David Kvinikadze / დავით კვინიკაძე

David Kvinikadze / დავით კვინიკაძე სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე

10/07/2026

🏗️საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმუხურის სანაპირო ზოლის განვითარების არქიტექტურული პროექტის პირველი და მეორე ეტაპის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების განხილვა გაიმართა.

👥შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

📐პროექტის შემსრულებელი არქიტექტურული ბიუროს "ნიუ ქონსთრაქშენ კაპიტალის" წარმომადგენლებმა დამსწრეებს პროექტის პირველი და მეორე ეტაპის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები და მომდევნო ეტაპისთვის მომზადებული ხედვა წარუდგინეს.

🌿მესამე ეტაპზე გადასვლამდე მხარეებმა უკვე შესრულებული სამუშაოები, ძირითადი კონცეფციები და დაგეგმილი მიმართულებები განიხილეს. გენერალური გეგმის მიხედვით, განმუხურის სანაპირო ზოლი მრავალფუნქციურ, ოთხივე სეზონზე აქტიურ რეკრეაციულ სივრცედ უნდა ჩამოყალიბდეს. პროექტი ითვალისწინებს როგორც მშვიდი დასვენებისთვის განკუთვნილი მწვანე ზონების, ისე აქტიური დასვენებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

🎾დაგეგმილია დამატებითი გამწვანება, ჩოგბურთისა და პადელის მოედნები, ახალი ნავმისადგომის მოწყობა, ადმინისტრაციული შენობა, ორანჟერეა, ამფითეატრი და სხვადასხვა კომერციული სივრცე.

🎭განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამფითეატრის განვითარების კონცეფციას. არსებული კონსტრუქციის ნაწილზე შესაბამისი ექსპერტიზის საფუძველზე გაცემულია რეკონსტრუქციის რეკომენდაცია, რის შემდეგაც მომზადდება ამფითეატრის განვითარების ახალი არქიტექტურული გადაწყვეტა. პროექტი ასევე მოიცავს ტრიბუნების რეაბილიტაციას, ხის არქიტექტურული ელემენტების ინტეგრირებასა და ტერიტორიის დამატებით გამწვანებას.

🌊შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სანაპირო ზოლის მდგრად განვითარებაზე, მათ შორის სანაპიროს დაცვისა და მისი პერიოდული აღდგენის (კვების) ღონისძიებებზე, ასევე სპორტული კლასტერის კონცეფციაზე, რათა ტერიტორია ერთდროულად ემსახურებოდეს როგორც ყოველდღიურ სპორტულ აქტივობებს, ისე სხვადასხვა მასშტაბის კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს.

02/07/2026

✅პროგრამის „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის” ფარგლებში, გორის კულტურისა და დასვენების პარკის (ახალბაღის) ტერიტორიაზე 300 ძირი ხე-მცენარე დაირგო
🟦პროგრამა მიზნად ისახავს საჯარო ურბანული და სარეკრეაციო სივრცეების განვითარებას, ეკოლოგიური ბალანსის გაძლიერებას და ადამიანზე ორიენტირებული, ხარისხიანი გარემოს შექმნას
🟩ამ დროისთვის, პროგრამის „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით უკვე 1 500-მდე ხე-მცენარეა დარგული
🟦გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, საქართველოს პარლამენტის წევრი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ასევე სამინისტროს, ფონდისა და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები
👉იხილეთ ვრცლად:https://s.moi.gov.ge/LeyPg

30/06/2026

🌿ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი „მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში გამწვანების ღონისძიებებს განაგრძობს.

🌳აგროტექნიკური სტანდარტების შესაბამისი დარგვითი სამუშაოები ქალაქ რუსთავის N44 საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე განხორციელდა. ბაღის ტერიტორიაზე დაირგო 54 ძირი ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის 10 ძირი ჭადარი, 12 ძირი ნეკერჩხალი, 20 ძირი ტყემალი და 12 ძირი არიზონიკა.

