ციფრული მმართველობის სააგენტო • Digital Governance Agency

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ციფრული მმართველობის სააგენტო • Digital Governance Agency

ციფრული მმართველობის სააგენტო • Digital Governance Agency ციფრული მმართველობის სააგენტოს ოფიციალური გვერდი The agency aims at establishing and developing the principles of digital governance in public administration.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ,,ციფრული მმართველობის სააგენტო“ 2020 წლის 10 ივლისს ორი სსიპ-ის - „სმართ ლოჯიკისა“ და „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ შერწყმის შედეგად შეიქმნა.

სსიპ ,,ციფრული მმართველობის სააგენტოს“ მთავარი მიზანი საჯარო მმართველობაში ციფრული მმართველობის პრინციპების დამკვიდრება და განვითარებაა. სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტო“ მოწოდებულია საქმიანობა წარმართოს ინფორმაცი

ულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკოსისტემის გამოყენებით (მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურა, ერთიანი ციფრული სამთავრობო კარიბჭე); დანერგოს ელექტრონული სერვისები და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას; მიაღწიოს ციფრულ ნდობაზე (Digital Trust) დაფუძნებულ მმართველობის ფორმას.

სააგენტოს ფუნქციები ძირითადად სამი მიმართულებითაა განსაზღვრული:

- ციფრული მმართველობა;
- კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება;
- ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.



LEPL Digital Governance Agency of the Ministry of Justice of Georgia was established on July 10, 2020 as a result of the merger of two LEPLs - Smart Logic and Data Exchange Agency. Digital Governance Agency is committed to carrying out its activities using an ecosystem based on information and communication technologies (ICT); introducing e-services and facilitating their development; achieving a form of governance based on Digital Trust. The functions of the agency are divided into three main directions:

- Digital governance;
- Cyber and information security;
- Information-technological support.

🔸 სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლები ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის განვითარების საერთაშორისო ფო...
26/08/2026

🔸 სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლები ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის განვითარების საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდნენ.

🔸 Qazbot Robotics Forum 2026-ზე განიხილეს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციები და მათი გავლენა სხვადასხვა სფეროზე.

🔸 საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური სიახლეების და პროფესიული კონტაქტების გაღრმავების მიმართულებითაც.

🔸 ფორუმის ორგანიზატორებმა ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებთან, გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს.

🔸 ფორუმი ქალაქ ასტანაში, ყაზახეთის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კომპანიების Qazbot და Agibot ორგანიზებით გაიმართა.

📄 დაზოგე დრო და ხარჯი - მიიღე უძრავი ქონებისა და ბიზნესის საქმიანობის ამონაწერი უფრო იაფად და მარტივად სახლიდან გაუსვლელ...
25/08/2026

📄 დაზოგე დრო და ხარჯი - მიიღე უძრავი ქონებისა და ბიზნესის საქმიანობის ამონაწერი უფრო იაფად და მარტივად სახლიდან გაუსვლელად.

საჯარო რეესტრის სერვისების მიღება ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე my.gov.ge ონლაინ არის შესაძლებელი. ამონაწერის ელექტრონულად მიღება არა მხოლოდ უფრო მარტივია, არამედ ფიზიკურ მომსახურებასთან შედარებით უფრო იაფია.

🏠 ამონაწერის საფასურებია:
🔹 1 სამუშაო დღის ვადაში, ფიზიკური ფორმით — 20 ლარი;
🔹 1 სამუშაო დღის ვადაში, პორტალიდან my.gov.ge — 13 ლარი.
🔹 განცხადების შეტანის დღეს, ფიზიკური ფორმით — 75 ლარი;
🔹 განცხადების შეტანის დღეს, პორტალიდან my.gov.ge — 52 ლარი.

💻 აირჩიე მარტივი გზა - მიიღე საჯარო რეესტრის ამონაწერები ონლაინ ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე my.gov.ge.

❓ როგორი უნდა იყოს ძლიერი პაროლი?👉 ძლიერი პაროლი თქვენი ანგარიშებისა და პერსონალური ინფორმაციის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ...
14/08/2026

❓ როგორი უნდა იყოს ძლიერი პაროლი?

