მწერალთა სახლი/Writers' House of Georgia

მწერალთა სახლი/Writers' House of Georgia საქართველოს მწერალთა სახლი
Writers' House of Georgia
(254)

⚜️მწერალთა სახლი აცხადებს კონკურსს ლიტერატურული პრემიის „მუზა“ 2026 მოსაპოვებლად.🔸️განაცხადების მიღება 2026 წლის 10 სექტ...
04/09/2026

⚜️მწერალთა სახლი აცხადებს კონკურსს ლიტერატურული პრემიის „მუზა“ 2026 მოსაპოვებლად.

🔸️განაცხადების მიღება 2026 წლის 10 სექტემბრიდან დაიწყება.

🔸️ლიტერატურული პრემია „მუზა“ 2022 წელს საქართველოს კულტურის სამინისტრომ დააფუძნა. 2023 წლიდან კონკურსს მწერალთა სახლი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.

➡️კონკურსის მიზნებია:
ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა;
საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა;
ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება;
ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა.

🖊გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ საკონკურსო ნომინაციებში:

• წლის საუკეთესო რომანი;
• წლის საუკეთესო პროზაული კრებული;
• წლის საუკეთესო პოეტური კრებული;
• წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა/ესეი;
• წლის საუკეთესო დებიუტი (აღმოჩენა);
• წლის საუკეთესო თარგმანი;
• წლის საუკეთესო კრიტიკა/რეცენზია;
• წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება;
• წიგნის საუკეთესო დიზაინი;
• წლის საუკეთესო ინოვაციური ლიტერატურული პროექტი;
• ჯილდო ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

🔸️კონკურსი არ ვრცელდება სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურაზე.

🔸️კონკურსანტს შეუძლია სხვადასხვა ნომინაციაში მონაწილეობა მხოლოდ ერთ საკონკურსო განაცხადში წარმოადგინოს.

🔸️კონკურსის ერთ ნომინაციაში დასაშვებია მხოლოდ ერთი საკონკურსო განცხადების წარმოდგენა.

🔸️კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს და მწერალთა სახლის დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონკურსო კომისია, რომელიც დარგის ხუთი აღიარებული სპეციალისტითაა დაკომპლექტებული.

🔸️კომისიის შემადგენლობა კონფიდენციალურია კონკურსის შედეგების გამოცხადებამდე.

🔸️ერთი და იგივე პირის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში, მას პრემია გადაეცემა თითოეული ნომინაციისთვის.

🔸️გამარჯვებულებს, ფულად ჯილდოსთან ერთად, გადაეცემათ მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის „მუზას“ მიხედვით შექმნილი ქანდაკებები და სიგელები.

📑საკონკურსო განცხადებები მიიღება ქართულ ენაზე, ნაბეჭდი სახით, მწერალთა სახლში, მისამართზე: ქ. თბილისი, მაჩაბლის ქ. №13 ან ელექტრონულად, მისამართზე: [email protected]

📅განაცხადების მიღება დაიწყება 10 სექტემბერს და გაგრძელდება 1 ოქტომბრის ჩათვლით.

🔎საკონკურსო პირობები, დეტალური ინფორმაცია, ასევე პრემიის მოსაპოვებლად მონაწილეობისთვის განცხადებისა და განაცხადის ფორმები იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://writershouse.ge/index.php?m=169&news_id=771

➡️შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ პროექტის კოორდინატორს: [email protected]
📲ტელ: 591 33 18 19

02/09/2026

4–6 სექტემბერს საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება კამერული მუსიკის XI საერთაშორისო ფესტივალი „საგურამოს კამერატა“.

წელს ფესტივალი მუსიკოსებს საქართველოდან, ჩეხეთიდან და ხორვატიიდან უმასპინძლებს:

▫️თამარ ლიჩელი
▫️სიმებიანი კვარტეტი „იბერი“
▫️ნუკრი კაპანაძე და ნინო გულიაშვილი
▫️შიო აბრახამია და ანსამბლი „ქორალი“
▫️„ჩელო რეფაბლიკ“ (ჩეხეთი)
▫️დუეტი „არტინა“ (ხორვატია)

„საგურამოს კამერატა“ საქართველოს რეგიონულ რუკაზე კამერული მუსიკის ერთადერთი საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც ტრადიციულად, უკვე მეთერთმეტე წელია, მხოლოდ კამერული მუსიკის პოპულარიზაციას ემსახურება.

