სამგორის რაიონის გამგეობა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სამგორის რაიონის გამგეობა

სამგორის რაიონის გამგეობა სამგორის რაიონის გამგეობა

გამგებელი - კახა სამხარაძე

04/09/2026

📌 სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს.
➡️ მოქალაქეთა მიღება სამგორის რაიონის გამგეობაში ყოველ პარასკევს იმართება, რისთვისაც წინასწარ ჩაწერა აუცილებელია.
🟥 შეხვედრაზე ჩასაწერად, დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე - 📲 032 2 37 40 34

🚧 სამგორის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობსსამგორის რაიონში ვარკეთილის მეურნეობაში, მ...
02/09/2026

🚧 სამგორის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

სამგორის რაიონში ვარკეთილის მეურნეობაში, მეგობრობის ქუჩა N1-დან გუდამაყრის ქუჩის, რუსთაველის ქუჩისა და რუსთაველის II შესახვევის წრიულამდე გზის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი თბილისის მერიის ურბანული და სატრანსპორტო სამსახურის მიერ შემუშავებული სქემის შესაბამისად ხორციელდება, რაც ითვალისწინებს დაახლოებით, 5 000 კვ.მ ფართობზე:

🔹 გზაგამყოფი კუნძულების მოწყობას;
🔹 საფეხმავლო ბილიკებისა და ტროტუარების მოწყობას;
🔹 ბორდიურების განახლებას;
🔹 საპარკინგე სივრცეების მოწყობას;

სამუშაოებისთვის სამგორის რაიონის ბიუჯეტიდან საორიენტაციოდ, 200 000 ლარი დაიხარჯება.

🚶‍♀️🚗 პროექტის მიზანია საგზაო მოძრაობის გაუმჯობესება, ქვეითთა გადაადგილებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა და ტერიტორიის კეთილმოწყობა.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე.

02/09/2026
01/09/2026

🔹 უსაფრთხო და მოწესრიგებული საცხოვრებელი გარემოს შექმნა სამგორის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. რაიონის გამგეობა სამუშაოებს ეტაპობრივად ყველა მისამართზე განახორციელებს.

🚧 სამგორის რაიონში ლიფტების რეაბილიტაცია გრძელდება!ამ ეტაპზე, "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პ...
01/09/2026

🚧 სამგორის რაიონში ლიფტების რეაბილიტაცია გრძელდება!

ამ ეტაპზე, "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, ლიფტების რეაბილიტაცია 15 მისამართზე მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 450 000 ლარია გამოყოფილი.

📍 გუმათჰესის ქუჩაზე, მე-17 კორპუსის ორ სადარბაზოში ლიფტების რეაბილიტაციის მიმდინარეობას სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე გაეცნო და ვარკეთილის დეპუტატ ვაჟა კოკაიასთან ერთად ვარკეთილი 3, მე-2 მ/რ N 30 კორპუსის მოსახლეობას შეხვდა, სადაც სამგზავრო ლიფტის სამონტაჟო სამუშაოები უკვე დასრულდა.

ამასთან, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განცხადებების საფუძველზე, იანვრიდან დღემდე დაახლოებით 55 მისამართზე ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. აღნიშნული სამუშაოებისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 2 200 000 ლარი დაიხარჯა.

🔹 უსაფრთხო და მოწესრიგებული საცხოვრებელი გარემოს შექმნა რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამგორის რაიონის გამგეობა სამუშაოებს ეტაპობრივად ყველა მისამართზე განახორციელებს.

28/08/2026
26/08/2026

რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე პირველი სექტემბრიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება

24/08/2026

📌სამგორის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული უსახური ნაგებობებისა და თვითნებურად აშენებული გარაჟების დემონტაჟის საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

🔷️სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე მაჟორიტარ დეპუტატ ვაჟა კოკაიასთან ერთად
ვარკეთილი 3, II მიკრო რაიონის N9, კორპუსის მოსახლეობას შეხვდა.

➡️დისკუსიის ფარგლებში განხილულ იქნა დემონტაჟის განხორციელების შემდგომ, რეკრეაციული სივრიცისა და საპარკინგე ადგილების მოწყობის გეგმა.

🔷️მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და გადაწყვეტილებების მიღებისას მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.

🏗️ ვარკეთილში  სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს📍სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3-ის III მიკრორაიონში, N337 კორპუს...
22/08/2026

🏗️ ვარკეთილში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

📍სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3-ის III მიკრორაიონში, N337 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

➡️პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას თანამედროვე, უსაფრთხო და კეთილმოწყობილი სპორტული სივრცე ექნება, სადაც ბავშვებსა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ, თავისუფალი დრო აქტიურად და ჯანსაღ გარემოში გაატარონ.

🔹 სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ბეტონის ფუნდამენტი;
🔹 დამონტაჟდება სადრენაჟე სისტემა, რაც მოედნის გამართულ და ხანგრძლივ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს;
🔹 მოეწყობა განათების სისტემა;
🔹 სპორტული მოედანი სრულად შემოღობილი იქნება;
🔹 დაიგება თანამედროვე ხელოვნური საფარი;
🔹 ტერიტორია აღიჭურვება შესაბამისი სპორტული ინვენტარით.

პროექტის განხორციელებისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 214 000 ლარი გამოიყო.

➡️სამუშაოების მიმდინარეობას სამგორის გამგებელი, კახა სამხარაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ვაჟა კოკაიასთან ერთად ადგილზე გაეცნო.

🤝 რაიონში გრძელდება ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას აუმჯობესებს და უბნებში თანამედროვე, კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება.

Address

მოსკოვის გამზ. N 14
Tbilisi
0120

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

2722222

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სამგორის რაიონის გამგეობა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share