👉 ძლიერი პაროლი თქვენი ანგარიშებისა და პერსონალური ინფორმაციის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა.

➡️ პაროლის შექმნისას გაითვალისწინეთ:

✔️ გამოიყენეთ მინიმუმ 12 სიმბოლო;
✔️ გამოიყენეთ დიდი და პატარა ასოები, ციფრები და სპეციალური სიმბოლოები;
✔️ სხვადასხვა ანგარიშისთვის გამოიყენეთ განსხვავებული პაროლები;
✔️ მოერიდეთ მარტივად გამოსაცნობ ინფორმაციას, მაგალითად სახელს, დაბადების თარიღს ან მარტივ კომბინაციებს;
✔️ პაროლის გაჟონვის ან საეჭვო აქტივობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეცვალეთ პაროლი.

❗ ძლიერი და უნიკალური პაროლი მნიშვნელოვნად ამცირებს თქვენს ანგარიშზე უნებართვო წვდომის რისკს.

გაიგე მეტი კიბერუსაფრთხოების შესახებ: dga.gov.ge/cyber

#კიბერუსაფრთხოება #ძლიერიპაროლი #კიბერჰიგიენა #ციფრულიუსაფრთხოება #ციფრულიმმართველობისსააგენტო

08/08/2026
05/08/2026

🔸 ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე - my.gov.ge - უკვე ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინოვაციური სერვისი - „გონიერი კონტრაქტი“

🔸 ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე - my.gov.ge - უკვე ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინოვაციური...
03/08/2026

🔸 ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე - my.gov.ge - უკვე ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინოვაციური სერვისი - „გონიერი კონტრაქტი“.

🔸 „გონიერი კონტრაქტი“ ახალი, ინოვაციური ციფრული სერვისია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები უძრავი ქონების ნასყიდობისა და ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციას სრულად დისტანციურად შეძლებენ.

🔸 მხარეები წინასწარ ჯავშნიან ვირტუალურ შეხვედრას, ვიდეოზარით აფიქსირებენ საკუთარ თანხმობას, ხელს აწერენ ხელშეკრულებას ელექტრონულად, ხოლო გარიგების თანხის გადარიცხვა დაცული მექანიზმით მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემდეგ ხდება.

🔸 აღსანიშნავია, რომ „გონიერი კონტრაქტი“ პირველი ციფრული სერვისია, რომლის საშუალებითაც უძრავი ქონების შეძენა და ინდმეწარმედ რეგისტრაცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ ხორციელდება. მომსახურება ქართული ინოვაციაა და მას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

🔸 „გონიერი კონტრაქტის“ my.gov.ge-ზე ხელმისაწვდომობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სახელმწიფო ელექტრონული სერვისების ერთ სივრცეში თავმოყრისა და მომხმარებლისთვის მათი მიღების პროცესის გამარტივების მიმართულებით.

#ციფრულიმმართველობა #გონიერიკონტრაქტი #ელექტრონულისერვისები #ინოვაცია

🔸 სსიპ ,,ახალგაზრდობის სააგენტოსთან" გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ციფრული მმართველობის სააგენტო ახალგაზრდებისთვის...
29/07/2026

🔸 სსიპ ,,ახალგაზრდობის სააგენტოსთან" გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ციფრული მმართველობის სააგენტო ახალგაზრდებისთვის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს.

🔸 მორიგი შეხვედრა ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით მიმდინარე ტექნოლოგიური ბანაკის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

🔸 ბანაკის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კიბერუსაფრთხოების ძირითად პრინციპებზე, ონლაინ სივრცეში უსაფრთხო ქცევის წესებზე, ყველაზე გავრცელებულ კიბერშეტევებსა და მათგან თავდაცვის ეფექტიან საშუალებებზე.

🔸 ღონისძიების მიზანია ახალგაზრდებში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, თანამედროვე ციფრულ გარემოში არსებული საფრთხეების გაცნობა და უსაფრთხო ციფრული ქცევის კულტურის ხელშეწყობა.

🔸 სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კვლავაც განაგრძობს ახალგაზრდებისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრებისა და საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას.

