საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტი

საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტი შეკითხვები და მოსაზრებები გამოგვიგზ?

საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის გამართული ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 202...
10/07/2026

საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის გამართული ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა. სამი დღის განმავლობაში მიმდინარე შეჯიბრის შედეგად გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.

გამარჯვებულ გუნდს სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ სანიკიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, აკაკი ალადაშვილმა და პარლამენტის აპარატის უფროსმა, კახა ოქროჯანაშვილმა თასი, ოქროს მედლები და სიგელები გადასცეს.
ასევე მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები.
ინდივიდუალური ჯილდოები გადაეცათ ტურნირის საუკეთესო მოთამაშეს, საუკეთესო მეკარესა და საუკეთესო ბომბარდირს.

საქართველოს პარლამენტის აპარატის ეგიდით გამართულ ტურნირში ექვსი გუნდი მონაწილეობდა.
საფეხბურთო ტურნირის პარალელურად, ასევე გაიმართა „საქართველოს პარლამენტის ჩემპიონატი ჭადრაკში 2026“.
საქართველოს პარლამენტის აპარატი მომავალშიც განაგრძობს თანამშრომლებისთვის სპორტული და სხვა აქტივობების ორგანიზებას, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტული კულტურის განვითარებასა და გუნდური სულისკვეთების გაძლიერებას

გილოცავთ🇬🇪 საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის დასკვნით...
05/07/2026

გილოცავთ🇬🇪 საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში ესპანეთს სძლია.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კანადის პარლამენტთან მეგობრობის...
08/06/2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი ხელმძღვანელობს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა.
დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ენუქიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხახუბია.

საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და მისი აპარატის სახელით, დაბადების  დღეს ვულოცავთ სპორტის კომიტეტის თავმჯდომ...
08/06/2026

საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და მისი აპარატის სახელით, დაბადების დღეს ვულოცავთ სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, გამორჩეულ წყალბურთელსა და სპორტსმენს ზურაბ რურუას. ვუსურვებთ მას წინსვლასა და წარმატებას როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში🙏

სპორტის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუ...
05/06/2026

სპორტის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა.

მომხსენებელმა 2025 წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის ეკონომიკურ, საშემოსავლო და საგადასახადო პარამეტრებზე დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, 6%-ზე დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა ქვეყანამ 7.5%-ით დაასრულა. ბიუჯეტის დეფიციტი 2.5% იყო დაგეგმილი, წლის ბოლოს კი მხოლოდ 1.4% შეადგინა.

მისივე თქმით, 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი 100.7%-ით შესრულდა და 23 816 მილიონი ლარი იყო, ხარჯვითმა ნაწილმა კი 22 854 მილიონი ლარი შეადგინა.

სპორტის კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.

კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო.

სპორტის კომიტეტის მიერ შექმნილმა სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სფეროს განვითარების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის წევრებმა - ...
22/05/2026

სპორტის კომიტეტის მიერ შექმნილმა სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სფეროს განვითარების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის წევრებმა - შოთა ხაბარელმა და ვლადიმერ ბოჟაძემ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებულ სპორტულ სექციებში დასაქმებული მწვრთნელების ანაზღაურებისა და სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა განხილულ თემებზე საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს და იმ საჭიროებებზე ისაუბრეს, რომლებიც რეგიონებში სპორტის განვითარებასა და ხელშეწყობას უკავშირდება.

ვრცალად: https://tinyurl.com/bd2d5833

სპორტის და დიასპორის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საქართველოს ...
05/05/2026

სპორტის და დიასპორის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია წარადგინა.
მომხსენებელმა სახელმწიფო ბიუჯეტის ეკონომიკურ პარამეტრებზე, საგარეო ვაჭრობიდან და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებსა და საბიუჯეტო ხარჯებზე ისაუბრა.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, მიუხედავ იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო გარკვეული ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტების შემოსვლამ იკლო, პირველ კვარტალში საქართველომ მილიონამდე ვიზიტორი მიიღო, ტურიზმიდან შემოსავალი კი 829 მლნ დოლარს შეადგენს.
გიორგი კაკაურიძის განმარტებით, სპორტის სამინისტროს მიერ თანხის ათვისების დაბალი მაჩვენებელი საქართველოში გასამართ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირს უკავშირდება, რომელიც წლის განმავლობაში ჩატარდება და შესაბამისად, საბიუჯეტო წლის დასრულებამდე სპორტის უწყება გამოყოფილ ასიგნებებს სრულად აითვისებს.
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა ცნობად მიიღეს.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „სასკოლო ლიგის“...
04/05/2026

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „სასკოლო ლიგის“ საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

პარლამენტის წევრებს ინფორმაცია „სასკოლო ლიგის“ პროექტის ხელმძღვანელმა ოთარ აბულაძემ წარუდგინა.
მისი განცხადებით, „სასკოლო ლიგა“ 2019 წელს დაფუძნდა, დღეს მასშტაბურ საგანმანათლებლო და სოციალურ პროექტს წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით მოსწავლეს აერთიანებს და ხელს უწყობს ჯანსაღი და აქტიური თაობის ჩამოყალიბებას.