ფესტივალი 2015 წელს სამეგრელოში, სალხინოს დადიანის სასახლეში დაფუძნდა, ხოლო 2025 წლიდან ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლ-მუზეუმში ტარდება.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი, „შემოქმედებითი საქართველო“ და მცხეთის მუნიციპალიტეტი.

28/08/2026
ერთი ქუჩის ერთ კუთხეშიერთი ქუჩისერთ კუთხეშიერთხელერთმა ქალმამადლიანად შემომხედაგამიღიმა სალმად.იმისთანაღიმის ფერიარ მინა...
23/08/2026

ერთი ქუჩის ერთ კუთხეში

ერთი ქუჩის
ერთ კუთხეში
ერთხელ
ერთმა ქალმა
მადლიანად შემომხედა
გამიღიმა სალმად.
იმისთანა
ღიმის ფერი
არ მინახავს
სხვა მე...
იმ ქუჩაზე
იმის მერე
არ ყოფილა
ღამე!..

***
ეს ზეცა და ეს მინდორი

ეს ზეცა და ეს მინდორი,
ეს ღელე და მთა,
მე არც მომიტანია
და...
ვერც წავიღებ თან!
ამ დალოცვილ მიწაზე
ყველაფერი თავდება,
რამე თუ არ იწამე
უკვდავების თავდებად.
ო, რა ნელა თენდება,
ო, რა ჩქარა ღამდება!..
გიწამე და... ტკივილი
თანდათან მიამდება,
გაიხედე, თუ ძმა ხარ,
თენდება თუ ღამდება?!

***
იყო თურმე ერთი ქალი

იყო თურმე
ერთი ქალი
ლამაზი და
მკერდფიქალი...
მერე, თურმე,
ვით წესია,
დარქმევია
დედოფალი...
მერე, თურმე,
ბარეორჯერ
ავსებია
ცრემლით თვალი...
ამიტომაც
დასტყობია
დარდისა და
სევდის კვალი......................
− აბა, კარგად მოიგონე! −
ხომ არ გახსოვს
შენ ის ქალი!?..

***
გალაკტიონს

დობირო მიწას
რომ დაშაშრავს
უწყალოდ გვალვა −
გქონდა ბოლო დროს
დაღარული
იმგვარი სახე...
ერთ რამედ ღირდა
მარტო შენი
ქუჩაში გავლა,
უკანასკნელად
რუსთაველის პროსპექტზე გნახე!..

***
მონატრებულ ბიჭებზე თქმული

სულს უჰაერო გიხუთავთ ღამე, −
ხმაში, (ო, ღმერთო!) გემჩნევათ ბზარი...
− „საქართველოზე გვითხარით რამე!“ −
ემუდარებით ჩამოსულ მგზავრებს!..
ეჰ, გულზე ცეცხლი შემომეკიდა _
ყრუდ ამოგდება თქვენი ხმა ზემოთ...
ადრე წასულნო ამა ქვეყნიდან და ჩემთვის მაინც ცოცხალო ძმებო!..
არსთა განმრიგე ვის და რას ჰკითხავს,
მაგრამ... ყოფნა რომ შევსთხოვო დიდხანს,
ვთქვათ და − მისმინოს მაღალმა ღმერთმა
და მათუსალის მიბოძოს ბედი, −
მომენატრება
შეხვედრა
თქვენთან
და... რა მიშველის... სიკვდილის მეტი...

***
მშვენიერი ხეები...

ჩემს სოფელში ხეებია, −
გამოიყვან აკვანს, გინდა ერქვანს...
მართალია, უმრავლესი თხმელებია, −
ურევია კოპიტიც და ძელქვაც!..
მზეზე ხარობს ბებერიც და ნორჩიც, −
ზოგი − კაცს ჰგავს,
ზოგი − ქალს და
ზოგი ბალღს...
რომელიმეს ნაადრევად მოჭრი? −
ღმერთი სასჯელს შესაფერისს
მოგიზღავს!..
წავალ... ჩავალ, −
ახალ ნერგებს დავრგავ...
ამას მართლა გულით ვამბობ, ღმერთმანი!..
ეჰ, ხეებო! −
საჭიროა აკვანიც და ერქვანიც!....ჩემს სოფელში მშვენიერი ხეებია, −
მორთულები ატლასით და ფლასით!..
მართალია, უმრავლესი თხმელებია, −
თქვენ მე მკითხეთ იმ თხმელების
ფასი!..

