაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ.

✅ დღესვე, კომისიის წევრებმა გლდანის რაიონში, ტაძრის ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო ჩიხისთვის ტაძრის I და II ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელეს.

04/07/2026

თბილისში, მსახიობ ზურაბ ქაფიანიძის სახელობის სკვერი გაიხსნა

🔵 თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, დღეს ცნობილი ქართველი მსახიობის ზურაბ ქაფიანიძის ს...
04/07/2026

🔵 თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, დღეს ცნობილი ქართველი მსახიობის ზურაბ ქაფიანიძის სახელობის სკვერი გაიხსნა. სკვერის გახსნა სიმბოლურად ზურაბ ქაფიანიძის ხსოვნის დღეს განხორციელდა. დედაქალაქში უკვე არსებობს მსახიობის სახელობის ქუჩა.

🔷 ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე.

✅ „თბილისის საკრებულოს ინიციატივით, დღეს გავხსენით ცნობილი ქართველი მსახიობის ზურაბ ქაფიანიძის სახელობის სკვერი იმ უბანში, სადაც მსახიობი ცხოვრობდა და ძალიან უყვარდა. ზურაბ ქაფიანიძე იყო როგორც გამორჩეული მსახიობი, ასევე გამორჩეული ადამიანი. მან არაერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა ქართულ კინოში. სიმბოლურია, რომ ზურაბ ქაფიანიძის სკვერი სწორედ მისი გარდაცვალების დღეს გაიხსნა"- განაცხადა ლევან აბაშიძემ.

🔵 დამსწრე საზოგადოებას მიმართეს ასევე ზურაბ ქაფიანიძის ოჯახის წევრებმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ, პარლამენტის წევრმა ირმა ზავრადაშვილმა, თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა შოთა ქევხიშვილმა, პოეტებმა და მსახიობებმა.

🔷 სკვერის გახსნის ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები, დიდუბის რაიონის გამგებელი და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

26/06/2026
🔵 თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარ...
18/06/2026

🔵 თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ წარადგინა.
სხდომას საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

✔️ გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვაზე მხარი დაუჭირეს მთაწმინდის რაიონში, გიორგი ლეონიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ბაღისთვის ანბანის სახელის, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, პარკის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის გეოლოგის, აკადემიკოსის ერეკლე გამყრელიძის სახელის, მთაწმინდის რაიონშივე, ომარ მხეიძისა და ფრიდონ ხალვაშის ქუჩებთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მთარგმნელის, მწერალ სიკო ფაშალიშვილის სახელის, ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის დასახლებაში, გლდანი-ნაძალადევის კომპლექსურ სპორტულ ცენტრთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის სპორტსმენის, მძლეოსანის რობერტ შავლაყაძის სახელის მინიჭების საკითხებს.

🔷 თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების სახელების უკვდავყოფას. დღეს, საჯარო განხილვაზე მხარი დაუჭირეს კრწანისის რაიონში, ბესარიონ ლომინაძის ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის კონსტანტინე ლეთოდიანის სახელის, სამგორის რაიონში, გუმათჰესის და ზურაბ კვანტრიშვილის ქუჩებთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომის მონაწილის დავით კახიშვილის სახელის, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, იოსებ აბაკელიას ქუჩისთვის, მასთან მდებარე უსახელო მონაკვეთისთვის და გიორგი ჩიკვაიძის II შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ოთარ მიღრიჯანაშვილის სახელის და საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალექსანდრე ჯავახიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბადრი ჟვანიას სახელის მინიჭების საკითხებს.

✅ აღნიშნული საკითხების გარდა, მხარი დაუჭირეს რამდენიმე ქუჩის გაგრძელებას და ჩიხების და შესახვევების სახელდებებს.

🔵 თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე უძ...
28/05/2026

🔵 თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელებს.

🔷 კომისიის წევრებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს მთაწმინდის რაიონში, გიორგი ლეონიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ბაღისთვის ანბანის სახელის მინიჭების საკითხს.

