აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტრო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტრო

აფხაზეთის  ა/რ  იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა  სამინისტრო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტრო, Government Organization, Vazha-Pshavela Avenue 16, Tbilisi.

27/08/2026

თბილისში, დევნილი ოჯახების ბინების განაწილების კენჭისყრის პროცედურა გაიმართა.

კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები. საცხოვრებლის ფართობი ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად განისაზღვრა.

აღნიშნული ოჯახების განსახლების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ კანონმდებლობის სრული დაცვით მიიღო. საცხოვრებლით უზრუნველყოფის ყველა პროცედურა გამჭვირვალედ წარიმართა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი 11 კორპუსს აერთიანებს, საიდანაც 4 კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები დევნილ ოჯახებს გასულ წელს უკვე გადაეცათ, ხოლო ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართები 7 კორპუსში ნაწილდება. უპრეცედენტოდ მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია.

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი ბინის მფლობელი ჯამში 2 426 დევნილი ოჯახი გახდება.

26/08/2026
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტ...
25/08/2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად, ჭუბერსა და ლატალში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ოჯახები მოინახულა.

შეხვედრებზე, მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრი, სვანეთში მცხოვრები დევნილი ოჯახების საჭიროებებსა და პრობლემებს გაეცნენ და ოჯახებს საჩუქრები გადასცეს.

გიორგი ჯინჭარაძის თქმით, დევნილი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა აფხაზეთის მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, რაც მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

#აფხაზეთისმთავრობა

როდოსზე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი მოეწყოაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაა...
22/08/2026

როდოსზე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი მოეწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ, მსოფლიო საპატრიარქოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე, აფხაზეთიდან დევნილი 11-დან 15 წლამდე ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი მოაწყო.

პროექტში აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობდნენ სოფელ ფერიაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი ახალგაზრდებიც. ჯამში, საერთაშორისო ბანაკში 30 ახალგაზრდა ჩაერთო.

7-დან 20 აგვისტოს ჩათვლით, მონაწილეებმა ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. ახალგაზრდებისთვის ასევე მოეწყო ექსკურსიები როდოსის ისტორიულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებზე, რამაც მათ შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ ქვეყნის ისტორიასა და კულტურას.

საერთაშორისო ბანაკის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა, ახალგაზრდებისთვის ღირებულებითი განათლების თემაზე ლექციები ჩაატარა.

ბანაკის დასკვნით ღონისძიებაზე მონაწილეებმა ბერძენ მასპინძლებს ქართული კულტურა ტრადიციული სიმღერებისა და ცეკვების შესრულებით გააცნეს.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, მსოფლიო საპატრიარქოსთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საბერძნეთსა და თურქეთში საერთაშორისო ბანაკებს უკვე მეხუთე წელია ახორციელებს.

პროექტის მიზანია დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღების, ახალი ცოდნისა და უნარების შეძენის, თანატოლებთან კომუნიკაციისა და კულტურული გაცვლის შესაძლებლობის შექმნა. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები მონაწილეობენ სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში და ეცნობიან მასპინძელი ქვეყნების ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სა...
22/08/2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ჭუბერსა და ლატალში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრების ფარგლებში გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები დევნილი ოჯახების საჭიროებებს, მათ ყოველდღიურ გამოწვევებსა და პრობლემურ საკითხებს გაეცნო. შეხვედრებზე ასევე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოქმედ პროგრამებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებითაც დევნილ მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს.

მოსახლეობასთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მაღალმთიან დასახლებებში არსებულ სპეციფიკურ საჭიროებებზე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს არსებული გამოწვევების გადაჭრისა და დევნილი ოჯახების საჭიროებებზე მორგებული სხვადასხვა პროექტის განხორციელების შესაძლებლობები.

შეხვედრებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

#აფხაზეთისმთავრობა

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლე...
14/08/2026

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„1992 წლის 14 აგვისტო არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ გმირებს, სამხედროებს და სამოქალაქო პირებს ვინც თავი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს შესწირა. მათ მოგვცეს იმის მაგალითი თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო და ღირსეულად ვემსახურებოდეთ ქვეყანას.

ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით შევძლოთ.