***
სიმდიდრე

მზე ამოვა
და მიწაზე
ოქროს ღვარად
დადინდება,
სული ხარობს ნაღამური,
სუნთქვა უფრო
ადვილდება, −
სხვა ქონება?
სხვა დიდება? −
რის ქონება,
რა დიდება, −
მზე −
ღატაკთა,
უპოვართა
უეცარი გამდიდრება!..

***
თოვს...
თოვს...
თოვს...
მესამე დღე არის, თოვს!
სუროზე მოფრინდნენ მშიერი შაშვები,
ამინდი დაუდგა თოფს!
ბუხართან ბაბუა აბოლებს ყალიონს,
ბებია საწინდეს რთავს.
შეხედე, შეხედე, რა დიდი თოვლია,
რა კარგი ზამთარი გვაქვს!
ქრის...
ქრის...
ქრის...
ტოტები ემტვრევა ხეს.
მხიარულ სოფელში გაჩაღდა სტუმრობა,
სტუმრები გვეწვივნენ ჩვენც!
ვუყურებ თოვას და მგონია −
მაღლიდან ჩანჩქერი იღვრება რძის.
ცრის...
ცრის...
ცრის
ცა ფეხად ჩამოდის ძირს.
თოვს...
თოვს...
თოვს...
თეთრია მინდორი, მთა;
გორაკზე ბავშვებმა წამოდგეს ბაბუა,
რომელიც თეთრია მთლად.
ნამდვილი ბაბუა ბუხართან ყალიონს
აბოლებს, ხელს იქნევს თან.
ჰო...
ჰო...
ჰო...
რა დიდი ზამთარი გვაქვს!

***
ვართ...
არ ვიქნებით...
წავალთ...
გავქრებით...
დარჩება ზეცა −
ჩვენგან ნაქები!..
იოლად უთქვამთ:
− ყველას კართანო
დაიჩოქებსო ერთხელ
აქლემი!..
.. ბუნებრივია: −
სიკვდილის თემამ
სევდის ბურუსში
გადამისროლა.....ჩვენ ვკვდებით, მაგრამ...
სამშობლო რჩება, −
სამშობლო −
ჩვენი მარადისობა!..

***
ჩვენს საუკუნეს რაღაც ეშლება

ჩვენს საუკუნეს რაღაც ეშლება −
უფლის საქმეში ხშირად ეჩრება, −
დაუკითხავად სახლში ეჭრება,
თქვენ როგორ ფიქრობთ, ვითომ შერჩება?..
თუ არ მოვქაჩეთ აღვირი მაგრად −
წონასწორობას მერანი კარგავს, −
ინგრევა, ვატყობ, მოდელი, ქარგა...
არა! − ეს, ძმაო, ხუმრობას არ ჰგავს!..
გულმოდგინებით ჯიუტი მწერის −
უკვე ცისფერი გახვრიტა ჭერი
და... ჩვენი ქოხის იატაკს აწვიმს, −
გვაცვივა ციდან ფერფლი და ჭვარტლი.....ჩვენს საუკუნეს, მგონი, ეშლება −
უფლის საქმეში ურცხვად ეჩრება!..
სიმშვიდეს ურღვევს, სახლში ეჭრება, −
თქვენ როგორ ფიქრობთ, ვითომ შერჩება?..

საღამო მშვიდობისა პარუირ სევაკიმთარგმნელი: გივი შაჰნაზარიმზე მიდრეკილა.დღე მიილია.და მთები ისევ აჩენენ შვილებს-ჩრდილებს-...
23/08/2026

საღამო მშვიდობისა
პარუირ სევაკი

მთარგმნელი: გივი შაჰნაზარი

მზე მიდრეკილა.
დღე მიილია.
და მთები ისევ აჩენენ შვილებს-
ჩრდილებს-
თანდათან რომ იზრდებიან და
თავის მშობელ დედებს მარხავენ.
ქარბორია კი
აყალყებული,
ტრიალ-ტრიალით მაღლდება ცაში,
რომ ამაღლება - უარყოფილი
მათი-
სარწმუნო გახადოს ისევ.
დამზრალ ჰაერში ნელა ფარფატებს
ერთი ნაგლეჯი თბილი სხეული,-
ჩიტი რომ ჰქვია.

