სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო - State Care Agency

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო - State Care Agency

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო - State Care Agency Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო - State Care Agency, Government Organization, ქ. თბილისი, მიხეილ ასათიანის ქ. 9, Tbilisi.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და
ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო წარმოადგენს „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის სახელწოდების შეცვლის შედეგად

გარდაქმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის შესაბამისად: საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მეურვეობისა და მზრუნველობის, აგრეთვე საერთაშორისო შვილად აყვანის მიმართულებებით.

სააგენტოს მიზნებია:

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის ხელშეწყობა;
საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ცენტრალური და ადგილობრივი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების უზრუნველყოფა, აგრეთვე სხვა სახელმწიფოში გაშვილების მიზნებისათვის ცენტრალური მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციის უზრუნველყოფა;
მეურვეობის, მზრუნველობის, მხარდაჭერის, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაციის ხელშეწყობა;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა.

საინფორმაციო შეხვედრები სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაც...
03/08/2026

საინფორმაციო შეხვედრები სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლობით გრძელდება. ამჯერად, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით, საინფორმაციო შეხვედრა გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში გაიმართა.

შეხვედრა ჩატარდა როგორც ბენეფიციარებთან, ასევე დაწესებულების თანამშრომლებთან. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ადამიანის უფლებების დაცვის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და მხარდამჭერი მომსახურებების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება დაეთმო მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის საქმიანობას და მის მნიშვნელოვან როლს ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა მხარდაჭერის პროცესში. ასევე ხაზი გაესვა სააგენტოსა და შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც ხელს უწყობს შემთხვევების დროულ და ეფექტიან მართვას, დაზარალებულთა ინტერესებზე მორგებულ რეაგირებას.

მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება ქვეყნის მასშტაბით, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბენეფიციარებისა და სპეციალისტების ინფორმირებულობის ამაღლებასა და უწყებათაშორისი თანამშრომლობისა გაძლიერებას.

30 ივლისს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფ...
30/07/2026

30 ივლისს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ერთდროულად სამ ლოკაციაზე: საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო საავტომობილო“ და „სარფი“, ასევე „თბილისი ცენტრალში“, საინფორმაციო ღონისძიებები გაიმართა.

ღონისძიებების მიზანია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციის ხელშეწყობა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მოქალაქეების ინფორმირება ტრეფიკინგთან დაკავშირებული საფრთხეების, პრევენციული მექანიზმებისა და სახელმწიფო სერვისების თაობაზე.

ღონისძიებების ფარგლებში სააგენტოს თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მოქალაქეებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) რისკების, პრევენციის გზების, მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებისა და სახელმწიფოს მიერ ხელმისაწვდომი დახმარების სერვისების შესახებ. ასევე, დაინტერესებულ პირებს დაურიგდათ ექვსენოვანი საინფორმაციო ბროშურები - „გაიგე მეტი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესახებ - იყავი დაცული!“.

საინფორმაციო ღონისძიებები განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით.

საინფორმაციო კამპანიაში მონაწილეობდნენ სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და მხარდაჭერის დეპარტამენტის, ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლთა სერვისების სამმართველოს, ქვემო ქართლისა და აჭარის რეგიონული ცენტრების, თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი), მარნეულის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და სპეციალისტები.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, რათა გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება და გაძლიერდეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია.

🔹 30 ივლისი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა.🔹 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მ...
30/07/2026

🔹 30 ივლისი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა.

🔹 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ტრეფიკინგის, როგორც მძიმე დანაშაულისა და მისი სხვადასხვა ფორმის შესახებ, ასევე ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთათვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მათი დახმარება, რეაბილიტაციის ხელშეწყობა და ოჯახსა და საზოგადოებაში ინტეგრირების მხარდაჭერა.

🔹 აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სააგენტოს ორგანიზებით საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში გაიმართება ღონისძიებები.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინი...
24/07/2026

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით, თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრები ჩატარდა როგორც ბენეფიციარებთან, ასევე დაწესებულებების თანამშრომლებთან. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ადამიანის უფლებების დაცვის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და მხარდამჭერი მომსახურებების შესახებ.

შეხვედრების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაწესებულებების თანამშრომლებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, მათ შორის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებს შორის მჭიდრო კოორდინაციისა და ეფექტიანი თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს შემთხვევების დროულ და ეფექტიან მართვას, ინფორმაციის ოპერატიულ გაცვლასა და კოორდინირებულ რეაგირებას.

მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლობით მომავალშიც გაგრძელდება ქვეყნის სხვა შესაბამის დაწესებულებებში, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს ბენეფიციარებისა და შესაბამისი სპეციალისტების ინფორმირებულობა, გაძლიერდეს უწყებათაშორისი თანამშრომლობა.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ...
21/07/2026

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით, ასოციაციის წევრი მედიატორებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ“-ში ჩატარებულ შეხვედრას საქართველოს მედიატორთა ასოციაციის 30-მდე წევრი ესწრებოდა.

შეხვედრის მიზანი იყო მედიატორების ინფორმირებულობის ამაღლება და პროფესიული კომპეტენციის გაძლიერება სააგენტოს საქმიანობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოვლენის, ეფექტიანი რეაგირების მექანიზმებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის მიმართულებით.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ბავშვზე ძალადობისა და ძალადობის სხვა ფორმებთან დაკავშირებული საკითხები, ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების გზები, სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების მექანიზმები.

