თსუ ბიბლიოთეკა/TSU library

თსუ ბიბლიოთეკა/TSU library თსუ ბიბლიოთეკა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უმდიდრესია საქართველოში, რომლის ფონდებში დაცული უნიკალური თუ უახლესი გამოცემებით სარგებლობა შეუძლიათ არა მარტო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პერსონალს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

ძვირფასო მკითხველებო, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა 2026 წლის 3 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე წყვეტს სამკითხველო დარბაზებში მკითხ...
02/08/2026

ძვირფასო მკითხველებო, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა 2026 წლის 3 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე წყვეტს სამკითხველო დარბაზებში მკითხველთა მომსახურებასა და საბიბლიოთეკო დოკუმენტების გაცემას, გარდა აბონემენტის განყოფილებისა, რომელიც იმუშავებს აგვისტოს განმავლობაში, გატანილი წიგნების დაბრუნება და ცნობების აღება შეუფერხებლად შეგეძლებათ. სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!

📌2026 წ. 17 ივნისს კომპანია Clarivate-მა (WebOfScience) გამოსცა ჟურნალების ციტირების ანგარიშების (JCR) ახალი გამოცემა.  ...
29/07/2026

📌2026 წ. 17 ივნისს კომპანია Clarivate-მა (WebOfScience) გამოსცა ჟურნალების ციტირების ანგარიშების (JCR) ახალი გამოცემა.
განახლებული მონაცემები ხელმისაწვდომია 22,643 ჟურნალისთვის (მათ შორის 5 საქართველოდან) 6,700-ზე მეტი ღია წვდომის დასახელება, ხოლო ჟურნალის ციტირების ანგარიშებს 521 ახალი ჟურნალი დაემატა.

აგვისტოს ბოლოს და სექტემბერში ჩატარდება ინგლისურ ენაზე რამდენიმე უფასო ვებინარი , რომლებიც მოიცავს შემდეგ თემატიკას:

Web of Science პლატფორმაზე ხელმისაწვდომია დამატებითი მონაცემთა ბაზა:
მკვლევართა და ავტორთა პროფილები,
- უნივერსიტეტების რეიტინგები და კვლევის შეფასება

რეგისტრაცია დაწყებულია, დეტალები იხილეთ შემდეგ ბმულზე : https://clarivate.libguides.com/europe/Balkan

2026 წ. 26 აგვისტო. დრო 17:00–18:00 (თბილისის დროით)
სათაური - საბუნებისმეტყველო შემსწავლელი მეცნიერებების კვლევის შინაარსის შესწავლა - Web of Science-ში: WoS Core Collection, CABI, FSTA და MEDLINE
ეძებთ მაღალი ხარისხის ბიოლოგიურ და ბიოსამედიცინო კვლევას- დაესწარით პრაქტიკულ ვებინარს, რომელიც ეხება ნავიგაციას Web of Science პლატფორმაში ძირითად მონაცემთა ბაზებში.
განხილული იქნება:
• Web of Science Core Collection, CABI, FSTA და MEDLINE
• ბიოლოგიის, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობას და მედიცინის სფეროებში არსებული განსხვავებები.
• რეალური მაგალითები, თუ როგორ სწრაფად იპოვოთ და გააანალიზოთ შესაბამისი და სანდო ლიტერატურა.
• როგორ დახვეწოთ შედეგები თქვენი კვლევითი საჭიროებების შესაბამისად, შეინახოთ ისინი მომავალი გამოყენებისთვის.
რეგისტრაცია: https://us02web.zoom.us/webinar/register/WN_kc8C9vBWRhSjdQYnorKKwQ

2026 წ. 2 სექტემბერი. დრო 17:00–18:00 (თბილისის დროით)

სათაური: Web of Science-ის მკვლევართა პროფილები: პრაქტიკული სახელმძღვანელო თქვენი პროფილის შექმნისა და მართვისთვის.