მომხსენებლის თქმით, 2025–2026 სასწავლო წლის სეზონში ლიგა საქართველოში 7 რეგიონსა და სპორტის 15 სახეობას მოიცავს. პროექტში 25 ათასზე მეტი მოსწავლეა ჩართული.
მისივე ინფორმაციით, „სასკოლო ლიგა“ გაფართოებას, სპორტის ახალი სახეობების დამატებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სასკოლო შეჯიბრებებში მოსწავლეების ჩართულობის ზრდას გეგმავს.
ოთარ აბულაძემ ყურადღება გაამახვილა პროგრამების ინკლუზიურობასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
სხდომაზე ისაუბრეს „სასკოლო ლიგაზე“, როგორც ახალგაზრდებში სპორტის განვითარების ხელშემწყობ მექანიზმზე და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე.
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს.

გილოცავთ❤️🇬🇪 ლუკა მაისურაძე ევროპის ორგზის ჩემპიონია🥇🥋
18/04/2026

გილოცავთ❤️🇬🇪 ლუკა მაისურაძე ევროპის ორგზის ჩემპიონია🥇🥋

სპორტის კომიტეტის სხდომაზე ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა ფიგურულ ციგურაობაში არს...
17/04/2026

სპორტის კომიტეტის სხდომაზე ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა ფიგურულ ციგურაობაში არსებულ მდგომარეობაზე, საერთაშორისო წარმატებებსა და განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებზე ისაუბრა.

ფედერაციის პრეზიდენტმა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენების მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და ოლიმპიურ თამაშებსა და საერთაშორისო ტურნირებში მიღებულ მედლებზე ინფორმაცია წარადგინა.
ბოლო ორი სპორტული სეზონის განმავლობაში ქართველმა სპორტსმენებმა 48 საერთაშორისო ტურნირში მიიღეს მონაწილეობა და 22 ოქროს, 18 ვერცხლის და 10 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს - აღნიშნა მაკა გიორგობიანმა.

ფედერაციის პრეზიდენტმა 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოლიმპიური ლიცენზიებისთვის ბრძოლაში მონაწილე 35 ქვეყნიდან მხოლოდ ხუთმა, მათ შორის, საქართველომ მოიპოვა ყველა კატეგორიაში ლიცენზია და მედლების საერთო ჩათვლაში, ევროპის ქვეყნებს შორის, საფრანგეთის შემდეგ, საქართველო მეორე ადგილზე გავიდა. რაც შეეხება შეფილდში გამართულ ევროპის ჩემპიონატს, მაკა გიორგობიანის განცხადებით, ნიკა ეგაძემ და ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა ოქროს მედლების მოპოვება შეძლეს.

მაკა გიორგობიანმა ყინულის მოედნის სპორტული ინფრასტრუქტურის საკითხებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფომ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა და ამჟამად თბილისსა და ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენები ფუნქციონირებს. ეს საქართველოს საშუალებას აძლევს, საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლოს და ფიგურული სრიალის შესწავლით დაინტერესებულ მომავალ თაობას ვარჯიშის შესაბამისი პირობები შეუქმნას. ფედერაციის სამომავლო გეგმებზე საუბრისას მომხსენებელმა ყურადღება ფიგურული ციგურაობის პოპულარიზაციის, ახალი ნიჭიერი სპორტსმენების აღმოჩენისა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებით გამოსვლის საკითხებზე გაამახვილა.

პარლამენტის სპორტის კომიტეტმა ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის ანგარიში ცნობად მიიღო. კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ სანიკიძემ ფედერაციის პრეზიდენტს, მის გუნდს, მწვრთნელებსა და მსაჯებს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ქართულ ფიგურულ სრიალს დიდი პოტენციალი აქვს, რასაც ბოლო წლებში მიღწეული შედეგები მოწმობს. ვიქტორ სანიკიძემ ფედერაციის წარმომადგენლებს წარმატებები უსურვა და ფედერაციის პრეზიდენტი, ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები და მსაჯები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. Georgian Figure Skating Federation

Address

0118 თბილისი, რუსთაველის გამზირი 8
Tbilisi
1800

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტი:

Shortcuts

Share