შეხვედრას უძღვებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებმაც მედიატორებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისების, მხარდაჭერის მექანიზმებისა და სახელმწიფო ცხელი ხაზების შესახებ.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ პრაქტიკულ საქმიანობაზე ორიენტირებული პასუხები.

მედიატორებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია, რომელიც მათ მომავალ საქმიანობაში დაეხმარებათ ძალადობის შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებაში, შესაბამისი სერვისების შესახებ ინფორმაციის სწორად მიწოდებასა და საჭიროების შემთხვევაში ეფექტიან რეფერირებაში.

📢სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიებს.📌სსიპ სახელმწ...
16/07/2026

📢სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიებს.
📌სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში თანამშრომელთა მიღება ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკურსის საფუძველზე.
📌კონკურსი გამოცხადებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (https://vacancy.hr.gov.ge/), სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები მიიღება მხოლოდ ელექტრონული ფორმით.
📎ვაკანსიებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/KfEX8

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ HR Hub-ის ორგანიზებით გამართულ დასაქმე...
10/07/2026

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ HR Hub-ის ორგანიზებით გამართულ დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღო.

ფორუმზე 25-ზე მეტი კერძო და სახელმწიფო სექტორის დამსაქმებელი იყო წარმოდგენილი. სააგენტოს წარმომადგენლებმა სამუშაოს მაძიებლებს გააცნეს სააგენტოში არსებული აქტიური ვაკანსიები, მიაწოდეს საინფორმაციო ბრენდირებული მასალები და დეტალური ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობის, მიმდინარე პროგრამებისა და სერვისების შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის, ასევე მათზე დამოკიდებული პირებისთვის ხელმისაწვდომ სახელმწიფო სერვისების გაცნობას.

მსგავსი ფორუმები ხელს უწყობს სამსახურის მაძიებლებისა და დამსაქმებლების დაკავშირებას, ქმნის დასაქმების ახალ შესაძლებლობებს და ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას. სააგენტოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ მისი საქმიანობის, პროგრამებისა და სერვისების შესახებ, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად შეძლონ მათზე ხელმისაწვდომი სახელმწიფო მხარდაჭერის მიღება.

📢 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლობები განთავსებულია...
24/06/2026

📢 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლობები განთავსებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში.

სააგენტოს რეგიონული ცენტრების მისამართები:

✔️ქ. თბილისის საქალაქო ცენტრი:
📍 ქ. თბილისი, მიხეილ ასათიანის ქ. № 9.

✔️თბილისის სერვისცენტრები:
📍 ქ. თბილისი, გია რომელაშვილის ქ. № 1.
📍 ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. № 23.

✔️აჭარის ა/რ რეგიონული ცენტრი:
📍 ქ. ბათუმი, ნობელების ქ. № 27.

✔️გურიის რეგიონული ცენტრი:
📍 ქ. ოზურგეთი, გოგებაშვილის ქ. № 2.

✔️სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრი:
📍 ქ. ზუგდიდი, დავით აღმაშენებლის ქ. № 106.

✔️რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ცენტრი:
📍 ქ. ამბროლაური, ბრატისლავა რაჭის ქ. № 11.

✔️იმერეთის რეგიონული ცენტრი:
📍 ქ. ქუთაისი, ჩეჩელაშვილის ქ. № 26.

✔️სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრი:
📍 ქ. ახალციხე, კეცხოველის ქ. № 6.

✔️შიდა ქართლის რეგიონული ცენტრი:
📍 ქ. გორი, გელდიაშვილის ქ. № 3.

✔️მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ცენტრი:
📍 ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. № 13.

✔️ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრი:
📍 ქ. რუსთავი, მე-17 მიკრორაიონი, № 20ა.

✔️კახეთის რეგიონული ცენტრი:
📍 ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის ქ. № 41.

სამუშაო დღეები და საათები:
🔸ორშაბათი - პარასკევი; 09:00 - 18:00 სთ.

ცხელი ხაზები:
☎️ ცხელი ხაზი: 15 05;
📞 ძალადობის მსხვერპლთა დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი: 116 006;
👧 ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: 111.

✉️ელ. ფოსტა: [email protected].

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ უზბეკეთის გენერალური პროკურატურის აკად...
23/06/2026

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ უზბეკეთის გენერალური პროკურატურის აკადემიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრის მიზანს საქართველოს გამოცდილების გაზიარება და დელეგაციისთვის ძალადობის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.

შეხვედრის ფარგლებში სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სახელმწიფო სისტემა, კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრების ფუნქციონირების სპეციფიკა, ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომი სერვისები, ასევე 24-საათიანი ცხელი ხაზების მუშაობის მექანიზმები და პრაქტიკა.

დისკუსიისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას, მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის მექანიზმებს, მომსახურებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ეფექტიანი რეაგირების პრაქტიკულ ასპექტებს.

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარებასა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

Address

ქ. თბილისი, მიხეილ ასათიანის ქ. 9
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო - State Care Agency posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო - State Care Agency:

Shortcuts

Share