Საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური • ISSSG

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური • ISSSG

Საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური • ISSSG Საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

Insurance State Supervision Service of Georgia

08/08/2026
”საქართველო დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის 2029 წლის ყოველწლიური კონფერენციის მასპინძელ ქვეყანად შეირჩა...
31/07/2026

”საქართველო დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის 2029 წლის ყოველწლიური კონფერენციის მასპინძელ ქვეყანად შეირჩა!” - განაცხადა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური 2029 წლის ნოემბერში დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS – International Association of Insurance Supervisors) აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით ყოველწლიურ კონფერენციას, წლიურ საერთო კრებასა და კომიტეტების შეხვედრებს უმასპინძლებს.

▫️IAIS არის დაზღვევის სფეროში მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 200-ზე მეტ იურისდიქციას აერთიანებს, ადგენს საერთაშორისო საზედამხედველო სტანდარტებსა და დაზღვევის ძირითად პრინციპებს (Insurance Core Principles – ICPs), ხელს უწყობს უსაფრთხო, მდგრადი და ფინანსურად სტაბილური სადაზღვევო ბაზრების განვითარებას.

IAIS-ის ყოველწლიური კონფერენციების მასპინძელი ქვეყნები: 2022 – სანტიაგო, ჩილე; 2023 –ტოკიო, იაპონია; 2024 – კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკა; 2025 – ტირანა, ალბანეთი; 2026 – ჰონგ-კონგი, ჩინეთი; 2027 - რაბათი, მაროკო; 2028 - ლიმა, პერუ;
📍 2029 - თბილისი, საქართველო;

🌍 ღონისძიებას დაესწრება 100-ზე მეტი ქვეყნის 700-ზე მეტი სტუმარი:

🔹დაზღვევის ზედამხედველები

🔹ცენტრალური ბანკებისა და ფინანსური მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები

🔹საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები

🔹გლობალური სადაზღვევო და გადაზღვევის კომპანიების ხელმძღვანელები

🔹ინდუსტრიის წამყვანი ექსპერტები

IAIS-ის 2029 წლის ღონისძიების საქართველოში ჩატარება ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტისა და ინსტიტუციური სანდოობის მნიშვნელოვანი აღიარებაა, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს პოზიციებს გლობალურ ფინანსურ და სადაზღვევო სივრცეში.

დღეს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაი...
10/07/2026

დღეს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე (პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე), საბჭოს წევრები: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი; ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა, სხდომაზე წარადგინა სადაზღვევო სექტორის 2025 წლის ანგარიში და 2026 წლის 5 თვის შედეგები. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა სამსახურის საქმიანობა დადებითად შეაფასეს.

სხდომაზე, ასევე, გაჟღერდა სამსახურის ინიციატივა სადაზღვევო-პროფესიული განვითარების ხელშესაწყობად, სასწავლო ცენტრის დაფუძნების თაობაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება სერთიფიცირებული დაზღვევის სპეციალისტების მომზადებასა და დაზღვევის სფეროში დასაქმებულთა პროფესიულ გადამზადებაზე.

სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ სექტორი სტაბილურად იზრდება და ბოლო ხუთ წელიწადში სადაზღვევო პრემია გაორმაგდა. 2025 წელს მოზიდულმა პრემიამ 1.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2025 წლის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია და 26 სადაზღვევო ბროკერი. სადაზღვევო ბაზრის ყველაზე დიდი წილი ჯანმრთელობის დაზღვევას უჭირავს 43%-ით, ხოლო შემდეგ პოზიციაზეა ავტოტრანსპორტის დაზღვევა ბაზრის 21%-ით.

სამსახურის უფროსმა ხაზი გაუსვა ზედამხედველის როლს, რაც ძირითადად მოიაზრებს კომპანიების ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას, რათა მათ შეძლონ სადაზღვევო პოლისით აღებული ვალდებულებების შესრულება. გარდა ამისა, აღსანიშნავია სამსახურის წარმატებები საერთაშორისო არენაზე, რაც გამოიხატება დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის საქმიანობაში აქტიური ჩართულობით. ეს ორგანიზაცია წარმართავს მსოფლიო სადაზღვევო პოლიტიკას და გასცემს ძირითადად რეკომენდაციებს. სამსახურის უფროსი, ხსენებულ ასოციაციაში უკვე ორი წელია, თავად არის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი და შესაბამისად, პირადად იღებს მონაწილეობას ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი, როგორც დაზღვევის ზედამხედველთა საე...
02/07/2026

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი, როგორც დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS) წევრი, ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში იმყოფება.

დავით ონოფრიშვილმა, 29 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, მსოფლიოს წამყვან დაზღვევის ზედამხედველებთან და რეგულატორებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ასოციაციის წამყვანი კომიტეტების სამუშაო შეხვედრებსა და სტრატეგიულ სესიაში, რომელიც საერთაშორისო ანგარიშსწორების (BIS) ბანკის სათავო ოფისში გაიმართა.

შეხვედრების ფარგლებში გლობალური სადაზღვევო სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები, საზედამხედველო პოლიტიკის განვითარების მიმართულებები და ასოციაციის სამომავლო სტრატეგიული პრიორიტეტები განიხილეს.

შეხვედრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების აქტიური ჩართულობის გაძლიერება საერთაშორისო მარეგულირებელი სტანდარტების შემუშავების პროცესში.