🔵 სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა სახელების უკვდავყოფის მიზნით საკითხების განხილვას. დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირეს კრწანისის რაიონში, ბესარიონ ლომინაძის ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის კონსტანტინე ლეთოდიანის სახელის მინიჭების, საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალექსანდრე ჯავახიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბადრი ჟვანიას სახელის მინიჭების, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, იოსებ აბაკელიას ქუჩისთვის, მასთან მდებარე უსახელო მონაკვეთისთვის და გიორგი ჩიკვაიძის II შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ოთარ მიღრიჯანაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების საკითხებს.

🔷 აღნიშნული საკითხების გარდა, კომისიის წევრების თანხმობით, თბილისში, გლდანის რაიონში, მუხიანის დასახლებაში, იოსებ ნონეშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას სპორტსმენის, ძალოსნის რაფაელ ჩიმიშკიანის სახელი, ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის დასახლებაში, გლდანი-ნაძალადევის კომპლექსურ სპორტულ ცენტრთან მდებარე უსახელო ქუჩას სპორტსმენის, მძლეოსნის რობერტ შავლაყაძე სახელი მიენიჭება. მთაწმინდის რაიონში, ომარ მხეიძისა და ფრიდონ ხალვაშის ქუჩებთან მდებარე უსახელო ქუჩას კი მთარგმნელის, მწერლის სიკო ფაშალიშვილის სახელი დაერქმევა.

 #26მაისი #ესდღეჩვენია
26/05/2026

#26მაისი
#ესდღეჩვენია

14/05/2026

თბილისის „დინამოს" მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით დედაქალაქში 13 მაისის სახელობის სკვერი გაიხსნა.

🔵 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ...
13/05/2026

🔵 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით დედაქალაქში 13 მაისის სახელობის სკვერი გახსნეს. სკვერის გახსნის ინიციატივა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას ეკუთვნის, ხოლო 13 მაისის სახელობის სკვერის სახელდება საკრებულოს გადაწყვეტილებით განხორციელდა.

🔷 როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, განაცხადა, 13 მაისი ქართული სპორტის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა.

✅ „პირველ რიგში, მინდა ყველას მოგილოცოთ ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა! 13 მაისი ქართული სპორტის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ამ დღეს თბილისის „დინამომ“ დიუსელდორფში, რეინშტადიონზე, იენის „კარლ ცაისი“ დაამარცხა და ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. ყველას გვახსოვს ეს საამაყო დღე, თბილისის „დინამოს“ ოქროს თაობის მიერ ჩატარებული დიდებული მატჩი და ვლადიმერ გუცაევის და ვიტალი დარასელიას გოლები. ჩვენი უფროსი თაობა იმდენად შთამბეჭდავად იხსენებს 1981 წლის 13 მაისის საღამოს, რომ შეუძლებელია, ცოცხლად არ განიცადო მაშინდელი ემოციები იმგვარად, თითქოს ყველა მონაწილენი ვიყავით იმ დიდი სიხარულისა, რომელმაც იმ დღეს მთელი საქართველო გააერთიანა.

🔵 ამ სკვერისთვის 13 მაისის სახელის მინიჭება კიდევ ერთი სტიმული იქნება ახალგაზრდებისთვის, ახსოვდეთ ეს დღე და ეს გამარჯვება და ჰქონდეთ რწმენა, რომ სურვილით, მონდომებით და თავდაუზოგავი შრომით ყველაფრის მიღწევა შეიძლება და რომ სპორტში მიღწეულ გამარჯვებებს ერის ერთ მუშტად შეკვრა შეუძლია“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ, მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობა მიიღო.

✅ „13 მაისი ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია ქართული სპორტის ისტორიაში. ჩვენ აქ შევიკრიბეთ ამ მნიშვნელოვანი თარიღის პატივსაცემად. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ინიციატივით და თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ამ სკვერს დაერქვა 13 მაისის სახელი და დღეს გაიმართა ოფიციალური გახსნა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ კარგ საქმეში მონაწილეობა მიიღო“, - განაცხადა ლევან აბაშიძემ.

🔷 გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ საკრებულოს წევრები, სპორტის სამინისტროს, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და 1981 წლის 13 მაისის ისტორიული მატჩის მონაწილე ფეხბურთელები.

Address


0114

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია / Denomination and Symbols Commission posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია / Denomination and Symbols Commission:

Shortcuts

  • Want your organization to be the top-listed Government Service?

Share