ვიღაც ქალი დგას შუაგულ მინდვრად!
მის ფეხქვეშ გადის ის უხილავი
ღერძი მიწისა, რომლის ხილული
ბოლო ნაწილი თავადვე არის.
დანაშაულში თუმცა არავინ
ბრალს არ მდებს
და არც მოწმე მყავს, მაინც
თავს დამნაშავედ ვგრძნობ და შორიდან-
განზე გამდგარი და შიშნაჭამი -
ვეჩურჩულები ამას კი არა,
არამედ,
იმას,
ჩემსას,
შორეულს:
-საღამო მშვიდობისა, ჩემო მარტოსულო!

* * *პასუხი კითხვაზე: „როდის წერთ?“ვწერ, როცა წვიმა სულში გამიარს,როცა შორს, თითქოს, მელნის ჩქამია,როცა დღე შარვალს აიკა...
20/08/2026

* * *
პასუხი კითხვაზე: „როდის წერთ?“

ვწერ, როცა წვიმა სულში გამიარს,
როცა შორს, თითქოს, მელნის ჩქამია,
როცა დღე შარვალს აიკარწახებს,
როცა არც ხურავს ცას და არც აღებს
ელვა და ღრუბლებს უჩენს ბარძაყებს...
ვწერ, როცა ფეხქვეშ ვიგრძნობ ნამიან
მარადისობის მოლს და ვცახცახებ...
ვწერ, როცა ქარი, თითქოს, ცის კიდეს
გამოანგრევს და, როგორც რისხვის ტყე,
გაიფოთლება მსტვენ ამბოხებით
და ებერება სივრცეს ლოყები,
ვიდრე დადგება დრო დაოკების...
ვწერ, როცა კვირტი ხეზე კისკისებს,
ტაეპებს ვიხვევ და ვითოკები...
როცა სურნელი თოვლის ქათქათის −
სულმა თუ იცის, გზებად სად გადის
და აღარ მყოფნის მე მის საყნოსად
ნესტოები და, როგორც აკრობატს,
ცად მსურს ახტომა, ანდა გაქრობა −
მაშინ ავყავარ გრძნობას კვადრატში
და ვწერ, ქცეული მიუსაფრობად...
ვწერ, როცა სევდა ხდება მოსისხლე −
სულს მივაქროლებ ანგელოსისკენ...
გულს კი სტრიქონის დანა დაკეპავს...
ვწერ, როცა გრძნობის პაპანაქებას
ჩემში სურს ლაშქრის დაბანაკება...
ვწერ, როცა მთები ღვთის სამოსისფერ
ნისლს იხურავენ ფაფანაკებად.

* * *
ქალაქური წვიმა

წვიმს ქალაქში, ქალაქურად წვიმს...
სკვერს კითხულობს წვიმა, როგორც გაზეთს...
ჩვენ გვერდიგვერდ მივაბიჯებთ გზაზე,
მე მას ვუსმენ, როგორც ღმერთის ჰიმნს;
ის კი – წვიმს!
წვიმს – ცა წურავს ღრუბლებისგან წვენს,
მე ვჩერდები ერთ მოწყენილ სახლთან...
საფიქრალი არასოდეს მაკლდა,
ეს წვიმა კი, როგორც ძვირფას ძღვენს,
საფიქრალსაც მძენს.
წვიმს ქალაქში, ისევ ისე წვიმს,
რაც კი იცის, აღარაფერს მალავს:
დარდით დაღლილ და ფიქრიან ქალაქს
ყელზე ჰკიდებს თავის ურიცხვ მძივს...
წვიმს!

* * *
თიბათვე

სათიბები – მირონივით ნამში ნაბანია...
და მთიბველი ზურმუხტ ციალს აწვენს რახანია –
უკვე ნახა კოცნა თითო მზის და ცვრიან ცელის.
უკვე ესმის გაღვიძებულ სოფლის ღრიანცელი.
უკვე მისგან მწვანე ტალღა მრავლად გათიბულა.
უკვე მას და ბალახს შორის ცელი გადებულა,
როგორც ხიდი სინანულის... – აბა, გალაღებით
როგორ უნდა გაიმეტო ნედლი ბალახები!.. –
ბალახებსაც აქვთ თვალები ცრემლის ბადიებად...
ბალახებსაც უნდა სთხოვო კაცმა პატიება.
თიბავს, თიბავს მთიბველი და: დროა დიდი ბლეფი! –
ერთ დროს ყველა უხილავს ხელით ვითიბებით...
თიბავს, თიბავს მთიბველი და სევდა ეუფლება:
ბალახებსაც, იქნებ, უნდათ ტრფობით შეუღლება!
თიბავს, თიბავს მთიბველი და უკან, აღმოსავლეთს
ხენი ცვარში ამოვლებულ თავებს ახოცავენ...
თიბავს, თიბავს მთიბველი და ცვარში დასველებას
გრძნობს ფიქრისგან გადაქანცულ სულისდასვენებად.
მთაწმინდის წერილი მეტეხს