🌱სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარის დარგვა ბავშვებისთვის უფრო ჯანსაღი და ეკოლოგიური გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.

🤝გამწვანების პროცესში მონაწილეობდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე დავით კვინიკაძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

27/06/2026

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას იწყებს. პროექტის ფარგლებში ფონდმა უკვე შეიძინა 15 500 მერქნიანი, მარადმწვანე და ფოთლოვანი დიდვარჯიანი ნერგი, რომლებიც ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში დაირგვება.

27/05/2026

🟨ახალციხეში ახალი ურბანული და კულტურული სივრცეების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება
🟦ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი შონიასთან, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზაალ გელაშვილთან, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან, ვარლამ წიკლაურთან, და არქიტექტორებთან ერთად, ახალციხეში ადგილზე გაეცნო დაგეგმილი პროექტების დეტალებს და განვითარების ხედვა განიხილა
🟨სამუშაო შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ცენტრალური პარკის პროექტირებას, ახალციხის ტბასთან მიმდებარე პარკის მოწყობასა და ახალციხის ციხის კომპლექსის რეაბილიტაციას - პროექტებს, რომლებიც ქალაქს ახალ საზოგადოებრივ, რეკრეაციულ და კულტურულ სივრცეებს შემატებს
🟦ახალი პროექტები კიდევ უფრო გააძლიერებს ქალაქის ტურისტულ მიმზიდველობას და დამატებით შესაძლებლობებს შექმნის ადგილობრივი მოსახლეობისა და სტუმრებისთვის
👉იხილეთ ვრცლად:https://s.moi.gov.ge/Zhowa

20/05/2026

ინფრასტრუქტურის სამინისტროში რუსთავის მრავალფუნქციური კომპლექსის, გურჯაანის „ღვინის ქალაქის“ და ახტალის პარკის მოწყობის არქიტექტურული კონცეფციების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.

საკონკურსო კომისიის სხდომის მონაწილეებმა 13 პროექტი განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და მისი მოადგილეები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, რუსთავის და გურჯაანის მერები, არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები.

კომისიის წევრებმა რუსთავის მრავალფუნქციური კომპლექსის ორი არქიტექტურული კონცეფცია განიხილეს. პროექტების მიხედვით, 1500 მაყურებელზე გათვლილ კომპლექსში მოეწყობა დახურული მინი საფეხბურთო დარბაზი, 100 მაყურებელზე გათვლილი ღია ხელოვნურ საფარიანი საფეხბურთო მოედანი, სამოყვარულო სპორტული ცოცვის კედელი, ჩოგბურთის ორი ღია და ერთი დახურული ტიპის კორტი, პადელისა და ქვიშის ფრენბურთის მოედნები. გარდა ამისა, კომპლექსში განთავდება კულტურულ-შემეცნებითი ცენტრი.

კომისიამ ასევე იმსჯელა გურჯაანში მრავალფუნქციური სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული კომპლექსის -„ღვინის ქალაქის“ ხუთ არქიტექტურულ კონცეფციაზე. პროექტების მიზანია შეიქმნას მრავალფუნქციური ცენტრი, რომელიც ერთდროულად ხელს შეუწყობს ქართული მემკვიდრეობის დაცვას და პოპულარიზაციას, ინოვაციური კვლევების მხარდაჭერას და რეგიონში ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.

გურჯაანის „ღვინის ქალაქში“ მოეწყობა საგანმანათლებლო, მუდმივმოქმედი და დროებითი საგამოფენო სივრცეები, საკონსერვაციო ლაბორატორია და ფონდსაცავი, სპეციალიზებული ბიბლიოთეკა და ენოთეკა, დეგუსტაციის დარბაზი და გასტრონომიული სივრცეები,საზოგადოებრივი და რეკრეაციული ზონები, ასევე, HoReCa და სხვა კომერციული ერთეულები.ეზოს ნაწილი იქნება ვაზის ჯიშების საჩვენებლი კოლექცია, რომელიც მჭიდროდ დაუკავშირდება კომპლექსის თემატიკას.

