სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia

სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia

სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia

ცხელი ხაზი - 1500

27/08/2026
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სოციალური ქსელის გამოყენებით გავრცელებულ მორი...
26/08/2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სოციალური ქსელის გამოყენებით გავრცელებულ მორიგ პროვოკაციულ და ცილისმწამებლურ განცხადებას მსჯავრდებულ ირაკლი ნადირაძესთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების გარკვეული ნაწილის სიცრუეში შეყვანას და პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციას.

სამსახური განმარტავს, რომ ირაკლი ნადირაძე და მასთან ერთად მყოფი სხვა სამი მსჯავრდებული განაწილებული არიან ოთხადგილიან საკანში, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) სტანდარტების სრული დაცვით.

არც ირაკლი ნადირაძეს და არც საკანში მასთან ერთად განთავსებულ რომელიმე პირს რაიმე სახის პრეტენზიით არ მიუმართავს დაწესებულების ადმინისტრაციისთვის.

ასევე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ნადირაძეს არანაირი შეზღუდვა ამ ეტაპზე დაწესებულების მხრიდან არ აქვს; ის სარგებლობს როგორც სატელეფონო საუბრის, ისე პაემნის უფლებით. შესაბამისად, შეუფერხებლად შეუძლია გარე სამყაროსთან კომუნიკაცია.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ მედიაში მსჯავრდებულ სააკაშვილის ოფიციალური გვერდის მეშვეობით სხვა დროსაც არაერთხელ გავრცელებულა ყალბი ინფორმაცია სხვა ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან დაკავშირებით, რაც თავისი და მისი თანაგუნდელების მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყო გამოყენებული.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ამგვარი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან და გაითვალისწინონ, რომ მსგავსი სახის განცხადებებმა შესაძლებელია, გამოიწვიოს უთანხმოება მსჯავრდებულებს შორის.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური და...
24/08/2026

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწყებს.

პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 26-27 აგვისტოს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს:

• ხორცი შემწვარი ან მოხარშული 3 კგ;
• ქათამი - 1 ცალი მოხარშული და 1 ცალი შემწვარი;
• ყველი - 2 კგ;
• ხაჭაპური და ლობიანი 3-3 ცალი;
• უკრემო ნამცხვარი;
• კიტრი და პომიდორი 3-3 კგ.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელი ხაზის 1500 მეშვეობით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებელ წარმართვას უზრუნველყოფს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიზნად...
21/08/2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანას, პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას და წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციულ ქმედებას.

მსჯავრდებული ზვიად ცეცხლაძე სასჯელის მოხდის მიზნით განთავსებულია N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც, ისევე როგორც ყველა სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში, სრულად არის დაცული თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები და ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მათ შეუფერხებლად ისარგებლონ კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებით, მათ შორის, ჯანდაცვისა და სანიტარულ-ჰიგიენური სერვისებით.

სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის პერსონალი. სამსახურს შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმებული აქვს კომპანიასთან, რომელიც წელიწადში მინიმუმ ორჯერ უზრუნველყოფს სავალდებულო სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარებას, საჭიროების შემთხვევაში კი, სამუშაოებს ატარებს დამატებით, არაგეგმურად.

ნებისმიერ პენიტენციურ დაწესებულებაში 24-საათიან რეჟიმშია ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება. ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამედიცინო სერვისი მიეწოდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ხოლო, თუ მკურნალობა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შეუძლებელია, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის მრავალპროფილურ ან მონოპროფილურ კლინიკაში.
შესაბამისად, მსჯავრდებული ზვიად ცეცხლაძე ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ რამდენიმე თვეა, ელოდება სამედიცინო მომსახურებას. აღნიშნული სერვისით ის ყოველთვის უზრუნველყოფილია.

მსჯავრდებული ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცილისმწამებლურ ინფორმაციას, როდესაც დაწესებულების ადმინისტრაციას ადანაშაულებს არასათანადო მოპყრობაში.

ზვიად ცეცხლაძე, ასევე, ცდილობს საზოგადოების სიცრუეში შეყვანას, როდესაც საუბრობს სასჯელის მოხდის პირობებზე ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში. მსჯავრდებულს განსაზღვრული აქვს საშიშროების მომეტებული რისკი და განთავსებულია დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში. შესაბამისად, ის ვერ ისარგებლებს ნახევრად ღია დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულების უფლებებით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს საინფორმაციო საშუალებებს დაწესებულებაში არსებულ პირობებთან დაკავშირებით გააზიარონ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია და ვითარების აღწერისას გამოიყენონ შესაბამისი სამართლებრივი დეფინიციის მქონე ტერმინები.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ნანა სანდერისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვასთან დაკავშ...
19/08/2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ნანა სანდერისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას.