როდესაც გადათოვს მადათოვს,
თბილისმა სხვა საქმე გადადოს,
შეეშვას სათითე-სათათეს −
როგორც კი მადათოვს გადათოვს.
მტკვრისაკენ არ მისცე გზა ტატოს,
უთხარი, ფიქრები გადადოს...
ელოდოს თიბათვეს, მკათათვეს
და გულში დაგროვილ წვათათვის
დაზოგოს გაძლება ცხრა დათვის...
არ მისცე, არ მისცე გზა ტატოს, −
უთხარი, დარდები გადადოს,
როდესაც გადათოვს მადათოვს!
როდესაც მადათოვს გადათოვს!

* * *
ანტიგლობალისტი

სამყარო ჭიანჭველაზე უფრო პატარაა,
რადგან ყოველ ჩვენგანშია განაწილებული
და ძალიან ახლოდან რომ გვიხდება
მისი დანახვა,
იმიტომაც გვეჩვენება უკიდეგანოდ...

* * *
საფლავი თოვლქვეშ

თუკი მდუმარება ედრება ცაში ნადებს,
ძველი საფლავები ვგებულობთ მაშინათვე,
რომ ვართ დახვავებულ სინათლით დაბანილი
და რომ გვაფარია, ბუმბულის საბანივით,
თოვლი – უანგარო მფარველი სამარეთა,
თოვლი – გაჩენილი სიშორის კამარებთან,
თოვლი – მოგონება უდროოდ მკვდარ აფრების,
ღერბი მიხატული ცხოვრების არაფრობას...
თოვლი – ყვავილები ნუშის და ალუბლისა,
მუნჯი მგალობელი, მოკლული გალობისას...
თოვლი – უსიტყვებოდ შექმნილი პოეზია,
თოვლი – ცისქვეშეთის უცოცხო მეეზოვე...
თოვლი... გამარჯობა! მძინარეს მოგესალმე,
გძინავს, ალერსისგან დაღალულ გოგოსავით...
შენ ხარ იავნანაც, შენთვისვე ნამღერი და
დიდი თოჯინაც ხარ, შექმნილი ნამქერისგან,
სულის საამური თრთოლვებიც, შეხუთვებიც...
თოვლო, ცივი ხარ და რა თბილად მეხუტები!
დრო თუ აირია, არ ნაღვლობ ამ არევას,
არც ის გენაღვლება, თუ ვისი სამარ ვარ...
შიშველ მახასავით ჩემზე ხარ მწოლარე და
გძინავს – ხეებისგან გაცვეთილ ოლარებთან...
მაგრამ მზის ციაგი გვერდით რომ დაგიწვება,
მეფის ასულივით მოგიწევს გაღვიძება... –მზისგან მოფერებით თანდათან გალღვები დამიწა, უკუქცეულ სითეთრის ტალღებიდან,
ნელა გამოაჩენს ჯერ კეფას, მერე მკლავებს...
და შენს ცხვარ-თიკანებს სადღაცა შერეკავენ...
და მეც გამოვჩნდები, ხეებქვეშ, ნელა-ნელა,
ამაოებისგან დაქცეულ მელანივით... –
აღარ დამიფარავს ეგ შენი სიხალვათე,
შენც, ჩემს მფარველობას შეწყვეტ და მიღალატებ,
წახვალ – მოგონება უდროოდ მკვდარ აფრების,
ღერბი მხატული ცხოვრების არაფრობის...