საკონკურსო კომისიაზე წარგდენილი იყო, ასევე, ახტალის პარკის მოწყობის ექვსი არქიტრქტურული კონცეფცია. პროექტები ითვალისწინებს ბალნეოლოგიური თვისებებით გამორჩეულ პარკში ბუნებრივ გარემოსთან თავსებადი, თანამედროვე გარემოს შექმნას, ასევე, პარკის ტერიტორიის ფუნქციურ ზონირებას და საბავშვო, სპორტული, კულტურულ-საგანმანათლებლო და რეკრეაციული სივრცეების დაგეგმვას.

საკონკურსო კომისია გამარჯვებულ არქიტექტურულ ბიუროებს რამდენიმე დღეში გამოავლენს.

15/05/2026

🔹საქართველოს მთავრობა სახელმწიფო სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესის გაუმჯობესება, პროექტების შეჩერების რისკების შემცირება და სამშენებლო სექტორში უფრო მდგრადი და პასუხისმგებლიანი გარემოს შექმნა

🔸დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდნენ

🔷საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილებები იგეგმება №55 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტსა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში

🔸რეფორმა მიზნად ისახავს სამშენებლო სექტორის გაძლიერებას, სახელმწიფო პროექტების ფინანსური მდგრადობის ზრდასა და სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში პასუხისმგებლობისა და გამჭვირვალობის უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას

13/05/2026

🏗️ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ აბასთუმანში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.

👥შეხვედრას ესწრებოდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის, მუნიციპალური განვითარების ფონდის, ადგილობრივი თვითმმართველობის, კონტრაქტორი კომპანიებისა და არქიტექტურული ჯგუფის წარმომადგენლები.

📋შეხვედრაზე განიხილეს დაბა აბასთუმანში ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები, პროექტის განხორციელების ეტაპები, არსებული გამოწვევები და სამუშაოების ხარისხის კონტროლის საკითხები.

🌿მხარეებმა ასევე იმსჯელეს კურორტის მოვლა-პატრონობისათვის საჭირო ღონისძიებებსა და აბასთუმნის ეკოლოგიური, ისტორიული და ტურისტული გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

🏛️ახალი პროექტი ითვალისწინებს ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობების აღდგენას, ტურისტული და რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობას, ქუჩებისა და გზების განახლებას, ასევე ნაპირსამაგრი და სახიდე ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციას.

🌍პროექტის დასრულების შემდეგ აბასთუმანი სრულად ჩამოყალიბდება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კურორტად და კიდევ უფრო გაიმყარებს პოზიციას მსოფლიო ტურისტულ რუკაზე.

11/05/2026

🛣️აბასთუმნის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, ასათიანის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

🔧ამ ეტაპზე, დაწყებულია სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, დაზიანებულ გზაზე მოეწყობა ბეტონის საფარი, ტროტუარები, დახურული და ღია ტიპის სანიაღვრე სისტემა, მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, გარე განათება და საგზაო ნიშნები.

11/05/2026

✅დაბა აბასთუმანში ავტოსადგურისა და ღია ავტოსადგომის მშენებლობა დასრულდა
🟦700 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის სივრცეში ამჟამად ხარვეზების აღმოფხვრა მიმდინარეობს, რის შემდეგაც დამატებითი კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოები ჩატარდება
⬜პროექტის ფარგლებში ტექნიკურად აღჭურვილ სივრცეში მოეწყობა ელექტრომობილების დამტენი პუნქტი, ხოლო სადგურის ადმინისტრაციული შენობა ელექტრომობილების სერვისს მოემსახურება
🟦პროექტი აბასთუმნის უნიკალური საკურორტო და ეკოლოგიური გარემოს გაფრთხილებასა და შენარჩუნებას ემსახურება. სამუშაოებს საქართველოს მთავრობა აფინანსებს და პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება

Address

საქართველო, თბილისი, დ. აღმაშენებლის 150. მე-3 სართული
Tbilisi
0112

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when David Kvinikadze / დავით კვინიკაძე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share