მკვლევრის პროფილები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მათივე სამეცნიერო ნაშრომის წარმოჩენაში, რაც უზრუნველყოფს პუბლიკაციების, ციტირების გავლენის, რეცენზირების აქტივობისა და აკადემიური მიღწევების ყოვლისმომცველ მიმოხილვას ერთ ადგილას. ისინი ხელს უწყობენ კვლევითი წვლილის ზუსტ წარმოჩენას და ხელს უწყობენ ხილვადობას გლობალურ სამეცნიერო საზოგადოებაში.
დაესწარით პრაქტიკულ ვებინარს, რომელიც ეძღვნება Web of Science-ის მკვლევართა პროფილებთან მუშაობას.
განხილული იქნება:
• რატომ არის მკვლევართა პროფილები მნიშვნელოვანი და რა კვლევით ამოცანებს უჭერენ მხარს ისინი,
• რა ინფორმაციის ჩართვა შეიძლება Web of Science-ის პროფილში,
• როგორ შევქმნათ, მოვითხოვოთ, ვმართოთ, შევასწოროთ და განვაახლოთ თქვენი პროფილი
• როგორ გამოვიყენოთ უნიკალური მკვლევრის ID თქვენი ნაშრომის სწორი ატრიბუციის უზრუნველსაყოფად და თქვენი კვლევის გავლენის თვალყურის დევნისთვის,
• როგორ გამოვიყენოთ ORCID პროფილი პუბლიკაციების სინქრონიზაციისთვის.
სესია ფოკუსირებული იქნება პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ დაუყოვნებლივ, რათა გააუმჯობესოთ თქვენი სამეცნიერო პროფილის ხარისხი, ხილვადობა და გავლენა.
რეგისტრაცია: https://us02web.zoom.us/webinar/register/WN_arMGej6ZQReFQEmoB1c0ZQ

2026 წ. 16 სექტემბერი, დრო 17:00–18:00 (თბილისის დროით)

სათაური: უნივერსიტეტების რეიტინგი: მეთოდოლოგიები, შეფასება და სტრატეგიული გაუმჯობესება

ამ ვებინარის დროს განხილული იქნება ძირითადი გლობალური უნივერსიტეტების რეიტინგის ძირითადი კომპონენტები, პუბლიკაციების გამოშვება, ციტირების გავლენა და საერთაშორისო თანამშრომლობის ფაქტორების მოქმედება რეიტინგზე. მონაწილეები შეისწავლიან, თუ როგორ შეაფასონ უნივერსიტეტის მიმდინარე მაჩვენებლები Clarivate-ის რესურსებიდან მიღებული მონაცემების გამოყენებით, მათ შორის Web of Science-ისა და InCites Benchmarking and Analytics-ის.
განხილული იქნება პრაქტიკული ქმედებები, რომელთა განხორციელებაც უნივერსიტეტებს ხელს შეუწყობს რეიტინგის გაუმჯობესებას, მათ შორის:
- პუბლიკაციების ხარისხის გაზრდა და მაღალი გავლენის მქონე ჟურნალების ფოკუსირება,
- საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობის გაძლიერება,
- ინსტიტუციური მონაცემების ხილვადობისა და სიზუსტის გაუმჯობესება,
- ახალი კვლევითი სფეროებისა და სტრატეგიული პრიორიტეტების იდენტიფიცირება,
- საორიენტაციო ანალიტიკის გამოყენება ანალოგიურ ინსტიტუტებთან .

რეგისტრაცია: https://us02web.zoom.us/webinar/register/WN_NUfHA1OhQBKU_oZHx63wRQ

During this webinar, we will explore the key components of major global university rankings and examine the role of research performance in overall positioning. We will discuss how factors such as publication output, citation impact, and international collaboration influence ranking results. Partici...

29/07/2026

#თსუბიბლიოთეკა

🎉ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის დარბაზში, ა...
29/07/2026

🎉ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის დარბაზში, ამავე ბიბლიოთეკისა და ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების თაოსნობით, 28 ივლისს გაიმართა შეხვედრა თსუ კურსდამთავრებულთან , ნეაპოლის უნივერსიტეტის - “ლ’ორიენტალე” - აზიის, აფრიკისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის კათედრის დოცენტ გაგა შურღაიასთან.
📌ღონისძიებამ საინტერესო და აკადემიურ გარემოში ჩაიარა, რამაც საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

#თსუბიბლიოთეკა

"ვისაც მოუსმენია ერთხელ მაინც თოვლისთვის,მეც მომისმენს, გამიგებს, დამიცდის და მომიცდის."🎉დღეს სახელოვან უნივერსიტეტელს, ...
29/07/2026

"ვისაც მოუსმენია ერთხელ მაინც თოვლისთვის,
მეც მომისმენს, გამიგებს, დამიცდის და მომიცდის."