* * *
მესაფლავე

ზოგჯერ, სიჩუმეში, უცებ დაგეცემა თავზარად
ის, რომ მარჩენალი შენი ოჯახისა – მკვდრებია
და რომ მარკეტებში ბავშვებს ვერაფერზე გაგზავნი,
თუკი არ დამარხე სხვისი ბაბუა და ბებია… -
ვინმეს დამარხავ და სახლში ფულიანი ბრუნდები,
როგორც თივიანი – ბოსელს უბრუნდება მარხილი…
ასე – ვიღაცების მარხვით გიმაგრდება კუნთები,
რასაც გირჩევნია იყო საიდუმლოს მმარხველი…
თუმცა მიწისათვის ცხედრის მიბარება – მადლია,
მკვდარი იმაზე მეტს სულიერისაგან არც ითხოვს,
ჩადებ საფლავში და ბელტებს ჭიანსა და მატლიანს
ისე გადააყრი, თითქოს იფარავდე მარცხისგან…
მაგრამ ღამღამობით ხშირად წარმოიდგენ სახეებს,
კუბოს დახურვამდე გაქვალოდებულებსმელნისფრად,
მაშინ გეჩვენება, რომ შიშს პალტოსავით გახვევენ
და ძგერს ჭერ-კედელი შენი ცხრაბალიან ღელვისგან.

* * *
სოფლური დაღამების გახსენება

ცამ მზის ჩასვლისას დასცხო უცებ და
წვიმას სხეული წითელი ჰქონდა,
თითქოსდა ჩიტებს ანაკუწებდნენ...
შორს კი ისმოდა ძახილი: „ლონდა“.
საღამო იყო აფრასებური
და ცაში ღრუბელს არწევდა ბონდად,
ღრუბელი ჩანდა გაბრაზებული,
შორს კი ისმოდა ძახილი: „ლონდა“.
მე არ მახსოვდა, ასეთი თბილი
სახელი ერქვა ვის დედას, ვის დას.
და ბანაობდა წვიმაში ხილი
და ხეთა ტანგო გადიქცა ტვისტად...
მერე დაღამდა და წვიმაც დაცხრა,
გზა გულზე, თითქოს სიმად გამება,
მაგრამ არ ვიცი, დღეს ასე მკაცრად
რად მახსენდება ის დაღამება?!

🗞ლიტერატურული გაზეთი4-17 სექტემბერი, 2026▪️პოეზიანინო დარბაისელიცირა ოქროპირიძესალომე ხიზანიშვილინინო სტურუა - საყმაწვილ...
20/08/2026

🗞ლიტერატურული გაზეთი
4-17 სექტემბერი, 2026

▪️პოეზია
ნინო დარბაისელი
ცირა ოქროპირიძე
სალომე ხიზანიშვილი
ნინო სტურუა - საყმაწვილო

▪️პროზა
მარიკა ქორჩილავა - დებიუტი

▪️დრამატურგია
მარი თაბაგარი

▪️ესეი
როსტომ ჩხეიძე ბაჩანა ბრეგვაძეზე
ნინო გელოვანი თამაზ ჭილაძეზე
ლალი ურდულაშვილი ლელა მეტრეველზე

📚მწერალთა სახლის ხელშეწყობით თურქულ ენაზე გამოიცა „თანამედროვე ქართველ მწერალთა ანთოლოგია – მოთხრობები“, რომელშიც შესული...
19/08/2026

📚მწერალთა სახლის ხელშეწყობით თურქულ ენაზე გამოიცა „თანამედროვე ქართველ მწერალთა ანთოლოგია – მოთხრობები“, რომელშიც შესულია ზაზა თვარაძის, ვასილ ბესელიას, გელა ჩქვანავას, რეზო ჭეიშვილის, ცირა ყურაშვილის, ჯემალ თოფურიძის, მანანა დუმბაძის, იოსებ იარღანაშვილის, ირაკლი ჯავახაძის, რეზო თაბუკაშვილის, კოტე ჯანდიერისა და გიგი სულაკაურის მოთხრობები.

▪️️მთარგმნელი: ჰარუნ ჩიმქე.
▪️გამომცემლობა: „მევსიმლერ ქითაფი“.

📢➡️შეგახსენებთ, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა გამოგზავნონ 2026 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით.
19/08/2026

📢➡️შეგახსენებთ, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა გამოგზავნონ 2026 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით.

საქართველოს მწერალთა სახლი დიდი ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის დაბადებიდან 96 წლის თარიღთან დაკავშირებით, 2026 წლის 15 სექტემბერს ატარებს სამეცნიერო კონფერენციას − „უახლესი ქართული ლიტერატურა − ფორმაციები და ტრანსფორმაციები“.