დავით ონოფრიშვილის მონაწილეობა IAIS-ის აღმასრულებელი კომიტეტის საქმიანობაში საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ იყოს ჩართული გლობალური სადაზღვევო სტანდარტების ფორმირებაში. საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და დასავლური გამოცდილების გაზიარება და მისი ქართულ სადაზღვევო ბაზარზე დანერგვა ხელს უწყობს სექტორის მდგრადობის, ფინანსური სტაბილურობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კიდევ უფრო გაძლიერებას.

🔗ვრცლად: https://tinyurl.com/muc44r4u

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი და ლიცენზირებისა და რეგისტრაციის სა...
25/06/2026

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი და ლიცენზირებისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი ეთერ პაპიაშვილი მონაწილეობენ აზერბაიჯანის დაზღვევის საერთაშორისო ფორუმში Azerbaijan International Insurance Forum (AIIF 2026), რომელიც 24-25 ივნისს ბაქოში მიმდინარეობს.

ფორუმი აერთიანებს სადაზღვევო სექტორის, საზედამხედველო ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს, სადაც განიხილება სადაზღვევო ბაზრის განვითარების, გადაზღვევის, საპენსიო სისტემების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის, საბანკო დაზღვევისა (Bancassurance) და სადაზღვევო ბროკერობის თანამედროვე ტენდენციები.
ცალკე სესია დაეთმო განათლების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებს დაზღვევის სფეროში.

საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს საპენსიო სისტემებისადმი მიძღვნილი სესია, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი საერთაშორისო გამოცდილება და სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკული მიდგომები ხელს შეუწყობს საქართველოში მიმდინარე საპენსიო რეფორმის შემდგომ განვითარებასა და საზედამხედველო პრაქტიკის კიდევ უფრო დახვეწას.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის
სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა გამართა შეხვედრა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ვუსალ გურბანოვთან და აზერბაიჯანის დაზღვევის ასოციაციის ხელმძღვანელთან აბას მისკარლისთან. ასევე გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იქნა გამოცდილების გაზიარების, პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო ერთობლივი ინიციატივების შესაძლებლობები.

ფორუმს ასევე ესწრებიან საქართველოს სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაძლიერებას, გადაზღვევის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებასა და ქართული სადაზღვევო სექტორის ინტეგრაციას საერთაშორისო ბაზრებთან.

🔗ვრცლად: https://tinyurl.com/ddbjjbz3

დაზღვევის დღის ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები თბილისში, №70 საჯა...
15/05/2026

დაზღვევის დღის ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები თბილისში, №70 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ნინო ნიავაძემ. ამავე დეპარტამენტის წარმომადგენელმა მანონი ციხელაშვილმა მოსწავლეებს წარუდგინა, სპეციალურად მათთვის მომზადებული საინფორმაციო პრეზენტაცია.

მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

შეხვედრის მიზანი ადრეული ასაკიდან დაზღვევის კულტურის ჩამოყალიბება და მოსწავლეებში ამ სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.

7-8 მაისს, ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების დაზღვევის ზედამხედველთა (კომისიონერთა) ეროვნული ასოციაციის (NAIC – N...
08/05/2026

7-8 მაისს, ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების დაზღვევის ზედამხედველთა (კომისიონერთა) ეროვნული ასოციაციის (NAIC – National Association of Insurance Commissioners) 2026 წლის საერთაშორისო სადაზღვევო ფორუმი გაიმართა.

ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, ორგანიზატორის ოფიციალური მიწვევით, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი დაესწრო.

საერთაშორისო სადაზღვევო ფორუმი ყოველწლიურად 300-მდე მონაწილეს მასპინძლობს დაზღვევის სფეროსთვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, როგორიცაა: მუდმივად ცვალებადი საინვესტიციო გარემო, კლიმატური რისკები, მდგრადობა, ტექნოლოგიები, ინოვაციები და ახალი რისკები.
წლევანდელ ფორუმზე განიხილეს შემდეგი საკითხები: კიბერუსაფრთხოება და საოპერაციო რისკები - კიბერდანაშაულის ზრდის ფონზე ინდუსტრიის დაცვის მექანიზმების გაძლიერება; ფინანსური განათლება - მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება და დაზღვევის როლი მათი ზოგადი ფინანსური კეთილდღეობისთვის; ტექნოლოგიური პროგრესი - ჯანმრთელობის დაზღვევაში მონაცემთა დამუშავების ახალი მეთოდები და პერსონალური მონაცემების დაცვა; კლიმატური ცვლილებები: ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზარალის შემცირების სტრატეგიები.

ვიზიტის ფარგლებში, დავით ონოფრიშვილმა, გამართა ორმხრივი შეხვედრები ამერიკელ კოლეგებთან და დარგის წამყვან სპეციალისტებთან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კონსტრუქციულ დიალოგს სკოტ უაითთან (Scott White), რომელიც NAIC-ის პრეზიდენტი და ვირჯინიის შტატის დაზღვევის ბიუროს ზედამხედველია. გარდა ამისა, სამსახურის უფროსი შეხვდა კონექტიკუტის, კალიფორნიისა და ჯორჯიის შტატების დაზღვევის ზედამხედველებს.

ფორუმი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო თანამშრომლობის საჭიროებას გლობალური ეკონომიკური არასტაბილურობის პერიოდში, სადაც საქართველო აქტიურად არის ჩართული მდგრადი სადაზღვევო სისტემის მშენებლობის პროცესში.

🔗ვრცლად: https://tinyurl.com/bdejpt7h

08/05/2026

 

Address

L. Mikeladze Str. 3
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური • ISSSG posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური • ISSSG:

Shortcuts

Share