🎉დღეს სახელოვან უნივერსიტეტელს, ვახტანგ ჯავახაძეს 94 წელი შეუსრულდა!

#თსუბიბლიოთეკა

🎉ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში , ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის დარბაზში ,...
27/07/2026

🎉ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში , ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის დარბაზში , ამავე ბიბლიოთეკისა და ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების თაოსნობით, 28 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება შეხვედრა თსუ კურსდამთავრებულთან, ნეაპოლის უნივერსიტეტის - „ლ’ორიენტალე“ - აზიის, აფრიკისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის კათედრის დოცენტ გაგა შურღაიასთან .
🖊მისი მეცნიერული საქმიანობა მოიცავს ქართული ლიტერატურისა და კულტურის ისტორიის ვრცელ კვლევას, ასახულს ასზე მეტ პუბლიკაციასა და ოთხ მონოგრაფიაში: მეტი სიახლის წარმოსაჩენად და შესაფერისი გააზრებისათვის, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მათ ევროპულ და საერთაშორისო ასპექტებს. გაგა შურღაიას კვლევითი საქმიანობა ეფუძნება დასავლური ევროპული ლიტერატურის ღრმა ცოდნას. გარდა თანამედროვე ენებისა, ასევე საფუძვლიანად აქვს შესწავლილი: ძველი ბერძნული, ლათინური და ძველი სომხური ენები. აქვს მხატვრული და სამეცნიერო თარგმანები რუსულიდან, იტალიურიდან და ფრანგულიდან .
2019 წელს იტალიის კულტურის ძეგლთა, კულტურულ ღონისძიებათა და ტურიზმის სამინისტროს მიერ გაგა შურღაიას წლის ეროვნული პრემია მიენიჭა მხატვრულ თარგმანში.
📌ღონისძიების მიზანია აკადემიურ სივრცეში გაგა შურღაიას მრავალმხრივი მოღვაწეობის პოპულარიზაცია .

#თსუბიბლიოთეკა

🎉თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის დარბაზში, ამავე ბიბლიოთეკისა და ალექსანდრე ორბელიანის საზ...
25/07/2026

🎉თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის დარბაზში, ამავე ბიბლიოთეკისა და ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების თაოსნობით, სამშაბათს, 28 ივლისს გაიმართება შეხვედრა ნეაპოლის უნივერსიტეტის “L`Orientale “ პროფესორთან გაგა შურღაიასთან.

📌დასაწყისი: 14:00 საათი
📍მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1

#თსუბიბლიოთეკა

23/07/2026

#თსუბიბლიოთეკა

🎉22 ივლისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და ბიბლიოთეკის “მეგობართა კლუბის...
23/07/2026

🎉22 ივლისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და ბიბლიოთეკის “მეგობართა კლუბის” ორგანიზებით, თსუ I კორპუსის, შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში გაიმართა ღონისძიება “ღამე ბიბლიოთეკაში 2”, რომელიც მიეძღვნა ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეს.
📌კონკურსის შედეგად შერჩეულმა ათმა გამარჯვებულმა ავტორმა პროექტში მონაწილეობა მიიღო. მათ თსუ ბიბლიოთეკის სივრცეში ჩანახატები და ესეები შექმნეს. პროექტის მიზანი სტუდენტების წერითი და აკადემიური უნარების წარმოჩენაა. ათივე გამარჯვებული დაჯილდოვდა, მათი ნამუშევრები კი წიგნის სახით გამოიცემა. მონაწილეებისთვის განსაკუთრებული განწყობის შესაქმნელად, თსუ ბიბლიოთეკაში მოწვეული იყო მხატვარი ზაალ სულაკაური, რომელმაც სტუდენტების კარიკატურები შექმნა.
🖌️მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ივანე ჯავახიშვილის ეპისტოლური მემკვიდრეობიდან და სამეცნიერო ნაშრომებიდან ამოღებული ფრაზების მიხედვით შეექმნათ საინტერესო ნამუშევრები. ღონისძიებამ მშვიდ და სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა.

#თსუ ბიბლიოთეკა

Address

უნივერსიტეტის ქ. 11. ილია ჭავჭავაძის გამზ. 1
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995322250484

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თსუ ბიბლიოთეკა/TSU library posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to თსუ ბიბლიოთეკა/TSU library:

Shortcuts

Share

Category