მსჯავრდებული ნანა სანდერი სასჯელს იხდის N5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში, რომელიც ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულებაა. მისთვის განსაზღვრული საშიშროების მომეტებული რისკის შესაბამისად, ის განთავსებულია დაწესებულების დახურულ ნაწილში.

პენიტენციური კოდექსის თანახმად, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრის ლიმიტი ერთი თვის განმავლობაში შეადგენს 75 წუთს.

მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა აგვისტოს თვეში მისთვის განსაზღვრული სატელეფონო ლიმიტი სრულად ამოწურა.

რაც შეეხება კვებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მსჯავრდებულმა დაწესებულებაში განთავსებისას განაცხადა, რომ იყო ვეგანი, შესაბამისად, დაწესებულებაში განთავსების დღიდან (2025 წლის 08 ოქტომბრიდან) ის უზრუნველყოფილია ვეგანური კვებით.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ ნანა სანდერს 2025 ოქტომბრის თვიდან აქვს საკუთარი საბანკო ბარათი, რომლითაც შეუფერხებლად სარგებლობს დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიაში, სადაც ყიდულობს მისთვის სასურველ როგორც ვეგანურ, ასევე არავეგანურ (რძის პროდუქტები) საკვებს. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ინახება N5 პენიტენციურ დაწესებულებაში.

არასრულწლოვანი მსჯავრდებულები სამუზეუმო საქმიანობას ეცნობიანსპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებითა და თბილისის ...
14/08/2026

არასრულწლოვანი მსჯავრდებულები სამუზეუმო საქმიანობას ეცნობიან

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებითა და თბილისის ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანების“ ხელშეწყობით, №8 და №11 სარეაბილიტაციო დაწესებულებების არასრულწლოვანი მსჯავრდებულები საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში სამუზეუმო საქმიანობას ეცნობიან.

სამთვიანი პროექტი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას, თემატურ შეხვედრებსა და ვორქშოპებს მოიცავს. მისი მიზანია არასრულწლოვანთა ცოდნის გაღრმავება, კულტურულ და საგანმანათლებლო პროცესებში მათი ჩართულობის გაზრდა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში გამართული ერთ-ერთი შეხვედრა საქართველოს ეროვნული მოძრაობის ლიდერის მერაბ კოსტავას, ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა, რომელიც მსჯავრდებულთა აქტიური ჩართულობით წარიმართა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია არასრულწლოვან ბრალდებულებზე/მსჯავრდებულებზე ზრუნვა და საზოგადოებაში მათი ეფექტური ინტეგრაციისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა.

№11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების მსჯავრდებულებს ძიუდოში პროფესიული მწვრთნელები მოამზადებენ.მსჯავრდებულებ...
05/08/2026

№11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების მსჯავრდებულებს ძიუდოში პროფესიული მწვრთნელები მოამზადებენ.

მსჯავრდებულები სასწავლო პროცესში უახლოეს პერიოდში ჩაერთვებიან. ვარჯიში კვირაში ორჯერ ჩატარდება და მას კლუბ „ოლიმპის“ ქართველი და იაპონელი მწვრთნელები გაუძღვებიან.

ახალი სპორტული პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით, „ოლიმპის“ წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

გრძელვადიანი პროექტის მიზანია არასრულწლოვან მსჯავრდებულებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა; ფიზიკური განვითარების, დისციპლინის, პასუხისმგებლობის უნარების გაძლიერება, რაც მათ რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში წარმატებულ რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც გააგრძელებს სპორტული აქტივობების მხარდაჭერას.

30/07/2026

🔷 30 ივლისი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება და მიზნად ისახავს ამ დანაშაულის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

🔹 ტრეფიკინგთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს ქმნის.

🔹 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო, 2025 წლის ანგარიშის თანახმად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო მე-10 წელია, კვლავ უმაღლეს საფეხურზეა; სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს; განაგრძობს მტკიცე, მდგრად, თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის უმაღლეს შეფასებას.

🔹 საქართველოს მიერ ტრეფიკინგის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების დადებითი შეფასება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსა და მისი წევრი სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი მუშაობის შედეგია.

🔹 ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირებული სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია დანაშაულის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვის, პროაქტიული გამოძიების, ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნისა და თანამშრომლობის ღონისძიებების გაძლიერებისაკენ.

25/07/2026

ტელეკომპანია "იმედი", გადაცემა ,,ჩვენი ოჯახი"

№5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში დალი ჩიტალაძის მენტორობით კოლექცია იქმნება

გადაცემაში სტუმრად ნიკა აბრამიშვილი - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი

ინგა სარჯველაძე - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია - რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსი

ნესტან ვერულაშვილი - №5 (ქალთა) პენიტენციური დაწესებულების დირექტორი

Address

18, Zurab Anjaparidze Str
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia:

Shortcuts

Share