#კიბერუსაფრთხოება #კიბერჰიგიენა #ონლაინქცევა #უსაფრთხოინტერნეტი

❓ როგორ მოვიქცეთ საეჭვო ბმულის მიღებისას?👉 ფიშინგი კიბერდანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. თაღლითები ყალბ...
28/07/2026

❓ როგორ მოვიქცეთ საეჭვო ბმულის მიღებისას?

👉 ფიშინგი კიბერდანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. თაღლითები ყალბი ბმულების, ელექტრონული ფოსტის ან შეტყობინებების საშუალებით ცდილობენ თქვენი პერსონალური და ფინანსური ინფორმაციის მოპოვებას.

➡️ თუ მიიღეთ ბმული, რომლის მიღებასაც არ ელოდით, იქნება ეს ნაცნობისგან, უცნობისგან თუ რომელიმე ორგანიზაციის სახელით - აუცილებელია ასეთი ბმული გახსნამდე გადაამოწმოთ:

✔️ კითხეთ გამომგზავნს, ნამდვილად მან გამოგიგზავნათ თუ არა შეტყობინება;
✔️ შეამოწმეთ ბმული სპეციალურ პლატფორმაზე: VirusTotal (www.virustotal.com);
✔️ რეგულარულად განაახლეთ ოპერაციული სისტემა და პროგრამული უზრუნველყოფა, რათა თქვენი მოწყობილობა უფრო დაცული იყოს.

❗ ნუ გახდები კიბერდანაშაულის მსხვერპლი, გაიგე მეტი კიბერუსაფრთხოების შესახებ: dga.gov.ge/cyber

#კიბერუსაფრთხოება #ფიშინგი #საეჭვობმული #კიბერჰიგიენა
#ციფრულიუსაფრთხოება

ფიშინგი კიბერთაღლითობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. თავდამსხმელები ყალბი ელფოსტით, SMS-ით, სოციალური ქსელებით...
16/07/2026

ფიშინგი კიბერთაღლითობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. თავდამსხმელები ყალბი ელფოსტით, SMS-ით, სოციალური ქსელებით ან სხვა საკომუნიკაციო არხებით ცდილობენ, გადაგიყვანონ მავნე ბმულზე და მოიპოვონ თქვენი პერსონალური მონაცემები, პაროლები ან საბანკო ინფორმაცია. თანამედროვე ფიშინგ-შეტყობინებები ხშირად იმდენად დამაჯერებელია, რომ მათი ამოცნობა სულ უფრო რთულდება.

⚠️ არ იჩქაროთ - ფიშინგ-შეტყობინებები ხშირად ქმნის გადაუდებლობის განცდას („ანგარიში დაიბლოკება“, „სასწრაფოდ დაადასტურეთ მონაცემები“). გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველთვის გადაამოწმეთ ინფორმაცია.

🛡️ შეამოწმეთ საეჭვო ბმული – მისი უსაფრთხოება შეგიძლიათ გადაამოწმოთ პლატფორმაზე - VirusTotal.com

❓როგორ ამოვიცნოთ საეჭვო ბმული?

🔎 დააკვირდით ვებმისამართს - ერთი შეხედვით უმნიშვნელო განსხვავებაც კი შეიძლება თაღლითობაზე მიუთითებდეს.

🔒 შეამოწმეთ, იყენებს თუ არა HTTPS-ს - უსაფრთხო ვებგვერდი, როგორც წესი, იწყება https://-ით და მისამართის ველში აქვს უსაფრთხოების ნიშანი. თუ გვერდი იწყება მხოლოდ http://-ით, თავი შეიკავეთ პერსონალური ინფორმაციის შეყვანისგან.

📩 გადაამოწმეთ გამომგზავნი – თუ შეტყობინება მოულოდნელია ან საეჭვოდ გამოიყურება, დაუკავშირდით გამომგზავნს სხვა არხით და დარწმუნდით, რომ ბმული ნამდვილად მან გამოგიგზავნათ.

#კიბერუსაფრთხოება #ფიშინგი #საეჭვობმული #კიბერჰიგიენა
#ციფრულიუსაფრთხოება

Address

22 Vakhtang Gorgasali Street
Tbilisi
0114

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322944120

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ციფრული მმართველობის სააგენტო • Digital Governance Agency posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ციფრული მმართველობის სააგენტო • Digital Governance Agency:

Shortcuts

Share