ჩვენ გვწამს, რომ საქართველოს მთავრობის პრაგმატული და თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკის საფუძველზე ეს იდეა და ეს მისია, რომლისთვისაც ამ ხალხმა თავი მიუძღვნეს საკუთარ სამშობლოს, აუცილებლად იქნება აღსრულებული და ჩვენ შევძლებთ აფხაზ და-ძმებთან ერთად, ერთიან საქართველოში თანაცხოვრებას“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

მემორიალთან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო კონფლიქტი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, რასაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქისა და ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.

#აფხაზეთისმთავრობა

საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინის...
12/08/2026

საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ქალაქ სალონიკში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის ერთიანობის აღდგენის საკთხებს. შეხვედრის ფარგლებში, არქიმანდრიტმა ღვთისავარ გობეჯიშვილმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით - „წმინდა ოთხთავი (მოქვის სახარების მინიატურებით)“ წარადგინა, რომელიც ისტორიული რედაქციის შევსებული ვარიანტია და მასში ყველა დეტალი და მინიატურა მაქსიმალურად არის დაცული.

„წმინდა ოთხთავი (მოქვის სახარების მინიატურებით)“ გამოიცა ფონდ „კანანელის“ ხელმძღვანელის, არქიმანდრიტ ღვთისავარ გობეჯიშვილის მიერ, აფხაზეთის მთავრობის, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - რამაზ ჯინჭარაძე, ლაშა სირაბიძე, მინდია დიასამიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი მამუკა კაკაბაძე, აჭარის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ლადო მგალობლიშვილი, წყალტუბოსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების მერები — გენადი ბალანჩივაძე, გიორგი ნაჭყებია და დელეგაციის სხვა წევრები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დიასპორ...
10/08/2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაში ქალაქ ათენში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, ქართველი ემიგრანტები მონაწილეობდნენ.

გიორგი ჯინჭარაძემ, დიასპორის წარმომადგენლებს, ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთის მთავრობის პროგრამებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება.

მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე, სამშვიდობო პროცესებში აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტების ჩართულობის გაძლიერებაზე ისაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებმა განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი ღონისძიებებისა და ქართულ-აფხაზური კულტურული შეხვედრების ორგანიზებას.

საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე და საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ბერიძე ესწრებოდნენ.

#აფხაზეთისმთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმ...
09/08/2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, საბერძნეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ათენის მერს - ჰარის დუკასს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-საბერძნეთს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, უკვე არსებულ და სამომავლო ურთიერთობებზე.

მხარეებმა განიხილეს აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა კულტურულ პროექტში ჩართულობის შესაძლებლობები, მათ შორის, ბერძენი ახალგაზრდების საქართველოში გაცნობითი და შემეცნებითი ხასიათის ვიზიტები.

თავის მხრივ, ქალაქ ათენის მერმა, ჰარის დუკასმა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებსა და ერთობლივ პროექტებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა რეგიონთაშორის ურთიერთობებში ერთობლივი პროექტების გაგრძელების აუცილებლობას.

„ათენის მერს მადლობა გადავუხადე მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობებისა და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერის საქმეში გამოჩენილი თანადგომისთვის. ხაზი გავუსვი იმ ფაქტს, რომ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, რომლის საფუძველზეც მიმდინარე წლიდან უკვე სამ ნაკადად ვაგრძელებთ ათენში საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებას.

ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა მოიცავს მრავალ საუკუნეს და რაც ყველაზე მთავაროა, ეს კავშირი წლებთან ერთად უფრო მყარდება. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მეტი ღონისძიების განხორციელებას აფხაზეთიდან დევნილი და ბერძენი მოზარდების მხარდაჭერის მიზნით.“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - რამაზ ჯინჭარაძე, ლაშა სირაბიძე, მინდია დიასამიძე; თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი - მამუკა კაკაბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში - ლევან ბერიძე, აჭარის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე - ლადო მგალობლიშვილი, წყალტუბოსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების მერები - გენადი ბალანჩივაძე, გიორგი ნაჭყებია და დელეგაციის სხვა წევრები.

Address

Vazha-Pshavela Avenue 16
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995595705159

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტრო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტრო:

Shortcuts

Share