პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის"

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის"

პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის" პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის"

✅ პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ 2009 წლიდან ხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
✅ პროგრამის მიზანია მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ცენტრის STEAM ლაბორატორიაში წალკის მუნიციპალიტეტის ს...
08/07/2026

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ცენტრის STEAM ლაბორატორიაში წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პროგრამის "ასწავლე საქართველოსთვის" კონსულტანტ-მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა👇

გაეცანით პროგრამის ინგლისური ენის კონსულტანტ-მასწავლებლის,ხატია სეფიაშვილის, სტატიას👇
30/06/2026

გაეცანით პროგრამის ინგლისური ენის კონსულტანტ-მასწავლებლის,ხატია სეფიაშვილის, სტატიას👇

საგანთაშორის ინტეგრაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია სწავლების დროს. ინტეგრირებული გაკვეთილი მოსწავლეს ეხ...

პროგრამის "ასწავლე საქართველოსთვის" ფარგლებში შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შე...
25/06/2026

პროგრამის "ასწავლე საქართველოსთვის" ფარგლებში შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ პროექტი წარადგინეს👇

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ეკატერინე ხუციშვილმა, „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრ...
22/06/2026

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ეკატერინე ხუციშვილმა, „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის უცხოენოვან მოხალისე მასწავლებლებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.👇

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლაში წლის შემაჯამებელი ...
16/06/2026

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლაში წლის შემაჯამებელი კონფერენცია მოეწყო👇

🔷 ფიზიკის კონსულტანტ-მასწავლებლის, ნესტან მიქაძის, ორგანიზებით, წალკის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა მოსწავლეთა მე-7 საგნობრ...
05/06/2026

🔷 ფიზიკის კონსულტანტ-მასწავლებლის, ნესტან მიქაძის, ორგანიზებით, წალკის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა მოსწავლეთა მე-7 საგნობრივი კონფერენცია ,,ჩვენ გვიყვარს ფიზიკა“.

აღსანიშნავია, რომ ნესტან მიქაძეს ჟურნალ mastsavlebeli.ge-ში გამოქვეყნებული აქვს 70 -მდე სტატია.
მისი სტატიები შეიძლება დაიყოს შემდეგი თემატიკის მიხედვით:
▪️სტატიები, რომლების მომავალ თაობას გაუღვივებენ ინტერესს საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ;
▪️ სასწავლო-კვლევითი პროექტები (მათ შორის ინტერდისციპლინური);
▪️ ინოვაციური გაკვეთილები (გაჩერებებით სწავლება, ინტერდისციპლინური და ტრანსდისციპლინური გაკვეთილები და სხვა);
▪️ პედაგოგიური თუ სასკოლო საჭიროების კვლევები;
▪️ საერთაშორისო კვლევების ანალიზი;
▪️ ხელოვნური ინტელექტი და სკოლა;
▪️ პროექტები STEAM სწავლების მიმართულებით;
▪️მარტივი რესურსებით საინტერესო ფიზიკური ექსპერიმენტების ჩატარება.

🔷 ნესტან მიქაძის საგანმანათლებლო რესურსებს მრავალი მასწავლებელი წარმატებით იყენებს სწავლა-სწავლების პროცესში. სწორედ ამ გამოცდილებამ და მიღებულმა გამოხმაურებამ შთააგონა მას, საკუთარი მოსწავლეებისთვის შეეთავაზებინა მათთვის საინტერესო თემების კვლევა, დამუშავება და საკუთარი ნააზრევის კონფერენციაზე წარდგენა.

🔶 კონფერენციაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემდეგი თემები:
• ,,ნიკოლა ტესლა – გენიოსი, რომელმაც გაანათა სამყარო”;
• ,, შავი ხვრელები-სამყაროს ყველაზე იდუმალი ობიექტები";
• ,,გრავიტაცია და მერანი-ფიზიკა პოეზიაში”;
• ,,ცისარტყელა”;
• ,,ნათურის ისტორია, ანუ სინათლის რევოლუცია”;
• ,,პოლარული ციალი”;
• ,,ის მაინც ბრუნავს-სად არის სამყაროს ცენტრი?“;
• ,,მომავლის ენერგეტიკა-თორიუმი“;
• ,,რა შეუძლია მზეს?“;
• ,,ფერთა ბორბალი”;
• ,,ზეგამტარობის შესახებ”;
• ,, რომ არა ფიზიკის მიღწევები – რის სანახავად წავიდა მსაჯი?”;
• ,,ტურბულენტობა”;
• ,,მირაჟი”;
• ,, გრავიტაციული ტალღები-სამყაროს კვლევის ახალი მეთოდი”;
• ,,ელექტრომაგნიტური ტალღების სკალა”;
• ,,რა უნდა ვიცოდეთ ჭექა-ქუხილის შესახებ”.
მოსწავლეთა ჩართულობა იყო მაქსიმალური. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო VIII-XI კლასის 37-მა მოზარდმა. კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:
• საუკეთესო ნაშრომი;
• ყველაზე კრეატიული;
• საუკეთესო პრეზენტატორი;
• ყველაზე აქტუალური;
• საუკეთესო პრეზენტაცია;
• ყველაზე გამორჩეული.

✅ კონფერენციის ბოლოს მომხსენებლებს გადაეცათ წამახალისებელი სიგელები და სმარტ-საათები.

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის მოსწავლეების კულტურულ...
30/05/2026

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის მოსწავლეების კულტურულ-შემეცნებითი პროექტის - “სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა“ პრეზენტაცია მოეწყო.👇

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ,მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლების მონაწილეობით, “ეროვნული სამოსის დღის” აღ...
29/05/2026

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ,მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლების მონაწილეობით, “ეროვნული სამოსის დღის” აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.👇

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერის საჯარო სკოლაში, პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლის, ვაჟა ტეტუნაშვილის ორგანიზებით, მო...
15/05/2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერის საჯარო სკოლაში, პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლის, ვაჟა ტეტუნაშვილის ორგანიზებით, მოსწავლეთა ფიზიკის კონფერენცია ჩატარდა👇

🔶პროგრამის "ასწავლე საქართველოსთვის" გეოგრაფიის კონსულტანტ-მასწავლებლის, ნაირა დევდარიანის ორგანიზებით, ქალაქ წალკის N1 ...
15/05/2026

🔶პროგრამის "ასწავლე საქართველოსთვის" გეოგრაფიის კონსულტანტ-მასწავლებლის, ნაირა დევდარიანის ორგანიზებით, ქალაქ წალკის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „მოაზროვნე“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამავე მუნიციპალიტეტის ოთხმა საჯარო სკოლამ: ქ. წალკის N1, სამების, ბარეთისა და საბეჭისის სკოლებმა.

🎯 აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო:

✅ინტელექტუალური თამაშების პოპულარიზაცია;
✅ მოსწავლეებში კითხვის/წაკითხულის გააზრების, შემოქმედებითობის, კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობის უნარების განვითარების ხელშეწყობა;
✅ სკოლების დამეგობრება და ხანგრძლივი თანამშრომლობა.

✨გამარჯვებული გახდა ბარეთის საჯარო სკოლა და გადაეცა „ბროლის ბუ“, რომელიც ყოველი თამაშის შემდეგ გამარჯვებულ გუნდთან გადაინაცვლებს.

💠აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალური თამაში სემესტრში ერთხელ ჩატარდება.

Address

Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322200220

Alerts

Be the first to know and let us send you an email when პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share