კონფერენცია ეძღვნება თანამედროვე ქართული ლიტერატურის აქტუალურ საკითხებს.

ამ კონფერენციისთვის, უახლესი ქართული ლიტერატურა მოიცავს პერიოდს XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე.

კონფერენციის სახელმძღვანელო თეზისები:
▪️უახლესი ქართული ლიტერატურის მსაზღვრელი ნიშნები
▪️სტილის საკითხი უახლეს ქართულ ლიტერატურაში
▪️უახლესი ქართული ლიტერატურის იდენტობა: მიმართება XX საუკუნის, კლასიკური ეპოქის, შუა საუკუნეების ლიტერატურასთან
▪️უახლესი ქართული ლიტერატურა და მსოფლიო ლიტერატურა
▪️უახლესი ქართული ლიტერატურის სათქმელი: აქტუალური სიუჟეტები, კონფლიქტები, პრობლემები
▪️უახლესი ქართული ლიტერატურის შიდა პერიოდები: ფორმაციები და ტრანსფორმაციები
▪️უახლესი ქართული ლიტერატურა, როგორც რეალობაზე რეაქცია

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალ მკვლევრებს, ასევე სტუდენტებს.

📅კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა 2026 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამოგზავნოს განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected]
თემის ველში მიუთითეთ: „სამეცნიერო კონფერენცია“.

📑გასაგზავნი დოკუმენტები:
განმცხადებლის CV, განათლების საფეხურისა და სამეცნიერო ბიოგრაფიის ასახვა სავალდებულოა;
საკონფერენციო ნაშრომის სათაური, ძირითადი თეზისები, ჰიპოთეზა და სავარაუდო დასკვნა;
სამოტივაციო წერილი (მოეთხოვებათ მხოლოდ სტუდენტებს, გარდა დოქტორანტურის საფეხურისა), არა უმეტეს 1 გვერდისა.

🗓კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ განმცხადებლებს, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, არაუგვიანეს 5 სექტემბრისა.

➡️კონფერენციაში მონაწილეთა საბოლოო სია გამოქვეყნდება მწერალთა სახლის ვებგვერდსა და FB-გვერდზე, არაუგვიანეს 10 სექტემბრისა.

მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიაში მნიშვნელოვანი როლი და ადგილი ეთმობა მხატვრულ ლიტერატურას. მამარდაშვილი ლიტერატურას უყურებს არა როგორც უბრალოდ საკითხავს, არამედ როგორც ცხოვრების ჭეშმარიტებას − მათ შორის, როგორც ეპოქის ანარეკლს.

ლიტერატურის კვლევა მთლიანი ლიტერატურული პროცესის აუცილებელი კომპონენტია. უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევა ხელს უწყობს ცოცხალი ლიტერატურული პროცესის გააზრებასა და განვითარებას.

მწერალთა სახლი მიესალმება ახალგაზრდების ჩართულობას! კვლევით პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული ლიტერატურის მომავლისთვის!

უახლესი ქართული ლიტერატურა ჩვენთან ყველაზე ახლოს არსებული, ყველაზე ნაცნობი და ამავე დროს − ყველაზე შეუსწავლელი მასალაა. ამდენად, აკადემიურ მიდგომასთან ერთად, მნიშვნელოვანია ცოცხალი შთაბეჭდილების გაზიარება. მკითხველის უშუალო შთაბეჭდილებები ზოგჯერ უფრო ძვირფასია, ვიდრე მშრალი ანალიტიკური მსჯელობა. უახლესი ქართული ლიტერატურა სწორედ ის სფეროა, რომელიც ჯერ არ დაღვინებულა და ამიტომ, მისი შეფასებისას ემოციებისაგან თავისუფალნი ვერ ვიქნებით. კონფერენციის დღის წესრიგის შედგენისას გათვალისწინებული იქნება როგორც აკადემიური მიდგომა, ასევე „ცოცხალი შთაბეჭდილებები“.

გისურვებთ წარმატებას!

Address

13, Ivane Machabeli Street
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 11:00 - 19:00
Tuesday 11:00 - 19:00
Wednesday 11:00 - 19:00
Thursday 11:00 - 19:00
Friday 11:00 - 19:00

Telephone

+995322974101

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მწერალთა სახლი/Writers' House of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to მწერალთა სახლი/Writers' House of Georgia:

Shortcuts

Share